asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი

2009-12-31 11:51:34



რეკორდსმენი ძაღლი

მარმარილოს ჯიშის დოგის, სახელად ჯორჯის, პატრონმა თავისი ოთხფეხა მეგობრის გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ძაღლის, შეყვანის თაობაზე განცხადება შეიტანა.

ოთხი წლის ჯორჯის სიმაღლე 110 სანტიმეტრს აღწევს. მისი სიგრძე ცხვირიდან კუდამდე 2,13 მეტრია. მისი წონა 111 კილოგრამია.

ჯორჯი ყოველთვე 50 კილოგრამ საკვებს მიირთმევს. მისთვის სახლში ცალკე საწოლია გამოყოფილი. სანამ იგი ძალიან დიდი არ გახდა, პატრონებთან ერთად ეძინა. ახლა მას თათების სიგრძე საშუალებას აძლევს სკამზე თითქმის ადამიანივით დაჯდეს.

ძაღლის მფლობელები არიზონას შტატში ცხოვრობენ. მათ ჯორჯისთვის ფან–კლუბიც კი შექმნეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში. გარდა ამისა, ძაღლს აქვს ვებ გვერდი და მიკრობლოგი.

ადრე მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლის წოდება დოგ გიბსონს ეკუთვნოდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ავთვისებიანი სიმსივნისგან დაიღუპა.

შაოლინის საიდუმლო ამოხსნილია

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეძლეს ამოეხსნათ შაოლინელი ბერების უკონტაქტო ბრძოლის ტაქტიკის საიდუმლო. როგორც ცნობილია, თავად ბერები აცხადებენ, რომ მათ ამაში ენერგია "ჩი" ეხმარებათ.

როგორც აღმოჩნდა, საიდუმლო სტატიკურ ელექტრობაშია. ბერები აგროვებენ სტატიკურ მუხტს, რის შემდეგაც მიზანს ეხებიან და ეს მუხტი მათზე გადააქვთ. მუხტის გადაცემის შემდეგ სხეულის ყველა კუნთი ქაოსურად შეკუმშვას იწყებს, რასაც მეტოქე წონასწორობიდან გამოჰყავს.

რაც შეეხება სტატიკური ენერგიის დაგროვებას, მისი საიდუმლო ბერების საგანგებო ჩასაცმელში მდგომარეობს, რომელიც რამდენიმე სახის ქსოვილისგან არის შეკერილი. ამ ტიპის ქსოვილების ურთიერთქმედებით გამომუშავდება სტატიკური ელექტრობა, რომელიც მუხტის სახით გროვდება და მისი გამოყენება შეიძლება თავდაცვის მიზნით.

შაოლინის მონასტერი ბუდიზმის ახალი სკოლის, "ჩანის" სექტის, დაბადების ადგილიცაა, რომელიც შაკიამუნის მიმდევარმა, ინდიელმა ბერმა ბოდხიდხარმა (დამო) 527 წელს დააარსა. მან გამოაცხადა, რომ ბუდიზმის მიზანს წარმოადგენს ბუდის რეალიზება საკუთარ თავში – ყოველი ადამიანი პოტენციურ ბუდას წარმოადგენს, უბრალოდ, ის საკუთარ თავში უნდა გამოაღვიძო.

"ჩანი" – ნიშნავს "წვდომას", "მედიტაციას". თანდათან ჩან–ბუდიზმი ყველაზე მასობრივ მიმართულებად იქცა ჩინურ ბუდიზმში.

დამოს მიერ მონასტერში გატარებული ცხრა წლის მანძილზე, ბერები პატივისცემით განიმსჭვალნენ მისი სულიერი ძალისა და სწავლების მიმართ და იგი მიიღეს, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი.

ცხრაწლიანი მედიტაციის მანძილზე დამომ შეიმუშავა ვარჯიშების კომპლექსი, რომლის მიზანს სასიცოცხლო აქტიურობის აღდგენა წარმოადგენდა. მან შაოლინელ ბერებს ასწავლა "მჯდომარე მდუმარე წვდომის" და ფიზიკური ვარჯიშების ურთიერთშეთავსება. ამის შემდეგ დამოს საგანგებო ვარჯიშების კომპლექსი ნელ–ნელა შაოლინის უშუდ გადაიქცა.

