| ქალი და მამაკაცი |

სახელები
ულამაზესი პოეტური ქმნილებები
თეიმურაზ პირველი – უბედური მეფე
აშოთან მუხრანბატონის ულამაზესი ასულის, ქეთევანის კალთაში მონებივრე ყრმა ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, ცხოვრება როგორ განსაცდელს უმზადებდა. ალბათ სამყაროც ისეთივე ნათელი და კეთილი წარმოედგინა, როგორც ეს დედის ლამაზ თვალებში ჩანდა. მის ცხოვრებაში შავბნელი დღეების დაწყებამდე სულ რამდენიმე წელი რჩებოდა. დაქუცმაცებულ საქართველოს წინ კიდევ უფრო ავბედითი მე-17 საუკუნე ელოდა. "ნეტამც ვინმე სიკვდილს მიმცა..." "მოვკვდე, მიწაც აღარ მინდა, ჩემზედ მხეცნი მოაწვივე!.." – ეს სიტყვები უბედურებებით დაღლილ მეფეს, თეიმურაზ პირველს ეკუთვნის.
სიტყვა "უბედური" ბოლომდე ვერ გადმოსცემს იმ სატანჯველს, რაც თეიმურაზს არგუნა განგებამ. მისი დედა, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფალი, შაჰ–აბასმა სასტიკი წამებით მოკლა. ისპაჰანის კარზე მძევლად მყოფი თეიმურაზის ორი ძე – ალექსანდრე და ლევანი, შაჰის ბრძანებით, დაასაჭურისეს. ალექსანდრემ წამებას ვერ გაუძლო და ჯალათებს ხელში შემოაკვდათ. ჭკუიდან შეიშალა ლევანი, თუმცა მძიმე ავადმყოფმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. შაჰ–აბასმა იმსხვერპლა თეიმურაზის და და ასულიც. მისი კიდევ ერთი შვილი, დათუნა ბატონიშვილი, სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.
თავისი ახალგაზრდობის სიყვარულთან, მეუღლე ანასთან, ბედნიერებით ტკბობაც არ დასცალდა თეიმურაზს. ანა გარდაიცვალა. სპარსელების მოთხოვნით, იძულებული იყო ცოლად ნათესავი ქალი, ქართლის მეფის და შეერთო. ტრაგიკული იყო მისი ასულის, ნესტან–დარეჯანის ცხოვრებაც. ის ჯერ ზურაბ ერისთავს ჰყავდა ცოლად. მერე იმერთა მეფე ალექსანდრეს, უკანასკნელად კი ავანტიურისტ ვახტანგ ჭუჭუნაშვილზე იქორწინა. ბოლოს ნესტან–დარეჯანი ხოსია ლეჩხუმელმა შუბით განგმირა...
უბედური მეფის ერთადერთი შვება პოეზია იყო. სტრიქონებს თავის ტანჯვას, სათქმელს ანდობდა.
"რად, სოფელო, სხვა არ დასწვი ჩემებრ, მე მქენ დასადაგე?!
გლახ, ლახვარი სასიკვდინე ყველა მე მკარ, და სად აგე!
დამიკარგე ძე, ასული, ძმა არ ვიცი, და სად აგე!
სხვა ნაყოფი მათებრ ტურფა რა აშენე და სად აგე?".
თეიმურაზ პირველის მამაზე, დავითზე, მემატიანე წერს, რომ იყო "კაცი ამაყი, ლაღი და მრისხანე". მან დააპატიმრა ძმა გიორგი და ტახტიდან ჩამოაგდო მამა – ალექსანდრე მეფე.
დავითი ადრე გარდაიცვალა. პატარა თეიმურაზს ალექსანდრე მეფე და ქეთევან დედოფალი ზრდიდნენ. სამეფო ტახტზე 16 წლისა ავიდა და მისი ტრაგიკული ცხოვრებაც დაიწყო. ხან დიდი ფეოდალები უმხედრდებოდნენ, ხან – სპარსელები ართმევდნენ ტახტს. მუდამ თავშესაფრის ძიებაში იყო. ხან ოსმალეთს აფარებდა თავს, ხან – სპარსეთს, ხსნას რუსეთთანაც ეძებდა.
