| ქალი და მამაკაცი |

სიყვარული და შეიხები
ჰამზა და ზულფიზარი – ორი მარტოსულის ტანდემი
შახიმარდანი, ბუკანის მთა
აქ ამაყად აღმართულა წმინდა ალის მავზოლეუმი. მორწმუნეები მთელი შუა აზიიდან და მეზობელი ისლამური ქვეყნებიდან ნაკადებად მოედინებიან აქეთკენ. ყველას სურს, წმინდანის მადლის ან შეიხების დალოცვის მიღება. შეიხებისა, რომლებიც მავზოლეუმს იცავენ. დღესასწაულებზე კი თავად შუა აზიის ისლამური სამღვდელოების წინამძღოლი (ხაზრატი) მიან კუდრატი ჩამოდის. "აკეთე სიკეთე, მხოლოდ სიკეთე. ბოროტებას სიკეთით უპასუხე", – მოძღვრავს მორწმუნეებს ხაზრატი. მას შეუძლია, მოარჩინოს მძიმე ავადმყოფი. ხაზრატთან მიჰყავთ გულით, ასთმით დაავადებულნი. მიან კუდრატი ყველას უსასყიდლოდ მკურნალობს და არჩენს. თანამედროვენიც მას წმინდანად აღიქვამენ. მიან კუდრატს ბიოდენები ჰქონდა, თვლიან თანამედროვე მეცნიერები.
არ მიყვარხარ, მაგრამ ცოლად გამომყევი
უკვე რამდენიმე წელი სრულდებოდა, რაც პოეტი და რეჟისორი ჰამზა ჰაკიმ ზადე ნიაზი მსახიობ ზულფიზართან ცხოვრობდა. როდესაც ჰამზას, პირველს უზბეკი მწერლებიდან, სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა, მათ სახლში მეფური სუფრა გაიშალა. ჰამზამ თავისი სიყრმის მეგობარი ალჩინბეკ ნაზირიც დაპატიჟა, რითაც დიდად გააოცა ზულფიზარი. ალჩინბეკთან ხომ მის მეგობარს საკმაოდ სერიოზული უსიამოვნება ჰქონდა. ნაზირი განათლების სახალხო კომისრის მოადგილე იყო. მიუხედავად ამისა, ჰამზა არც მას და საერთოდ არავის ეპუებოდა. ამიტომაც არ გაფასებენო, ეუბნებოდნენ მეგობრები და ყველა გაოცდა, როდესაც სწორედ ჰამზას მიანიჭეს პირველს სახალხო პოეტის წოდება. ჰამზაც არანაკლებ გაოცებული იყო, ამიტომაც ზულფიზარს მეფური სუფრა გააშლევინა. მოიწვია ყველა, ისინიც, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა. ასეთები კი ბევრნი იყვნენ. ჰამზას ხომ ძალიან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა.
მეორე დღეს ჰამზამ საგანგებოდ გაიხმო ბაღში ზულფიზარი:
– თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. გამომყევით ცოლად, ზულფიზარ!
– განა მე თქვენ გიყვარვართ?
– არა, არ მიყვარხართ.
– მაშ, რატომღა მთხოვთ ცოლობას?
– ეს გრძელი ამბავია.
– მოთმინებით გისმენთ.
– ჩემთვის ყველაფერი ჩემი პირველი სიყვარული იყო. მას ზუბეიდა ერქვა, საოცრად ლამაზი, ცოცხალი გოგო გახლდათ. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ზუბეიდას მამამ მისი მდიდარ კაცზე მითხოვება გადაწყვიტა. შარიათის კანონებით ხომ ეს დასაშვებია და ზუბეიდაც წაიყვანეს.
– მას შემდეგ თქვენ რუსი ცოლი გყავდათ.
– აქსინიას გულისხმობთ? მან მიმატოვა, – ჰამზას სახე შეუტოკდა, – დაავლო ხელი ბავშვს და რუსეთში წავიდა. ახლაც არ ვიცი, სადაა.
