asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლობიო პოტენციას აძლიერებს
მკურნალი პარკოსანი
ლობიო პოტენციას აძლიერებს

2010-01-05 16:32:09



ამბობენ, რომ ლობიოს დაახლოებით ორასამდე სახეობა არსებობს – თეთრი, წითელი, ჭრელი, ვარდისფერი... ყველა ჯიშის ეს პარკოსანი ძალიან სასარგებლო და გემრიელია.

თევზისა და ხორცის ნაცვლად

რატომ უყვარდათ ძველ ბერძნებს ლობიო ასე ძალიან? იმიტომ, რომ მსუყე, გემრიელი და სასარგებლო საკვებია. მიუხედავად იმისა, რომ ხორცი ცხოველური პროდუქტია, ლობიო კი – მცენარეული, მათში ცილების რაოდენობა პრაქტიკულად ერთნაირია, მიკროელემენტებსა და ვიტამინებსაც თანაბრად შეიცავენ. ლობიო სწრაფად გვანაყრებს სწორედ მასში შემავალი ცილების ხარჯზე, რომელთაც ორგანიზმი სწრაფად და იოლად ითვისებს.

ლობიო მდიდარია ნახშირწყლებით, ვიტამინებით, განსაკუთრებით ი და ს ჯგუფის, მინერალური ნივთიერებებით, ამინომჟავებით, ნატრიუმით, კალიუმით, კალციუმით... ამ ჩამონათვალის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ლობიოში არსებული რკინა უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას აძლიერებს, რაც ინფექციების მიმართ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს. თუთია აძლიერებს ტვინის მუშაობის პროცესს; სპილენძი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში; ფოსფორი სხვა ელემენტებთან ერთად ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდენას.

ამ პარკოსნის შემადგენლობაში შედის არგინინი – ინსულინის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ლობიო მამაკაცურ პოტენციას ზრდის. როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი, ვინც რეგულარულად მიირთმევენ ლობიოსგან მომზადებულ კერძებს, მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, რადგან ლობიო დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

გარდა ამისა, ლობიო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შეგიძლიათ ლობიოს დიეტა დაიცვათ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თერმული დამუშავებისას ლობიო თავის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. მართალია, მისი ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება ჩნდება და ნაწლავების შებერვას ხელს უწყობს, მაგრამ იმ უნიკალური თვისებების გამო, რაც მას გააჩნია, ამ მსხვერპლზე წასვლა ღირს.

დიასახლისებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ – არ არის სასურველი სხვადასხვა ჯიშის ლობიოს შერევა და კერძის ასე მომზადება.

მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: წასვლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online