| ქალი და მამაკაცი |

"გვარში ბევრი სასულიერი პირი გვყავდა"
შატბერაშვილები აზნაურები ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტი სახლში მაქვს, ერეკლე ||–ის ხელმოწერით
ლეიბორისტული პარტიის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს განსაკუთრებით უყვარს ტაო–კლარჯეთი, კერძოდ კი, შატბერდის სამონასტრო კომპლექსი, საიდანაც მისი გვარის ეტიმოლოგია იწყება.
– უცხოეთის რომელ ქვეყანას გამოარჩევდით, გარეგნულად რომელ ქვეყანაში გვგვანან?
– გარეგნულად, ასევე, მენტალიტეტითაც ძალიან გვგვანან თურქები. მით უფრო, ჩრდილოეთ თურქეთში. როდესაც საქართველოს ყოფილ ქალაქებში ჩავდივარ ხოლმე, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს თბილისში ვიყო და თბილისის უბნებს, კვარტლებს შორის ვსეირნობდე. ჩრდილო თურქეთის მაცხოვრებლები შესახედავადაც ძალიან გვგვანან.
– გამიგია, რომ თურქი მძღოლები განსაკუთრებული აგრესიულობით ხასიათდებიან. მსოფლიო მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა ველოსიპედით თურქეთის ტრასაზე როცა მიდიოდა, თურმე ძალით ცდილობდნენ მანქანის დაჯახებას.
– თურქების მხრიდან არასდროს მიგრძვნია აგრესია. რამდენადაც ვიცი, თურქი მაშინ არის აგრესიული, როცა რამეს იპარავ, ატყუებ, ბოდიში ამ ქუჩური სიტყვისთვის და, გადააგდებ ბიზნესში. ძალიან მომეწონა ბულგარეთის შავიზღვისპირა კურორტები, ყოველთვის პარალელს ვავლებდი საქართველოსთან. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბულგარეთს ქართული კურორტები თავისი ბუნებრივი და კლიმატური თვისებებით ჯობია. უბრალოდ, ბულგარეთის კურორტებზე ერთი დადებითი მომენტია, რომ არ არის დანაგვიანებული პლაჟები და მოვლილია. ბულგარეთის მზიურ სანაპიროზეც ვარ ნამყოფი, იქ ნესებარი არის ძალიან ცნობილი კურორტი, ასევე, ელემიტი – მსოფლიოს მილიონრებისა და მილიარდელების კურორტად ითვლება. სადაც ვყოფილვარ, ვერსად შევამჩნიე, რომ საქართველოს კურორტებზე უკეთესი ადგილებია. უბრალოდ, მეტი ყურადღება ექცევა.
– ჩრდილოეთ თურქეთი ახსენეთ და ნოსტალგია ხომ არ მოგეძალათ ტაო–კლარჯეთის ძირძველი მიწისა და ქართული ძეგლების მიმართ? თქვენი გვარიც ერთ–ერთი ტაძრის – შატბერდის ეტიმოლოგიას უკავშირდება?
– დიახ, შატბერაშვილების გვარი მოდის შატბერდის სამონასტრო კომპლექსიდან, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის პერიოდიდან. ამ სამონასტრო კომპლექსის მშენებლები, მათი მეპატრონეები და ღვთისმსახურები გახლდნენ ჩემი წინაპრები, რითაც მე ძალიან ვამაყობ. სხვათა შორის, კომუნისტების დროსაც, როცა სასულიერო პირების ხსენება დიდ საშიშროებად ითვლებოდა, მაშინაც ვამაყობდი ჩემი წინაპრებით.
– თქვენს წინაპრებს, როგორც სასულიერო პირებს, დევნიდნენ?