– ჰამზა–აღა, – ზულფიზარს ენა დაება, – ხალხი ამბობს, რომ თქვენ უბედური სიყვარულის გამო შეიძულეთ შეიხები და საერთოდ რელიგია.
– არა, ზულფიზარ. როდესაც მამაჩემი მძიმედ ავად გახდა, მოლამ მირჩია, მექაში წავსულიყავი. ასეც მოვიქეცი. დავბრუნდი თუ არა, მამა გარდაიცვალა. განა ღმერთი რომ არსებულიყო, ამას გამიკეთებდა? რევოლუციის დროს კი ტაშკენტში ერთ რუს მუშას, გვარად კალმიკოვს დავუძმობილდი. მისი გავლენით შევედი პარტიაში. შემდეგ რაც მოხდა, თქვენც იცით. კალმიკოვი ომში დაიღუპა. მე პარტიიდან გამრიცხეს, თეატრი დამიხურეს. შემდეგ კვლავ დამაბრუნეს სამარყანდში, კვლავ დაიდგა ჩემი პიესები. ახლა, ხომ ხედავთ, სახალხო პოეტიც გავხდი. არ მოველოდი, ნამდვილად არ მოველოდი.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
– მაგრამ მე მარტო ვარ, ზულფიზარ, გესმით? მარტო! თქვენც მარტო ხართ. ხომ ასეა? როგორც რუსები ტყვიან, ორი მარტოსული.
ზულფიზარს უამრავი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ გათხოვილი არ გახლდათ. ქალი ნელ–ნელა ასაკში შედიოდა. როდემდე უნდა იყოს ასე? ალბათ დაოჯახების დროა.
– ჩემთვის უამრავჯერ აუხსნიათ სიყვარული, მაგრამ ასე... – ზულფიზარმა თავი გადააქნია.
მალე ისინი ოფიციალურად გახდნენ ცოლ–ქმარნი.
გადაწყვეტილება
გავიდა რამდენიმე წელი. ახლოვდებოდა კოლექტივიზაცია. გპუ–ს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა უზბეკეთში, რუსტამ პულატოვმა მოსკოვში გამართულ თათბირზე პირდაპირ განაცხადა: "სანამ არსებობს წმინდა ალის მავზოლეუმი და მის გარშემო დარაზმული შეიხები, მუდამ იქნება აფეთქების საშიშროება!".
უზბეკეთის დამსახურებული პოეტის წოდება ჰამზას გპუ–ს რეკომენდაციით მიენიჭა. პულატოვმა იცოდა ამ კაცის შეურიგებელი დამოკიდებულება რელიგიისადმი, მისი კონფლიქტები რამზასთან, ნაზირისთან, ფიტრატთან. პულატოვიც ოსტატურად იყენებდა ჰამზას. სანამ ჰამზას სახალხო პოეტის ტიტული არ ჰქონდა, მას უბრალოდ ყურადღებას არავინ აქცევდა. მიიღო რა ტიტული, პოეტმა მედგრად შეუტია მეტოქეებს. თუმცა პულატოვმა მალე ერთგვარი დისკომფორტიც იგრძნო. ჰამზას შეეძლო, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისათვის დაერეკა და ეთქვა: "თქვენ მოსწყდით მასებს, ხალხს, დაგავიწყდათ მისი ჭირ–ვარამი. ხანივით ფუფუნებაში ცხოვრობთ!". ჰამზას შეჩერება შეუძლებელი გახდა. ის მოქმედებდა ემოციებით და არა გონების კარნახით. უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტშიც სერიოზულად დაფიქრდნენ ჰამზას პრობლემაზე – ეს კაცი გატაცებულია მუსიკით. სამარყანდის მუსიკალურ სასწავლებელშიაც სწავლობს. იქნებ პირველი უზბეკური ოპერის დაწერა ვთხოვოთ?
ასეც მოხდა. ჰამზა გატაცებით შეუდგა ოპერაზე მუშაობას. ამ დროს მას რუსტამ პულატოვმა დაურეკა: "თქვენთან პატარა სათხოვარი მაქვს, ჰამზა–აღა".
