asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შენობას ჯიქიას ქუჩაზე დასანგრევი არაფერი სჭირდა
შენობას ჯიქიას ქუჩაზე დასანგრევი არაფერი სჭირდა
შენობას ჯიქიას ქუჩაზე დასანგრევი არაფერი სჭირდა

2009-06-10 00:00:00



ჯიქიას ქუჩაზე ნაგებობის ჩამოქცევის შედეგად გარდაცვლილი და დასახიჩრებული ახალგაზრდების ტრაგედიამ ბევრი ადამიანი შეძრა. ფარულად გამოჟონილი ინფორმაციით, ოთხი დღის მანძილზე ნაგებობის შიგნით სანგრევი მოწყობილობა გუგუნებდა და მზიდ კონსტრუქციებს აზიანებდა. საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ ეს საჩვენებლად აგებული მყარი შენობა იყო და მის სიძველეზე საუბრით სიმართლის მიჩქმალვა სურთ.



– პრეზიდენტმა ჯიქიას ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის საქმის შესწავლა სპეციალისტებს დაავალა. მათი დასკვნის გამოქვეყნებამდე შეგიძლიათ, წინასწარ გვითხრათ, რა იყო ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი? მომხდარის შემდეგ "რუსთავი 2"–დან გახმიანდა, რომ იქ კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. კოსმეტიკურ სამუშაოებს შეუძლიათ ასეთი ზარალის გამოწვევა?

– ტრაგედიის მეორე დღესვე მივედი ჯიქიას ქუჩაზე. გამორიცხულია, კოსმეტიკურ სამუშაოებს ასეთი რამ გამოეწვია. თავიდანვე რაც ვიფიქრე, ჯერჯერობით ჩემი ეჭვი მართლდება. ეს შენობა ჩემთვის უცნობი არაა. იგი ააშენეს !970 წელს. ეს იყო საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი. საქართველოში ცნობილი არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, მშენებელ–კონსტრუქტორები, ფუძე–საძირკვლების სპეციალისტები, მეცნიერები, გეოლოგები აქ აპროექტებდნენ ნებისმიერ შენობას. რაც მთავარია, მშენებლობის კუთხით ამიერკავკასიის რესპუბლიკებში თუ რაიმე სიახლე მოხდებოდა, პირველ რიგში, აქ უნდა შემოწმებულიყო. მათ ჰქონდათ უდიდესი ლაბორატორიული ბაზა, საპროექტო ბიუროები. ახლაც შემორჩენილი იყო 200 კაცი, რომლებიც ამ ინსტიტუტში მუშაობდნენ.

ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ამ ინსტიტუტის შესახებ საუბარი. ვიცნობ იქაურ თანამშრომლებს, მათ შემომჩივლეს, რომ შენობას ატოვებინებდნენ. შევწუხდი, რადგან "რუსთავი 2"–ზე პირდაპირი მიყიდვის წესით უნდოდათ ამხელა ფართის მქონე, ხუთსართულიანი ნაგებობის და ამდენივე მიწის ნაკვეთის გადაცემა. მართლაც, დაახლოებით სულ რაღაც ! მილიონ ლარად პირდაპირი მიყიდვის წესით გადავიდა შენობა "რუსთავი–2"–ის მფლობელობაში.

– უკვე გახმიანდა, რომ იმ შენობაში მალე უნდა გადასულიყო "რუსთავი 2"–ც.

– დიახ, ნაწილობრივ გადასულნიც იყვნენ. თავი რომ შეენახა ამ ინსტიტუტს, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყო იჯარით განთავსებული. "რუსთავი 2"–ის წარმომადგენლები რომ შევიდნენ, პირველ რიგში, მოითხოვეს აქ განთავსებული საბჭოთა კავშირში ერთ–ერთი ცნობილი ინსტიტუტის მოშორება, სასწრაფოდ დაცალეთ აქაურობაო და ისინი კინწისკვრით გაყარეს.

– მათი გაყრის შემდეგ გადააკეთეს იქაური კონსტრუქციები და ნაგებობაც ამან დააზიანა?

– ის შენობა ისე გახლდათ დაპროექტებული და აგებული, რომ გამიზნული იყო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტისთვის. "ვარსკვლავების აკადემიის" პროგრამა რომ მიდიოდა, ეტყობა, სცენის გაკეთება მოინდომეს და რაღაც გააფართოეს. ახლა ამბობენ, კოსმეტიკური რემონტიო, ამიტომ ექსპერტებს, ვისაც დასკვნის დაწერა დაევალათ, ვთხოვ, დაწერონ სწორი დასკვნა. მათ შორის ზოგიერთს ვიცნობ კიდეც. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ შენობას თავისი სიძველისა და ამორტიზაციის გამო დასანგრევი არაფერი სჭირდა. იმ შენობიდან რაც დარჩა, ის შევამოწმეთ კიდეც ფუნდამენტიდან ზემომდე. ეს იყო საჩვენებლად აშენებული შენობა, სადაც საკავშირო კონფერენციები, სამეცნიერო სიმპოზიუმები ტარდებოდა.

– თქვენი ინფორმაციით, ახლა ამ შენობის დანგრევას აპირებენ?

