asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
განცხადება
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ

2011-11-08 14:27:00



აშშ-ს მთავრობა არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც უცხოპლანეტელი ფორმების ცხოვრებას ადასტურებს.ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე. აღნიშნული განცხადება, მას შემდეგ გაკეთდა, რაც შესაბამისი მოთხოვნით თეთრ სახლს ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ-საიტის "ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში" 17 ათასი ხელმოწერა მოგროვდა.

"აშშ-ს მთავრობა არ ფლობს ფაქტებს ჩვენი პლანეტის მიღმა სიცოცხლის რაიმე სახით არსებობასთან დაკავშირებით, ან ასეთ ფორმებთან კონტაქტის შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელმა ფილიპ ლარსონმა მოამზადა.

იმავდროულად, ლარსონი ადასტურებს, რომ აშშ-ს ხელისუფლება ახორციელებს რიგ პროექტებს უცხოპლანეტელების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ მან მიუთითა პროგრამა SETI-ზე, რომელიც ითვალისწინებს უცხო ცივილიზაციების მოძიებას და მათთან კონტაქტში შესვლას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თეთრი სახლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online