პულატოვმა მას ერთი გლეხის დღიური გადასცა. გლეხი შახიმარდანიდან იყო და იქ მომხდარ მოვლენებზე წერდა. ჩანაწერები 1920–22 წლების მოვლენებით იწყებოდა. გლეხი დაწვრილებით ყვებოდა, შეიხების ბრძანებით ბასმაჩებმა როგორ წაუკიდეს ცეცხლი წმინდა ალის მავზოლეუმს. ჰამზამ თვალები დახუჭა.
– ცუდად ხართ, ჰამზა–აღა?
– არა, უბრალოდ მავზოლეუმის ნანგრევებში ჩემი მეგობარი კალმიკოვი დაიღუპა. ის წითელარმიელთა მეთაური იყო.
– მაპატიეთ. იქნებ არც ღირდეს თქვენი შეწუხება, ჰამზა–აღა?
– არა, რუსტამჯან, არა. პატარა რომ ვიყავი, შახიმარდანში მომნათლეს. თავად მიან კუდრატმა დამლოცა. შემდგომში კალმიკოვმა ახალ რელიგიას მაზიარა. ის შახიმარდანში დაიღუპა. უცნაური დამთხვევაა, არა?
– უბრალოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი. კალმიკოვს სურსათი უნდა ამოეღო. ბასმაჩები ანაზდად დაესხნენ თავს.
– რა ერქვა ამ გლეხს? – შეაწყვეტინა ჰამზამ.
– ტაშპულატი.
– სადაა ახლა? შემიძლია შევხვდე?
– სამწუხაროდ, ვერა, ჰამზა–აღა. ტაშპულატი მოკლეს. ის სამარყანდში ჩამოვიდა, რათა თავისი ჩანაწერები ცენტრალურ კომიტეტში მიეტანა. გლეხთა სახლში გამოუყვეს ოთახი. სწორედ აქ იპოვეს მოკლული. ვიღაცამ საფეთქელში მძიმე საგანი ჩაარტყა. ოღონდ, – პულატოვმა მრავალმნიშვნელოვნად მიიდო თითი ტუჩებზე, – არავისთან არც ერთი სიტყვა ამის თაობაზე, სანამ მკვლელს არ ვიპოვით!
– ვის უნდა მოეკლა ტაშპულატი? ვინმეზე ეჭვი ხომ არ გაქვთ?
– მაპატიეთ, მაგრამ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
– ტაშპულატმა წერა–კითხვა იცოდა?
– არა. მან თავისი მოგონებები სოფლკორს უკარნახა. კარგი ყმაწვილია, კომკავშირელი. მას ალიჯანი ჰქვია.
– ეს სერიოზული საქმეა, ამიტომ შახიმარდანში უნდა წავიდე, – მტკიცედ წარმოთქვა ჰამზამ.
გემუდარებით,
ნუ წახვალთ!
მალე ჰამზამ წერილით მიმართა უზბეკეთის ცენტრალურ კომიტეტს: "გთხოვთ, ოფიციალურ წარმომადგენლად გამაგზავნოთ სოფელ შახიმარდანში, რათა იქ კოლმეურნეობა ჩამოვაყალიბო". ჰამზას უარი უთხრეს. პოეტის ფიცხი ხასიათის ამბავი ყველამ კარგად იცოდა. თუ ასეთი კაცი შახიმარდანში ჩავა, ამას უცილობელი აფეთქება მოჰყვება. არა, არავითარ შემთხვევაში.
ჰამზა გაბრაზდა, არ მიშვებთ და ჩემით წავალ! რადაც უნდა დამიჯდეს, ამ საქმეს ნათელი უნდა მოვფინოო. ჰამზამაც უბრძანა ცოლს, ბარგი ჩაელაგებინა. ზულფიზარი არ შეკამათებია. გამგზავრების წინ ჰამზას ნაზირი ეწვია.
– თქვენთან საქმე მაქვს, ჰამზა–ჰონ.
