| ქალი და მამაკაცი |

დამღა, რომელმაც ქალი გაუთხოვარი დატოვა
"ის ვერ ინელებდა, რომ მისთვის ყოველმხრივ იდეალური ქალი "სხვის ხელში იყო გამოვლილი"
თანამედროვე გოგონების დიდ ნაწილს ქორწინების გარეშე ქალწულობის დაკარგვა და თავისუფალი სქესობრივი ცხოვრება არაფრად უღირს. უფრო მეტიც, ირონიას გამოხატავენ თავიანთი თანატოლების მიმართ, ვინც ამ მხრივ თავშეკავებულობას იჩენს. ამ განწყობის დამკვიდრებას ხელს გარკვეული ტელეგადაცემები, ფილმები და ზოგიერთი პოპულარული ადამიანის ვითომდა სტერეოტიპების მსხვრევის მცდელობა უწყობს. ისინი წყვილს შორის ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის აუცილებლობას ქადაგებენ მტკიცე ოჯახის შექმნის მიზნით, მაშინ როცა თავად არ აქვთ შენარჩუნებული ოჯახი.
მორალისტი და ასკეტი არ გეგონოთ, გარკვეული ცხოვრება უკვე გავლილი მაქვს, საკმაო გამოცდილებაც მივიღე იმისთვის, რომ თავს უფლება მივცე, ახალგაზრდებს საჭირო რჩევები გავუზიარო. მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი დიდ და ლამაზ ოჯახზე, სადაც იქნებოდა სიყვარული, ურთიერთგაგება, ერთგულება, მაგრამ ერთხელ დაშვებული შეცდომის გამო ოჯახს საერთოდ ვერ ვეღირსე", – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, 50 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალბატონი მარინე და იმ მიზნით, რომ გამოუცდელმა გოგონებმა მის კვალზე არ იარონ, "სარკეს" თავის ცხოვრებაზე უამბობს. მისივე თხოვნით, სტატიაში მოხსენიებულ ყველა ადამიანს სახელები შევუცვალეთ.
მარინე:
– დიდ, ძლიერ და შეკრულ ოჯახში გავიზარდე. მშობლები მკაცრად გვზრდიდნენ. გაძლიერებული ყურადღება ეთმობოდა სწავლას და სხვა მხრივაც არ გვაკლდა კონტროლი. ჩემს და–ძმებს უფრო კონსერვატული აზროვნება ჩამოუყალიბდათ, მხოლოდ მე მქონდა შინაგანი პროტესტი საზოგადოებაში მიღებული და დამკვიდრებული წესების, სტერეოტიპების მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ სითამამით გამოვირჩეოდი, მაგრამ გამბედავი ვიყავი და შემეძლო, წინ აღვდგომოდი იმას, რაც უსამართლობად მიმაჩნდა. პედაგოგებთან და მშობლებთანაც კამათში ხშირად ჩავბმულვარ. როცა რაიმე წესს კატეგორიულად თავს მოგვახვევდნენ, ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა "რატომ", მაგრამ დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერავინ მცემდა.
უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ერთი ბიჭი მომეწონა, ისიც უნივერსიტეტელი. სიმპათიას მისი მხრიდანაც ვგრძნობდი. ერთმანეთს დერეფანში ვხვდებოდით და მზერით ვესალმებოდით. შემდეგ საერთო ნაცნობების წრეში გამეცნო – თემო ერქვა. თანდათან დავუახლოვდი. მიზიდავდა მისი სერიოზულობა, გონიერება, ფიზიკურადაც სიმპათიური გახლდათ. ცანცარა და არაფრისმთქმელ თანატოლებს არ ჰგავდა.
