asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ყველა ზვიგენს საკუთარი სახლი აქვს
ყველა ზვიგენს საკუთარი სახლი აქვს
ყველა ზვიგენს საკუთარი სახლი აქვს

2009-06-11 00:00:00



ჰოლივუდელი კინორეჟისორების დიდი მონდომების წყალობით ყოველი ჩვენგანი მიეჩვია იმას, რომ ზვიგენები საშინელი კაციჭამიები არიან, რომლებიც დიდი ეშმაკობით გამოირჩევიან ადამიანებზე ნადირობისას, მაგრამ სინამდვილეშიც ასეა?

ზვიგენი ყველა ოკეანეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი რაოდენობით ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში გვხვდება. ეს ბუნებრივიცაა, იქ ხომ უფრო მეტი რაოდენობით მოიპოვება საკვები, თბილი წყალი კი გამრავლებისთვის კარგ პირობებს ქმნის. მაგრამ ყველაზე უჩვეულო ისაა, რომ ზვიგენებმა წყლის უზარმაზარი სამყარო ვერტიკალურად აითვისეს, სადაც მათი სხვადასხვა სახეობები განლაგებულები არიან გონებისთვის წარმოუდგენელ სიღრმეებამდე, რომელსაც დღემდე ვერცერთი წყალქვეშა ნავი ვერ აღწევს – 5 ათას მეტრამდე! ძნელი წარმოსადგენია როგორ ახერხებს ასეთ სიღრმეზე, თუნდაც ტროპიკებში, თევზი ცხოვრებას და ნადირობას. თუმცა იხტიოლოგი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არც ეს სიღრმე. წარმოადგენს ზღვარს, სადაც ზვიგენები ცხოვრობენ.

ამ მეტად უჩვეულო თევზის მეორე ხასიათიც იწვევს უნდობლობას და გაოგნებას: ზვიგენები საოცარი მეოჯახენი არიან და თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი პირადი სახლი ოკეანეში.

ათეულობით წლების განმავლობაში მეცნიერები ინდოეთის ოკეანის წყლებში, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის სანაპიროებთან იჭერდნენ სულ პატარა ზვიგენებს, თითქმის ლიფსიტებს, გულდასმით ზომავდნენ, წონიდნენ, ზურგის ფარფლზე იარლიყს აკრავდნენ ნომრით და "მისამართით" და უშვებდნენ. თევზი კუდს მოიქნევდა, წყლის სამყაროში უჩინარდებოდა, რათა მკვლევარების ბადეში მოხვედრილიყო ათი–თხუთმეტი წლის შემდეგ! ამან მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ნებისმიერ ზღვასა და ოკენეში ზვიგენები საცხოვრებლად გარკვეულ რაიონს ირჩევენ, მასში გარკვეულ აკვატორიას გამოყოფენ, რომელსაც საკუთარ სახლად მიიჩნევენ. განსხვავებით კინოპერსონაჟებისგან, ნამდვილი ზვიგენები არასოდეს მიგრირებენ შორ მანძილზე. და თუ მათ შორის მაინც გამოჩნდება კაციჭამია, სირთულეს არ წარმოადგენს მისი გამოთვლა, ისიც ხომ მუდმივად საკუთარი სახლის ახლოს ტრიალებს.

ამგვარად, ზვიგენებს აქვთ საკუთარი სახლი, საიდანაც ისინი არ მიდიან და, აქედან გამომდინარე, ზვიგენ–საშიში რაიონები ასწლეულების მანძილზეა ჩამოყალიბებული. მსოფლიო ოკეანეთში ასეთი სულ ხუთი ადგილია და ყველა ის მონათხრობი სისხლისმსმელ მტაცებელზე, რომელიც თავს დაუნდობლად ესხის მშვიდობიან მოცურავეებს და მყვინთავებს სხვა ადგილებში, წმინდა წყლის გამონაგონია.

