| ქალი და მამაკაცი |

"2012"–ის რეჟისორს ფრენის ეშინია
"2012"–ის რეჟისორს ფრენის ეშინია
დილმი "2012" წლის ყველაზე მასშტაბურ კინოკატაკლიზმად შეფასდა. მეცნიერები სამყაროს ამგვარ დასასრულს ჰოლივუდელების ზღაპრად მიიჩნევენ, მაგრამ სკეპტიკოსები თვლიან, რომ ეს კაცობრიობის შემზადებაა დიდი კატაკლიზმებისთვის. როგორც უნდა იყოს, 200 მილიონიანმა ფილმმა პრემიერიდან რამდენიმე კვირაში უკვე სერიოზული მოგება ნახა.
ფილმის რეჟისორი როლანდ ემერიხია, რომელიც ჰოლივუდში მსოფლიო კატასტროფების ოსტატად ითვლება. მას ეკუთვნის ამ ჟანრის წარმატებული ფილმები – "დღე ხვალის შემდეგ" და "დამოუკიდებლობის დღე". მის ბოლო ფილმებში სამყაროს აღსასრულის სხვადასხვა ვერსიაა. "2012"–ში მთავარ როლს ჯონ კიუსაკი თამაშობს, რომლისთვისაც ეს პირველი ფილმია კატაკლიზმების ჟანრში.
როლანდ ემერიხი: "ჰოლივუდი ნიჭს აფასებს"
როლანდ ემერიხი მსოფლიოს ყველაზე საკასო რეჟისორების ათეულში შედის. მისი კარიერა გერმანიაში სადიპლომო ფილმით "გაქცევა კაცობრიობიდან" დაიწყო. შემდეგი ფილმი მან უკვე ჰოლივუდში გადაიღო. გთავაზობთ რეჟისორთან ინტერვიუს, რომელიც უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა.
– დიდბიუჯეტიანი ფილმები შემოქმედებით თავისუფლებას გაძლევთ თუ გზღუდავთ?
– ბიუჯეტის შეგრძნება არ მაქვს, რადგან თემატურად სულ ერთნაირ ფილმებს ვიღებ. ჰოლივუდში გადმოსვლისთანავე ჩემი ფილმების ბიუჯეტი მუდმივად მზარდია, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ჩემი იდეები რამენაირად განსხვავდება იმათგან, რომლებიც გერმანიაში ცხოვრებისას მქონდა. მე ჩემს თავს თავად წავუყენე ულტიმატუმი, რომ მხოლოდ კაცობრიობასა და მის პრობლემებზე გადავიღებდი ფილმებს. ხანდახან საკუთარ თავზე ხუმრობითაც ვამბობ, რომ ჰოლივუდში ყველაზე ძვირადღირებული დამოუკიდებელი რეჟისორი ვარ. ვიღებ ყველაზე მსხვილბიუჯეტიან დამოუკიდებელ ფილმებს. მიუხედავად მათი კომერციული წარმატებისა, თითოეულ მათგანში არსებობს დამოუკიდებელი კინოს ელემენტები. ჩემს კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ მაქვს უფლება, შევცვალო ფილმის დინამიკა და ფინალი ისე, როგორც მსურს. ეს ჰოლივუდში ბევრს არ აქვს.
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ფული?
– არაფერს. ფულის სწრაფად ხარჯვა ნამდვილად კარგად ვიცი.
– "2012"–ში პრაქტიკულად ბიბლიურ ისტორიას გადმოსცემთ. თავად თუ ხართ მორწმუნე?
– არა. ახლა ვარ არჩევანის წინაშე, ვსწავლობ რამდენიმე რელიგიას, მაგრამ მივხვდი, რომ რელიგიის კანონიზაცია უარყოფითად აისახება ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში, ისტორიული კუთხით. რამდენი ბოროტება წარმოიქმნა სწორედ რელიგიური მიმდინარეობების გამო.
– თქვენი ლტოლვა ფილმ–კატასტროფების მიმართ თქვენი ბრძოლაა საკუთარი შიშების მიმართ? საერთოდ, რისი გეშინიათ?
– მე ბევრი რამის მეშინია – ფრენის, სიმაღლის. ამ შიშების დამარცხების იდეალური საშუალებაა გადავიღო ფილმები ამ ყველაფერზე. გადაღებების პროცესში უშიშარი ვარ.
– თქვენ ხშირად აყენებთ ფილმის მთავარ გმირებს ექსტრემალურ სიტუაციაში. თავად როგორ მოიქცეოდით იმ დროს, როცა სამყარო იღუპება?
– ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ბევრი ექსტრემალური სიტუაცია, ცხოვრების ბევრი გამოცდა ჩამიბარებია ავტომობილსა და თვითმფრინავში. ვიცი, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ნებისმიერი შიშის დავიწყება და მაქსიმალურად მამაცი გმირის განსახიერება შემიძლია. ერთხელ ტაილანდში ადამიანს კატერმა გადაუარა, ძალიან დასახიჩრებული იყო, მაგრამ იმ მომენტში სიმამაცე გამოვიჩინე და მას ვუშველე, სიკვდილს გადავარჩინე. მაშინ მივხვდი, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენა დიდი სიამოვნებაა.