ვერც სიბერეში დაისვენა. სულატკიებულმა მეფემ თავი მონასტერს შეაფარა და ბერის სამოსით შეიმოსა. დამშვიდება არც ღვთის სავანეში ელოდა. 74 წლის დაუძლურებული მეფე იძულებული გახდა, სპარსეთში ახალ შაჰს ხლებოდა, რომელმაც მოხუცს ათასგვარი შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში ღვინოც კი შეასხა. ბოლოს კი დააპატიმრეს და ასტრაბადში გაგზავნეს. მოხუცი მეფის ნატანჯმა სხეულმა ამდენს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. რამდენიმე ხნის შემდეგ თეიმურაზ მეფის ნეშტი საქართველოში, კახეთში ჩამოასვენეს და ალავერდში დაკრძალეს.
ისტორიკოსები ბევრს საუბრობენ თეიმურაზის, როგორც მეფის, შეცდომებზე. ამბობენ, რომ იყო ეჭვიანი, დაუნდობელი და დიპლომატიურ შორსმჭვრეტელობას მოკლებული. მის მეფობას უკავშირდება საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი – ბაზალეთის ომი, ქართველებმა ერთმანეთი არნახული სისასტიკით ამოხოცეს.
ისტორიკოსების თქმით, თეიმურაზს საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერების შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო... სამაგიეროდ, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარები ამბობენ, ის რაც აკლდა მას, როგორც მეფეს, უხვად ჰქონდა, როგორც პოეტს.
"სრულ განსაცდელში დავლიე ჩემნი ჟამნი და დღენია,
სხვას ვისმე ჩემგან პატიჟნი არც ვის კი ამბად სმენია,
თვალთაგან ცრემლი უწყვეტი ნილოსის მსგავსად მდენია,
ცუდად უსაქმოდ ყოფითა ცნობანი გარდამშენია..."
...
სამშობლოდან ოთხგზის დევნილი არჩილი
ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზმა 14 წლის არჩილი იმერეთის ტახტზე აიყვანა. ამით თავისი ოცნების ასრულება სურდა, საქართველოს გაერთიანებისთვის იბრძოდა. უფლისწულს კარგი საერო და სასულიერო განათლება ჰქონდა. თანამედროვეთა გადმოცემით, ჭკვიანი, ენამახვილი, ახოვანი და მოხდენილი ყოფილა. მამის სურვილი ისიც იყო, რომ 15 წლის ჭაბუკს ვამეყ დადიანის ქალი შეერთო ცოლად. ვამეყმა იმერეთის ახალგამეფებულ მეფეს ქალი არ მიათხოვა, რამაც შაჰნავაზსა და დიდგვაროვან ვამეყს შორის ომი გამოიწვია. ერთწლიანი მეფობის შემდეგ არჩილი იძულებული გახდა, იმერეთი დაეტოვებინა და სპარსეთში, შაჰ–აბას მეორესთან წასულიყო. შაჰმა მას სარწმუნოება შეაცვლევინა, მაჰმადიანობა მიაღებინა და შაჰნაზარხანის სახელით კახეთის სამეფო ტახტზე აიყვანა.
არჩილი კახეთის სამეფოს მხოლოდ 12 წელი განაგებდა. მან კახეთის ტახტი დატოვა და ოსმალების დახმარებით იმერეთის ტახტზე ავიდა. რამდენიმე ხანში ისევ იძულებული გახდა, გაქცეულიყო. თავი ამჯერად რუსეთს შეაფარა. იქიდან ისევ დაბრუნდა და იმერთა ტახტი დაიბრუნა. ისევ გააძევეს... 1698 წელს იმერეთის ტახტზე ასვლა უკანასკნელად მოახერხა. თავადაზნაურობამ ერთი წლის შემდეგ ისევ გააძევა.