ერთმანეთი შეგვიყვარდა, დავდიოდით თეატრებში, კინოში, კონცერტებზე, საღამოებზე, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც მაშინდელ ახალგაზრდას შეეძლო, თავი შეექცია. თითქმის მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. ძალიან თბილი ბიჭი იყო, ხშირად მეალერსებოდა, მაგრამ ფიზიკური სიახლოვე ზღვარს იქით არ დაგვიშვია. ერთხელ მითხრა, ასე ძალიან მიჭირს, დავქორწინდეთო.
იმ დროს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგონებს, სქესობრივი ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაცია გვქონდა. არც ლიტერატურა იყო სადმე, არც ლექციები ტარდებოდა ამ თემაზე. რაღაც საკითხებზე პასუხს ჩვენი გათხოვილი თანატოლებისგან ვიგებდით. თემოს ეს სიტყვები ერთ ჩემს მეგობარს, გამოცდილ გოგოს ვუთხარი და მან ამიხსნა, თუ რა შეიძლება უჭირდეს ასეთ დროს ვაჟს.
მე მაინცდამაინც გათხოვებაზე არ ვფიქრობდი. კარგად ვსწავლობდი, შეყვარებულიც ვიყავი და ჩემი ყოფით ვხარობდი. თანაც ჩემი და ერთი წლის წინ გათხოვდა და არ გაუმართლა. ბიჭმა მოიტაცა და მშობლების შიშით უკან ვეღარ მობრუნდა. შეუფერებელ ოჯახში მოხვდა. მალევე დაფეხმძიმდა და საშინელი ტოქსიკოზი ჰქონდა. სწავლასაც მოსწყდა. ერთი სიტყვით, წინ მძიმე მაგალითი მქონდა და დარწმუნებულიც ვიყავი, მშობლები ჩემს გათხოვებას არ დათანხმდებოდნენ.
თემოს გამო მაინც გავბედე და დედასთან მოვსინჯე – რომ გავთხოვდე, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით–მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჯერ სწავლას მიხედე, გზას ეწიე, რა დროს გათხოვებაა, შენმა დამ ხომ აგვაშენა, ახლა შენ დააგვირგვინეო. თავის მხრივ, თემოსაც ტრადიციული ოჯახი ჰქონდა და მისი მშობლები ოფიციალური ნიშნობის და საქორწინო ცერემონიალის გარეშე რძალს არ შეუშვებდნენ. ამიტომ გაპარვაზე ფიქრი ზედმეტი იყო. ერთი სიტყვით, ეს ოფიციალურობა არ შედგა და ჩემი გათხოვება სამი წლით გადაიდო, სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებდით და "გზას ვეწეოდით".
ერთი კურსელი გვყავდა – ციცინო, ყველას ამბები იცოდა და ამის გამო ჭორბიურო შეარქვეს. საიდან მოჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ თითქმის ყველა ინფორმაციას ფლობდა: ვინ ვისთან დადიოდა, ვინ ვის ყვარობდა... ერთხელაც ციცინომ, როგორც ჩემმა კეთილისმსურველმა, საიდუმლოდ გამაფრთხილა, ბოლო ხანებში თემოს გაგასთან ერთად ხედავენ და ფრთხილად იყავი, გაგას ქალებმა შეყვარებული არ წაგართვანო. გაგა სახელგანთქმული მექალთანე იყო, გოგოს არ ტოვებდა, ვისთანაც ხელი მიუწვდებოდა.
ციცინოს ნათქვამმა ამაფორიაქა, თუ რამე იცი, არ დამიმალო–მეთქი. რაც ვიცი, გითხარი და ახლა შენ იცი, გაფრთხილდიო, მითხრა. მისმა სიტყვებმა ეჭვი გამიჩინა, სულ მეჩვენებოდა, რომ თემო გამირბოდა, ისეთი ალერსით და გრძნობით აღარ მეფერებოდა. ნერვიულობით ღამე აღარ მეძინა. როცა საუბარს ამ თემაზე ჩამოვუგდებდი, პასუხს გაურბოდა. უსიამოვნებაც მოგვდიოდა ხოლმე. დავასკვენი, რომ მე თემოს ვერ ვაძლევდი იმას, რაც მას, როგორც მამაკაცს, სჭირდებოდა, ამის გამო შეიძლებოდა დამეკარგა და მტკიცედ გადავწყვიტე, მისი გავმხდარიყავი.
