| ქალი და მამაკაცი |

მფრინავი თეფში თბილისში
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ უცხოპლანეტელთან კონტაქტი გაქვთ
ფორუმზე განხილვა
ერთი თვის წინ საბურთალოზე, ღამის 4 საათზე, ერთ–ერთი ობიექტის დაცვის წევრებმა ცაში მფრინავი ობიექტი შეამჩნიეს. ის შორიდან ანათებდა, მაგრამ გამოსახულება მაინც კარგად ჩანდა. დაცვის წევრებმა მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღეს. სურათზე სამი კაშკაშა ნათება დაფიქსირდა. ამის შესახებ პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა, ერეკლე შონიამ გვიამბო.
ადამიანები პერიოდულად ცაში მართლაც ხედავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. ზოგი სკეპტიკოსის აზრით, ეს მხოლოდ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია და ისინი სინამდვილეში ვერავითარ ამოუცნობ ობიექტს ვერ ამჩნევენ. ზოგი ამ ყველაფერს სამხედრო უწყებებს მიაწერს, რომლებსაც უცხოპლანეტელებზე შექმნილი მითები არასანქცირებული ექსპერიმენტების შესანიღბად სჭირდებათ. რაც უნდა ითქვას, ფაქტია, რომ ზესახელმწიფოები ამო–ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, ავტ.) ფენომენის შესასწავლად უამრავ კვლევას აფინანსებენ და ამაში უზარმაზარ თანხას ხარჯავენ.
რამდენიმე ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს ადგილი, სადაც დიდი ალბათობაა, რომ სხვა ცივილიზაცია არსებობდეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ადგილი ტყუპების თანავარსკვლავედშია. ასტრობიოლოგმა, მეგი ტერნბულმა ამ თანავარსკვლავედში 30 პლანეტისა და ვარსკვლავის სია შეადგინა, სადაც შეიძლება, რომ სიცოცხლე იყოს.
ცნობილმა ქართველმა მკვლევარმა, თალეს შონიამ საქართველოში უფო–ს ანუ გამოუცნობი ობიექტების შესახებ მეცნიერების განვითარებას დიდი დრო და ენერგია შეალია. მეცნიერის საქმეს ახლა მისი ვაჟი, ერეკლე შონია, აგრძელებს. მასთან ხშირად მიდიან ადამიანები და ასეთი ფაქტების შესახებ უამბობენ. როგორც გვითხრა, ბოლო პერიოდში უცხო არსებების ადამიანებთან კონტაქტის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერეკლემ ჩვენთან საუბრისას ბევრი საინტერესო ფაქტი გაიხსენა.
– ერეკლე, 90–იან წლებში უამრავი ადამიანი ყვებოდა, რომ ცაზე მფრინავი თეფში დაინახა. ამ მოვლენებს ტელევიზიითაც აშუქებდნენ. ბოლო წლებში კი მსგავს შემთხვევებზე იშვიათად ყვებიან. თქვენი აზრით, ეს რითია გამოწვეული?
– მსგავსი ფენომენური მოვლენების სხვადასხვა ციკლი არსებობს. 90–იანი წლები ამ მოვლენათა პიკი გახლდათ. ინფორმაციული ბუმი მართლაც იყო, რაც მეცნიერებს ახალი ინფორმაციების მიღებაში გვეხმარებოდა. ახლაც ბევრია ასეთი მოვლენა, თუმცა ჩვენამდე იშვიათად აღწევს. არსებობს მოსაზრება, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კატაკლიზმები ან სოციალური მღელვარებებია მოსალოდნელი, მფრინავი ობიექტები ხშირად ჩნდებიან. როგორც ჩანს, ამგვარი მოვლენები ჩვენი პლანეტის გარე მაყურებლებს ძალიან იზიდავთ.
– ამბობენ, რომ საქართველოთი, დედამიწის ამ პატარა ნაწილით, უცხოპლანეტელები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ და დღემდე ასე გრძელდება. შეიძლება, რომ ეს სიმართლე იყოს?
