asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ყოველდღიურად დედამიწის მცენარეები ატმოსფეროში 175 ტონა ეთერზეთებს გამოყოფენ
ვერხვი უარყოფით ენერგიას შთანთქავს
ყოველდღიურად დედამიწის მცენარეები ატმოსფეროში 175 ტონა ეთერზეთებს გამოყოფენ

2009-12-10 11:55:52



ფიტოთერაპიას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ პირველყოფილი საზოგადოებიდან არის შემორჩენილი გარკვეული ტიპის ბალახები, რომლითაც იმდროინდელი ადამიანები სარგებლობდნენ. მე–19 საუკუნის შუა პერიოდამდე მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის წამლებით სარგებლობდნენ. მცენარეებით მკურნალობას უძველესი ტრადიციები აქვს. სამკურნალო მცენარეებიდან დამზადებული წამლები უპირველესად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ისინი დაბალი ტოქსიკურობითა და გვერდითი მოვლენების არარსებობით გამოირჩევიან. ცხადია, არსებობენ შხამიანი მცენარეები, რომელთა დოზირებაც წამლის დამზადების დროს მკაცრად დასაცავია.
ფიტოთერაპიის მთავარი პირობა, რომელიც ძველთაგანვე იყო დაცული, მდგომარეობდა შემდეგში: სწორად იქნას განსაზღვრული ცალკეული კულტურების მოსავლის აღების დრო და ხარისხი; სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა ხდებოდეს მშრალ ამინდში, სითბოსა და სინათლეზე; შეგროვების დროს ნედლეული არ უნდა დაზიანდეს; სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა მოხდეს მცოდნე ადამიანის მიერ, რათა არ მოხდეს სარეველა ბალახების შერევა; შეგროვების დრო უნდა იყოს დადგენილი რაიონების მიხედვით, რადგან ზოგ რაიონში ზოგიერთი მცენარე ამინდების გათვალისწინებით ადრეა მოსაგროვებელი, ზოგი – გვიან; შეგროვილი მცენარეები უნდა გაშრეს ჩრდილში, მშრალ ადგილას, სასურველია კონებად და პირქვე დაყირავებული, რათა შეინარჩუნონ ფერი და სამკურნალო ნივთიერებები; ყვავილებს აგროვებენ დაკოკრებისა და მცენარეთა ყვავილობის პროცესში, მზიან დღეს, შუადღის საათებში ნაშუადღევამდე; ბალახისა და ფოთლის დამზადება ხდება ყვავილობის პერიოდში, როდესაც მცენარე ამთავრებს ზრდას; კვირტებს აგროვებენ გაზაფხულზე, როდესაც ისინი დაიბერებიან, მაგრამ არ დაუწყიათ გაშლა; არყისა და ფიჭვის კვირტები შეგიძლიათ შეაგროვოთ ზამთრის ბოლოსაც; მცენარის ქერქს ამზადებენ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, როდესაც წვენი იწყებს მოძრაობას, ქერქი ადვილად სცილდება მერქანს; ნაყოფსა და თესლს ამზადებენ სრულ სიმწიფეში; ფესვებსა და ფესვურებს აგროვებენ შემოდგომაზე ან ზაფხულის ბოლოს, როდესაც მიწის ზედა ნაწილი იწყებს ჭკნობას.
სამკურნალო ნედლეულის ხარისხი დამოკიდებულია მცენარის სწორად გაშრობაზე. გაშრობის დასაჩქარებლად მსხვილ ფესვებს, ბოლქვებს, ნაყოფებს ჭრიან თხელ ფენებად. გაშრობა დამთავრებულად ითვლება, თუ ფოთლები და ყვავილები ადვილად იფშვნება, ღეროები და ფესვები ადვილად ტყდება, კენკროვნები ადვილად დაიშლებიან და ერთმანეთს არ ეწეპება. ძველი დროიდან გავრცელებული იყო სამკურნალო ნედლეულისგან დამზადებული: ნახარშები, ფხვნილები, ექსტრაქტები, ზეთები და მალამოები. წამლის დამზადების წინ აუცილებელია ნედლეულის დაქუცმაცება პატარ–პატარა ნაწილებად და დაფქვა. იფანი

ძველად მცენარეები ადამიანისა და უმაღლესი ძალების დამაკავშირებლად ითვლებოდნენ. დღეს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხეებს ადამიანისა და ცხოველის მსგავსად, ბიოენერგეტიკული ბუნება გააჩნიათ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციული კავშირის დამყარება. ასეთი კავშირი კი არსებობს როგორც ხეებს, ისე ადამიანსა და ხეებს შორის.
ზოგიერთი ხე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
იფანთან კონტაქტის შედეგად ადამიანს გონება უნათდება, იგი ხედავს თავის დანაშაულებებს ცხოვრებაში. იფნის ენერგეტიკული ძალა ძალზე დიდია.
ფიჭვი ფიჭვი სიმშვიდის მომგვრელია. ფიჭვი ეხმარება ფსიქონერვულ ავადმყოფს. ფიჭვნარში გასეირნება საკმარისია, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება და სევდა.
ნაძვი – ეს ოჯახის სიმბოლოა, მას ფილტვებს ეძახიან. მას შეუძლია აავსოს ადამიანი დადებითი ემოციებით, ადამიანის ტვინი მოამარაგოს ჟანგბადით. ნაძვნარში გავლა კარგი ჟანგბადო–თერაპიაა.
როცა ყვავილობენ, მათგან მოდის ენერგია.
ნეკერჩხალი – იძლევა ძალას, ენერგიას, სიმშვიდეს, წონასწორობასა და სიყვარულის უნარს.