– მობრძანდით, ალჩინბეკ.
– პირისპირ მსურდა საუბარი.
– მაშინ ბაღში გავიდეთ.
ზულფიზარმა მდუმარედ გაუტანა სტუმრებს დასტარხანი. ნაზირიმ შეიცადა, სანამ გავიდოდა და წარმოთქვა:
– გავიგე, შახიმარდანში მიემგზავრებით. მართალია?
– მართალია.
– უცნაურია ცხოვრება, არა? მე და თქვენ ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები ვიყავით. ახლა? რა ხდება ახლა, ჰამზა–ჰონ? რევოლუციამ გაიმარჯვა, საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ანუ აღსრულდა ის, რისთვისაც ვიბრძოდით, ჩვენ კი, სიყრმის მეგობრები, დაპირისპირებულ ბანაკებში აღმოვჩნდით. საოცარია!
– რომელ ბანაკებზე მელაპარაკებით?
– თქვენ რუსტამ პულატოვის გვერდით დგახართ.
– ცდებით, ალჩინბეკ. მე არავისთან ვარ შეკრული, თქვენ რამზის დაჯგუფების წევრი ბრძანდებით. კლანის ინტერესებს იცავთ, მე კი ვცდილობ, ეროვნული ინტერესები დავიცვა. თქვენ თანამდებობამ სამშობლო დაგავიწყათ.
– რატომ მეუბნებით მაგას, ჰამზა?! რატომ?
– მე მიხვეულ–მოხვეულებით არ შემიძლია თამაში.
– კარგი, თავი დავანებოთ ამას. დავუბრუნდეთ შახიმარდანს. გირჩევთ, არ წახვიდეთ.
– რატომ?
– პირდაპირ გეტყვით, წმინდა ალის მავზოლეუმის დახურვას აპირებენ. შეიხებიდან ზოგს დააპატიმრებენ, ზოგსაც გაასახლებენ. ამ საქმეს ვხელმძღვანელობ მე, აკი ანტირელიგიური პროპაგანდა მაბარია.
– კარგი საქმეა.
– გეთანხმებით, მაგრამ უკანასკნელ ხანს უცნაური მოვლენები მოხდა. ვიღაც–ვიღაცეები პროვოკაციას ამზადებენ.
– და ვინ არიან ისინი?
– თქვენ, რა, ვერ ხვდებით?
– ვერა.
– მაპატიეთ, ჰამზა, მაგრამ არა ხართ გულწრფელი. რაღაცას მიმალავთ, არ მეუბნებით მიზეზს, რამაც შახიმარდანში წასვლა გადაგაწყვეტინათ. არ მენდობით, – მწუხარედ დაასკვნა ალჩინბეკმა, – ამაშია ჩვენი ტრაგედია.
– ბოლომდე ვერ გენდობით.
– აბა, მშვიდობით მგზავრობას და მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ, – ალჩინბეკი წამოდგა, – ფრთხილად იყავით, არ აჰყვეთ ემოციებს და არ დაივიწყოთ, ის საშინელი კაცია.
– ვინ ის?
– რუსტამ პულატოვი.
კონფლიქტი
შახიმარდანში ჩასვლისთანავე ჰამზამ მოძებნა ალიჯანი. ის და ზულფიზარი მის სახლში დაბინავდნენ. ალიჯანი სოფლკორი იყო. მის გარშემო კომკავშირლების ჯგუფი შეიკრიბა.
– ჰამზა–აღა, აქ საბჭოთა ხელისუფლება არ არის.
– რატომ?
– ყველაფერს შეიხები განაგებენ. სოფსაბჭოს თავმჯდომარე მაგათ ჭკუაზე დადის. მე ერთი გოგო შემიყვარდა. მამამის შადმანს კი სურს, ბუზრუკ–იშანზე მიათხოვოს.
– რაო? – ჰამზა გაფითრდა.
ანაზდად გაახსენდა ზუბეიდა, მათი პირველი შეხვედრები, მისი თვალები, როდესაც ძალით გაათხოვეს მდიდარ კაცზე. ნუთუ ახლა, საბჭოთა ხელისუფლების დროს ამგვარი რამეები ისევ ხდება?
