| ქალი და მამაკაცი |

"სოფელში უფრო უკეთესად მღერიან, ვიდრე ქალაქში"
ხმელთაშუა ზღვის ხალხებს ერთიანი სმენის ველი გვაქვს
ცნობილი საოპერო მომღერალი და მრავალ თაობათა აღმზრდელი ნოდარ ანდღულაძე აცხადებს, რომ სასიმღერო ტალანტი სამხრეთ კავკასიელთა თანდაყოლილი ნიჭია, რაც ქართველებისა და უძველესი ხალხების – შუმერების, ხურიტების, პროტოხეთების მჭიდრო კავშირზე მიუთითებს.
– თავდაპირველად, იტალიელები ასწავლიდნენ ქართველებს საოპერო ხელოვნებას?
– იტალიელები სისტემატიურად არ ასწავლიდნენ ქართველებს, ისინი უფრო ცოტა ხნით ჩამოდიოდნენ და მალევე მიდიოდნენ. ჩვენი დიდი მომღერალი, რომელმაც პირველად იმღერა ლა სკალაში, იყო ცნობილი მუსიკოსი ფილიმონ ქორიძე. ვერდის სიცოცხლეშივე დიდი წარმატებით იმღერა "დონ კარლოსი". პირველად მან ჩამოიტანა გარკვეული სკოლა საქართველოში. თუმცა რუსეთში აღზრდილი მომღერლები, პეტერბურგისა და განსაკუთრებით, მოსკოვის კონსერვატორიების მსმენელები, იტალიელებთან სწავლობდნენ. მაგალითად, დიდი თეატრის მომღერალი დიმიტრი უსატოვი გულის ავადმყოფობის გამო საქართველოში ჩამოვიდა (მას სამხრეთში ჩამოსვლა ურჩიეს), იგი საიმპერატორო თეატრების მომღერლად ითვლებოდა. შემდგომში, ასევე, საოპერო მომღერალმა შალიაპინმა მასთან ისწავლა სიმღერა აქ, თბილისში. სხვათაშორის, უსატოვი მას უფასოდ ამეცადინებდა და ეხმარებოდა კიდეც.
– რით ახსნით იმას, რომ იტალიის მერე საქართველოში უცებ ამოხეთქა საოპერო ხელოვნებამ? ეს ქართული სასიმღერო ტრადიციის გამო მოხდა?
– ვინც ამ საკითხის შესწავლით ვართ დაინტერესებულნი, პირველ რიგში, ამას მივაწერთ ქართველი მსმენელისა და მოსახლეობის უმდიდრეს მუსიკალობას. მუსიკალური და მომღერალი ხალხი ვართ და, თუ რაღაც მოსაწონი იყო, ყოველთვის ვიტაცებდით. ხომ ცნობილია, რომ ჩვენს თეატრში წინა საღამოს გამართულ სპექტაკლს უკვე დილას მოისმენდით მეიდანზე კინტოების შესრულებით. უფრო ღრმად თუ ჩავხედავთ და ახლანდელ თეორიებსაც გავიზიარებთ, ეს გახლავთ ხმელთაშუა ზღვის ხალხების ერთიანი სმენის ველი. აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვიდან გიბრალტარამდე, პორტუგალიამდე, სმენის ველი ერთია და ეს იზიდავს ყველაფერს.
– სოფლად უფრო კარგად მღერიან, თუ ქალაქში?
– ეს უტყუარი დებულებაა, რადგან ხალხური სიმღერა სოფლად იბადებოდა. სხვათაშორის, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა საეკლესიო გალობას, მაგრამ ხალხური სიმღერა უფრო შორეულ წარმართულ დროებამდე ადის, ჩვენი ხალხის ნიჭი გენიალურია მუსიკაში, სხვა სფეროშიც, მაგრამ ერთ–ერთი წარმატებული ერი ვართ მუსიკაში. ჩვენ არა მარტო რკინის მჭედლები ვიყავით, არამედ კარგი მომღერლებიც. ეს მოგვდგამს, რაც ბერძნულ წყაროებში სულ აღინიშნებოდა ხოლმე, ბერძნები წერდნენ, ცეკვავს და მღერის კოლხი ან იბერიელიო. ეს არის კავკასიური მოდგმის თანდაყოლილი ნიჭი, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის.
– ჩეჩნებსა და სხვა ჩრდილოკავკასიელ ხალხს ამ მხრივ ნაკლები ტრადიცია აქვთ. რით ახსნით ამას?
– დიახ, ეს იმითაა განპირობებული, რომ ქართველები ვუკავშირდებით შუმერს, ხურიტებს, პროტოხეთებს. ქართველი ტომები ძველი სამყაროს საფუძველს ქმნიდნენ. ამას დაეფუძნა ხეთების სახელმწიფო მცირე აზიაში, ეტრუსკების შემოქმედებას კი დაეფუძნა რომის კულტურა.
– უძველესი კულტურული ტომების – ეტრუსკების, ხეთების სასიმღერო ნიჭს რით ამტკიცებენ მეცნიერები?
