| ქალი და მამაკაცი |

მცირე უსუფთაობა სასარგებლოა
პროგრესის ავადმყოფობები
პროგრესის წყალობით, ჩვენი ცხოვრება სულ უფრო კომფორტული და თან არაჯანსაღი ხდება. ჩვენი კონსერვატიული ორგანიზმი ცვლილებებთან შეგუებას ვერ ასწრებს, ამიტომ აღმოცენდება რისკის ახალი ფაქტორები, რომლებიც ისეთ დაავადებებს იწვევენ, რომელთა შესახებ ადამიანებს ადრე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მათგან კი თავის დაცვაა საჭირო.
1. სტერილური სისუფთავე – დაავადებების საწინდარი
არცთუ დიდი ხნის წინ მეცნიერები აბსოლუტური ჰიგიენის დაცვისკენ მოგვიწოდებდნენ. ახლა კი ამტკიცებენ, რომ მეტისმეტი სისუფთავე სიკეთის მომტანი არ არის. არ ღირს, სასტიკი ომი გამოუცხადოთ მტვრის ყველა ნაწილაკს, უარი თქვათ შინაური ცხოველების ყოლაზე, არ არის საჭირო კარის სახელურების სპირტით წმენდა, ქლორით იატაკის დეზინფექცია და ხელებიდან უხილავი ჭუჭყის უსასრულოდ ჩამობანა. ამით დისბაქტერიოზის, ნაწლავური ინფექციების, ალერგიისა და ბრონქული ასთმის წინაპირობას ქმნით. უახლესი მეცნიერული გამოკვევები მოწმობენ, რომ ცოტაოდენი უსუფთაობა ორგანიზმს არათუ ვნებს, არამედ ბუნებრივი აცრის მსგავს დახმარებას უწევს და ზემოაღნიშნული დაავადებებისაგან იცავს.
"ძლიერი სარეცხი საშუალებები ყველა ბაქტერიას ანადგურებს", – აცხადებენ მათი მწარმოებლები და თავიანთ პროდუქციას შიგ ტრიკლოზანის ტიპის სადეზინფექციო საშუალებებს გულუხვად უმატებენ, მაგრამ, უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, სულ უფრო მეტი ბაქტერია ხდება რეზისტენტული (გამძლე) დეზინფექტორების მიმართ და უფრო აგრესიული – ჩვენ მიმართ.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახლის დალაგება ჯანმრთელობას ვნებს. ყველაფერში საჭიროა ზომიერება. ბინაში მტვრის სიჭარბე მასზე პათოლოგიური რეაქციების განვითარებას ხელს უწყობს, მაგრამ ამავდროულად სახლში მტვრის ნაწილაკებისა და მიკრობების არარსებობა ალერგიებისა და ინფექციების წინაშე დაუცველს გვხდის. სპეციალისტები თვლიან, რომ ჩვენი დამცავი ძალები მიკრობების ხარჯზე იწრთობა, ამიტომ სტერილური სისუფთავისთვის ბრძოლა საჭირო არ არის.
სტერილურობა განსაკუთრებით მავნეა 5 წლამდე ბავშვებისთვის, ვინაიდან იმუნიტეტი სწორედ ამ პერიოდში ფორმირდება. ორგანიზმში მცირე რაოდენობით მიკრობების შესვლა – ეს არის ბუნებრივი უსაფრთხო ინფექცია, რომლისგან თავდასაცავად ვაქცინა საჭირო არ არის. შენიშნულია, მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც ყველასთვის თვალყურის მიდევნების საშუალება არ არის, ბავშვები არ ავადმყოფობენ ასთმით, ეგზემით და ა.შ. კურიოზული, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ მცირე რაოდენობით პარაზიტებით დასნებოვნება ზოგჯერ სასარგებლოც არის. მიჩნეულია, რომ ისინი გამოყოფენ სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ და ამით ადამიანს სხვადასხვა ალერგიული პათოლოგიებისგან იცავენ. მაგალითად, აფრიკის ზოგიერთ რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობა ასკარიდებთან თითქმის 100%–ით სრულ თანხმობაში ცხოვრობენ. სამაგიეროდ, ბრონქული ასთმა ან რევმატოიდული ართრიტი არ ემუქრებათ და არც მძიმე იმუნური დაავადებებით იტანჯებიან.
რჩევა: ყველაფერი ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ გაურეცხავი ხილი ან ბოსტნეული უნდა ჭამოთ (არსებობს უამრავი საშიში ინფექცია – ქოლერა, მუცლის ტიფი, რომლებიც "ჭუჭყიანი ხელებით" გადაიცემა) ან კიდევ სახლი არ დაალაგოთ, მაგრამ არ ღირს პანიკაში ჩავარდნა, თუ ბავშვი იატაკიდან აღებულ კანფეტს პირში ჩაიდებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც პირად, ასევე საოჯახო მეურნეობაში სრულიად საკმარისია წყალი და ჩვეულებრივი საპონი, რეგულარული სველი დალაგება და ყოველდღიური განიავება.
2. როდესაც სამყარო მოძრაობაში მოვიდა
ტრანსპორტი არა მხოლოდ მანძილს, ასევე ჩვენს სიცოცხლესაც ამოკლებს. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ მასში, მით უფრო ხშირად ვიტანჯებით ჰიპოდინამიით (უმოძრაობით), გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიებით, სიმსუქნით, შაქრიანი დიაბეტით (აქტივობა სისხლში შაქრის დონეს ამცირებს), სახსრებისა და ხერხემლის პრობლემებით. ტრანსპორტი მეტად სპეციფიკურ დაავადებებს იწვევს.
მეტრო. მიწის შიგნით ყოფნაზე მწვავედ ვრეაგირებთ. რაც უფრო ღრმაა, თავს მით უფრო უარესად ვგრძნობთ. ამავდროულად მეტროში საფრთხეში ვიმყოფებით ელექტრომაგნიტური ველის ულტრადაბალი სიხშირის ზემოქმედებისაგან, რომელიც ელექტრომაგნიტურ ქარიშხალზე უფრო ძლიერია. ამიტომ ნუ დადგებით პლატფორმის განაპირას, რადგან იქ ველის აქტივობა განსაკუთრებით მაღალია. შესაძლოა ფსიქოზი თითოეულ ჩვენგანს დაემართოს. მისი სიმპტომებია: ოფლდენა, თვალების წინ შავი ხაზები, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება და ბოლოს პანიკა, ისტერიკა.
ავტომობილი. რაც უფრო ხშირად იმყოფებით ბენზინგასამართ სადგურებში (საშუალოდ ამაზე 216 საათს, ანუ ჩვენი ცხოვრების 9 დღეს ვკარგავთ), "ბენზინის ალერგიით" დაავადების რისკი მით უფრო მაღალია. მიზეზი: ავტომობილის გამონაბოლქვზე ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია.
რჩევა: ხშირად იარეთ ფეხით. დღიური ნორმა 5 კმ–ია. ამით 2 წლით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს იმათთან შედარებით, ვინც საკუთარ ფეხებს ტრანსპორტს ამჯობინებს.

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)