| ქალი და მამაკაცი |

ვენეციის ზღაპარი
ქალაქი, რომელიც წყალში იძირება
ქალაქი ზღვაში – ეს ვენეციაა. იქ წყალი ყველგანაა, ფართო თუ ვიწრო ქუჩებში. ზღვის წყალი ხან მიიქცევა, ხან მოიქცევა. წყალმცენარეები მყარადაა ჩაბღაუჭებული სახლების საძირკვლებს.
ვენეცია, მეტსახელად არხების ქალაქი, იტალიის რეგიონის, ვენეტო და ვენეციის პროვინციის დედაქალაქია. ის ადრიატიკის ზღვის ჩრდილო–დასავლეთ ლაგუნაში მდებარეობს და 118 კუნძულზეა გაშენებული. ქალაქ პადუასთან ერთად პადუა–ვენეციის აგლომერატს მიეკუთვნება. დღეისათვის ქალაქი ნელ–ნელა წყალში იძირება და მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ, როგორმე შეაჩერონ ეს პროცესი, რომ უმშვენიერესი ვენეცია გადაარჩინონ.
კლიმატი
ვენეციისათვის ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. წელიწადის ოთხივე დრო ტემპერატურის თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ვენეციაში სამოგზაუროდ. ამ დროს სასიამოვნოდ თბილა და დღეებიც გრძელია.
არხების ქალაქში ზაფხული აუტანელია. ტემპერატურა 40 გრადუსამდე ადის და ხშირად არხებიდან საშინელი სუნი ამოდის. მიუხედავად იმისა, რომ დღე საგრძნობლად იკლებს, სასიამოვნო სითბოს გამო, შემოდგომაზე ტურისტების რაოდენობა მატულობს. ზამთარში კი ვენეციაში ჩასვლა არ ღირს, რადგან საშინლად ცივა. სიცივეებს თან ერთვის გადაუღებელი წვიმები. ვენეციაში თოვლი იშვიათობას წარმოადგენს.
ენა
ვენეციის, ისევე როგორც მთელი იტალიის, ოფიციალურ ენას იტალიური წარმოადგენს. ვენეციის მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგად ფლობს ვენეციურ ენას. ეს ენა ვენეტოს რეგიონის ოფიციალურ ენას წარმოადგენდა V|||–V||| საუკუნეებში, სანამ ვენეტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. ამჟამად ვენეციურ ენას არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. ის უფრო ესპანურს ჰგავს, ვიდრე იტალიურს. მასზე მეზობელ ქვეყნებშიც საუბრობენ.
ფული
ევრო ვენეციის ოფიციალური ვალუტაა. 2002 წლამდე მიმოქცევაში იყო იტალიური ლირა. ევროსთან ერთად ტურისტულ ადგილებში ამერიკული დოლარით სარგებლობაც შეგიძლიათ. იტალიის სხვა რეგიონებთან შედარებით ვენეციაში, განსაკუთრებით კი ტურისტულ სეზონზე, მაღალი ფასებია. საკრედიტო ბარათების გამოყენება ადვილი შესაძლებელია რესტორნებში, სასტუმროებსა და თანამედროვე მაღაზიებში.
რელიგია
ვენეციაში ოფიციალური რელიგია გამოცხადებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით 70 პროცენტი, კათოლიკეა. ვენეციაში რელიგიური ხალხია. შაბათ–კვირას ეკლესია–მონასტრებში შესვლას ძნელად თუ მოახერხებთ. იმიგრანტებს შორის არიან ბუდისტები და მაჰმადიანებიც, რელიგიურ უმცირესობას კი მსოფლიოში გავრცელებული სექტანტები წარმოადგენენ.
გადაადგილება
იქიდან გამომდინარე, რომ ვენეცია სულ წყალშია, ნებისმიერ შემთხვევაში წყლის ტრანსპორტი ასრულებს მთავარ როლს. ამ ქალაქში მოსახვედრად ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ნავი და მატარებელია. ტურისტების უმრავლესობა სწორედ ზემოთ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს.
მთავარი, მარკო პოლოს სახელობის აეროპორტი, ვენეციიდან 7 წუთის სავალზე მდებარეობს. რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრამდე ნავით მიხვალთ და ეს მხოლოდ 3 ევრო დაგიჯდებათ.
ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ვენეციის მიმართულებით მატარებელი მოძრაობს. თუ მაინცდამაინც მანქანით ან ავტობუსით მგზავრობა გსურთ, მაშინ ვენეციის დასავლეთით მდებარე ქალაქ მესტრამდე თუ ჩახვალთ.
ქალაქში მრავლად შეხვდებით ფეხით მოსიარულეებს. ქალაქის თავიდან ბოლომდე გასავლელად სულ რამდენიმე საათი დაგჭირდებათ. არხებს გვერდით საცალფეხო გზა გასდევს. ერთადერთი მოტორიანი სატრანსპორტო საშუალება წყლის ნავი ვაპორეტოა. მის დაქირავებას დღეში 18 ევროდ შეძლებთ.
რაც შეეხება გონდოლებს, ისინი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. გონდოლებს ქირაობენ ქორწილებისთვის, დაკრძალვებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებებისათვის, ამიტომ მათზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია. ნახევარი საათით მის დაქირავებას 80–100 ევროდ შეძლებთ.
