| ქალი და მამაკაცი |

ალერგიას ტკბილეული და წითელი ბოსტნეული არ უყვარს

ბავშვის კანი შეიძლება სარკეს შევადაროთ, რომელიც კანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს. ხანდახან პატარას კანი იძლევა სიგნალს, რომლის ამოცნობაც მხოლოდ ექიმს შეუძლია და დახმარებაც მისი პრეროგატივაა.
ატოპიური დერმატიტი ალერგიული რეაქციის ყველაზე ადრეული გამოვლინებაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება დისბაქტერიოზის დროს. ეს ერთგვარი პასუხია იმისა, რომ პატარას ორგანიზმი გარკვეული პროდუქტების მიმართ ალერგიულია.
ნიშნები კანზე
ატოპიური დერმატიტი, რომელიც უფრო დიათეზის სახელით არის ცნობილი ხალხში, არის დაავადება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თავს იჩენს ბავშვის სიცოცხლის პირველ წელიწადს, იშვიათად – მეორე წელიწადს. ამ პერიოდში ბავშვის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და თხელი, ამიტომ შინაგანი პრობლემების არსებობა მაშინვე ცხადი ხდება და ისახება კანზე.
როდის მივიტანოთ ეჭვი ატოპიურ დერმატიტზე
როგორც წესი, ახალშობილებში კანის პრობლემები თავს იჩენს სახეზე, ხელებზე, ლოყებსა და ფეხებზე. ხშირად ამ დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა ხდება ბავშვის დაბადებიდან მეორე თვეს. შესაძლოა მოგვიანებითაც გამოვლინდეს.
ამ დროს პატარას კანი ნელ–ნელა მიდრეკილი ხდება სიმშრალისკენ, ადგილი აქვს ქავილს და აქერცვლას. გარდა ამისა, ბავშვს, რომელსაც აქვს ატოპიური დერმატიტი, შეიძლება კანზე მშრალი, წითელი ლაქები გაუჩნდეს ხელის მტევნის სახსარში ან მუხლების უკან. შესაძლებელია კანი ამ ადგილებში იმდენად იყოს გაღიზიანებული და აქერცლილი, რომ ნახეთქებიც გაჩნდეს. სწორედ ასე ხდება დაავადება ნეიროდერმიტის ფორმირება.
რა თქმა უნდა, დედიკოებისათვის ჩვილის კანის ასეთი მდგომარეობა ნერვიულობის საბაბია. ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად დროულად უნდა მოგვარდეს. საჭიროა ბავშვის დაუყოვნებლივ მიყვანა პედიატრთან და დერმატოლოგთან. არცთუ იშვიათად სწორედ ატოპიური დერმატიტიდან იწყება ალერგიული რეაქციების მთელი კასკადი, ამიტომ, თუ არ მოხდება ამ პროცესის დროულად შეჩერება და სათანადო დახმარების აღმოჩენა, შეიძლება ხელი შევუწყოთ ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა ბრონქული ასთმა. ტყუილად არ უწოდებდნენ ადრე ატოპიურ დერმატიტს დიათეზს, რაც ალერგიის მიმართ ორგანიზმის წინასწარგანწყობას ნიშნავს.
რა გვერგო მემკვიდრეობით
ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ატოპიური დერმატიტის ხელისშემწყობი შეიძლებოდა ყოფილიყო მემკვიდრული იმუნური სისტემის დეფექტი, რომელიც პატარებმა საჩუქრად მიიღეს მშობლებისგან, განსაკუთრებით ისეთი დედიკოსაგან, რომელიც მიდრეკილია ალერგიისაკენ. თანამედროვე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს მემკვიდრული წინასწარგანწყობა ალერგიის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად განუვითარდება ალერგია. მთავარია, არ დავუშვათ, რომ ალერგიული პროცესი განვითარდეს და გაღრმავდეს.