– ამას არ დავუშვებ! – ჰამზამ მაგიდას მუშტი დაარტყა.
ჰამზას სიტყვა და საქმე ერთი იყო, ჩვეული პირდაპირობით მოიქცა. მან საჯაროდ უწოდა შეიხ ისმაილს მოძალადე. ხალხმა თავხედის ჩასაქოლად გაიწია, მაგრამ შეიხმა შეაჩერა ბრბო, თუმცა ჰამზა არ ცხრებოდა. ალიჯანის სატრფოს სანობარი ერქვა. ჰამზა მას სახლში მიადგა. სანობარის მამამ შადმანმა შეიცხადა:
– რაო? რა ესაქმება უცხო კაცს ჩემს ქალიშვილთან? სადაური წესია!
კინაღამ ჩხუბი გაიმართა. შეიყარა ხალხი. საქმეში კვლავ შეიხები ჩაერივნენ და სიტუაცია რის ვაი–ვაგლახით განიმუხტა.
ამასობაში უხილავმა ხმამ გაავრცელა ჭორი, რომ შახიმარდანში ჩამოვიდა ცნობილი და გავლენიანი პოეტი ჰამზა, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება თავად უზბეკეთის ცენტრალურ კომიტეტში მისცეს. ადგილობრივმა კომკავშირლებმა დაიწყეს გოგონების წაქეზება, რომ ჩადრი მოეხსნათ. ამან კვლავ კონფლიქტი გამოიწვია. ცეცხლზე ნავთი დაასხა ალიჯანმა, რომელიც ნებისმიერი საშუალებებით ლამობდა სანობარის დაუფლებას. მან დაარწმუნა ჰამზა, რომ სანობარს ის უყვარს. პოეტიც გაემგზავრა ჯერ ფერღანაში, შემდეგ სამარყანდში და ყველას არწმუნებდა: "შახიმარდანში ყველაფერს შეიხები განაგებენ! ამას ბოლო უნდა მოეღოს".
მოსახლეობა მასობრივად განეწყო ჰამზას წინააღმდეგ. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჰამზას ინიციატივით წითელი ჩაიხანა ააშენეს. ანტირელიგიური პროპაგანდა უხეშად და ტლანქად წარიმართა. კომკავშირლები თავიანთი თავხედური საქციელით მორწმუნეებს სულში აფურთხებდნენ. პარალელურად ჰამზა კერძო ძიებას ეწეოდა და, როგორც ყველა დილეტანტი, ისიც მცდარ დასკვნამდე მივიდა. ჰამზა დარწმუნებული იყო, რომ მაზარი შეიხ ისმაილისა და მიან კუდრატის ბრძანებით დაწვეს. ეჭვი არ ეპარებოდა იმაშიც, რომ ტაშპულატი შეიხების ბრძანებით მოკლეს.
მორწმუნე მუსლიმანები ჰამზას მოსაკლავად იწევდნენ. ფერღანის პარტიული ხელმძღვანელობა კი პირდაპირ ემუდარებოდა სამარყანდს, მოგვაშორეთ ეს გიჟი ჰამზა, თორემ უბედურება დატრიალდებაო. მათ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არავინ დგამდა. როგორც ჩანს, ძალიან გავლენიანი ხალხი იყო დაინტერესებული, შახიმარდანში უბედურება მომხდარიყო.
ამასობაში ჰამზამ მიაღწია იმას, რომ შახიმარდანის სოფსაბჭოს ხელმძღვანელობა გადაირჩიეს. ახალი თავმჯდომარე ალიჯანი გახდა. ამის შემდეგ მან სცადა, ძალით წაეყვანა სანობარი. შადმანი მოძალადეებს თოფით დახვდა.
– დააგდე იარაღი! შენ, რა, ხელისუფლებას ეურჩები?
ახლა ალიჯანი თავს შახიმარდანის სრულუფლებიან ბატონ–პატრონად გრძნობდა, მაგრამ შადმანი მას არ შეეპუა.