იმერეთიდან ოთხჯერ გაძევებული მეფე კვლავ რუსეთის გზას გაუყვა იმ იმედით, რომ უკან დაბრუნებას ისევ შეძლებდა. ბედისმჩარხავი კი მის აღსასრულს სხვანაირად წერდა.
არჩილს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. ის სოფელ ვსესვიატსკოეში დასახლდა და კულტურ–ლიტერატურულ საქმიანობას მოჰკიდა ხელი. საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტამბას და 1705 წელს "დავითიანი" დააბეჭდინა. დევნილობაში მყოფმა მეფემ ქართული ბიბლია მოამზადა დასაბეჭდად. მის ნაწერთა კრებულს, რომელიც თავისივე სიცოცხლეში შეაკრებინა, "თეიმურაზიანი" ეწოდება.
არჩილ მეფე 1713 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა. იგი დონის მონასტერში დაკრძალეს.
...
ვახტანგ მეექვსე – ჩრდილოეთში დაკარგული
1724 წელი. რაჭის გავლით 1200 კაციანი ქართული სამეფო ამალა რუსეთის გზას დასდგომია. 120 ურმის ბორბლების ჭრიალში ასობით მამულიშვილის ოხვრა იკარგება. ბრძოლით დაღლილ, მაგრამ მაინც იმედით სავსე ქართველებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ იმავე გზით სამშობლოში დაბრუნდებიან. მათი მეთაური, ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეც იმედის თვალით უყურებს ჩრდილოეთის გზებს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ურმები დაუფიქრებლად დატვირთეს ქართული საგანძურით და ისიც ჩრდილოეთის გზას გაუყენეს. ალბათ ფიქრობდნენ, რუსთ ხელმწიფის დახმარებით ეროვნულ განძთან ერთად სამშობლოში უკანვე დაბრუნდებოდნენ. 40 ურემზე ძველი ქართული ნაწერები და წიგნები ეწყო. სხვა ურმებზეც საქართველოს განძი ელაგა. საუბედუროდ, ჩვენმა ქვეყანამ განძიც დაკარგა და ის ადამიანებიც, რომელთა მხრებზეც ქართული კულტურა იდგა. იქიდან დაბრუნება მათმა შთამომავლებმაც კი ვერ მოახერხეს.
ვახანგ მეექვსის ამალაში მწიგნობრები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, ხელოვანები, სამხედრო პირები იყვნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მათ ადრევე გახიზნული 650 ქართველი ელოდათ. ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, ვახტანგ მეფეს რუსეთში 3 ათას კაციანი ამალა გაჰყვა, რომლის უმრავლესობა ერის საუკეთესო ნაწილი იყო...
...
ვახტანგ მეექვსე 1675 წელს დაიბადა. განათლებული ადამიანი და ნამდვილი მეცნიერი გახლდათ. კულტურულ ცხოვრებას მნიშვნელოვანი ამაგი დასდო. თბილისში დააარსა სტამბა, სადაც 1709 წელს გამოიცა პირველი ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსანი" ვახტანგის კომენტარებით. თბილისშივე გახსნა საექიმო სასწავლებელი, აფთიაქი, ქარხნები... მან სათავე დაუდო ახალ სალიტერატურო ენას.
სხვა ქართველი მეფეების მსგავსად, ვახტანგიც მოკავშირეებს საქართველოს ფარგლებგარეთ ეძებდა, დასავლეთ ევროპაში. პროირანული ორიენტაციის შეცვლა სურდა. ხელჯოხიანი სულხან–საბა ორბელიანი ევროპელ მეფეთა კარზე ამაოდ ეძებდა ხსნას. იმ პერიოდში ევროპელი პოლიტიკოსები ირანის გაძლიერებას ცდილობდნენ, რათა ოსმალეთს მის წინააღმდეგ მიემართა ძალები და ამით ევროპა ოსმალეთის საფრთხისგან გათავისუფლებულიყო. ევროპისგან ზურგშექცეულმა, იძულებით გამაჰმადიანებულმა ქართველმა მეფემ, რუსეთთან დაიწყო კავშირის ძიება.