– კავკასია ახალგაზრდა, გეოლოგიურად დაძაბული ზონაა. საქართველო აზიისა და ევროპის გასაყარზეა, ამ ადგილას სხვადასხვა კულტურისა და ეთნოსის შერწყმა ხდება. ამიტომ შეიძლება, უცხო არსებებისთვის საინტერესო მართლაც ბევრი რამით იყოს. ჩვენი მხრიდანაც მუდმივი მზაობაა, რომ რაღაც შევიცნოთ. შეუცნობელის მიმართ ინტერესი ჩვენს ფოლკლორშიც კარგად აისახა. ალბათ მათ ჩვენი ეს მზაობაც იზიდავს და კონტაქტს ცდილობენ. არსებობს მოსაზრება, რომ კაცობრიობის დასაბამი შესაძლოა, უცხო ცივილიზაციებიდან იღებდეს სათავეს, რომ საიდანღაც წამოსული სიცოცხლე დედამიწაზე გრძელდება და ვითარდება. მსოფლიოს ისტორიული წყაროები იმაზე მიუთითებს, რომ კაცობრიობა დასაბამში უზარმაზარ ცოდნას ფლობდა, რაც თანდათან დაკნინდა და დაიფარა. როგორც ჩანს, ეს ცოდნა საიდანღაც მოვიდა. ქვის ხანის დროინდელ ნაკაწრებშიც კი ადამიანის მსგავსი არსებებია გამოსახული, რომლებსაც კოსმონავტების მსგავსი აღკაზმულობა აქვთ. ამერიკის ორივე კონტინენტზე აღმოჩენილია ქვები, სადაც საფრენი ობიექტების მოწყობილობებია გამოსახული.
– საქართველოში მომხდარი ფაქტებიდან, რომლებიც ამო–ს უკავშირდება, ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ?
– ნებისმიერი ფაქტი, რაც საქართველოში მოხდა, შთამბეჭდავია. თუმცა არის შემთხვევები, რომლებიც საერთო ფონიდან გამოირჩევა. მაგალითად, 80–იან წლებში მფრინავმა ობიექტმა მცხეთას ძალიან ახლოს გადაუფრინა. ამის თვითმხილველი უამრავი ადამიანი გახდა. ობიექტმა ტყეს გადაუფრინა, სადაც მოგვიანებით მეტყევეებმა გადაწვენილი, დამტვრეული ხეები აღმოაჩინეს. ტყეზე ზემოდან ჭვარტლი იყო მოფრქვეული.
– მასალების, იგივე ჭვარტლის სამეცნიერო კვლევა ჩატარდა?
– რა თქმა უნდა, მასალები შემოწმდა. მაღალმოლეკულური პოლიმერის გრანულები აღმოჩნდა. მის შიგნით მენდელეევის ტაბულის ელემენტების დიდი ნაწილი იყო. ეს ყველაფერი ტყეზე ცივად იყო მოფრქვეული. მსგავს რამეს არც ჩვენი თვითმფრინავები და არც სარაკეტო ტექნიკა არ გამოიმუშავებს. ერთ ოჯახს უცხო არსებასთან ჰქონდა კონტაქტი. ოჯახი იმით იყო საინტერესო, რომ მფრინავი ობიექტის გამოჩენის ზუსტ დროსა და ადგილს გვეუბნებოდნენ. როცა მითითებულ ადგილზე მივდიოდით და ვამოწმებდით, მართლაც გარკვეული ზემოქმედების კვალი გვხვდებოდა, მოვლენათა ჯაჭვი იკვრებოდა. მეცნიერისთვის საინტერესოა, როცა ერთი მოვლენა არ მთავრდება და მეორეში გადადის, მეორე – მესამეში და ა. შ.
– უცხოპლანეტელების ადამიანებთან კონტაქტის მიზეზი რა ხდება?
– საბოლოო ჯამში, არავინ იცის, ეს კონტაქტი რის გამო ხდება. როცა ადამიანებთან შედიან კონტაქტში, სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ზოგი ამბობს, რომ ექიმების ჯგუფს ჩამოჰყვა, რომლებიც დედამიწაზე სხვადასხვა დაავადებას იკვლევენ და ა. შ.
– იმ ადამიანების ცხოვრება თუ იცვლება, ვისთანაც კავშირს ამყარებენ?
– არა მარტო იმ ადამიანის, მთელი ოჯახის ცხოვრება, მსოფლმხედველობა კარდინალურად იცვლება, ახალი ღირებულებები უჩნდებათ. საინტერესოა, რომ მათ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები რელიგიურ მრწამსს ემთხვევა, ანუ სიკეთისკენაა მიმართული.
– მათაც აქვთ რელიგია? რისი სჯერათ და სწამთ?
– კონტაქტორების თქმით, რაღაცის მათაც სჯერათ და სწამთ. როგორც კონტაქტზე მყოფ ადამიანებს ეუბნებიან, დედამიწაზე კაცობრიობა არასწორი გზით განვითარდა. ბიბლიის მიხედვით, ცხოვრება მართლაც სხვანაირად უნდა წარმართულიყო, ადამმა და ევამ კი სხვა გზა აირჩიეს და ყველაფერი შეიცვალა.