ალერგიული რეაქციების განვითარებას, პირველ რიგში, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის პრობლემები და, როგორც აღვნიშნეთ, დისბაქტერიოზი. საჭიროა მშობლებმა ერთი რამ კარგად გაითავისონ – გარემო, რომელშიც პატარა იბადება, სავსეა მიკროორგანიზმებით, რომელთაგან ნაწილი პატარას ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იღუპება, ნაწილი კი გადარჩება იმის გამო, რომ ჩვილის ნაწლავებში არსებობისთვის საჭირო გარემოს პოულობს. ბევრია დამოკიდებული პატარას საკვებზეც. თუ ნაწლავებში "არამეგობრული" მიკრობები ჩასახლდნენ, მათ შესაძლებელია დააზიანონ ნაწლავების კედლები და ამით ხელი შეუწყონ კვებითი ალერგიის განვითარებას.
როგორ ავიცილოთ თავიდან
საჭიროა, სამი ძირითადი წესი დავიცვათ:
1. თუ პატარას ძუძუთი კვებავთ, დედამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ტკბილეულის ჭამისგან.
2. დედიკომ საკუთარ რაციონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ის გაჯერებული უნდა იყოს ვიტამინებით, მინერალებით და ყველა სასარგებლო ნივთიერებით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც დედისთვის, ისე ახალშობილისთვის. დედის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხორცის, რძის პროდუქტები, კვერცხი, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
3. აწარმოეთ დღიური, რომელშიც ყოველდღიურად ჩაწერთ, რა მიირთვით. თუ პატარას კანზე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა, უფრო ზუსტად და ადვილად გაერკვევით, რომელმა კონკრეტულმა საკვებმა გამოიწვია ის.
მინუს შაქარი
ბევრი დედა, რომელიც შვილს ძუძუს აწოვებს, შეგნებულად ამბობს უარს გარკვეულ საკვებზე იმის გამო, რომ არ მოხდეს რძის გემოს შეცვლა. ხშირ შემთხვევაში ასეთი მიდგომა არასწორია. უნდა მიირთვათ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმისათვის აუცილებელია. ერთადერთი გამონაკლისი ტკბილეული გახლავთ (ნამცხვრები, კანფეტები, თაფლი, მურაბები). ზომიერება გმართებთ ყურძენთან და ჩირეულთან მიმართებაშიც. საქმე ისაა, რომ მსუბუქი შაქარი იოლად გადადის სისხლში, ხოლო ტკბილი რძე ხელსაყრელ გარემოს ქმნის დისბაქტერიოზის განვითარებისათვის.
თუ კუჭ–ნაწლავში არახელსაყრელი ფონი შეიქმნა, ამის ამოცნობა რთული არ არის, რადგან პატარას მუცელი მაშინვე შეებერება და ლოყები გაუწითლდება. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ დედები, რომელთა შვილებიც მიირთმევენ დედის რძის შემცვლელ ადაპტირებულ მინარევებს. ამ შემთხვევაში საჭიროა შეარჩიოთ ნაკლებად ტკბილი საკვები. წითელი ლოყების მქონე პატარებისათვის უფრო მისაღებია რძემჟავა ადაპტირებული საკვები საშუალებები. რაც შეეხება ფაფებს, მათი შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ პროდუქტებს იმის გათვალისწინებით, რომ სწრაფი წესით მოსამზადებელი ფაფების ნაწილი ზედმეტად ტკბილია.
ბოსტნეულს რაც შეეხება, ატოპიური დერმატიტის დროს ჯობია პატარას აჭამოთ ყაბაყი, კომბოსტო, გოგრა და სტაფილო. გაითვალისწინეთ – წითელი ფერის ბოსტნეული ხელსაყრელ ფონს ქმნის ბაქტერიებისათვის.
კანის მოვლა
პირველ რიგში, პატარა მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ პამპერსს. მასში რაც შეიძლება ცოტა დრო უნდა დაჰყოს. პამპერსი იწვევს ე.წ. საფენისმიერი დერმატიტის განვითარებას. თუ ასეთი დერმატიტი განვითარდა, პირველი, რაც უნდა მოიმოქმედოთ, პატარას სხვა სახის საფენი ახმარეთ. მკაცრად უნდა აკონტროლოთ ოთახის ტემპერატურა. სასურველია, პატარას ოთახში 20 გრადუსი იყოს.
დადებითად მოქმედებს ბავშვის კანის მდგომარეობაზე ყოველდღიური ბანაობა და სამკურნალო მცენარეების აბაზანები.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 