ფიტოთერაპიაში ცნობილია, რომ ბუნება ეხმარება ადამიანებს, გაიწმინდონ ისინი უარყოფითი ენერგიისაგან, ემოციისაგან და აავსონ დადებითი ენერგიით, დადგნენ კარგ განწყობაზე, მოემატოთ შემართება და პრობლემებს უფრო იოლად შეხედონ. ამ ყველაფრის მფარველია ვერხვი. იგი შთანთქავს ყველანაირ უარყოფით ენერგიას. ძალიან სასარგებლოა ვერხვის ხისგან დამზადებული სამკაული, ბეჭედი ან რაიმე სამკაული. ის არამარტო ადამიანს, გარემოსაც ასუფთავებს.
ყველაზე დამამშვიდებელ ხეებად მიჩნეულები არიან რბილწიწვოვანი მცენარეები. მათთან კონტაქტი მოგაშორებთ ეჭვებს, შიშსა და უმიზეზო მოუსვენრობას, ამისათვის საჭიროა ხეს 3 წუთით მიეყრდნოთ.
სიმართლის მოყვარული ხეა თხილი. მასთან კონტაქტის შედეგად ადამიანი ნებისმიერ სიტუაციას ობიექტურად შეხედავს. წარუმატებლობის შემთხვევაში, გაისეირნეთ თხილნარში.
ნაძვი

ჩვენი წინაპრებიც კარგად ერკვეოდნენ ხეებში. ისინი ზუსტად ანსხვავებდნენ, თუ რომელ დაავადებას რომელი ხის ენერგეტიკა უმკურნალებდა. ასევე წარმატებით იყენებდნენ ხის ნაფოტებს, რომლებსაც ასხამდნენ წყალს, მთელი ღამე აჩერებდნენ და დილით სვამდნენ, ხელ–პირსაც კი იმით იბანდნენ. ესეც მოწმობს იმას, თუ როგორ იყო ძველად ფიტოთერაპია განვითრაებული.
ნეკერჩხალი რატომ ვსუნთქავთ ტყეში თავისუფლად? ამ კითხვაზე მეცნიერები ასე გვპასუხობენ: რიგი მცენარეების აქროლადი ნივთიერებები – ფიტოცინდები აძლიერებენ სუნთქვას, ხელს უწყობენ ორგანული ფოფორის დაგროვებას ქსოვილებში, რაც აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას, აწყნარებს ნერვებს, აჭაბუკებს გონებას და ამიტომაც სუნთქავთ ტყეში თავისუფლად.

ყოველდღიურად დედამიწის მცენარეები ატმოსფეროში გამოყოფენ 175 ტონა ეთერზეთებს. ხისებრი ღვიის ერთმა ეგზემპლარმა დღის განმავლობაში შეიძლება გამოყოს 30 გრამი ეთერზეთი. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ასეთი ეთერზეთებით "დეზინფექციის" შემდეგ მიკრობების რაოდენობა ჰაერში მცირდება 2–6–ჯერ. ასევე მცირდება სტაფილოკოკებისა და სტრეფტოკოკების დონე. ეს ეთერზეთები ასევე დადებით შედეგებს იძლევიან ფილტვების ინფექციების დროს.
როგორც ცნობილია, ძალიან ძლიერი, დადებითი ენერგია აქვს მუხას, სწორედ ამიტომ ამზადებდნენ ძველად აკვანს მუხისგან.
მუხა

მრავალი მცენარე გამოყოფს ფიტოცინდებს – აქროლად ნივთიერებებს, რომელთაც ახასიათებთ ანტიმიკრობული მოქმედება.
ყოველდღიურად დედამიწის მცენარეები ატმოსფეროში გამოყოფენ 175 ტონა ეთერზეთებს. ხისებრი ღვიის ერთმა ეგზემპლარმა დღის განმავლობაში შეიძლება გამოყოს 30 გრამი ეთერზეთი. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ასეთი ეთერზეთებით "დეზინფექციის" შემდეგ მიკრობების რაოდენობა ჰაერში მცირდება 2–6–ჯერ. ასევე მცირდება სტაფილოკოკებისა და სტრეფტოკოკების დონე. ეს ეთერზეთები ასევე დადებით შედეგებს იძლევიან ფილტვების ინფექციების დროს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online