უჩინარი ლაბადა

იუტას უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა უხილავი გავხადოთ ნებისმიერი ზომის ობიექტი. ასე რომ, მოწინააღმდეგისგან ახლა უკვე თუნდაც მთელი არმიის დამალვა იქნება შესაძლებელი.

ადრინდელი ცდების დროს "უჩინარ ლაბადად" გამოიყენებოდა ე.წ. მეტანივთიერებები, მათი უჩვეულო მახასიათებელით მასზე დაცემული სინათლის სხივი გარდატეხოს. მაგრამ ამ მეთოდის წყალობით მეცნიერები ახერხებდნენ მხოლოდ მცირე მოცულობის, ორ სანტიმეტრიანი ნივთების "დამალვას".

სამი გენერატორი სინათლის სხივისთვის მიუწვდომლად აქცევს მათ შორის მდებარე ობიექტს.

ახალი მეთოდი კი საშუალებას იძლევა უხილავი გახადოს ისეთი მსხვილი ობიექტიც კი, როგორიც ხომალდია. ამისთვის საკმარისია საგანს გარშემო დაუყენდეს მძლავრი გამომასხივებლები, რომლებიც ელექტრომაგნიტური ტალღების გარდაქმნას ახდენენ. საგანზე დაცემული ტალღებად დაწყობით ისინი მის გამოსახულებას აქრობენ. თუმცა ეს საინტერესო მეთოდი ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ვინაიდან მის შემქმნელებს არც ფული და არც საშუალებები არ გააჩნიათ მისი პრაქტიკული გამოცდისთვის.

რევოლუციური აღმოჩენა იმ დროს გაკეთდა, როდესაც სახლების მიერ სეისმური ტალღების არეკვლის მეთოდიკის შემუშავებაზე მიდიოდა მუშაობა. ის, რომ ობიექტი შეიძლება უხილავი გახდეს, მხოლოდ "გვერდითი ეფექტია", რომლითაც უკვე დაინტერესდნენ სამხედროები.

რვაფეხები ადამიანებს გაუთანაბრეს

საოცარი აღმოჩენა გააკეთეს ავსტრალიელმა ბიოლოგებმა. მათ გამოარკვიეს, რომ რვაფეხები ადამიანებზე სულელები სულაც არ არიან და გარკვეული საერთო აქვთ ჩვენს წინაპრებთან გამოქვაბულის ადამიანებთან.

პირველად ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეების კვლევის ისტორიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რვაფეხებს შეუძლიათ შრომის ელემენტარული იარაღებით სარგებლობა – ქოქოსის კაკლის ნაჭუჭით. ეგზოტიკური ხილის მაგარ ზედაპირს ისინი გადასატან თავშესაფრად და ჯავშნად იყენებენ. მეცნიერები ასევე დარწმუნებული არიან, რომ რვაფეხების ასეთი საზრიანობა, რომელიც ადრე მხოლოდ ადამიანის პრეროგატივად ითვლებოდა, სხვა ცხოველებისთვისაცაა დამახასიათებელი.

კაკლის ნაჭუჭის გადატანა უკიდურესად შთამბეჭდავი სანახაობაა. რვაფეხა ჯერ პოულობს ქოქოსის ორ ნახევარს, რის შემდეგაც ერთს მეორეში დებს, თავად კი თავს მასში მალავს, გარეთ მხოლოდ საცეცებს სტოვებს. ზოგიერთი რვაფეხები კი საოცარ საზრიანობას ავლენენ. ისინი ქოქოსის კაკლის ნახევრებს ისე არჩევენ, რომ ერთი ჩაძვრომა, ხოლო მეორის დაფარება იყოს შესაძლებელი. გამოდის მთლიანი ქოქოსის კაკალი, რომლის შიგნით რვაფეხაა მოთავსებული. ასეთ მდგომარეობაში კი შეუძლია მშვიდად დაელოდოს საფრთხის გადავლას.

მას შემდეგ, როდესაც რვაფეხა ცურვით იღლება, საცეცებს ქვიშაში მალავს, ზედაპირზე კი მხოლოდ "ჯავშნით" დაცული თავი რჩება.

– ჩვენი აღმოჩენა აჩვენებს, რომ სამუშაო იარაღის გამოყენება, სულაც არ წარმოადგენს ხერხემლიანთა ექსკლუზიურ უფლებას. რბილსხეულიან რვაფეხებსაც შეუძლიათ საოცარი რაღაცეების გაკეთება, – განაცხადა მეცნიერმა ჯულიან ფინმა.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online