ყვირილზე მთელი სოფელი შეიკრიბა. ჰამზამ ხელი სტაცა ალიჯანს:
– რაებს სჩადი?
– თქვენ ხომ ჩვენი ხართ, ჰამზა–აღა!
– მე არავისი ვარ! მე სიმართლეს ვემსახურები! ჭკუას მოუხმე, თორემ...
– მაგრამ მე მიყვარს სანობარი.
– მასაც უყვარხარ?!
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ხომ ხელისუფალი ვარ, ბაი!
– არამზადა ხარ! – დაიღრიალა ჰამზამ.
გაწბილებული ალიჯანი იქაურობას მოშორდა. ამის შემდეგ ჰამზას არაკეთილმოსურნეთა რიცხვს ადგილობრივი კომკავშირლებიც დაემატნენ.
გემუდარებით, წავიდეთ აქედან!
ისინი კვლავაც ალიჯანთან ცხოვრობდნენ. ზულფიზარმა მიიხედ–მოიხედა, სახლში ყველას ეძინა. მან ქმარს მიმართა:
– ჰამზა–აღა, გემუდარებით, წავიდეთ აქედან.
– რატომ, ზულფიზარ?
– აქ ყველა და ყველაფერი ჩვენი წინააღმდეგია. თქვენ ყველა აიმხედრეთ, კომკავშირლებიც კი.
– მაგისი არ მეშინია. მე მართალი ვარ.
– დარწმუნებული ხართ ამაში?
ჰამზა ლოგინზე წამოჯდა.
– სანობარის ინციდენტის შემდეგ ბევრ რამეში მეპარება ეჭვი, – ჰამზამ თავი გააქნია, – იცი, რატომ ჩამოვედი აქ?
– რატომ?
– შახიმარდანში მომნათლეს ანუ მიან კუდრატმა თავის სიმართლეს მაზიარა, კალმიკოვმა თავისას. რომელია ჭეშმარიტება? ტაშპულატის წერილმა ბიძგი მომცა.
– ტაშპულატი ვიღაა? – ამოიღნავლა ზულფიზარმა.
– აქაური გლეხი. ის საიდუმლო ვითარებაში მოკლეს. უკანასკნელ მომენტამდე მეგონა, რომ მკვლელობა შეიხმა ისმაილმა შეუკვეთა. ახლა ეჭვი მეპარება. იცი, ზულფიზარ, რა მტანჯავს ყველაზე მეტად? ისეთი გრძნობა მიპყრობს, თითქოს ვიღაც მოხერხებულად მიყენებდა. მგონი, ვხვდები, ვინც. აქ მართლა საშინელება მზადდება. ჩემი ვალია, ხალხი გადავარჩინო.
– ჰამზა–აღა, ჩემო ძვირფასო! – ქალი მას მოეხვია, – გემუდარებით, ხელი აიღეთ ამაზე. ეს ძალიან საშიშია, ჰამზა–აღა!
– ვიცი, რომ საშიშია, მაგრამ თუ უკან დავიხევ, თავს ადამიანად ვერ ვიგრძნობ. გამოდის, რომ ჩვეულებრივი ლაჩარი ვყოფილვარ. ეს ჩემთვის აუტანელია.
ზულფიზარი ამაოდ ემუდარებოდა მას, ქმრის დაყოლიება ვერ შეძლო. მაშინ ქალი თვითონ გაემგზავრა ფერღანაში და ჰამზა მარტო დარჩა.
მაგისი დედაც!
ზულფიზარმა უხმაუროდ გააღო კარი და ოთახის შუაგულში შევიდა. რუსტამ პულატოვი გაწყობილ მაგიდასთან იჯდა. ქალის დანახვისთანავე გაიღიმა:
– შენა ხარ? შემოდი, დაჯექი.
ზულფიზარი დაჯდა.
– შენი გიჟპოეტა კვლავ ვერაფერს ხვდება?
– რაღაც–რაღაცეებს ხვდება.