– ეს უძველესი ხალხები მართლაც მღეროდნენ. მე ძალიან დიდი ბიზანტისტი ქალბატონი აზა ტახო–გოდი (ცნობილი ფილოსოფოსის ლოსევის მეუღლე) გავიცანი. მან გამოსცა მითოლოგიის ერთი ტომი, სადაც წერს, რომ ბერძნული სიმღერების სახელები ბერძნულით არ აიხსნება, ჰიმნიც რომ გვგონია რომ ბერძნულია, მას ბერძნული საფუძველი არ აქვს, ელეგია არ არის. მეტიც, მთელი ნომენკლატურა და პოეტური თუ მუსიკალური ტერმინოლოგია არაბერძნულია. მრავალხმიანობა ხომ მათთვის ჩვეული არ იყო. ისინი თავის ტომებს განარჩევდნენ მელოსის მიხედვით. შესაბამისად, ჰქონდათ ატიკური მელოსი, დორიული მელოსი, სპარტანული მელოსი. მელოსს არა სხვა რაღაც თვისებით, არამედ სიმღერის მიხედვით განასხვავებდნენ. (ძველ საბერძნეთში ტერმინი მელოსი მელოდიის, სიმღერის ან სასიმღერო ლექსის აღმნიშვნელი იყო.)
– ქართველობა და მრავალხმიანი სიმღერა განუყოფელია. ასეთი რამ სხვაგან არ გვხვდება?
– მრავალხმიანობა ჩვენ მოგვდგამს, ისევე როგორც ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას იუბილეზე ინდოელმა მეცნიერმა გამოგზავნა თეზისები (თვითონ ვერ ჩამოვიდა), სადაც ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ორი ძველი ენა არსებობს – სანსკრიტი და ქართული, რომლებიც მისი აზრით, 5 ათას წელს ითვლიან. სანსკრიტი გადაშენდა, რადგან სამწერლობო ენად იქცა და პრაქტიკულად არ იხმარებოდა, ხოლო ქართული გადარჩა, რადგან ხალხმა შეინარჩუნა და ამ ტონური წყობის შენარჩუნების ერთ–ერთი საფუძველია სიმღერა. ქართველებს საამაყოდ გვაქვს გენიალური გურული მრავალხმიანობა, ძალიან ამაღლებული სვანური მრავალხმიანობა.
– სტუდენტების შერჩევისას აქცენტს უფრო სოფლის მაცხოვრებლებზე აკეთებთ, თუ თბილისელებზე?
– დიდი ხანია, დედაქალაქშიც უკვე სოფლის მოსახლეობა დამკვიდრებულია. სხვადასხვანაირი კონტინგენტი გვყავს. კახეთიდან ძალიან კარგი ხმები მოდის, ასევე, ქართლიდან, რაჭიდან, სვანეთიდან. გურულ ფენომენში ძალიან საინტერესოა კრიმანჭული. მე არაერთგზის მითქვამს ინტერვიუებსა და წერილებში, რომ ნამდვილი კრიმანჭული, რაც მიხეილ შავიშვილს ჰქონდა, სამწუხაროდ, სხვაგან არ მესმის, არ იყო ფალცეტი (მკერდიდან ამოსული მამაკაცის სასიმღერო ხმა), არამედ იყო სპეციფიკური ხმის სიმაღლის ხარისხი – რეგისტრი, რომელიც იტალიაში დაიკარგა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მიშა შავიშვილმა შეგვინახა ეს. მისი მექანიზმი თუ გაინტერესებთ, მიშა შავიშვილის კრიმანჭულს უნდა მოუსმინოთ. ჩემი აზრით, კრიმანჭულის კულტურამ გურიაში დაბადა უძლიერესი და ულამაზესი მაღალი ხმები. რაც მე ვიცი, დავით ანდღულაძე, ხომერიკი, მახარაძე იყო შესანიშნავი, ის არ მღეროდა ოპერაში, მაგრამ ზღაპრული ხმა ჰქონდა. ბევრი სხვა, ცნობილი თუ უცნობი მომღერალი. ეს ყველაფერი სმენის კულტურიდან მოდის და ბევრ რამეს უკავშირდება.
– თქვენი რჩევები ალბათ ინდივიდუალურია, მაგრამ პირველი, რას ურჩევთ ხოლმე თქვენს აღსაზრდელებს?
– გარკვეული დროის მანძილზე ყველაფერს შესწავლა სჭირდება. მე იმ აზრს ვადგავარ, რასაც ერთი ფრანგი დიდი მეცნიერი ქადაგებდა, რომ დასაწყისში არ ღირს დიაგნოზის დასმა, არამედ დასაწყისში სჯობს შემოვიფარგლოთ პროგნოზით. საბოლოო დიაგნოზს კი დრო გვიჩვენებს, თანაც სხვადასხვანაირად ვითარდება ადამიანი, ზურაბ სოტკილავა ერთ წელიწადში საოცრად შეიცვალა და ბარიტონიდან ტენორი გახდა.
– თქვენი დამსახურებით მოხდა ეს?
– ეს მამაჩემის დამსახურებაა. ჩემი დამსახურებაა ზურიკო ანჯაფარიძის მიმართ, ზურიკო თავისი ფეხით მოვიდა, მაგრამ დიდი ბრძოლა გადახდა კონსერვატორიაში.
მანანა ნოზაძე

კავშირი ტეგთან: კარლოსი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 