– ამის გამო რეპრესიები არ შეგვხებია. ჩემს საგვარეულოში ვინმეს თუ შეხებიან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რაზეც ყველას შეეხნენ 30–იან წლებში. კერძოდ, ჩემს წინაპრებს არ მოსწონდათ ის ულტრამემარცხენე კომუნისტური წყობა, რომელიც საქართველოში იძულებით დამყარდა. ისევე, როგორც მე, ჩემი წინაპრებიც სოციალ–დემოკრატიის, ე.წ. მენშევიკური წყობის მომხრენი იყვნენ, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ ვერ გაამართლა და ვერ შეინარჩუნა თავისი ძალაუფლება. ასე ვთქვათ, დაახლოებით ქვეყნის ევროსოციალიზმის მოდელით მოწყობის მომხრენი ვიყავით. ვინც კომუნისტებს ეწინააღმდეგებოდა ჩემს ნათესაობაში, ზოგი დააპატიმრეს, ზოგიერთი დახვრიტეს, გადაასახლეს. თუმცა არ გამიგია, სასულიერო წარმოშობის გამო ჩემს გვარში ვინმე დასჯილიყო.
– გვარში ბევრი სასულიერი პირი გყავდათ?
– რა თქმა უნდა, ძირითადად, მე–20 საუკუნის დასაწყისამდეც კი ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. ჩვენი საგვარეულო საქმიანობა ღვთისმსახურება გახლდათ. ამაში მაინცდამაინც მარტო სასულიერო პირად გახდომას არ ვგულისხმობ, არამედ ეკლესია–მონასტრების მშენებლებიც იყვნენ.
– შატბერაშვილები აზნაურები იყავით?
– დიახ, შესაბამისი დოკუმენტი სახლში მაქვს, ერეკლე ||–ის ხელმოწერით, თუმცა ამის აფიშირებას არ ვაკეთებ, რახან მკითხეთ...
– რა განცდა დაგეუფლათ, როცა შატბერდში ბრძანდებოდით?
– როდესაც არაბები შემოვიდნენ, შატბერაშვილები შატბერდიდან ქართლში გადმოსახლდნენ. ისე რომ, ჩემი წინაპრების შედარებით ახლო წარმოშობა ქართლს უკავშირდება, მაგრამ ტაო–კლარჯეთული, სამხრეთული გვარია. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ნოსტალგია გვაქვს, არა მარტო იმიტომ, რომ ამ გვარის წარმომადგენლები ვართ.
– ამიტომაც არის თქვენი სამუშაო ოთახის კედელზე ხანძთის პლაკატი გამოკრული?
– დიახ, ხანძთის პლაკატი მაქვს გამოკრული. როცა ხანძთა, ბანა, ეს უდიდესი მნიშვნელობის მონასტრები ვნახე, გავოცდი იქაური ლანდშაფტითაც. ტაო–კლარჯეთში სამხრეთ საქართველოს, ქართლის მსგავსი ლანდშაფტია, ქვათახევის მონასტრის მსგავსი, ეს ტიპური საქართველოა, ნამდვილი, ძირძველი ქართული მიწა. რა თქმა უნდა, მაქვს მისი ნახვის ნოსტალგია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღესდღეობით სამხრეთ საქართველოსთვის არ მცალია, რადგან ცხელი ამბები ხდება ჩვენთან, იშლება ჩვენი სამშობლო.
– წმინდა მიწაზე ყოფილხართ?
– არა, მაგრამ ჩემი ოცნებაა, წმინდა მიწაზე მოვხვდე. წელს თუ არა, მომავალ წელს აუცილებლად წავალ. მინდა ვნახო ის ადგილები, სადაც ჩვენი მაცხოვარი მოღვაწეობდა, სადაც ჯვარს აცვეს, სადაც აღსდგა, სადაც მისი საფლავია. სამწუხაროდ, აქამდე ეს ვერ მოვახერხე.
– პროფესიით რა ბრძანდებით?
– პროფესიით ინჟინერი ვარ, სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე – საინჟინრო ფაკულტეტი. გახლავართ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, არაერთი წიგნის ავტორი.