ასეც მოხდა და თან – ჩემივე ინიციატივით. თემო გაოგნებული დარჩა, მაგრამ ჩემ მიმართ უზომოდ თბილი და მოსიყვარულე გახდა. როგორც წესი, კვირაში ორჯერ ჩემი ახლობლის ნაქირავებ ბინაში ვხვდებოდით ერთმანეთს. მის გარდა ეს ამბავი არავინ იცოდა.
– თქვენმა ამგვარმა თავგანწირვამ საბოლოოდ რა ნაყოფი გამოიღო?
– ძალიან ცუდი. როცა უნივერსიტეტი დავამთავრეთ და დრო დაგვიდგა, რომ შეგვეძლო ოფიციალურად დავქორწინებულიყავით, თემოს ჩემ მიმართ გული გაუცივდა, გაუცხოვდა. ბოლოს ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე დამშორდა.
– ალბათ ძალიან განიცადეთ და ჩადენილი საქციელი სინანულად გექცათ.
– დარდი და სინანული ერთდროულად მახრჩობდა. ძლიერი ხასიათი რომ არ მქონოდა, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი. ამაში სამსახურის დაწყება და ახალი გარემო დამეხმარა. კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა. გავიდა წლები. ერთმა ჩემმა თანამშრომელმა ალექსიმ დამადგა თვალი. თავიდან საშინლად არ მესიმპათიურებოდა გრძელცხვირა და მელოტი მეცნიერი, მაგრამ როცა დამიახლოვდა, მის მიმართ უდიდესი პატივისცემით განვიმსჭვალე.
ალექსი 30 წელს გადაცილებული უცოლო კაცი იყო. უკეთილშობილესი პიროვნება გახლდათ, ძველი არისტოკრატული ოჯახიდან. ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა. პირველად რესტორანში დამპატიჟა, შემდეგ თავის ოჯახში. მისმა მშობლებმაც სიყვარულით მიმიღეს. რამდენჯერმე სოლიდურ ვითარებაში შევხვდით ერთმანეთს და ბოლოს ხელი მთხოვა. სამსახურში უკვე ალექსის საცოლედ ვითვლებოდი. მეუბნებოდნენ, მის გვერდით უბედნიერესი ქალი იქნებიო. თანაც მაშინ მეცნიერები ელიტურ ფენად ითვლებოდნენ და მეცნიერის ცოლობა საზოგადოებაში პრესტიჟულ საქმედ მიიჩნეოდა.
მე ამ მომავალ ბედნიერებას ვერ აღვიქვამდი, ჩემი წარსულის გამო ძალიან ვიტანჯებოდი და არ ვიცოდი, როგორ შევკადრებდი ალექსის ამის მოყოლას. მართალი გითხრათ, რომ დამემალა და მეთვალთმაქცა, შეიძლებოდა ვერც ვერაფერს მიმხვდარიყო, მაგრამ ასეთ ტყუილს ვერც მას და ვერც საკუთარ თავს ვერ ვაკადრებდი. ამიტომ ერთ საბედისწერო დღეს რის ვაი–ვაგლახით ყველაფერი გავუმხილე, ვალდებული ვარ, გაგანდო–მეთქი. ხმა არ ამოუღია. მისი დუმილით მივხვდი, რომ ლამის იქვე გათავდა. საოცნებო და რომანტიკულმა გოგომ, რომელიც სიწმინდის განსახიერებად მიაჩნდა, უმტყუნა. თავის გულში ჩემს წარსულ საქციელს უარყოფითი შეფასება მისცა. მართალია, არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩემ მიმართ ურთიერთობაში ჩაიკეტა. მივხვდი, რომ უნდა გავცლოდი და სამსახური დავტოვე.