– მართლა? მიხვდა, რომ ჩემი აგენტი და საყვარელი ხარ?! მიხვდა, რომ ეს მე ჩავუწყვე სახალხო პოეტის წოდება? მიხვდა, რომ სისტემატურად მაბარებდი პატაკებს მასზე?
– ჩემზე არ ეჭვობს. მაგრამ ხვდება, რომ იყენებდი და შახიმარდანში პროვოკაცია მზადდება.
– და რას აპირებს?
– ხალხის გადარჩენას.
– გიჟი ყოფილა. როგორ ძლებდი ასეთ შერეკილთან?
– სულაც არაა შერეკილი, ძალიან ჭკვიანი კაცია.
– ყველა შერეკილი ჭკვიანია. იცი, რაშია მაგათი ძალა? ისინი თავიანთ სამყაროში არიან გადავარდნილნი. ჩვენ თავიანთი გადასახედიდან გვიმზერენ. გარეშე თვალი ხომ უკეთ ხედავს.
პულატოვმა წელზე მოხვია ხელი. ზულფიზარი შეიშმუშნა, მაგრამ ძალა არ ეყო, გაწეულიყო.
– ვიღაც ტაშპულატს ახსენებდა. ეგ ვინღაა?
– ერთი გლეხი. ნაზირი და მისი გუნდი თავისი იდიოტური პროპაგანდისთვის იყენებდა. მიკვირს, როგორ ვერ იცნო შენმა ქმარმა ნაზირის სტილი. ტაშპულატის რვეულის რედაქტორი ხომ ის გახლდათ.
– ანუ ტაშპულატის მოგონებები ნაზირიმ შეთითხნა?
– არა, ის ალიჯანმა შეთხზა. ნაზირი უბრალოდ რედაქტორი გახლდათ.
– და ვინ მოკლა ტაშპულატი?
– ჩვენებმა. მე ვდგამ ჩემს პიესას, რომლის თანახმადაც მკვლელობა შეიხებმა ჩაიდინეს. შენს იდიოტს შეეძლო, გმირად წარმოჩენილიყო და ამის შესახებ გაზეთშიც დაეწერათ. ის კი...
– შენ მას ხელს არ ახლებ! – ისტერიკულად იკივლა ზულფიზარმა და ჩეკისტს მხრებში ჩააფრინდა.
– არ ვახლებ. ის თავადაა თავისი თავის მტერი. ისე, ჯობია, მოკლან, ვიდრე დააპატიმრონ. ჰამზას ხასიათის კაცი საბჭოთა სინამდვილეში ვერ იცხოვრებს. ერთი მაგისი დედაც!
იქნებ დავაკავოთ?
ჰამზა კურულტაიზე სიტყვით არ გამოსულა. მდუმარედ უსმენდა, რას ლაპარაკობდნენ სხვა ორატორები. აგერ ტრიბუნაზე ალჩინბეკ ნაზირი ავიდა:
– ამხანაგებო, – ნაზირს ლაპარაკი უჭირდა, მან ცხვირსახოცი ამოიღო და ოფლიანი შუბლი მოიწმინდა.
– მე ვიცი, რომ ჩემი ნათქვამი ბევრს არ მოეწონება, – ენის ბორძიკით დაიწყო მან, – მაგრამ აღარც დუმილი შემიძლია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ასეთი წუთი. აღარ შემიძლია...
მან სწრაფი მოძრაობით დაისხა წყალი და ხარბად შესვა:
– როდესაც პარტიაში შევდიოდი და საბჭოთა ხელისუფლებისათვის ვიბრძოდი, მწამდა, რომ ჩემი ერის ინტერესებს ვიცავდი, რომ უზბეკეთი გათავისუფლდებოდა სოციალური და ეროვნული ჩაგვრისაგან. რა ხდება დღეს? ცეკას მეორე მდივანი, ეროვნებით რუსი, ფაქტობრივად მეფისნაცვალივით იქცვევა. მოსკოვი თავს გვახვევს კოლექტივიზაციის რუსულ მოდელს. ფაქტობრივად ჩვენ კვლავაც კოლონიად დავრჩით, ჩვენი სუვერენიტეტი ფიქციაა.
