| ქალი და მამაკაცი |

სოფო მოსიძეს პარაშუტი არ უნდა
სოფო მოსიძეს ქმარ–შვილი პარაშუტით გადმოხტომაზე ვერ ითანხმებენ
ტელეჟურნალისტი, სოფო მოსიძე სრულიად არააზარტული ადამიანია, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ თავის საქმეში წარმატებისთვის მიეღწია. არც კოლეგებს გაჯიბრებია. ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც შინაგან კონკურენციას გრძნობდა, ირაკლი იმნაიშვილი იყო. სოფოსთვის ყველანაირი რისკი, თავის ადრენალინიანად, წარმოუდგენელია. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გარისკა და გაუმართლა – 1.000 ევრო მოიგო. მას მერე მსგავსი რამ არც უცდია.
– სოფო, დიდი ხანია არ გამოჩენილხართ ეკრანზე. რამე სიახლეს უნდა ველოდეთ თქვენგან?
– ჩემს ცხოვრებაში სიახლე ისაა, რომ თხუთმეტი წლის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ ორი თვე მომიწია სახლში ჯდომა. სხვა არანაირი სიახლე არ არის – ვზივარ სახლში და დიასახლისის ამპლუას ვირგებ.
– მომავალში რას აპირებთ, როგორ განწყობაზე ხართ?
– აბსოლუტურად ნორმალურზე, რადგან ძალიან გადაღლილი ვიყავი და დასვენებასავით გამომივიდა. ახალი წლის შემდეგ რაღაც სიახლეები იქნება, თუმცა ამაზე წინასწარ ჯერ არ მინდა ლაპარაკი. ახლა ძალიან კარგია დიასახლისის ამპლუაში ყოფნა, რადგან გამომდინარე ჩემი ნატურიდან, ყოველთვის მენატრებოდა სახლში ყოფნა. ეს ავინაზღაურე, მაგრამ ჯერ იმ სტადიაში არ ვარ, რომ მომბეზრდეს.
– ტელეგადაცემაში "რა? სად? როდის?" მონაწილეობთ. იქ როგორ აღმოჩნდით?
– ტელესახეების გუნდი გაკეთდა. წამყვანმა გიორგი მოსიძემ დაგვირეკა ყველას, მაგრამ რა კრიტერიუმებით შეგვარჩია, სიმართლე გითხრათ, არ მიკითხავს. დავთანხმდი ადვილად, რადგან ამ გადაცემის აქტიური მაყურებელი ვარ.
– აზარტულად ხართ ჩაბმული ამ თამაშში?
– გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არ ვარ აზარტული, არააზარტულად ვარ ჩაბმული, მაგრამ დიდი ინტერესით ვთამაშობ. ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. აზარტი და რისკი ვერ შევიძინე ცხოვრების განმავლობაში, პროფესიაშიც კი არ ვყოფილვარ არასდროს აზარტული. უბრალოდ გავმიჯნავდი და ვიტყოდი, რომ აზარტი სხვა არის და მოტივაცია და ინტერესი – კიდევ სხვა. აზარტი, რომელიც რისკთან, ხიფათთან და ადრენალინთან არის დაკავშირებული, საერთოდ შორს არის ჩემგან. ამ თამაშმა ჩამითრია იმ გაგებით, რომ ინტელექტუალურია, საკუთარ თავს ვეჭიდები. ნერვიულობის ფონზე რთულია თამაში. ჩვენი გუნდი საკმაოდ ძლიერია. ყველა მოთამაშეს თავისი პლუსი აქვს.
– თქვენს ცხოვრებაში არასდროს დამდგარა წუთი, როცა სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა გაგერისკათ?
– იცით, რა, პერიოდი, რომ უნდა გამერისკა ან ავანტურისტული ნაბიჯი გადამედგა, არ მქონია. თუ რამე გამირისკავს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინტუიცია მკარნახობდა, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა და გაამართლებდა. ინტუიცია ძალიან ხშირად სწორად მკარნახობს. ლოგიკური აზროვნებით მივდივარ გადაწყვეტილებამდე და რისკის ფაქტორს ვამცირებ. ალბათ ვერ ვრისკავ იმიტომ, რომ სადაც იგებ, იქ შეიძლება წააგო კიდეც. მე ყოველთვის ცუდზე ვფიქრობ. ყველაფერს მივუყვები გონებით. რისკი მაინც არის ემოციურობა. ამას წინათ წავიკითხე, რომ ტვინი გამოყოფს რაღაც ნივთიერებას, რომლის მოთხოვნილებაც ადამიანს აზარტის დროს მუდმივად უჩნდება. მეცნიერები იქამდეც მივიდნენ, რომ თურმე აზარტის მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება.
– არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, კაზინოში შეგეხედათ?
– კაზინოში ვიყავი ერთადერთხელ, ისიც იმიტომ, რომ ვიყავი მონაკოში და იქ მონტე კარლოს კაზინოში რომ არ შეხვიდე, არ შეიძლება. მახსოვს, მეორე დღეს მოვდიოდით და ძალიან მცირე თანხა მქონდა ხელზე დარჩენილი, სადღაც 70 ევრო. შევედი კაზინოში. მივედი "რულეტკასთან". პირველი 20 ევრო წავაგე. დამრჩა 50 ევრო და ვიფიქრე, რა ვქნა, წყალი რომ მომინდეს, დილამდე რა გავაკეთო–მეთქი, მაგრამ გავრისკე. 20 ევრო მაინც დავიტოვე და 30 ევროს ფიშკები ვიყიდე. მოვიგე სადღაც 1000 ევრომდე. გავრისკე იმიტომ, რომ ინტუიციურად მივხვდი, ასე იყო საჭირო. არ გამჩენია სურვილი, თამაში გამეგრძელებინა. ის მოგებული თანხა ვიმყოფინე.
