asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი

2010-03-11 16:41:41



პატიოსანი გერმანელი

კომუნალური სამსახურის თანამშრომელმა კაი სტრუვემ, რომელიც წყალგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებს, მიუნხენის ერთ–ერთი ბინის შეკეთების დროს 109.000 ევრო აღმოაჩინა.

სტრუვეს ძველი აბაზანა უნდა მოეხსნა. როდესაც მან დეკორატიული კედელი მოხსნა, აბაზანის ქვეშ ნესესერი შეამჩნია. მასში აღმოჩნდა დიდი საფოსტო კონვერტი სავსე ფულით: 218 ცალი 500 ევროიანი კუპიურა.

კაის თქმით, იგი დაიბნა, ვინაიდან ცხოვრებაში არასოდეს ენახა ამხელა თანხა. ბინაში იგი სრულიად მარტო იმყოფებოდა, ვინაიდან მისი უფროსი სხვა ობიექტზე იყო წასული.

გარკვეული დროის მანძილზე მას ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო – ფული თავისთვის დაეტოვებინა და სამოგზაუროდ წასულიყო, თუ ნაპოვნის შესახებ განეცხადებინა. საბოლოოდ მან თავის უფროსს დაურეკა, რომელმაც საქმის კურსში პოლიცია ჩააყენა.

ამ თანხის მფლობელი აღმოჩნდა 88 წლის პენსიონერი, რომელიც ასაკოვანი გონებასუსტობით იტანჯებოდა, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა და აბაზანის ქვეშ დამალული ფული საერთოდ აღარ ახსოვდა.

ფული გადაეცა სასამართლოს, რომელიც უპატრონო მოხუცებულთა საქმეებს განაგებს, ხოლო ახალგაზრდა მუშამ თავისი პატიოსნების სანაცვლოდ ჯილდოდ 3.000 ევრო მიიღო. სტრუვე ამ ფულის დახარჯვას მანქანის მართვის კურსებზე აპირებს.

რეკორდი ჰარლეით

ამერიკელმა კასკადიორმა სეტ ენსლოუმ სიდნეის ყურეში ორჯერ მოხსნა მსოფლიოს რეკორდი მოტოციკლ ჰარლეი–დევიდსონით ხტუნვაში.

ენსლოუს მოტოციკლეტმა ჰარლეი–დევიდსონმა 56 მეტრი გაიფრინა. ადრინდელი მსოფლიოს რეკორდი 1999 წელს ლას–ვეგასში ბუბ ბლეკველმა დაამყარა და 47,85 მეტრს უდრიდა.

ნახტომის შემდეგ ენსლოუს სახე უსიამოვნოდ ჰქონდა დაღრეჯილი, თუმცა მას

სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

– ჩვენ სერიოზულად ვიმუშავეთ ამ რეკორდზე და ბედნიერები ვართ, რომ მან ეს ნახტომი შესანიშნავად შეასრულა, – განაცხადა კომპანიის პრეს–მდივანმა.

ფეხმძიმე ქალმა ნიანგს აჯობა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებმა კერინ მანრომ თავისი მეუღლე ლორენსი გადაარჩინა, რომელსაც თავს 3–მეტრიანი ნიანგი დაესხა. იმ მომენტში ქალი 6 თვის ფეხმძიმე იყო.

ინციდენტი საღამოს მოხდა. წყვილი დასასვენებლად მდინარის ნაპირას შეჩერდა. ლორენს მანრო ქვაზე ჩამოჯდა და ფეხები წყალში ჩაჰყო. ამ დროს მათ თავს დიდი ნიანგი დაესხა, კაცს ფეხში სტაცა პირი და წყალში ჩათრევა მოუნდომა.

მანრომ იარაღის აღება სცადა, რომელიც მეუღლეს წამოეღო, მაგრამ იარაღი საკმაოდ მოშორებით იდო. მაშინ კერინმა მეუღლეს ხელი კისერსა და მხარში სტაცა და თავისკენ დაქაჩა. ბოლოს ნიანგმა მის მეუღლეს პირი გაუშვა და წყვილს გასცილდა.

ლორენსს სიარული არ შეეძლო, მათ კი დახმარების გამოძახება არ შეეძლოთ, ვინაიდან ნიანგთან ბრძოლის დროს მათი პატარა რაცია წყალში ჩავარდა. ქალმა უახლოეს დასახლებულ პუნქტთან მიირბინა და დახმარება ითხოვა. ლორენს მანრო საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ოპერაცია დასჭირდა ნიანგის კბილებით დაზიანებულ მყესებზე. თავად კერინ მანრო არ დაშავებულა, საფრთხე არც მის მომავალ ბავშვს ელოდება.