დარბაზში წარმოუდგენელი ხმაური ატყდა. ნაზირი კი მაინც არ ჩერდებოდა...
ჰამზამ დაინახა, როგორ ჩამოათრიეს ტრიბუნიდან მისი ბავშვობის მეგობარი. ერთი სული ჰქონდა, წამომხტარიყო და მიშველებოდა. ძლივს შეიკავა თავი. "მშვიდად, – შეუძახა თავს, – ახლა შენ ერთს შეგიძლია სისხლისღვრის შეჩერება".
ჰამზა წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. ის შახიმარდანისაკენ მიიჩქაროდა.
ტრაგედია
რელიგიურ დღესასწაულზე უამრავი მორწმუნე შეიკრიბა. მიან კუდრატი საგანგებოდ ჩამოვიდა. აქ იყვნენ შეიხები ცოლებითურთ. ანაზდად გამოჩდნენ კომკავშირლები.
– მორჩა ბნელეთი! ფერღანას აღმასკომის დადგენილებით მავზოლეუმი გაუქმებულია!
ბრბომ მათკენ გაიწია. შეიხებმა დიდი გაჭირვებით შეაჩერეს ხალხი. ანაზდად გაისმა აფეთქების ხმა. თურმე ვიღაცას მაზარში ბომბი დაედო. მაზარის კედლები ხუხულასავით ჩამოინგრა. რამდენიმე შეიხი დაიჭრა. ახლა ბრბოს შეჩერება არანაირ ძალას არ შეეძლო. კომკავშირლებიდან ვინ სირბილით გაასწრო, ვინ ბრბომ შუაზე გაგლიჯა. სისხლმა გააცოფა ხალხი. ისინი სოფსაბჭოსაკენ დაიძრნენ. ჰამზა გააფთრებულებს წინ გადაუდგა:
– შეჩერდით, ხალხნო! ეს პროვოკაციაა! აქაურობა ჯარითაა სავსე! დაგადუღებენ! შეჩერდით!
– დასცხე მაგ უღმერთოს! ქვებით ჩაქოლეთ არამზადა!
და ჰამზას ქვები დაუშინეს. პოეტი დაეცა. ხალხი მანამ ურტყამდა, სანამ თავი არ გაუჭეჭყეს. შემდეგ გამხეცებული ბრბო სოფსაბჭოს თითქმის ცარიელ შენობას მიადგა. ალიჯანი და მისი დამქაშები სადღაც გაპარულიყვნენ. ხალხმა ცარიელი შენობა დაარბია. ჯარი მხოლოდ მაშინ შემოიჭრა, როცა შენობა მიწასთან იყო გასწორებული. ბორცვზე შემდგარი რუსტამ პულატოვი ჭოგრიტით ათვალიერებდა იქაურობას. ჩეკისტებმა კი უიარაღო ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.
ეპილოგი
– შახიმარდანში შეიხების მეთაურობით კონტრრევოლუციური პუტჩი მოეწყო. ამ დროს დაიღუპა დიდი პოეტი და ინტერნაციონალისტი ჰამზა, – ასეთი გახლდათ ოფიციალური პოზიცია.
შეიხები გაასამართლეს და დახვრიტეს. მათ ცოლებს კი განუცხადეს:
– ამიერიდან თქვენი ქმრების ექსპლუატაციისაგან თავისუფალი ხართ.
– ჩვენ არავინ გვჩაგრავდა! ჩვენ გვიყვარდა ჩვენი ქმრები, – მიუგეს ქალებმა და შეიხებთან ერთად დაიღუპნენ.
წმინდა ალის მავზოლეუმის ადგილზე კომუნისტებმა ჰამზას მავზოლეუმი ააგეს. 1993 წელს შეიხები რეაბილიტირებულ იქნენ. აღდგა წმინდა ალის მავზოლეუმიც.
ნიკა თევზაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 