– რაში დახარჯეთ მოულოდნელად გაჩენილი ფული?
– არ მახსოვს. აეროპორტშივე დავხარჯე. არანაირად მიყვარს აზარტული თამაშები, ვთქვათ, ბანქო. მყავს მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ, ჯოკერი ითამაშონ ყოველ საღამოს დაუღლელად. ერთადერთი, რაც მიყვარს, არის ნარდი. ჩემს ოჯახში ნარდის თამაში ყველას უყვარს და მეც გამომყვა. ეს აშკარად გენეტიკურია.
– არ გქონიათ შემთხვევა, როცა ერთ წამში, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე უნდა მიგეღოთ გადაწყვეტილება?
– არ მახსენდება ასეთი რაღაც. სწრაფად არ შემიძლია გადაწყვეტილების მიღება. დაკვირვებული ვარ. როცა რაღაც უნდა გადავწყვიტო, პირველი რაც გამიელვებს თავში, იმას ვაკეთებ. მერე, რაც უნდა ვცვალო, მაინც პირველ ვერსიამდე მივდივარ. ანუ ჩემს შემთხვევაში პირველი ვერსია ყოველთვის ამართლებს.
– ოჯახის შექმნა რისკი არ იყო?
– რა თქმა უნდა, იყო. ხომ არის ნათქვამი, ოჯახის შექმნა ლატარიაა – ან გაგიმართლებს ან არ გაგიმართლებსო. ხშირად ყოფილა შემთხვევა ჩემს საახლობლოშიც, როცა იდეალური წყვილია, გონებით რომ აწონ–დაწონი, ყველანაირად კარგები არიან, მაგრამ ოჯახური ცხოვრება მაინც არ გამოუვიდათ. ამიტომ რაც უნდა იფიქრო, პლუს–მინუსი აწონო, მაინც არ გამოვა, ეს გამართლებაა. ოჯახი სხვა სამსახურია, სადაც მუდმივად უნდა იმუშაო ურთიერთობებზე. ჩემთან ამ ლატარიამ გაამართლა, 11 წელია ერთად ვართ და დანაკარგების გარეშე მოვდივართ.
– ექსტრემალური გართობა – ჯომარდობა, პარაშუტით ხტომა, კლდეზე ცოცვა, ატრაქციონები... რამდენად გხიბლავთ?
– დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, ყოველდღე, "თიბისი თივი"–ში რომ მივდიოდი, შემოდიოდა თანამშრომელთა მთელი გუნდი და მეხვეწებოდა, წამოდი ჯომარდობაზეო. თავიდანვე ვიუარე. თვენახევრის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ ეს არის ძალიან უსაფრთხო, ცურვა იცი და თუ რამე მოხდა, გაცურავ და ა.შ. მაგრამ არ დავთანხმდი. ვაღიარებ – მშიშარა ადამიანი ვარ, ძალიან მეშინია ცვლილებების. ყველაფერი ისე ნორმალურად მიდის, რომ, რამე რომ შეიცვალოს, არ მინდა. მირჩევნია, დინებას მივყვე. არ მიყვარს ზედმეტი დინამიკა. ყოველ წელს ვისვენებ თურქეთში და ყოველ წელს ჩემი ქმარი და ბავშვი ხტებიან პარაშუტით. მეუბნებიან, ამაზე უსაფრთხო არაფერიაო. არ მინდა! ჩემთვის ის ადრენალინი არაფრის მომცემია. იგივე დამოკიდებულება მაქვს თხილამურების მიმართ. ერთადერთი, რაც ვიცი, რომ არის უსაფრთხო და რაც ძალიან მსიამოვნებს და რომელიც არ მოითხოვს ზედმეტ დაძაბულობას, არის აუზში ცურვა.
– საჭესთან ზიხართ. არც აქ ხართ რისკიანი?
– არ ვარ რისკიანი მძღოლი. კი, სწრაფადაც მივლია, მაგრამ კულტურული მძღოლი ვარ. არ ვრისკავ და ზედმეტ მანევრებს არასოდეს ვაკეთებ. არც სხვას ვუქმნი საფრთხეს და არც – საკუთარ თავს.
– ჟურნალისტიკაში კონკურენცია გარდაუვალია. არც ამას უდგებით აზარტულად?
– ამაზე მიფიქრია. როგორ შეიძლება ჩემს სფეროში არ იყო აზარტული, რისკიანი და ვიღაცა რომ რაღაცას აკეთებს, არ გქონდეს "ჟილკა", მას დაეწიო და იყო უკეთესი. აი, ეს მომენტიც არ მქონია. გულწრფელად ვიტყვი, ერთადერთი ჟურნალისტი, ვისთანაც მქონდა შინაგანი, სრულიად ჯანსაღი კონკურენცია, ეს იყო ირაკლი იმნაიშვილი. მაშინ "მზეში" ვმუშაობდით და ერთ დღეს ირაკლის მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვება, მეორე დღეს – მე. არავის მიმართ მქონია შეჯიბრის მომენტი, იმან როგორ უნდა გააკეთოს და მე როგორ ვერ უნდა გავაკეთო–მეთქი. ვთვლი, რომ კონკურენციის დროს ადამიანი იზრდება, მაგრამ ეს მანიად არ უნდა იქცეს და ბოღმაში არ უნდა გადავიდეს.
ანა ნოდია

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 