| ქალი და მამაკაცი |

პირველი მსოფლიო რუკა, რომელიც ტყის სიმაღლეს უჩვენებს

მეცნიერებმა ნასას თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით პირველი მსოფლიო რუკა შექმნეს, რომელიც ტყის სიმაღლეს გვიჩვენებს.
რუკა დაეხმარება მეცნიერებს, რომ გამოიკვლიონ, რა რაოდენობის ნახშირბადია ტყეებში ჩაკეტილი და რამდენად სწრაფად გაივლის ციკლს ეს ნახშირბადი ეკოსისტემაში და მოხვდება ისევ ატმოსფეროში.
ნახშირბადის კონტროლის გარდა, რუკების სხვა დანიშნულებით გამოყენებაცაა შესაძლებელი, მაგალითად, მოდელების შემუშავება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ხანძრის გავრცელების მიმართულების წინასწარ განსაზღვრა და მისი თავიდან აცილება. ასევე ეკოლოგიური მოდელების შემუშავება, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევენ ბიოლოგებს.
რუკის მიხედვით, ყველაზე მაღალი ტყეები წყნარი ზღვის ჩრდილო–დასავლეთით, ჩრდილოეთ ამერიკაში და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ნაწილშია.
კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორმა მაიკლ ლეფსკიმ რუკისათვის მონაცემები ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვა. ტექნოლოგია ცნობილია, როგორც „LIDAR“.
რუკა დაფუძნებულია 250 მილიონი ლაზერული პულსის მონაცემების საფუძველზე, რომელიც 7 წლის განმავლობაში გროვდებოდა.
250 მილიონი პულსით დედამიწის ზედაპირის მხოლოდ 2.4 %–ის დაფარვა აღმოჩნდა შესაძლებელი. ამიტომ მეცნიერმა "LIDAR–ის" და თანამგზავრებიზე განთვასებული ხელსაწყოთი მიღებული ინფორმაციის კომბინაცია გამოიყენა. თანამგზავრზე განთავსებულ ინსტრუმენტს უფრო ფართო ტერიტორიის დაფარვა შეუძლია.
ადამიანები ყოველწლიურად 7 მილიარდ ტონა ნახშირბადს გამოყოფენ, რომელიც ძირითადად ნახშირბადის დიოქსიდის სახით გამოიყოფა. აქედან 3 მილიარდი ტონა ატმოსფეროში ხვდება, 2 მილიარდი კი – ოკეანეში. დანარჩენ 2 მილიარდ ტონას სავარაუდოდ ტყეები აკავებენ, როგორც ბიომასას, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.
მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ გარკვეული კავშრი არსებობს ბიომასის რაოდენობასა და ტყეების სიმაღლეს შორის და აპირებენ ამ რუკის გამოყენებას ბიომასის რაოდენობის დასადგენად.
კვლევის მომდევნო ეტაპზე, მეცნიერებს სურთ, გაარკვიონ, ბიომასის რა ნაწილია ცოცხალი და რა ნაწილი– დაშლილი, რადგანაც მათი დაშლის შემდეგ ისევ ნახშირბადის დიოქსიდი გამოიყოფა.
მკვლევართა ჯგუფი ამაზონში უკვე მუშაობს ამ საკითხზე.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 