| ქალი და მამაკაცი |

როგორ უნდა შეირჩეს ბავშვებისთვის ზღაპრები
სააღდგომო კვერცხიდან ამომძვრალ ეშმაკზე საუბარი მკრეხელობაა
მთარგმნელი და გამომცემელი აკაკი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებში აკრძალულია ბავშვის სულის დასაბინძურებელი ლიტერატურის გამოცემა, ჩვენთან კი ყველაფერი განურჩევლად იბეჭდება.
– ამბობენ, ბავშვისთვის წერა ყველაზე ძნელია. თქვენ წლების მანძილზე მუშაობდით საბავშვო გამოცემა "ნაკადულში", რა აკლია დღეს საბავშვო გამოცემებს? – ზოგადად, ქართულ საბავშვო გამოცემებს აკლიათ პატრიოტული მუხტი. ამის გარეშე არავითარი წიგნი არ იარსებებს. შეიძლება სხვა საბავშვო გამოცემების მიმართ ცოტა უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ ის, რაც ვნებს რელიგიას,
მართლმადიდებლობას, ასეთი ხასიათის წიგნები არ უნდა გამოდიოდეს და ბავშვებს არ უნდა მიეწოდებოდეს. ბევრი ასეთი წიგნი სხვა ქვეყნებში აკრძალულიცაა, ჩვენთან კი რატომღაც პოპულარული გახდა.
– სპეციალურად ბავშვებზეა გათვლილი ისეთი წიგნები, რომლებიც ვნებს რელიგიას?
– ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ სპეციალურადაა გათვლილი, მაგრამ თავისი შინაარსით აქეთკენ მიდის საქმე. აუცილებელია, ბავშვებისთვის დაიბეჭდოს ჩვენი კლასიკოსები. სხვათა შორის, უამრავი ზღაპარი გამოდის, პოლიგრაფიულ დონეზე ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ, რასაც ჰქვია მამულიშვილობა და პატრიოტიზმი, ამით არ ისწავლება. პატარებს უნდა გავაცნოთ ჩვენი წინაპრების სიტყვები, როგორც სასულიერო, ისე საერო მოღვაწეების ქადაგებები და წერილები. დღეს ყველაფერი გამოდის, ყველაფერზე იწერება, ვიკინგებზე იბეჭდება წიგნი, ჩინეთის კულტურაზე, მაგრამ საქართველოს შესახებ ამდენი რამაა მოსათხრობი და ასეთი გამოცემები ნაკლებია.
– როგორ უნდა შეირჩეს ეს ზღაპრები?
– ეს გამომცემლის გემოვნებასა და შერჩევის მიზანმიმართულებაზეა დამოკიდებული. ერთი ასეთი ეთიოპიური ზღაპარი არსებობს, მას "ოქროს მიწა" ჰქვია. ეთიოპიაში ევროპელები ჩადიან ქვეყნის აღსაწერად. ამასთან დაკავშირებით იქაურმა მეფემ გამოაცხადა, სტუმრები აქ დაიბნევიან, გზა აერევათო, ამიტომ მეგზური გააყოლა. მათ მოიარეს ქვეყანა და ორი წლის შემდეგ დაბრუნდნენ. მეგზურებმა მეფეს მოახსენეს, სტუმრებმა დაამთავრეს თავისი საქმე და ახლა მიდიანო. მეფემ მიიწვია მეცნიერები, უმასპინძლა, დაასაჩუქრა და გამოისტუმრა. თუმცა ეს მეგზურებიც უკან გააყოლა. ნავსადგურში რომ ჩავიდნენ, მეფის მსახურებმა უთხრეს უცხოელებს, ფეხსაცმელები გაიხადეთო. სტუმრებმა იფიქრეს, ეტყობა, აქაური ჩვეულებააო და მართლაც გაიხადეს. მათდა გასაოცრად, ეთიოპელებმა მათი ფეხსაცმელები გაწმინდეს, გაასუფთავეს და დაუბრუნეს. სტუმრებმა იკითხეს, რატომ მოიქეცით ასეო. ადგილობრივებმა კი უპასუხეს, თქვენს ფეხსაცმელებს ჩვენი მიწა აცხიაო. მასზე ჩვენი წინაპრები ისვენებდნენ, შრომობდნენ, მათი ფეხითაა ეს მიწა გატკეპნილი. ეს მიწა გვაჭმევს, გვასმევს, ჩვენ სტუმართმოყვრულად დაგიხვდით, ძვირფასი საჩუქრებიც მოგართვით, მაგრამ ყველაზე უფრო ძვირფასი, რაც ამქვეყნად გვაბადია, ეთიოპიის მიწაა, ამიტომ მის ერთ მისხალსაც არ გავატანთ უცხოელსო. სხვათა შორის, ამიტომ ჰქვია ამ ზღაპარს ოქროს მიწა.
