ცნობილი ადამიანები

| ქალი და მამაკაცი |

"ქუჩას და არჩევნებს ვერ ვასხვავებ"
ლევან გაჩეჩილაძე: "სააკაშვილის პირობებში ერთმანეთისგან ქუჩას და არჩევნებს ვერ ვასხვავებ"
ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისთვის ბრძოლა ნებისმიერი ხერხით ბრძოლას უნდა ჰგავდეს, რადგან თამასა ისევ და ისევ ბრძოლაა.
– ოპოზიცია მთავრობის საქმიანობის შეფასებას აპირებს. ამაში თქვენც ჩაერთვებით?
– აუცილებლად. ეს საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს ოპოზიციაში არიან ის ადამიანები, რომლებიც იმ დროს იყვნენ ხელისუფლებაში. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.
– თქვენეული შეფასებაც გექნებათ იმ პერიოდთან დაკავშირებით?
– მე იმდენი დოკუმენტი მაქვს დაწერილი ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ორი წლის წინ, რომ უბრალოდ სხვის მოსასმენად მივდივარ. თუმცა, შეიძლება, ჩემი პოზიციაც დავაფიქსირო.
– როგორ ფიქრობთ, კრიტიკა იმ ადამიანებსაც შეეხებათ, ვინც თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდში ხელისუფლებაში იყო და დღეს უკვე თქვენი თანამებრძოლები გახდნენ?
– საერთოდ, საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს. თითოეულ ადამიანს მონანიების უფლებაც აქვს. ეს არ ეხება მიხეილ სააკაშვილს.
– მერის არჩევნებთან დაკავშირებით პრაიმერის ჩატარების იდეა თქვენთვის მისაღებია? მიიღებთ მასში მონაწილეობას?
– მერის არჩევნებსა და პრაიმერთან დაკავშირებით პოზიცია ამ დღეებში არ მაქვს. თქვენ იცით, რომ პოლიტიკა ისეთია, ყოველდღიურად უნდა გაგაჩნდეს პოზიცია, თუმცა დღეს ამასთან დაკავშირებით პოზიციას ვერ გამოვხატავ, რადგან ასეთი არ მაქვს. ალბათ ახლო მომავალშიც არ მექნება. როცა ერთ პოზიციაზე ჩამოვყალიბდები, ამას არ დავმალავ და ყველა გაიგებს. მერის არჩევნებს, როგორც არჩევნებს, ისე არ ვუყურებ. ეს თუ იქნება ბრძოლა იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს საზოგადოება რეჟიმის დემონტაჟისთვის, ამის შემდეგ მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
– ანუ მერის პოსტზე თქვენს კანდიდატურას წამოაყენებთ?
– ახლა ამას არ ვფიქრობ.
– იქნება თუ არა 7 ნოემბრის აქცია და შემდგომი დღეები გადამწყვეტი, ბოლო ეტაპი?
– ჩემთვის მთავარია, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. სწორედ ეს გახლავთ 7 ნოემბრის სამოქალაქო მარშის მთავარი ლოზუნგი. ჩვენი მოთხოვნები ისევ ძალაშია, რაც გულისხმობს სააკაშვილის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს. ეს აქცია იქნება მესამე და საბოლოო ტალღა.
– ამ ეტაპზე ბრძოლის საშუალებად მიტინგის გამოყენება უფრო მისაღებია თუ არჩევნები?
– ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრძოლა ერთიანი ძალებით გაგრძელდეს. სააკაშვილის პირობებში მე ვერ ვასხვავებ ქუჩას და არჩევნებს ერთმანეთისგან, რადგან ეს ორივე ერთი და იგივეა. თამასა არის ბრძოლა. ეს ქუჩაში მოხდება თუ არჩევნებით, თამასა თამასაა. აქ თავისუფალ არჩევნებზე საუბარი არცაა, ბრძოლა ბრძოლას უნდა ჰგავდეს, ნებისმიერი ხერხით.
– ანუ თქვენ არჩევნების მომხრე მაინცდამაინც არ ხართ?
– არჩევნებს არ ვუყურებ როგორც არჩევნებს, არამედ ის უნდა განვიხილოთ, როგორც საშუალება.
– გრიგოლ ვაშაძემ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. მის ასეთ ნაბიჯს ოპოზიციის ნაწილი დაგვიანებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ უმჯობესი იყო, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს 7 აგვისტოს ომის შემდეგ მიეღო ეს გადაწყვეტილება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– აბსურდია რუსეთის მოქალაქის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა. ამაზე თავის დროზეც ვისაუბრე. ჯერ უარს იტყვის, მერე ისევ მიიღებს ამ მოქალაქეობას, მოკლედ, საგიჟეთია.
– ამჟამინდელი ქალაქის მერის მოღვაწეობას როგორ შეაფასებთ? დატოვა მან რაიმე კვალი ამ პოსტზე ყოფნისას?
– რა თქმა უნდა, ძალიან "სერიოზული" და დიდი" კვალი დატოვა: ბოლი, კვამლი, აფეთქებები, ხალხის ცემა და ა. შ.
– პროექტი "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" ვისზე იქნება გათვლილი?
– პროექტი სააკაშვილისა და მისი მმართველობის აბსურდულობას, კორუმპირებულობას, ჩვენში სასამართლოს არარსებობას შეეხება. ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალი ექსპერტები, მეცნიერები იმუშავებენ. ეს პროექტი ძალიან კარგი იქნება. ჩემი ინფორმაციით, ღრმა პროფესიულ დონეზეა გაანალიზებული ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს პროექტი მართლაც აკლდა ჩვენს ბრძოლას, რათა საზოგადოებას უკეთ დაენახა, რას ნიშნავს უსამართლობა, დანაშაული, პროფესიონალების გაყრა სამსახურებიდან, ადამიანის უფლებების გათელვა.
მანანა ნოზაძე

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)