– გავრცელდა ხმები, რომ კომპანია "სონიმ" მიიღო თქვენი თანხმობა, გადაიღოთ ფილმი "ძირითადი", სადაც თქვენი კატასტროფები დედამიწას სცილდება და გალაქტიკაში გადის.
– კი, ეს მართალია. მე თავად ვიყავი ინიციატორი. დარწმუნებული ვარ, ამ სცენარით ჩემი საუკეთესო ფილმის გადაღებას შევძლებ. ფილმი იქნება დიდ კოსმოსსა და ჩვენს მცდარ პოლიტიკაზე.
– როგორია თქვენი რჩევები იმ რეჟისორებისთვის, რომლებიც ჰოლივუდის დაპყრობას აპირებენ?
– ჰოლივუდი რეაგირებს ნიჭზე. მთელი მსოფლიო ბაძავს ჰოლივუდს და მისი სტანდარტის ფილმებს იღებს, მაგრამ ეს არავის არაფერში სჭირდება. ჰოლივუდს სჭირდება ორიგინალური ხმა, რომელიც კლასიკურ ისტორიას თავისებურად წაიკითხავს. სანამ ჩემს სახლში პირველი ზარი არ გაისმა ჰოლივუდიდან, მანამდე ვფიქრობდი, რომ წარუმატებელი ადამიანი ვიყავი.
დ
ჯონ კიუსაკი: "ადამიანებს საკუთარ ნერვებზე თამაში უყვართ"
ჯონ კიუსაკი "2012"–ში მთავარ როლს თამაშობს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– "2012" თქვენი პირველი ფილმი–კატასტროფაა.
– "2012"–მდე არ მქონია მსგავსი შემოთავაზება. ყველა მსახიობი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას. კატასტროფების ჟანრი კარგი საშუალებაა საკუთარი თავის სხვაგვარად საჩვენებლად.
– კინოკრიტიკოსები არასერიოზულად აღიქვამენ ამგვარ ფილმებს.
– ყველა ჩემს ფილმში ვდებ მაქსიმუმს. ყველაზე მცირებიუჯეტიან ფილმშიც კი არაფერი დამიკლია ჩემი როლისთვის. ალბათ ამიტომაც ემერიხმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა. არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ კრიტიკოსები, რადგან ისინი ორიენტირებული არიან მცირებიუჯეტიან ფილმებზე. ისინი თვლიან, რომ დიდ ფულში დიდი ნაგავია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.
– გაგიჭირდათ ასეთ მასშტაბურ ფილმზე მუშაობა?
– არა, პირიქით, ძალიან გამიადვილდა. სპეციალურად არაფრის სწავლა არ მომიწია, ალბათ იმიტომ, რომ რეჟისორმა ზუსტად იცოდა, ვისგან რა მოეთხოვა. ფილმის გადაღებები 100 დღე გაგრძელდა, ყველაფერი დინამიურად მიმდინარეობდა. ამ ფილმზე მუშაობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანის სხეულს ყველანაირი დატვირთვის ატანა შეუძლია.
– რა იზიდავს მაყურებელს ფილმ–კატასტროფებში?
– ადამიანებს უყვართ საკუთარ ნერვებზე თამაში. ყველას აინტერესებს, რა მოუვა ჩვენს პლანეტას 10, 20 ან 100 წლის შემდეგ. ყველა ადამიანის თავში ტრიალებს კითხვა – როგორი იქნება სამყაროს დასასრული? როგორ გავატარებთ უკანასკნელ დღეებს პლანეტაზე? ეს კითხვები ყველაზე მიმზიდველია კინოსთვის.
– ცხოვრებაში ყველაზე დიდი კატასტროფა რა გინახავთ?
– ქარიშხალი ლუიზიანაში და მიწისძვრა ლოს–ანჯელესში. ორივე შემთხვევაში შიშს დიდი თვალებით ჩავხედე.
– რას იზამდით, რომ სამი წლის შემდეგ სამყაროს დასასრული მართლა დადგეს?
– უბრალოდ, მოვეშვებოდი. დავკავდებოდი მედიტაციით და თვითანალიზით. წავიდოდი კარიბის ზღვის კუნძულებზე და სიცოცხლის ბოლო წუთებს ბუნების სილამაზეში გავატარებდი. შევწყვეტდი კინოში თამაშს და არ მექნებოდა ურთიერთობა მათთან, ვისთანაც არ მინდა.
– ბევრი თვლის, რომ სამყაროს დასასრული 2012 წელს იქნება. გჯერათ ნუმეროლოგიის?
– არ მჯეროდა, სანამ თავად არ შევეჩეხე ნუმეროლოგიის ძალას. ერთხელ, დაბადების დღეზე, საჩუქრის ნაცვლად მითხრეს ჩემი ნუმეროლოგიური განმარტებანი. გავოცდი, როგორ ჩამომიყალიბეს რიცხვებით ჩემი ხასიათი. 2012 წელს მაინც შიშით ველოდები. ვაითუ, ყველაფერი გამართლდეს.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 