– ამ ზღაპარმა დავით გარეჯელი გამახსენა, იერუსალიმიდან მადლის ქვა რომ დააბრუნებინეს და მხოლოდ ერთი ქვის წამოღება მოახერხა.
– გამოდის, მარტო ქართველები არ ვყოფილვართ პატრიოტები. მსოფლიო ზღაპრებშიცაა მარგალიტები. ასეთივე ეროვნული განცდაა ჩაქსოვილი ჩინურ ზღაპარში, სახელწოდებით "ზარი". მოგეხსენებათ, ჩინეთი დიდი და მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, მაგრამ მტერი მაინც ჩაგრავდა. მისანს ჰკითხეს, რატომ ვმარცხდებითო. მან უპასუხა, თქვენ შეკრებას ვერ ახერხებთ, დიდ ტერიტორიაზე ცხოვრობთ და ვერ იკრიბებით. ამიტომ საჭიროა ისეთი რამ, რომ უცებ შეატყობინოთ ერთმანეთს გასაჭირიო. მაშინ ასეთ საშუალებად ითვლებოდა ზარი. ჩინელებს მოხუცი ხელოსანი ჰყავდათ და ზარის გაკეთება სწორედ მას შეუკვეთეს. ოსტატი დიდი მონდომებით აკეთებდა ზარს, მაგრამ იგი იბზარებოდა. ბოლოს ეს მოხუცი ხელოსანი ისევ მისანთან მივიდა, რა ხდება, ზარი ვერ გავაკეთეო. მისანმა უთხრა, ზარი მაშინ გაკეთდება, როცა მასში ისეთი ადამიანის სისხლი შეერევა, ვისაც თავის თავზე მეტად უყვარს სამშობლოო. მაშინ ზარი გამთელდებაო. საიდან უნდა მოეპოვებინათ ასეთი სისხლი? ამ მოხუც ოსტატს შვილიშვილი ჰყავდა, გოგონა, რომელიც ეხმარებოდა საქმიანობაში. ერთ დღესაც ქვაბი დუღს, ზარი უნდა ჩამოასხან, უცებ ეს ბავშვი წამოხტება და თავისით ჩახტება ამ ქვაბში. ყველა შეწუხდა, დაიწყეს ვიშვიში, სამაგიეროდ, ზარი ჩამოისხა. ასე გასწირა თავი ამ გოგონამ. იგი უმწიკლო ბავშვი იყო და იმდენად უყვარდა თავისი სამშობლო, მას შეეწირა. როცა შემოკრავდნენ ამ ზარს, მთელ ჩინეთს ესმოდა. ისინი უცებ იკრიბებოდნენ და მტერი ვეღარ ამარცხებდა. როგორც ჩანს, ქართველებს კი გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩინელებსაც არანაკლებ ჰყვარებიათ სამშობლო.
– ქართულთან შედარებით, ზოგიერთი უცხოური ზღაპარი უაზროა.
– რა თქმა უნდა, უაზრო ზღაპრებიც არსებობს, ტომეულები გამოდის, მაგრამ შერჩევა სჭირდება. ეროვნული გრძნობის გასაღვივებლად ჩვენ რაც გვინდა, ის უნდა ვთარგმნოთ და მივაწოდოთ ბავშვს.
– მართლმადიდებელთა მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, ჰარი პოტერით მაინც დაინტერესდნენ ბავშვები.
– სხვათა შორის, რამდენიმე ქვეყანაში ეს წიგნი აკრძალეს, რადგან მათმა ეკლესიამ აკრძალა. ჩვენი ეკლესიაც არ უჭერს მხარს. ამასთან დაკავშირებით ერთ დეტალს გეტყვით, სააღდგომო კვერცხს რომ გატეხენ, იქიდან ამოძვრება ეშმაკი თუ ავსული. ყველაფერს რომ დაანებო თავი, ასეთი მკრეხელობა უკვე აღარ შეიძლება. არ მინდა, ვინმეს დავუპირისპირდე, მაგრამ არ შეიძლება, ისეთი წიგნი ბეჭდო, რაც ქვეყნის და მართლმადიდებლობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. შესაძლოა, საინტერესო ამბით ბავშვი შეაცდინო და ამ ვითომ საინტერესო ამბავმა ძალიან ცუდი რამ ჩაუნერგოს პატარას. იეღოველები რომ დადიან ქუჩა–ქუჩა, შორიდან რომ მოუსმინო, ისეთ საგანგაშოს არაფერს ამბობენ, მაგრამ ის რომ ილექება, მერე გადაბრუნებული ხარ და შენში უკვე სატანა შემოდის.
მანანა ნოზაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)