asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კლეოპატრას  ექსპერიმენტი
კლეოპატრას ექსპერიმენტი
კლეოპატრას ექსპერიმენტი

2010-06-02 15:05:15



სუნამო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნო არომატის მქონე სითხე. ის ადამიანის გემოვნებაზე, ინდივიდუალობაზე, აღზრდაზე, ერთი სიტყვით, შინაგან კულტურაზე მიუთითებს.

ანტიკური ცივილიზაციებში პარფიუმერია ღვთის საჩუქრად ითვლებოდა. მაშინ სუნამო, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ყვავილები და სურნელოვანი მცენარეები ღვთისადმი მიძღვნილ ცერემონიებში გამოიყენებოდა. ჟამთასვლასთან ერთად კი არომატული ნივთიერებებისადმი ინტერესი გაძლიერდა. ბევრს სჯეროდა, რომ სურნელი ავადმყოფობებს კურნავდა.

ჯვაროსნებმა აღმოსავლეთიდან სუნამოს დასამზადებლად ახალი ტექნოლოგია ჩამოიტანეს. არაბთა და ჩინელთა ცოდნის მიმდევარმა ალქიმიკოსებმა ახალი ნივთიერება – ეთილის ალკოჰოლი აღმოაჩინეს. მარკო პოლოს მოგზაურობებმა არნახულად გაზარდა სანელებლებით ვაჭრობა. ხალხს სჯეროდა, რომ სასიამოვნო სურნელს სადეზინფექციო თვისებები გააჩნდა და ეპიდემიებისაგან იცავდა. მდიდრები "სურნელოვან ბურთებს" ყოველდღიურად ატარებდნენ.

რენესანსის ეპოქაში არქიტექტორები, ინჟინრები და მეცნიერები მთელ ევროპაში მოგზაურობდნენ. ვასკო და გამამ, ქრისტეფორე კოლუმბმა, მაგელანმა და სხვა გამოჩენილმა მოგზაურებმა ინდოეთიდან და ამერიკიდან ქოქოსი, ვანილი, თამბაქო, პილპილი, მიხაკი, ილი ჩამოიტანეს. გავლენიანი ქალბატონები და კურტიზანები სილამაზის პატარა საიდუმლოებებით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მაშინდელი პარფიუმერები ესპანეთიდან და იტალიიდან პარიზში ჩადიოდნენ, რათა მაღაზიები გაეხსნათ. მალე მათ ფრანგ ქალბატონებს სურნელოვანი ხელთათმანები შესთავაზეს.

საფრანგეთი თანამედროვე პარფიუმერიის ცენტრია, მაგრამ სუნამო ამ ქვეყანაში პოპულარული მხოლოდ რენესანსის ეპოქაში (|V–V|| საუკუნეებში) გახდა. როგორც ცნობილია, მეფე ლუი მეთხუთმეტე ოთხ წელიწადში ერთხელ ბანაობდა. მისი მიბაძვით კი ყველა გაბინძურდა. უსიამოვნო სუნი რომ დაეფარათ, კაცები და ქალები გადაჭარბებულ კოსმეტიკასა და სუნამოს იყენებდნენ. იმდროინდელმა პარლამენტმა სურნელოვანი ხელთათმანების დამამზადებელთ ნება დართო, პარფიუმერის სახელი ეტარებინათ. ლუი მეთხუთმეტის სასახლეს კი "სურნელოვანი სასახლე" უწოდეს.