სად მდებარეობს ეს სახიფათო რაიონები? ეს პირველ რიგში არის სამხრე–აღმოსავლეთ აფრიკის, ავსტრალიის და ტასმანიის, კარიბის ზღვის უმეტესი ნაწილი, ბაჰამის კუნძულები, ფლორიდისა და სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროები. დანარჩენ ადგილებში კი არ ბინადრობს ზვიგენის ისეთი სახეობები, რომლებიც ხიფათს წარმოადგენდეს ადამიანებისთვის.

ზვიგენის 350 სახეობიდან, რომელიც მთელ მსოფლიო ოკეანეშია განსახლებული, მხოლოდ 28 სახეობას მიუძღვის რაიმე სახის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. თუმცა ყველა ზვიგენი არ არის დამნაშავე იმაში, რომ მათი სახეობის ცალკეულმა წარმომადგენელმა სრულიად შემთხვევით ან თავდაცვის დროს ზიანი მიაყენა ადამიანს.

იხტიოლოგებმა იციან: "სისხლისმსმელი" მტაცებელი ზვიგენების მრავალრიცხოვან სახეობათა შორის დიდი უმრავლესობა უხიფათო სახეობას წარმოადგენს. არსებობენ ჯუჯა ზვიგენები, სიგრძით 20–25 სანტიმეტრს რომ არ აღემატებიან, მაგრამ არსებობენ გიგანტებიც, სიგრძით 20 მეტრს ხოლო წონით ორ ათეულ ტონას რომ აღწევენ! მაგრამ არც მათ შეუძლიათ ვინმეზე თავდასხმა, ვინაიდან ისინი მხოლოდ პლანქტონებით იკვებებიან.

ადამიანებზე თავდასხმის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით საოცარი რამ გაირკვა. ზვიგენი ადამიანს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, როდესაც წყლის ტემპერატურა !8–დან 20 გრადუსამდე შეადგენს ცელსიუსით, მხოლოდ ზაფხულის დროს და მხოლოდ მაშინ, როდესაც მეტისმეტად მშიერია. მაგრამ ასეთი თავდასხმებიდან ტრაგიკულად მხოლოდ 30–დან 50 პროცენტამდე სრულდება, ანუ თავდასხმის ობიექტს გადარჩენის რეალური შანსი აქვს.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 300 წლის მანძილზე მსოფლიოს ყველა ზღვასა და ოკეანეში დარეგისტრირებულია ადამიანზე ზვიგენის თავდასხმის 800 შემთხვევა, ეს საშუალოდ ორნახევარი შემთხვევაა წელიწადში. ამასთან, თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად მყვინთავის აპარატურის გამოგონებისა და წყალქვეშა ნადირობის მოყვარულთა მომრავლების შემდეგ გაიზარდა.

კოსმოსური უცნაურობები

სულ რამდენიმე ათწლეულია, რაც ადამიანი კოსმოსში გავიდა. ცალკეულმა ასტრონავტებმა კოსმოსურ ორბიტაზე ყოფნის რეკორდებიც კი დაამყარეს. მაგალითად, ვალერი პოლიკოვმა ერთი ფრენის დროს კოსმოსში 437 დღე დაჰყო, ხოლო მომდევნო გაფრენის დროს მას კიდევ 240 დღე მიუმატა. ძნელი წარმოსადგენია, რამხელა ინფორმაცია დააგროვეს ასტრონავტებმა ამ ფრენების დროს, მაგრამ ბოლო დროს ცნობისმოყვარე ადამიანების ინტერესს უმეტესწილად წარმოადგენს ის უცნაური შეგრძნებები და შთაბეჭდილებები, რომელთაც ასტრონავტები კოსმოსში ფრენის დროს განიცდიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მეცნიერებმა მათ ამოხსნა ვერ მოუძებნეს, ხელისუფლებამ კი ასტრონავტებს ასეთ რამეებზე ენაზე კბილის დაჭერა ურჩია. თუმცა აკრძალულმა ინფორმაციებმა მაინც გაჟონა პრესაში.