– არ ვიცი, იქ ექსპერტები მუშაობენ. მართალია, ამ შენობის შუა მხარე ჩავარდნილია, მაგრამ რაც გადარჩა ბვგულისხმობ კონსტრუქციებს, ჩამოკიდებულ კოლონებს0, იმ კოლონებს ერთი ბზარი არ აქვთ მიცემული. მზიდი კონსტრუქციები აბსოლუტურად უხინჯოა. ამორტიზაციის ნიშნები არ შეიმჩნევა. ამიტომ არასწორი დასკვნის დაწერას თავი დაანებონ და დადონ სიმართლე, თუნდაც იმიტომ, რომ იქ ორი კაცი დაიღუპა, ერთი გოგონა მძიმედაა დაშავებული. ყველაფერს თავი რომ დაანებონ, ამხელა ზარალი მიადგა ამ შენობას.

– ადრე მითხარით, რომ ბევრ ქვეყანაში, თუნდაც იაპონიაში, ნაგებობის სიმსუბუქეზე ზრუნავენ, საქართველოში კი ხელოვნურად ამძიმებენ შენობებს, რაც მიწისძვრის დროსაც საშიშია. ესეც ხომ არ იყო ჯიქიას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი?

– რაც უფრო მსუბუქ კონსტრუქციებს გამოიყენებენ და მსუბუქ შენობას ააგებენ, ამით მისი სეისმომედეგობა გაიზრდება. ეს მიწისძვრის დროსაა საჭირო. თუმცა, ამ შემთხვევაში, აბსოლუტური დაუდევრობა მოხდა. იქ შემოკავებული იყო, არავინ შეჰყავდათ, შემდეგ იქ მყოფთაგან ხმა გამოვიდა, რომ 4 დღის მანძილზე გუგუნებდა სანგრევი მოწყობილობა ბმის მსგავსს ქუჩებში ასფალტის დასანგრევადაც იყენებენ0. ასე რომ, შენობის შიგნით დასანგრევი სამუშაოები მიმდინარეობდა. იქ კოლონა ამოიღეს, მზიდ კონსტრუქციებს შეეხნენ, ეს ფაქტია. აშკარაა, რაღაცის გადაკეთება სურდათ, დროებით ვითომ რაღაც გაამაგრეს, სინამდვილეში, არც გაუმაგრებიათ. ეს იყო სუფთა დაუდევრობა, ან გამაგრების პროექტი იყო არასწორად შედგენილი, ან არადა, თუ თავად პროექტი კარგი იყო, მისი შესრულება არასწორად მოხდა. ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება.

– თქვენ ელიავას მუშების არაკომპეტენტურობაზეც საუბრობდით, რომლებიც სიიაფის გამო ხშირად მიჰყავთ ახალ მშენებლობებზე. არც სამეცნიერო დასკვნა არსებობსო, იქნებ ახლაც ასე მოხდა?

– არ ვიცი, ამჟამად ვინ ჰყავდათ მიყვანილი, მაგრამ ერთი რამ მიკვირს: ვიღაცას რაღაც ხომ უნდა შეეკითხონ? ამდენი დამსახურებული სპეციალისტი დღესაც იქვე მუშაობდა. როგორც წესი, ისინი თვითონ ამოწმებენ შენობა–ნაგებობებს და მათ ვარგისიანობაზე დასკვნებს დებენ. კერძოდ, არმატურის, ბეტონის, ცემენტის, კონსტრუქციების, სეისმომედეგობის შემოწმებას ახდენენ. მართალია, იქიდან კი გაყარეს ეს ხალხი, მაგრამ იქვე ახლოს ცალკე შენობა მისცეს და !00 მეტრში იყვნენ. ვიღაცისთვის რაღაც ეკითხათ. ასე პარტიზანულად, მალულად როგორ შეესიენ ამ შენობას. თუ ვინმესთან გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება, მაშინ პასუხი აგოს იმ სამშენებლო ობიექტმა. ტყუილია, თითქოს შენობა იყი ძველი და ამორტიზებული. ახლა სარდაფზეც ამახვილებენ ყურადღებას, თითქოს იქ დარღვევები იყო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ვინ ჩააღწევს სარდაფამდე? ნანგრევები ჯერ კიდევ ორ სართულამდეა ამოსული. რას გაიგებენ, რა ხდებოდა სარდაფში?

– როცა ასეთი ვითომც კოსმეტიკური მშენებლობები მიმდინარეობს, იქ უსაფრთხოების ზომები არ უნდა დაეცვათ? იმ ოთახებში ბავშვების შეყვანა შეიძლებოდა?

– კოსმეტიკური სამუშაოები სულ სხვაა, რაც მხოლოდ შეღებვას, შელესვას გულისხმობს, აქ კი კონსტრუქციების გადაადგილებები, გაფართოებითი სამუშაოები ხდებოდა. ამას ჰქვია რეკონსტრუქციის სამუშაოები. ბოლოსდაბოლოს, იმ ბავშვებს სცენა ხომ უნდოდათ? ამიტომაც გაფართოების დროს არასწორად შეეხნენ რომელიღაც მზიდ რკინა–ბეტონის კონსტრუქციას, სავარაუდოდ, დაასუსტეს ის, ან დააბრტყელეს, რაღაც ჩამოაჭრეს. შესაძლოა, ხელშეკრულება არც გაუფორმებიათ, ისე მიიყვანეს ვიღაცები სარეკონსტრუქციოდ. ამხელა მსხვერპლია, ახალგაზრდა ბიჭები, ამიტომ ამაზე მარტო აქტი კი არ უნდა შედგეს, არამედ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ნორმალურად უნდა გამოიძიონ და არ მიჩქმალონ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online