– როგორც ვიცი, გერმანიაში მიგიწვიეს.
– დიახ, სულ ახლახანს გერმანიიდან მომივიდა მოწვევა. ერთ–ერთ ცნობილ სამეცნიერო კონგრესზე, სადაც მთელი ევროპის ინჟინერ–ეკოლოგები იკრიბებიან და წამყვანი მეცნიერები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ, 26–დან 29 აპრილისთვის მიმიწვიეს. უკვე გავგზავნე სტატიები და თეზისები მოხსენებისათვის.
– ლეიბორისტული აქტივობა ამ საქმეში ხელს არ გიშლით?
– არ მიშლის, რადგან საკმარისი დრო მაქვს, რათა სამეცნიერო თემებზეც ვიმუშაო. თუმცა, გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ ჩვენთან მეცნიერება დაკნინებულია, ისევე, როგორც განათლება.
– როგორც ვიცი, ბატონი შალვა იუმორის ნიჭითაა გამორჩეული. ალბათ ამის შემსწრე თქვენც ბრძანდებით.
– დიახ, ყოველდღიურად. შალვა ნათელაშვილი იუმორის გრძნობითაა დაჯილდოებული. ადამიანში იუმორის გრძნობა მართლაც ჯილდოდ მიმაჩნია. ვისაც ეს გრძნობა აქვს, არ შეიძლება კეთილშობილი არ იყოს. საქართველოს ყოველთვის მძიმე დრო ედგა ისტორიულად და პრაქტიკულად არასდროს ყოფილა დაწყნარებული და მოსვენებული. მიმაჩნია, იუმორის გრძნობამ გადაარჩინა საქართველო. თვით თბილისის ომის დროს, 1991–92 წლის მოვლენებშიც კი, შემდგომშიც, როცა შევარდნაძე ჩამოვიდა, ხანდახან მეტროშიც ითიშებოდა დენი და გვირაბში რჩებოდა ხალხი, იქაც კი იუმორის გრძნობა არ ღალატობდათ.
– ბატონი შალვას იუმორთან დაკავშირებით კონკრეტულად რა გახსენდებათ?
– მას ცალკეულ ადამიანებთან დაკავშირებით შედარების მშვენიერი უნარი გააჩნია. მოგეხსენებათ, ზურაბ ნოღაიდელს დაარქვა დაღლილი ვირი. როცა ედუარდ შევარდნაძეს ჰკითხეს, ბატონო ედუარდ, შალვა ნათელაშვილმა ნოღაიდელს დაღლილი ვირი უწოდა და თქვენ რა კომენტარს გააკეთებთო? ედუარდმა პაუზა გააკეთა და თქვა, – რამ დაღალა, ძალიან მაინტერსებსო? ის კი არ იკითხა, ვირი როგორ უწოდაო.
– არც შევარდნაძე განიცდიდა იუმორის ნაკლებობას.
– რა თქმა უნდა, შევარდნაძესაც დიდი იუმორი აქვს, მაგრამ, თუ გურულისგან ეს საკვირველი არაა, მთაში გაზრდილი ადამიანისგან ძალიან საკვირველია. იქ საკმაოდ მკაცრი ბუნების ადამიანები ცხოვრობენ და იშვიათია იუმორი ჰქონდეთ. თუმცა ეს ალბათ არცაა გასაკვირი, რადგან შალვა ნათელაშვილი ვაჟა–ფშაველას ნათესავია, წარმოშობით ფშაველია. ვაჟას ნათესავი რომ ხარ, არ შეიძლება იუმორის გრძნობა არ გქონდეს. მეტსაც გეტყვით, წესით, ლექსებსაც უნდა წერდეს შალვა ნათელაშვილი.
– იქნებ ფარულად წერს კიდეც ლექსებს?
– არა, ლექსებს არ წერს.
მანანა ნოზაძე

კავშირი ტეგთან: საქართველო

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 