| ქალი და მამაკაცი |

ფიტოთერაპია
ფიტოთერაპია
სიცხეს პილპილი და თაფლი დაგიწევთ
საუკუნეების განმავლობაში ფიტოთერაპია ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცა, მეტიც – მკურნალობის მეტად შედეგიან მეთოდად, რომელსაც წამყვანი ექიმები და მეცნიერები დღესაც პატივს სცემენ.
ყველაფერი ბაბილონიდან დაიწყო.
პირველი ნაშრომი, რომელიც მცენარეებით მკურნალობას ეხება, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე შეიქმნა. მასში ჩამოთვლილია 250–მდე მცენარე, რომლებსაც იმდროინდელი – დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინათ მცხოვრები ქურუმები შელოცვისა და მსხვერპლშეწირვის დროს იყენებდნენ. ბაბილონში ფიტოთერაპიას (იმხანად მცენარეებით მკურნალობას ჯერ მეცნიერული სახელი არც კი ერქვა) მჭიდროდ უკავშირებდნენ ასტროლოგიას. ჯერ ზოდიაქოს თორმეტი ნიშნის მიხედვით სვამდნენ დიაგნოზს, შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობაზე იმდროისათვის ცნობილი შვიდი პლანეტის ზეგავლენას აანალიზებდნენ და ბოლოს ასტროლოგიურად "მისაღები" მცენარით იწყებდენ მკურნალობას. ფიტოთერაპიის ბაბილონური ვერსიის პარალელურად შეიქმნა აიურვედული სწავლება მცენარეებით მკურნალობის შესახებ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტიბეტურ და ტრადიციულ ჩინურ მედიცინას.
განკურნება ეგვიპტურად
ეგვიპტურმა პაპირუსებმა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია შემოგვინახა იმის შესახებ, თუ როგორ მკურნალობდნენ ქურუმები მცენარეებით. ისინი რელიგიური რიტუალების დროს ღმერთებს შესთხოვდნენ, მიეცათ მძიმე სენით შეპყრობილთა განკურნების ძალა. ვედრების რიტუალის განუყოფელი ატრიბუტები იყო მცენარეული ნაყენები, საცხები თუ ფხვნილები, რომლებსაც ქურუმები ინდივიდუალური, საიდუმლო რეცეპტით ამზადებდნენ. სამკურნალო საშუალებების დამზადებისას ეგვიპტელები ფართოდ იყენებდნენ ღვინოს, რძესა და თაფლს. იმდროინდელ რეცეპტებს არც დღეს დაუკარგავს მნიშვნელობა. მეტიც, ეგვიპტური მეთოდები ერთგვარ საფუძვლადაც კი დაედო ძველბერძნულ მედიცინას, რომელსაც დღემდე დიდ პატივს მიაგებენ და ემადლიერებიან.
ძველი საბერძნეთი
განკურნების რიტუალები, რომელთა მოდაც საბერძნეთში ეგვიპტიდან შეიჭრა, მედიცინის ღმერთს – ესკულაპეს ეძღვნებოდა. რიტუალებში ნაკლებად მონაწილეობდა, თუმცა მკურნალობის თავისებური ხედვა ჰქონდა ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში ცნობილ ფილოსოფოსსა და ექიმს ჰიპოკრატეს. ბერძენი სწავლულის მოსაზრებით, ავადმყოფობას ორგანიზმში არსებული სითხეების (ცრემლი, სისხლი, ყვითელი და შავი ნაღველი) დისბალანსი იწვევდა, ბალანსის აღსადგენად კი პირღებინების გამომწვევ საშუალებას, დიეტას, სამკურნალო მცენარეებსა და სისხლის გამოშვებას იყენებდა. ფიტოთერაპიას ჰიპოკრატე მკაცრად განსაზღვრული წესით ახორციელებდა. ის მცენარეებს უნიკალური თვისებების მიხედვით პირობითად ოთხ ჯგუფად: მშრალ, სველ, თბილ და ცივ მცენარეებად ყოფდა და წინასწარი დიაგნოსტიკის შედეგად ადგენდა, რომელი უფრო არგებდა ადამიანს: გამათბობელი ეფექტის მქონე თუ დამატენიანებელი. ასე მაგალითად, დიარეის დროს, რომელიც "სველ და თბილ" დაავადებად იყო მიჩნეული, ჰიპოკრატე "გამაგრილებელ და ცივ" მცენარეებს იყენებდა. ჰიპოკრატეს მეთოდები და სამკურნალო საშუალებები (რომლებიც უმთავრესად წყლის, ძმრისა და თაფლის ნაზავზე მზადდებოდა) დაწვრილებით არის აღწერილი მის ცნობილ ნაშრომში "პწკზგთ რშზზწსკფკშსგქ". აქვეა მოყვანილი ეთიკური ნორმები, რომლებსაც ჭეშმარიტი ექიმი უნდა ემორჩილებოდეს. ეს ის ძირითადი პოსტულატები გახლავთ, რომლებიც ჰიპოკრატეს ფიცშია მოცემული.
ცივი ზამთრის მიწურულს
ყელის ტკივილი, ხველება, ტემპერატურის პერიოდული მატება – ამ პრობლემების გარეშე ერთი ზამთარიც არ ჩაივლის. გარდა იმისა, რომ ვირუსები, რომლებიც სასუნთქ სისტემას ემტრებიან, წელიწადის ცივ დროს აქტიურობენ, არც შესუსტებული იმუნიტეტი გვაკლებს ხელს... ამიტომაც არის, რომ ზამთრის მიწურულს დასუსტებულ, გრიპგამოვლილ ორგანიზმს საგანგებო მოძლიერება და მკურნალობა სჭირდება, რაშიც მცენარეები ყოველთვის გვეხმარებიან.
ყელის ტკივილის დროს
ერთ ჭიქა ან ჭიქანახევარ ანისულის თესლს დაასხით იმავე ოდენობის წყალი, ადუღეთ 15 წუთს, შეაგრილეთ, გაფილტრეთ, შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. როდესაც ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კონიაკი. სწრაფი ეფექტისთვის მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.
ანგინის დროს
აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნემსიწვერას დაქუცმაცებული ბალხი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და 6–8 საათით სიგრილეში. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, შემთბარი.
***
აურიეთ ერთმანეთში 3 წილი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 15–20 წუთით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენიმეჯერ.
***
2–3 ცალი ლეღვი მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში. შემთბარი ნახარში ძილის წინ დალიეთ. ეს საშუალება განსაკუთრებით მარგებელია ბავშვებისთვის.
***
3 ჩაის კოვზი მშრალი დაქუცმაცებული ხახვის ნაფცქვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, 4 საათით დააყენეთ, გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.
ავიტამინოზის დროს
აიღეთ 10 გრამი არყის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ მცირე ულუფებით (დაახლოებით 10–100 გ) დღეში 3–4–ჯერ.
***
აიღეთ წითელი 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ. 4 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. 3–4 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში 3–4–ჯერ.
***
1 სუფრის კოვზი ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1–2 საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2–ჯერ დღეში.
სიცხის დროს
1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილის მარცვალი ცოტაოდენ თაფლთან ერთად ჩაყარეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალში და ნახევარ საათს ხარშეთ. კიდევ ნახევარ საათს დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. დალიეთ დღეში ორჯერ.
ბრონქიტის დროს
ვირისტერფას 2–3 ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ რძეში და აადუღეთ. დაუმატეთ დანის წვერით ღორის ქონი და დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა ძილის წინ.
***
ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალება: მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. დაალევინეთ ბავშვს დღეში 3–ჯერ თითო ჩაის კოვზი.

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)