ვირთხამ ავიაკომპანია აზარალა

კომპანია "ეარ კანადის" რეისის ჩაშლის მიზეზი გახდა ვირთხა. თვითმფრინავში შემძვრალი მოხერხებული მღრღნელის დაჭერა ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც თვითმფრინავს დროებით შეუჩერდა ექსპლოატაცია.

ინციდენტი ბოინგ 767–ზე მოხდა, რომელიც ასრულებდა რეისს ოტავა – ლონდონი. როდესაც თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გადიოდა, ერთ–ერთმა მგზავრმა სალონში მოზრდილი ვირთხა შენიშნა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ აცნობა ეკიპაჟს. პილოტმა, აეროპორტის ადმინისტრაციასთან მოთათბირების შემდეგ, მგზავრებს სთხოვა თვითმფრინავი დაეტოვებინათ, სანამ ადგილზე სანიტარულ–ეპიდემოლოგიის სამსახურის თანამშრომლები არ მოვიდოდნენ.

ვირთხა საკმაოდ მოხერხებული აღმოჩნდა. სანიტარული სამსახურის თანამშრომლები მას ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ მისი დაჭერა მაინც ვერ მოახერხეს. უშედეგო ძებნის დასრულების შემდეგ თვითმფრინავის კაპიტანმა მგზავრებს შეატყობინა:

– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რეისი გაუქმებულია.

მგზავრებს ღამის გათევა ახლოს მდებარე სასტუმროში მოუწიათ, ხოლო კომპანიის

პრეს–სამსახურმა გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის ექსპლოატაცია დროებით შეჩერებულია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოველები ხელს უშლიან მუშაობაში სამოქალაქო ავიაციას. 2009 წლის აპრილში ავსტრალიაში ექსტრემალური დაშვება განახორციელა თვითმფრინავმა, რომლის სალონშიც შეაღწია გიგანტურმა პითონმა, ხოლო გასული წლის ოქტომბერში თვითმფრინავის კაბინაში თაგვის გამოჩენის გამო გადაიდო ნიუ–იორკი – ლონდონის რეისი.

ქურუმები "მაკდონალდსში" იკვებებოდნენ

ძველი ეგვიპტის ქურუმები "მაკდონალდსში" იკვებებოდნენ. რა თქმა უნდა, რამდენიმე ათასი წლის წინ სწრაფი კვების ქსელის სახელის ხსენებაც კი არ ყოფილა, მაგრამ საკვები, რომელსაც ქურუმები იღებდნენ, ძალიან ჰგავდა იმას, რომლის მირთმევაც ამჟამად "მაკდონალდსის" ქსელში შეგიძლიათ.

ამ დასკვნამდე მივიდნენ მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთაც ქურუმების მუმიები და ძველ ეგვიპტური მონასტრების კედლების წარწერების ანალიზი ჩაატარეს. მათში ჩამოთვლილი იყო პროდუქტები, რომლებიც ჩვეულებრივ მიჰქონდათ ღმერთებისთვის შესაწირად, შემდეგ კი მათ კულტის მსახურები და მათი ოჯახის წევრები ინაწილებდნენ. მეცნიერებმა 22 მუმია გამოიკვლიეს, რომლებიც ქურუმებს ეკუთვნოდათ. 16 მათგანს მეცნიერებმა სისხლძარღვების ნაკვალევი აღმოუჩინეს და მათი გამოკვლევა ჩაატარეს. 9 მათგანს სისხლძარღვები კალციუმის ნალექებით გავსებული აღმოაჩნდა, რაც ათეროსკლეროზის მიმანიშნებელია და რომელიც ცხიმთა ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიშვება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქურუმები ცხიმებით გაჯერებულ საკვებს მოიხმარდნენ. ეგვიპტელთა ღმერთებისა და მათი მსახურების რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმიანი ხორცი შედიოდა, კერძოდ, ბატის ხორცი. ასევე პური, რომელიც ცხოველური ცხიმით იყო გამომცხვარი, კვერცხი, კარაქი, ტკბილეული, დამზადებული ზეთში, მაგრამ ცხოველური ცხიმების დამატებით. გარდა ამისა, ღმერთებს უხვად სწირავდნენ ალკოჰოლურ სასმელებს. საკვები მარილით იყო გაჯერებული, ვინაიდან იგი პროდუქტების დასაკონსერვებლად გამოიყენებოდა. ამ ყოველივედან გამომდინარე მეცნიერები სულაც არ მიიჩნევენ გასაკვირად იმ ფაქტს, რომ ეგვიპტური ელიტის წარმომადგენლები, მიუხედავად მათი სიმდიდრისა, სიცოცხლის ხანგრძლივობით არ გამოირჩეოდნენ. ისინი 40–50 წელს ცოცხლობდნენ.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online