სამზარეულო
იტალიური სამზარეულო რეგიონების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ამ მხრივ ვენეციური სამზარეულოც გამორჩეულია. ნაციონალური კერძების უმრავლესობა ზღვის პროდუქტებით მზადდება. შემდეგ უმთავრესი ადგილი ხორცეულსა და ბოსტნეულს უკავია.
ვენეციელებს ძალიან უყვართ ნივრიანი, წვნიანი კერძები. ყველი და ღვინო ნებისმიერ სუფრაზე ყოველთვის დევს. უპირატესობას შებოლილ ყველს რისოტას ანიჭებენ. რისოტასაგან მომზადებულ უგემრიელეს ჰამბურგერს ნებისმიერ რესტორანში დააგემოვნებთ.
ტურისტებში დიდი მოწონებით სარგებლობს თევზის, გოგრისა და ბაყაყის ფეხებისაგან მომზადებული კერძი როსიტო. კიდევ – ხახვში ჩაშუშული ღვიძლი "ფეგატო ალა ვენეციანა".
რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, ზეითუნის ზეთსა და ნიორში ჩაწყობილ მოხარშულ ვირთევზას ვენეციელები რძესთან ერთად მიირთმევენ. მის დაგემოვნებას ტურისტები ყოველთვის ერიდებოდნენ, მაგრამ მათ, ვინც გაბედა და გასინჯა, ძალიან მოეწონათ და კმაყოფილები დარჩნენ.
მთავარ მოედანზე, ღია ცის ქვეშ არსებული კაფეები მრავალ ტურისტსა თუ ადგილობრივ მკვიდრს იზიდავს. იქ შეგიძლიათ მიირთვათ საუცხოო ნაყინი და უსმინოთ პატარა კლასიკური ორკესტრის მიერ შესრულებულ მუსიკას.
სასმელებიდან ვენეციელები ბრაზილიურ ყავას აღმერთებენ. მოგეხსენებათ, იტალიაში საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, ამიტომ ალკოჰოლური სასმელებიდან პირველობას არ თმობს ღვინო, რომელთაგან აღსანიშნავია "ბარდოლინო" და "ბიანკო".
ზაფხულობით, როცა კაფე–ბარების ტერასები ხალხით ივსება, არაფერი სჯობს ამ ტერასებზე ჯდომას, ცივი ღვინის სმასა და ქალაქის დათვალიერებას.
ღირსშესანიშნაობები
ზოგიერთებისათვის ვენეციაში ჩავსლა ორი ან სამი ასეული წლით უკან დაბრუნების ტოლფასია. ამ ქალაქში რაღაც უნიკალური ატმოსფეროა გამეფებული. ვენეციის ერთ–ერთი დამახასიათებელი თავისებურება სიწყნარეა. საუცხოო სანაპირო ზოლი მრავალი ხელოვანის შთაგონების წყაროდ რჩება.
ვენეციაში მანქანების ჭაჭანება არ არის, რითაც ნამდვილად წარსულში დაბრუნდებით. ეს ქალაქი განსაკუთრებით მხავტრობის მოყვარულ ხალხს იზიდავს. მისი სასახლეები, მუზეუმები, ეკლესიები მრავალი სახელგანთქმული ფერმწერის მიერ არის მოხატული.
ვენეციაში ჩინებული არქიტექტურით დატკბებით. ამ მხრივ, აღსანიშნავია წმინდა მარკოზის მოედანი. სწორედ აქ მდებარეობს ვენეციაში ყველაზე სახელგანთქმული ტაძარი – წმინდა მარკოზის ბაზილიკა. მის გვერდითაა დოჟების სასახლე.
მუზეუმებიდან აღსანიშნავია გუგენჰაიმის მუზეუმი. მას ყოველდღიურად ათასობის დამთვალიერებელი ჰყავს.
შოპინგის მოყვარულთათვის ვენეცია ნამდვილი სამოთხეა. მაღაზიებში ტურისტებს საუცხოო საქონელს სთავაზობენ – ბროლის ჭურჭელს, ძვირფას ქსოვილებსა და უამრავ სხვა წვრილმან ნივთს.
დიდ არხზე, რომელიც ქალაქის მთავარი მაგისტრალია, გადებულია სახელგანთქმული რიალტოს ხიდი, რომლის ქვემოთ უხმაუროდ მისრიალებენ მბზინავი გონდოლები.
ახალგაზრდული დასვენების მოყვარულთ კი გირჩევთ, მურანოსა და ბურანოს კუნძულებს ესტუმროთ.
უსაფრთხოების წესები
ვენეცია ძალზე უსაფრთხო ქალაქს წარმოადგენს, მაგრამ პირად ნივთებთან სიფრთხილე გმართებთ. ვენეციელები ძალიან მშრომელები არიან. მათთვის, როგორც თავად ამბობენ, დრო ფულია.
ადგილობრივები სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევიან. სტუმრად მისულები საჩუქრად თქვენივე ქვეყნის ღვინოს თუ გაიყოლებთ, დიდად ნასიამოვნებები დაგრჩებიან.
გირჩევთ, ადგილობრივებთან რელიგიასა და პოლიტიკაზე დისკუსიას მოერიდოთ.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – იტალია;
რეგიონი – ვენეტო;
ფართობი – 412 კვ.კმ;
მოსახლეობა – 271.663 ადამიანი;
ვალუტა – ევრო;
სატელეფონო კოდი – +3941.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 