შემორჩენილია ალექსანდრ ივანჩენკოვისა და ვლადიმერ კოვალენკოს ფრენის დროს გაკეთებული ჩანაწერები ჟურნალში: "პლანეტის ღამის ჰორიზონტზე მძვინვარებდა მეწამული ცეცხლი. ნათების უზარმაზარი სვეტები მოემართებოდა ზეცისკენ და მასში იშლებოდა ცისარტყელას ყველა ფერებში. ერთ–ერთმა ყველაზე ძლიერმა ვერცხლისფერ მოყვითელო სვეტმა, ისეთი შეგრძნება იყო, რომ კოსმოსური სადგურიდან სულ რამდენიმე მეტრში ჩაიარა და თითქოს უსასრულობაში გაუჩინარდა". კოსმონავტებმა პირველად მოწითალო ფერის ნათება დაინახეს და დედამიწაზე გადაცემის შემდეგ პასუხად მიიღეს: "ჩვენთან მაგნიტურ ფირებზეც ასეთივე ფერების თამაშია!"

ობიექტების გადიდების ეფექტი

ეს მოვლენა პირველად ამერიკელმა ასტრონავტმა გორდონ კუპერმა შენიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ ტიბეტის თავზე გადაფრენის დროს შეუიარაღებელი თვალით დაინახა სახლები და სხვა შენობა–ნაგებობები, არადა, იმ დროს მანძილი მასსა და ობიექტებს შორის დაახლოებით 300 კილომეტრი იყო. აი, როგორ აღწერს მის მიერ დანახულს რუსი კოსმონავტი ვიტალი სევასტიანოვი: "როგორც იქნა, დღეს სოჭი დავინახე. გარკვევით ვხედავდი პორტს და ჩვენს პატარა ორსართულიან სახლს, სადაც მე გავიზარდე".

ეს ეფექტი კიდევ ერთმა კოსმონავტმა, იური გლაზკოვმა დაადასტურა: "მივფრინავთ ბრაზილიის თავზე, უცბად შოსეს ვიწრო ზოლს ვხედავ და მასზე ავტობუსი მიჰქრის, მგონი, ცისფერი".

ოკეანის საოცრებები

ხმაურიანი სენსაცია გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც კოსმოსურ სადგურ "სკაილებზე" მყოფმა ამერიკელმა ასტრონავტებმა საკუთარი თვალით იხილეს. მათ ცნობილი ბერმუნდის სამკუთხედის რაიონში წყლის დონის დაწევა დააფიქსირეს.

"ეჭვგარეშეა, რომ ოკეანეებში სხვადასხვა ადგილზე წყლის სხვადასხვა დონეა, საკმაოდ იშვიათი, მაგრამ სრულიად აშკარა მოვლენაა", – განცხადა ერთ–ერთმა კოსმონავტმა. მან შეამჩნია წყლის დონის რგოლური აწევა, რომლის დიამეტრი 200–300 კილომეტრს წარმოადგენდა.

ანალოგიური სურათი აღწერა კოსმონავტმა ვალერი რიუმინმა: "ინდოეთის ოკეანეში მე და ვლადიმერ ლიახოვმა შევნიშნეთ წყლის დონის აწევა, თითქოსდა ორი უზარმაზარი ტალღა შეერკინა ერთმანეთს!"

მათ წყალქვეშა მთების ქედიც შენიშნეს. ამ რაიონში მართლაც არის გადაჭიმული წყალქვეშა მთების ქედი, მაგრამ იგი ასეული მეტრის სიღრმეში მდებარეობს. ანალოგიური წყალქვეშა ხედები სხვა კოსმონავტებმაც იხილეს წყნარ და ატლანტის ოკეანეებში.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online