– შემდეგ რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში? ხომ არიან მამაკაცები, რომლებიც ამ საკითხს შემწყნარებლურად უყურებენ.
– არ ვიცი, ასეთი ქართველი მამაკაცი მე არ შემხვედრია. მას შემდეგ ძალიან დავითრგუნე, საკუთარ თავში ჩავიკეტე, დავკომპლექსდი. ახალი სამსახური ვიშოვე. თავისუფალი გრაფიკი მქონდა და საშუალება მომეცა, ჩემს დას დავხმარებოდი, რომელიც მრავალშვილიანი დედა გახდა. 8 წლის ნიკუშა ვერის პარკში ჩოგბურთზე დამყავდა. იქ გავიცანი პაპუნა – ცეცხლოვანი, გადარეული, ბავშვივით ანცი და საყვარელი. ისიც თავის დისშვილებს ატარებდა. ყოფილი სპორტსმენი იყო. არ მომასვენა, სანამ არ გამეცნო და დამიახლოვდა. ჯერ მანქანით შინ წაყვანა შემოგვთავაზა, მერე ხან ფუნიკულიორზე დაგვაქროლებდა ამ ბავშვებიანად, ხან კუს ტბაზე, ხან ლისზე. ისეთი იუმორი ჰქონდა, მოწყენის საშუალებას არ მაძლევდა. ყველაფერი დამავიწყა, ჭკუაზე არ ვიყავი. მას ჰქონდა ყველაფერი ის, რაც მე მაკლდა.
როდესაც ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავიდა, პაპუნას ყველაფერი გავუმხილე. მაგაზე წვალობდი ამდენი ხანი? აბა, ასეთ გოგოს აქამდე ისე ვინ დაგტოვებდაო – იუმორით გამიქარწყლა დარდი. ზეთანამედროვე ტიპაჟი, ლიბერალური ბუნების იყო. ყველაფერი გვქონდა – სიყვარული, მეგობრობა, ფიზიკური კავშირი. 30 წელს ვიყავი გადაცილებული და ჩემში ქალი უკვე გაღვიძებული იყო, მასთან ყველაფერს განვიცდიდი. ძალიან ვუყვარდი. ის საკმაოდ აქტიური მამაკაცი იყო იმისთვის, რომ ერთ ქალს დასჯერებოდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, ჩვენი ურთიერთობის მანძილზე (ეს ურთიერთობა ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა) მას ჩემთვის არ უღალატია. ეს არ იყო მარტო ფიზიკური სიყვარული, არამედ სულიერი და ინტელექტუალური ერთობაც.
– ასეთ წყვილს რამ შეგიშალათ ხელი, რომ ბოლომდე ერთად ყოფილიყავით და ბედნიერი ოჯახი შეგექმნათ?
– სწორედ წარსულში გადადგმულმა ჩემმა ნაბიჯმა. თავიდან ჩვენი ბედნიერებით ტკბებოდა და ქორწინებას არ ჩქარობდა, შემდეგ შინაგანი ბრძოლები დაეწყო, ვერ ინელებდა, რომ მისთვის ყოველმხრივ იდეალური ქალი "სხვის ხელში იყო გამოვლილი". ამის გამო ცდილობდა, მე არ შევეწუხებინე, მაგრამ თვითონ იტანჯებოდა. ისეთმა ზეთანამედროვე კაცმაც კი, როგორიც პაპუნა იყო, გულის სიღრმეში ვერ მაპატია ჩემი წარსულის შეცდომა! შემდეგ ცოლად მოიყვანა 20 წლის გოგო და, რაც მთავარია, ქალიშვილი...
ეს ისტორია, რომელიც უახლოესი მეგობრების გარდა არავინ იცის, ასე საქვეყნოდ ახალგაზრდა გოგონების საყურადღებოდ მოვყევი.
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 