– ანუ მათაც ჰყავთ შემოქმედი?
– კი, ასე გამოდის. ისინი ზნეობრივად ჩვენზე განვითარებულები არიან. ფაქტია, რომ ყველა კონტაქტის შემთხვევაში ადამიანების ცხოვრება სიკეთისკენ იცვლებოდა. თითქოს ბიძგს აძლევდნენ, რომ ხალხი რელიგიას დაბრუნებოდა. მოგეხსენებათ, 80–იან წლებსა და 90–იანი წლების დასაწყისში ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო გაძლიერებული და ფეხზე მყარად ვერ იდგა. ერთ სახლში თვითაალება მოხდა. როცა იქ მივედით, უცნაური რამ ვნახეთ – ფანჯრის რაფა, ერთი პატარა ადგილის გარდა, მთლიანად იყო დამწვარი. იმ ადგილს კი ჯვრის ფორმა ჰქონდა. თითქოს ამით რწმენისკენ უბიძგებდნენ.
– თვითაალების შემთხვევებზე გვიამბეთ. ამგვარი ფაქტის მოწმე ხშირად გამხდარხართ?
– ეს მართლაც ძალიან საინტერესო მოვლენაა. ზოგჯერ საბნის ქვეშ – ლეიბი ან კარადის უჯრებში დაკეცილი ტანსაცმელი ნაწილ–ნაწილ იწვოდა... მოგეხსენებათ, ძნელია, ცეცხლი წაუკიდო ისეთ მასალას, რომელზეც რამეა გადაფარებული და ჟანგბადი არ ტრიალებს. როცა ცეცხლის ჩაქრობა გვინდა, ჟანგბადის მიწოდების წყაროს ვახშობთ. ამ შემთხვევებში კი ისეთ მასალებს უჩნდებოდა ცეცხლი, რასაც, წესით, არ უნდა მოჰკიდებოდა. უცნაური ის იყო, რომ მაგიდის მთელ ფართზე რომ ყოფილიყო ალი მოდებული, საკმარისი იყო, მხოლოდ ერთ ნაწილში ჩაგექროთ, ცეცხლი მთელ მაგიდაზე ქრებოდა. ასევე უცნაური და აუხსნელია ის ფაქტიც, რომ ცეცხლი ადამიანს არ წვავდა. ერთ ოჯახში აკვანს მოეკიდა ცეცხლი, სადაც ბავშვი იყო. აკვანი და საფენები მთლიანად დაიწვა. ბავშვი კი სრულიად უვნებელი გადარჩა.
– თვითაალების მიზეზი რა შეიძლება, რომ გახდეს?
– თვითაალება უცხო არსებასთან კონტაქტის ერთ–ერთი გამოვლინებაა. ეს კონტაქტი კი ადამიანებისგან გამომდინარე იმართება. თუ ადამიანი მშვიდად არის, მაშინ კონტაქტიც მშვიდად მიმდინარეობს. თუ პირიქით, ადამიანი აგრესიას ავლენს, თავში უარყოფითი აზრები უტრიალებს, შეიძლება თვითაალება ან ჭურჭლის, ნივთების მტვრევა მოხდეს. ერთი გოგონა უცხო არსებას ხედავდა. მის სახლში თვითაალება ხდებოდა, ყველაფერი იწვოდა. ბავშვი ფსიქოლოგიურად იმდენად იყო აღგზნებული, რომ თამაშის დროს თოჯინასთანაც კი აგრესიას ავლენდა – სწყევლიდა, სცემდა. მამაჩემმა ბავშვს ურჩია, შვილო, დამშვიდდი, დაწყნარდი, ნუ იწყევლებიო. როგორც კი დამშვიდდა, ამ გოგოს ცხოვრებაც გადასხვაფერდა და აღარც თვითაალება მომხდარა. იმ გოგომ ხატვა დაიწყო და გარკვეული უნარებიც განუვითარდა. იმ ოჯახებში, სადაც უცხო არსებებთან კონტაქტი უარყოფითი მოვლენებით გამოიხატებოდა, ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ასე რომ, თქვენი ჟურნალის მკითხველებს ვურჩევ, თუკი ასეთი კონტაქტი შედგება, ყველაფერი მშვიდად მიიღონ და აგრესიას ნუ გამოავლენენ.
ირინე მჭედლიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 