ბერძნები სუნამოს წარმოშობას ქალღმერთ აფროდიტეს უკავშირებენ. ისტორიაში შევიდა ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას პარფიუმერული ექსპერიმენტი – სიყვარულის ელექსირი–სუნამო, რომელმაც თვით იულიუს კეისარი დაიპყრო. შემდგომში ალქიმიკოსებიც ქმნიდნენ სიყვარულის აღმძვრელ არომატებს, რომელთა შემადგენლობაში შედიოდა ჯავზი, ქარვა, ვარდი, ფრინველების სისხლი...

| საუკუნის ბოლოს ფუფუნების საგნებით ვაჭრობა აყვავდა და სუნამოს დამზადება ხელოვნების დონეზე ავიდა. ეს იყო თანამედროვე პარფიუმერიის პირველი ნაბიჯები. თავდაპირველად სუნამო სამკურნალო მცენარეებისა და სანელებლებისაგან მზადდებოდა. თანამედროვე სუნამო კი ალკოჰოლის ხსნარისა და სურნელოვანი ზეთების ნაზავია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით პირველი არომატი უნგრეთის დედოფალ ელიზაბეტისთვის შეიქმნა.

სუნამოს პირველი 4000 წლის წინანდელი ბოთლი კუნძულ კვიპროსზე იპოვეს. სწორედ იმ პერიოდიდან იწყება სუნამოს ისტორია. მესოპოტამიელები სუნამოს ხის ქერქისგან, წყლისგან და ზეთისგან ამზადებდნენ. 1000 წლის შემდეგ ამ საქმის შესწავლა ეგვიპტელებმაც დაიწყეს. როგორც გაირკვა, ისინი სუნამოს ბოთლებს ვულკანების ამოფრქვევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერებისგან და ჩამოვარდნილი მეტეორის ნარჩენებისგან აკეთებდნენ და მთელი ცხოვრების განმავლობაში კისერზე დაკიდებულს ატარებდნენ. სიკვდილის შემდეგ კი სწორედ ამ სუნამოში ბანდნენ ცხედარს. არქეოლოგებმა ეგვიპტელების სუნამოები მავზოლეუმების გათხრების დროს აღმოაჩინეს.

ეგვიპტელების შემდეგ სუნამოების ისტორიაში სერიოზული გადატრიალება კოკო შანელმა მოაწყო. "შანელი" მსოფლიო რეიტინგში დღემდე მეოთხე ადგილზეა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული სუნამო.

\ საუკუნის 50–იან წლებში ესტე ლაუდერმა მამაკაცის პირველი სუნამო გამოუშვა. არომატების უმრავლესობა, რომელიც ადრე სექსუალურად ითვლებოდა, დღეს ირონიულ ღიმილს იწვევს. ძვირადღირებული სუნამოების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

პირველი ადგილი კლაივ კრისტიანის სუნამო "იმპერიალ მაჯესტის" უჭირავს, რომელიც 215.000 დოლარი ღირს. ეს სუნამო "როლს როისის" შთაგონებით შეიქმნა. სუნამოს ბოთლს გარს 90.000 დოლარის ღირებულების ბრილიანტები აქვს. ამ უნიკალური სუნამოს მხოლოდ 173 ფლაკონია გამოშვებული. სერ ელტონ ჯონმა კლაივ კრისტიანის სუნამო როიალის ფორმის ჭურჭელში ჩამოასხმევინა და მასში 250.000 დოლარი გადაიხადა.

მეორე ადგილიც კლაივ კრისტიანის "კლაივ კრისტიანი #1"–ს ერგო. ამ სუნამოს ფასი 200.150 დოლარია.

მესამე ადგილზე კარონს პუავრე მოხვდა. მისი სუნამო 2.000 დოლარი ღირს.

მეოთხე ადგილი კოკო შანელის უკვდავ "შანელ #5"–ს ერგო. "შანელი" მას შემდეგ გახდა მსოფლიოში პოპულარული, რაც მერილინ მონრომ თქვა, ისე არ დავიძინებ, ორი წვეთი "შანელი #5" არ ვიპკუროო.

მეხუთე ადგილზე ბაკარტის "ბაკარტი" აღმოჩნდა. ამ სუნამოს ფასი 1700 დოლარი გახლავთ.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კლეოპატრა
კავშირი ტეგთან: კლეოპატრა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online