| ქალი და მამაკაცი |

კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი
აზრებს წაიკითხავენ
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც ჩვენი აზრების წაკითხვა შეუძლია.
ამ სრულიად ახალ მოწყობილობას შეუძლია ადამიანის აზრები წაიკითხოს და გაახმოვანოს. ეს მოწყობილობა პარალიზებულ ადამიანებს, რომელთაც მეტყველების უნარი აქვთ დაკარგული, საშუალებას მისცემს ახლობლებს საკუთარი აზრები გაუზიაროს.
აპარატით მოსარგებლისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ გაიფიქროს, თუ რისი თქმა სურს და ხმის სინთეზატორი მის აზრს დაუყოვნებლივ სიტყვებად გარდაქმნის. მოწყობილობა უკვე გამოიცადა ავადმყოფზე, რომელმაც მძიმე ინსულტის შედეგად ლაპარაკის და გადაადგილების უნარი დაკარგა.
26 წლის მოხალისემ მონაწილეობა მიიღო მოწყობილობის გამოცდაში, რომლის დახმარებითაც პასუხებს სცემდა უბრალო კითხვებს. თუ თავდაპირველად აზრების ამოცნობის სიზუსტე 45 პროცენტს არ აღემატებოდა, შემდეგ მოწყობილობა უკვე მისი აზრების 89 პროცენტს კითხულობდა. ადამიანის აზრების გამოცნობის პროცესს აპარატი 50 მილიწამს ანდომებს, რაც მყისიერი პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა.
თეთრი ღვინო კბილებს ვნებს
წითელმა ღვინომ, რომლის სარგებლიანობა დიდი ხანია ცნობილია, თეთრ ღვინოსთან შედარებით კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.
როგორც მეცნიერები იტყობინებიან, თეთრი ღვინო უფრო აზიანებს კბილებს, ვიდრე წითელი. და არ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ კბილების წმენდა გიშველით, ის კიდევ უფრო გააღრმავებს კბილის მინანქრის დაშლის პროცესს.
გარდა ამისა, კბილები უფრო მგრძნობიარენი ხდებიან სიცივის ან სითბოს მიმართ. იმის გამო, რომ მინანქარი არათანაბრად იშლება, ხოლო კბილის ზედაპირზე წარმოიშობა უსწორმასწორობები, კბილებზე უარყოფით გავლენას ახდენს საკვებში შერეული შეფერილობის მისაცემი ნივთიერებები. ადრე ითვლებოდა, რომ კბილების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სწორედ წითელი ღვინო იყო, მაგრამ ახლა უკვე მის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მშვიდად დაიძინონ.
ასეთი დასკვნები წარმოადგინა მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა. მათ გამოიკვლიეს 8 წითელი და თეთრი გერმანული, ფრანგული, იტალიური და ესპანური ღვინის ეფექტი. რა შეიძლება დაეხმაროს თეთრი ღვინის თაყვანისმცემლებს კბილების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში? უბრალო ყველი! ტრადიციული საკვები კბილებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, ვინაიდან ყველი კალციუმის წყაროს წარმოადგენს.
თაგვმა სახლი დააწვევინა
ავსტრიის პროვინცია შტირიას 39 წლის მცხოვრებმა შემთხვევით საკუთარი სახლი გადაწვა თაგვის განადგურების მცდელობისას.
კაცმა საკუთარ სახლში თაგვის სორო აღმოაჩინა და შეეცადა თაგვი თავიდან მოეშორებინა. ამისთვის მან გადაწყვიტა თაგვის მიერ კედელში გაკეთებული ხვრელი ადვილად აალებადი პოლიურეტანის ქაფით ამოევსო.
როდესაც სახლის პატრონმა ქაფის გამოყენება დაიწყო, სანთლის ცეცხლზე, რომელიც თაგვის სოროს მახლობლად ენთო, ქაფი წამში აალდა. შედეგად კედელს ცეცხლი წაეკიდა და სახლი ცეცხლის ალში გაეხვია.
ცეცხლის ჩაქრობას 32 მეხანძრე შეუდგა. სახანძრო ნაწილის ხელმძღვანელის თქმით, სახლის მფლობელისთვის მიყენებულმა ზარალმა 5 ათასი ევრო შეადგინა. თავად სახლის პატრონი ხანძრის შედეგად არ დაზარალებულა.
– სახლის მფლობელს იმედი აქვს, რომ თაგვი უკვე ვეღარ შეაწუხებს, – განაცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.
ებრაელებმა ლიბანელებს აჯობეს
ებრაელმა მზარეულებმა სოფელ აბუ–გოშიდან 4–ტონიანი ჰუმუსი მოამზადეს და ამით ლიბანელი მზარეულების რეკორდი მოხსნეს.
ჰუმუსის მომზადებაში 50 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ლანგრად 6–მეტრიანი თანამგზავრული ანტენა გამოიყენეს, რომელიც მათ სპონსორმა გადასცა. მზარეულების მიღწევა ოფიციალურად დაარეგისტრირა გინესის რეკორდების წიგნმა.
ეს აქცია მორიგ ეტაპად იქცა ისრაელისა და ლიბანის ბრძოლაში, რომელიც ჰუმუსის ეროვნულ კერძად აღიარებისთვის მიმდინარეობს. 2009 წლის ოქტომბერში ლიბანელმა მზარეულებმა დაამყარეს წინანდელი რეკორდი, როდესაც ტონანახევრიანი ჰუმუსი დაამზადეს.
ჰუმუსი მზადდება სასოფლო–სამეურნეო კულტურა ნუტისგან. მის მოსამზადებლად გამოიყენება კუნჟუტის პასტა, ზეთისხილის ზეთი, ლიმნის წვენი და ნიორი. ორივე ქვეყანაში ეს კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ნეანდერტალელები მეტროსექსუალები იყვნენ
შესაძლოა მეტროსექსუალურობის ფენომენი რამდენადმე ძველია, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. ბრიტანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მამაკაცი ნეანდერტალელები უკვე 50 ათასი წლის წინ იყენებდნენ დეკორატიულ კოსმეტიკას.
ესპანეთში მიმდინარე გათხრების დროს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზღვის ნიჟარები, რომლებიც ნათელი ფერის საღებავი ნივთიერებებით იყო სავსე – უძველესი ადამიანის კოსმეტიკით. აღმოჩენილ იქნა ყვითელი, წითელი და შავი ფერის საღებავები.
აღმოჩენის დათარიღება ძალიან ზუსტია და უკავშირდება ნეანდერტალელთა კულტურას. აღმოჩენილი არტეფაქტები საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ ნეანდერტალელები არ ყოფილან "ნახევრად ცხოველები", მათში უკვე იყო განვითარებული ესთეტიური გრძნობები და ყოფის სიმბოლური ორგანიზება.
საღებავებს სახისთვის და ფერად ნიჟარებს ბიჟუტერიის სახით იყენებდნენ არა მხოლოდ უძველესი ქალები, არამედ მამაკაცებიც. შესაძლებელია ისინი მოვიხსენიოთ, როგორც "პირველი მეტროსექსუალები".
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 