| ქალი და მამაკაცი |

დედის რძესავით სასარგებლო სასმელი
დედის რძესავით სასარგებლო სასმელი
მსოფლიოში არც ერთ ხილს შეუძლია დაიტრაბახოს ისეთი საოცარი პოპულარობით, როგორც ყურძენს. ევროპული ღვინის ისტორია 7 ათას წელს ითვლის. თვით ჰიპოკრატე მიიჩნევდა, რომ ყურძნის წვენსა და დედის რძეს ერთნაირი სასარგებლო თვისებები აქვთ. ძველად, როდესაც ადამიანები სალაშქროდ მიდიოდნენ, მათ საგზალს პური, ღვინო და ქიშმიში წარმოადგენდა. ამბობენ, დედოფალი კლეოპატრა სახის კანის სილამაზისთვის ყურძნის წვენს იყენებდაო. ეს ხილი დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს. 1 კილო ყურძენი უფრო ნოყიერია, ვიდრე 1 ლიტრი ძროხის რძე. მათთვის, ვისაც რძე არ უყვარს ან დალევა არ შეუძლიათ, ყურძენი შეუცვლელია.
ყურძნის ყველა სახეობა ორ – სუფრის და საღვინე – ჯიშად იყოფა. სუფრის ყურძნის ყველა სახეობა, როგორც წესი, ძალიან ლამაზი და გემრიელია. ისინი მარცვლების სიდიდითაც გამოირჩევიან. აი, საღვინე ჯიშის ყურძენი კი ვიზუალურად არ გამოირჩევა, მისი მტევანიც პატარაა და მარცვალიც, თუმცა მისგან დამზადებული ღვინო ხარისხით ბევრად აღემატება სუფრის ყურძნისგან დამზადებულს. არსებობს სხვა ხილის, მათ შორის ქლიავის, მაყვლისა და მოცხარის ღვინოებიც. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, საფრანგეთში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები სხვა ქვეყნებთან შედარებით 50%–ით ნაკლებია. ეს პირდაპირ კავშირშია ყურძენთან, უფრო სწორად, ღვინოსთან. საფრანგეთის თითქმის ყველა მცხოვრები ყოველდღიურად ერთ ბოკალ წითელ ღვინოს მიირთმევს.
არსებობს ვერსია, რომ ყურძნისგან ღვინო უფრო ადრე ჩინეთში დაამზადეს და არა – საფრანგეთში, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. ჩინეთი, როგორც ღვინის სამშობლო, ბევრი ისტორიკოსისათვის მიუღებელია.
ცნობილი ფრანგული ღვინოების წინაპრად "ალობროგიკაა" მიჩნეული. პირველი, საიდანაც ღვინო ჩრდილოეთში გაჰქონდათ, რომთან დამეგობრებული ალობროგების ქალაქი იყო. ალობროგები გაბატონებული იყვნენ რომის გალიაში, მდინარე რონის აღმოსავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთით ალპებამდე და ჟენევის ტბამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე. ამ ადგილას ყურძნის დარგვა სარისკო არ იყო. ასეთივე ნოყიერი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარის დასავლეთ სანაპიროზეც. ალობროგები საკმაოდ ჭკვიანები აღმოჩნდნენ. მათ თავიანთი ტერიტორიული საზღვრები მდინარე რონის გაღმა გადაიტანეს და ეს ნაკვეთიც შიგ მოაქციეს. ამჟამად მას კოტ–როტი ეწოდება. იქ ვაზის ჩატანის საჭიროება არ იყო. არსებობს ცნობები, რომ ადგილობრივ ტყეებში შესაფერისი ჯიშის ყურძენი უკვე ხარობდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ღვინო "ალობროგიკა", რომელიც, პლინიუსის ცნობით, ვიენში ვერგილიუსის სიკვდილიდან არაუგვიანეს 90 წლისა იყიდებოდა, რომის საუკეთესო ღვინოების ძირითად კონკურენტად იქცა. მას განსაკუთრებით კუპრის (დამწვარი ფისის) მძაფრი არომატის გამო აფასებდნენ, რომელიც ძალზე იშვიათია კარგი ღვინისთვის. "ალობროგიკა" ბურგუნდიულის და შამპანის ყველა წითელი ღვინის წინაპარია. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში ღვინის პირველ სახეობად ითვლება.
