asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ბერლინში გაემგზავრება
სსუ-ს ხელმძღვანელი ბერლინში გაემგზავრება
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ბერლინში გაემგზავრება

2009-06-11 00:00:00



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯონი აფაქიძე ბერლინში ჰუმბოლდტელთა საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს
19 და 20 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბბერლინი0 გაიმართება გერმანიის საგარეო სამეცნიერო პოლიტიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია. პირველ მოხსენებას, რომელიც გლობალიზაციის პირობებში გერმანიის საგარეო სამეცნიერო პოლიტიკას ეძღვნება, საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი გააკეთებს. კონფერენციაზე რამდენეიმე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორი დღის მანძილზე მრავალი მოხსენება იქნება წაკითხული.
კონფერენცია მუშაობას დაამთავრებს სახელმწიფო მინისტრის პეტერ ამონის გამოსვლით. 2009 წლის 21 და 22 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰუმბოლდტის სტიპენდიატების სიმპოზიუმი მუშაობას გააგრძელებს თემაზე: "ნდობა აერთიანებს, 2009 წელი – ყოფილი სტიპენდიატები გერმანიაში მომავლის მსოფლიოსათვის". ორივე სიმპოზიუმის მუშაობაში გარდა ჰუმბოლდტის სტიპენდიატებისა, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და პოლიტიკოსები.
ყოფილი სტიპენდიატები განიხილავენ მსოფლიოში უკვე არსებული და ახალი, მნიშვენელოვანი სამეცნიერო პროექტებისა და კავშირების განვითარების გზებსა და პერსპექტივებს. სიმპზიუმის მიზანია ხელი შეუწყოს საეთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევა–ძიების, შესაბამისად, საერთაშორისო სამეცნიერო კოოპერაციული პროექტების გავრცელებასა და განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჰუმბოლდტის სტიპენდიატი, პროფესორი ჯონი აფაქიძე 2009 წლის 22 იანვარს პლენარულ სხდომაზე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: "ბრწყინვალე მიღწევები ყოფილ სტიპენდიატთა გლობალურ ქსელში". მოხსენებაში განხილული იქნება ის საერაშორისო სამეცნიერო კოოპერაციული პროექტები, რომლებშიაც ქართველი მეცნიერები, პირველ რიგში კი ქართველი ჰუმბოლდტის სტიპენდიატები მონაწილეობენ. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიეწოდება ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობისა და მენეჯმენტის შესახებ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online