მაშინ რუსეთს მეფე პეტრე დიდი განაგებდა. კავკასიის დაჩოქება და დამონება სწორედ მის გეგმებში შედიოდა. მან მსტოვრები გამოგზავნა საქართველოში და ვახატანგ მეექვსესთან საიდუმლო კავშირი გააბა. ქართლის მეფე კი რუსეთა მეფეს თავის მეგობრად თვლიდა. მასთან მოციქულებსა და საჩუქრებს აგზავნიდა.
ვახტანგ მეექვსეს შორსმჭვრეტელობა არ ეყო, არც სხვებს დაუჯერა, 60 ათასი მეომარი შეკრიბა და რუსთ ხელმწიფეს კასპიის ზღვის მისადგომებთან ირანის წინააღმდეგ გასალაშქრებლად დაელოდა, მაგრამ პეტრე პირველის გეგმებში ეს ბრძოლა არ შედიოდა. ვახტანგ მეექვსემ ამ ნაბიჯით საბოლოოდ გადაიმტერა ოსმალეთიც და სპარსეთიც. აღარც ქართლში ედგომებოდა, რადგან თავადაზნაურობა ამ შეცდომას არ პატიობდა. გაწბილებული მეფე იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა.
ვახტანგ მეექვსე ისეთივე კარგი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, როგორც მეცნიერი და მწიგნობარი, 60 ათასიან არმიას ასე უბრალოდ არ დაშლიდა. ამდენი მეომარი გიორგი ბრწყინვალის შემდეგ არც ერთ მეფეს ჰყოლია ინგლისელი მკვლევარი წერს, ვახტანგი გასრესდა ლეკებს, სპარსელებსა და ავღანელებსა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მან არ მიიღოო. ისტორიკოსთა თქმით, ვახტანგს შანსი ჰქონდა, დიდი როლი ეთამაშა არამარტო საქართველოში, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და ეს შანსი ვერ გამოიყენა.
ვახტანგი ხან მოსკოვში ცხოვრობდა, ხან – პეტერბურგში. ბოლოს იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ასტრახანში დასახლდა და ლიტერატურული საქმიანობა იქ განაგრძო. 1737 წლის 26 მარტს იქვე გარდაიცვალა და მიძინების მონასტერში დაკრძალეს. საფლავში თავის ქვეყანაზე ოცნება და დარდი ჩაიყოლა. სხვათა შორის, ვახტანგ მეექვსის გვერდით განისვენებს კიდევ ერთი მეფე – თეიმურაზ მეორე, ისიც რუსთ ხელმწიფის წყალობის მოლოდინში გარდაცვლილი.
...
ვის მიუძღვნა ბესიკმა "ტანო ტატანო"
ბესარიონ გაბაშვილს, ბესიკს, როგორც მას ქართულ პოეზიაში უწოდებენ, თანამედროვენი აღმერთებდნენ, მელექსეთბაშს უწოდებნენ, რუსთაველს ადარებდნენ. მის ლექსებს, რომელთა უმრავლესობა მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის იწერებოდა, მღეროდნენ, მის სატრფიალო მუხამბაზებს აშუღებიც ასრულებდნენ.
გადმოცემით, მზეჭაბუკს ჰგავდა. ლურჯ და მწვანე ფერის სამოსს ატარებდა. ყელზე ბაღდადი ჰქონდა შემოხვეული, რომლის ერთი წვერი გულზე ჰქონდა დაშვებული. თარსა და ჩონგურზე უკრავდა. პოეტს უამრავი ლამაზმანი ეტრფოდა. მისი გული კი მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა. ამბობენ, მთელი ცხოვრება საყვარელი ქალის ერთგული დარჩა, ამიტომაც არასოდეს დაქორწინებულა.
ბესიკის პაპა და მამა ცნობილი სასულიერო პირები იყვნენ. მამა, ზაქარია, მწიგნობარი და პოეტი გახლდათ. იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ზაქარია იმდენად გავლენიანი პირი გახლდათ, რომ მეფეების პირად ცხოვრებაშიც კი ერეოდა.