რომის გალიის მნიშვნელოვანი ცენტრი ლიონი იყო, რომელიც ვიენიდან 30 მილის მოშორებით მდებარეობდა. ლიონში ნაწილდებოდა ჩრდილოეთ რაიონებში გასაგზავნი ღვინოც. გერმანიის საზღვართან განლაგებულ რომაელ ჯარისკაცებს ტკბილი სამხრეთული ღვინო ძალიან მოსწონდათ.
გალებიდან რომის პირველი მოკავშირეები ედუელები გახდნენ, რომელთა ციხესიმაგრე კოტ–როტიდან დასავლეთით მდებარეობდა. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ედუელებმა დატოვეს თავიანთი ციხესიმაგრე და რომაელების დახმარებით დააარსეს ახალი ქალაქი ავგუსტოდუნუმი. მოგვიანებით ეს სახელი შეამოკლეს და დარჩა ავტუნუმი. რომაელების ხელში იგი გალიის ერთ–ერთ უმსხვილეს ქალაქად იქცა, მაგრამ ყურძნის მოსაყვანად იქ მეტისმეტად ციოდა. სამაგიეროდ ქალაქის კუთვნილი მიწები საკმაოდ შორს იყო გადაჭიმული და კოტ–როტსაც მოიცავდა, რაც ყურძნის მოყვანისა და ღვინის დამზადებისათვის მშვენიერ შესაძლებლობას იძლეოდა.
მდინარის სიახლოვეს ვაზის ჩაყრა უკეთესი რომ იქნებოდა, ედუელებმა მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ კომერციულმა მოსაზრებებმა აქაც იმძლავრა. ისე გამოვიდა, რომ კოტ–როტი მდინარის მოშორებით გაშენებული ერთადერთი უძველესი დიდი ვენახია.
პირველი ზუსტი ცნობები კოტის მეღვინეობის რეგიონის შესახებ, 312 წელს ავგუსტოდუნუმში ჩასულ იმპერატორ კონსტანტინეს მისამართით გამოთქმულ საჩივართა წერილში გვხვდება. 269 და 276 წლებში გერმანელებმა ქალაქი ორჯერ გაძარცვეს, ხოლო ბურგუნდიელთა უფრო კეთილშობილი ტომის გამოჩენის შედეგად შესაძლებელი გახდა ედუელთა დედაქალაქის სრულად აღდგენა. ასე გაჩნდა ბურგუნდია.
ღვინოს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მეცნიერები ადასტურებენ, რომ სასმელს შეუძლია სისხლძარღვებში თრომბის გაჩენის რისკი შეამციროს, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმი გააახალგაზრდავოს. პარალელურად მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ღვინის სმა კატეგორიულად ეკრძალებათ ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებს. ხარისხიანი ღვინის ამოცნობას გასინჯვის გარეშე, არომატითაც შეძლებთ. რაც შეეხება ღვინის კალორიულობას, ის დამოკიდებულია შაქრის პროცენტულ შემცველობასა და სიმაგრეზე. გაითვალისწინეთ, რომ მშრალი ღვინო ნაკლებ კალორიულია.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ღვინო დიეტური პროდუქტია და ამბობდა, რომ ჯანმრთელი თუ ავადმყოფი ადამიანისათვის ნატურალური ღვინისა და თაფლის მიღება აუცილებელია ზომიერი რაოდენობით. ჰიპოკრატეს ეს ორი პროდუქტი მასტიმულირებელ, გამამხნევებელ და შიმშილის დამთრგუნველ საშუალებად მიაჩნდა.
ქართულ ღვინოს კი ცალკე ისტორია აქვს, თან გაცილებით ძველი, ვიდრე ევროპულს. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ყურძნის წიპწები, რომლებიც ძვ. წ.აღ–ით მე–7 ათასწლეულს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. ჩვენს ერამდე მე–6 ათასწლეულს განეკუთვნება ანაკლიაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, კარგად იცნობდნენ ვაზის კულტურას. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის წინაპარი – გარეული ვაზი უსურვაზი, რომელიც დღეს წითელ წიგნშია შეტანილი. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია იმდროინდელი მარანი, სადაც ღვინის შესანახად განკუთვნილი უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრებია. აგრეთვე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები. ძველად მას მადლიან სასმელს ეძახდნენ.
ვაზის კულტურასთანაა დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. წმინდა ნინომ საკუთარი თმით შეკრა ვაზისგან ჯვარი და ასე უქადაგა ქართლოსის შთამომავლებს ქრისტეს სჯული.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)