ზაქარია ანტონ პირველის მოწინააღმდეგე იყო. მან ერეკლე მეფე და ანტონი მწვალებლებად გამოაცხადა. ბევრჯერ სცადეს მისი შერიგება, მაგრამ ამაოდ. სიონში ანტონ კათალიკოსმა წირვის დროს დაიჩოქა და წარმოთქვა: "თუ მე ვიყო მწვალებელი აზრით და გონებით მომხრე ლათინთა სარწმუნოებისა, ვიყო წყეული, კრული, შეჩვენებული სულით, ხორცით... უკეთუ ცილისწამებით მაბრალებდეს მე ზაქარია ხუცესი, იგი დაიწყევლოს ამ შეჩვენებით...". ალბათ ანტონის წყევლამ თუ უწია ზაქარიას შთამომავალ ბესიკს.
ხალხის სიყვარულით განებივრებულ პოეტს ცხოვრებამ არაერთი განსაცდელი მოუვლინა. ის უცხო მიწაზე ეული გარდაიცვალა...
ზაქარია განდევნეს, ადგილ–მამულები კი ჩამოართვეს. ბესარიონი მეფის სასახლეში იზრდებოდა. ამბობენ, განდევნილ ზაქარიას შვილს სასახლეში მხოლოდ მისი ნიჭის გამო აჩერებდნენო. საბოლოოდ გაძევებას მაინც ვერ ასცდა. 27 წლის პოეტმა მამის ბედი გაიზიარა... ამბობენ, განდევნის მიზეზი სამეფო ოჯახის წევრთან რომანი იყო. ერეკლე მეორემ ეს არ აპატია და ბესიკი ამიტომაც გააძევაო. მეორე ვერსიით, ისიც ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა და მამის გზას ამიტომაც გაუყენეს...
მკვლევარები დღემდე დავობენ, ვის ეკუთვნოდა პოეტის გული. ერთი ვერსიით, მისი სატრფო ერეკლე მეფის ქვრივი და, ანა უნდა ყოფილიყო. ამ რომანის ამბავმა პატარა კახის ყურამდე მიაღწია. მეფემ ქვრივი და მონასტერში გამოკეტა, ბესიკს კი დაემუქრა, ხმა აღარ ამოიღო, თორემ გაგაძევებო. პოეტმა ერთ დღეს სასახლესთან ორი მონაზონი დაინახა, ერთში თავისი სატრფო ანა შეიცნო და დაწერა – "შავნი შაშვნი". ყველა მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი. ამ ამბით განრისხებულმა მეფემ ქვეშევრდომებს უბრძანა, ბესიკი მეტეხიდან ან ნარიყალადან გადაეგდოთ. ერთ–ერთმა ბატონიშვილმა პოეტს საფრთხის შესახებ ამცნო და ისიც თბილისიდან გაიქცა. ბესიკმა თავი იმერეთს შეაფარა, სადაც დიპლომატიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. სოლომონ მეფემ ის სპარსეთში საიდუმლო დავალებით გაგზავნა. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ კი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პოეტის მიჯნური, რომელსაც "ტანო ტატანო", "შავნი შაშვნი" და სხვა ლექსები მიუძღვნა, ერეკლე მეფის დისშვილის, მამუკა ორბელიანის მეუღლე მაია გახლდათ. ერეკლეს მამუკა შვილივით ყვარებია. მას სასახლეში ზრდიდნენ და ანებივრებდნენ. მამუკას გარდაცვალების შემდეგ მაია სასახლეში დარჩა. ამ ვერსიის მომხრეთა აზრით, ერეკლე მეფემ პოეტი მაიას არშიყის გამო დასაჯა...
ბესიკი რუმინეთში მარტოსული გარდაიცვალა. ამბობენ, 40 წლის იყო, თუმცა მკვლევარები მისი გარდაცვალების თარიღზეც დავობენ. სამშობლოდან გადახვეწილი პოეტი 1791 წლის 24 იანვარს ქალაქ იასის საკრებულო ტაძარში დაასაფლავეს.
ირინე მჭედლიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 