| ქალი და მამაკაცი |

როდესაც მონსტრი შეგიყვარდება...
ნადეჟდასა და იოსების დამსხვრეული იმედები
გაცნობა
ნადეჟდა ალილუევა დაიბადა ბაქოში, პროფესიონალი რევოლუციონერის ოჯახში. სტალინი, როგორც ცნობილია, ახალგაზრდობაში სწორედ ბაქოში ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას. ნადიას მამას, სერგეის, ის ახლოს იცნობდა. თავად ნადია მაშინ პატარა იყო. მოგვიანებით, უკვე პიროვნების კულტის დროს, ჩეკისტებმა გაავრცელეს ჭორი, თითქოს პატარა ნადია მდინარეში ჩავარდა და სტალინმა გადაარჩინა. ფაქტებით ეს არ დასტურდება. არც ერთი პირი, ვინც ალილუევებს მაშინ ახლოს იცნობდა, ამას არ ადასტურებს. ლიტველი ჟურნალისტი იუსტას პალეცკისი, რომელმაც 1933 წელს სსრკ–ში იმოგზაურა, იგონებს:
"ერთ–ერთ რესტორანში ოფიციანტმა "საიდუმლოდ" გაგვიმხილა, რომ სტალინს თურმე ისე ძალიან ჰყვარებია თავისი ცოლი, ოდესღაც მის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეშიც გადამხტარა. მაშინ ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა".
პალეცკისი ისტორიაში შევიდა, როგორც ლიტვის დამოუკიდებლობის მესაფლავე. პრეზიდენტ სმეტონას გაქცევის შემდეგ (1940 წლის ზაფხული) რუსმა ოკუპანტებმა ის ლიტვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დააყენეს. პალეცკისიც მორჩილად ასრულებდა სტალინის ემისარ დეკანოზოვის ბრძანებებს. მოსკოვმა დაუფასა ღვაწლი. საბჭოთა პერიოდში პალეცკისს მაღალი თანამდებობები ეკავა და ახლოს იცნობდა მთელ საბჭოთა ელიტას. უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ მან ვოროშილოვს ჰკითხა:
– მართალია, რომ ოდესღაც სტალინი მდინარეში გადახტა ცოლის გადასარჩენად?
– ეგ ვინ გითხრათ?
– როდესაც სსრკ–ში პირველად ჩამოვედი, რესტორანში ოფიციანტმა საიდუმლო გაგვიმხილა.
– ჭორებია. ჩვენში ასეთ ჭორებს ერთი ფრიად პატივცემული უწყება საგანგებოდ ავრცელებდა.
სამაგიეროდ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტალინმა და ნადეჟდამ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს. სტალინი გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო. ნადია მასზე მთელი 22 წლით უმცროსი გახლდათ. მიუხედავად ამისა, თავდავიწყებით შეუყვარდა ნორჩი გოგონა. სტალინმა სასიყვარულო ბარათი მისწერა მას. ბედის მწარე ირონიით, გოგონას წერილი ბუხარინმა გადასცა. მაშინ ის სტალინთან მეგობრობდა.
16 წლის ასაკში ადვილია შეყვარება. ამ დროს გჯერა რაინდობის, უანგარობის, ვაჟკაცობის. ნორჩ ნადიასაც სტალინი ზღაპრულ გმირად ეჩვენებოდა, რომელიც ხალხის ბედნიერებისათვის იბრძოდა, ამისათვის არაერთგზის იყო დაპატიმრებული, გამოიარა კატორღა, გადასახლებები.
"მას ვერაფერი დააკლეს, ვერაფერი! იმიტომ რომ ის რკინის კაცია! რკინის!", – გოგონა აღტაცებას ვერ მალავდა.
ისინი დიდხანს სეირნობდნენ ხოლმე ერთად. "ჩემი იოსები", – ასე მიმართავდა ნადია თავის გმირს.
– ძალიან მინდა დედაშენი გავიცნო, – უთხრა ერთხელ სტალინს ნადიამ.
– გაგაცნობ, აუცილებლად გაგაცნობ. დამთავრდება ომი და გაგაცნობ.
– როგორია დედაშენი?
– მას ძალიან უნდოდა, მღვდელი გამოვსულიყავი.
– მკაცრი ქალია? ალბათ არ მოვეწონები...
– შენ აუცილებლად მოეწონები...
– რატომ?
– იმიტომ, რომ ძალიან კარგი ხარ.
ქორწინება
1918 წელს სტალინი ცარიცინში მიავლინეს. მასთან ერთად გაემგზავრნენ სერგეი ალილუევი და ნადიაც. ორივენი სტალინის სამდივნოში შედიოდნენ.
ცარიცინი სისხლიანი, დაუნდობელი ბრძოლების ეპიცენტრად იქცა. ასეთ პირობებში ადამიანის პიროვნება ნათლად ჩანს. ნადიაც დარწმუნდა, რომ არ შემცდარა თავის შეფასებაში:
– ჩემი იოსები ნამდვილად რკინის კაცია!
ნადია მაშინ ყველაფერში თანაუგრძნობდა ქმარს. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა, ვინ – ვის, საკითხი სწორედ ასე დგას. თუ მტერს დაინდობ, ეს ძვირად დაგიჯდება, რადგანაც ის არ დაგინდობს. აკი უთხრა კიდეც მამამ:
– სამოქალაქო ომში იმარჯვებს ის, ვინც უფრო დაუნდობელია!
სტალინიც უყოყმანოდ გასცემდა ბრძანებას: დახვრიტეთ! ამასთან მან გამოავლინა იშვიათი ორგანიზატორული თვისებები. ნადიამ დაინახა, რომ სტალინს შეეძლო ხალხის ორგანიზება, ბრწყინვალედ ერკვეოდა ადამიანებში. ამიტომაც მაგრად ეჭირა ხელში ყველა, დაწყებული უბრალო წითელარმიელებით, დამთავრებული სამხედრო სპეციალისტებით:
– მისი ყველას ეშინია, მას საკუთარი დაზვერვაც კი ჰყავს! – აღფრთოვანებული იყო ნადია.
გოგონას განსაკუთრებით სიამოვნებდა ის, რომ ასეთ პირობებშიც კი სტალინი ყურადღებას არ აკლებდა. ნადია სიხარულით მეშვიდე ცაზე იყო. როდესაც სტალინი ჰკითხავდა:
– ხომ არ დაიღალე?
– არა! არა!
– თუ დაიღალე, მითხარი.
– იცი, ყველაზე ბედნიერი ახლა ვარ.
– რატომ, ნადენკა?
– იმიტომ, რომ შენ ჩემთან მოხვედი და უბრალოდ ადამიანურად მომიკითხე. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძვირფასი საჩუქარი.
ცარიცინში ერთად ყოფნამ ისინი ძალიან დააახლოვა. ამიტომ, როდესაც სტალინმა ცოლობა სთხოვა, ნადია მაშინვე დაეთანხმა, თუმცა. მისი ოჯახი ნამდვილად არ იყო აღფრთოვანებული გოგონას არჩევანით. დედამ პირდაპირ უთხრა:
– გონს მოდი, შვილო, ის ხომ შენზე მთელი ოცდაორი წლით უფროსია!
– მერე რა? ასაკს არა აქვს მნიშვნელობა.
– აბა რას აქვს?
– ადამიანურობას.
– შენი აზრით, ის კარგი კაცია?
– ძალიან.
– რა მოგწონს მასში?
– ის რკინისაა.
– მერე ეს კარგია?
– მე მომწონს.
– უფრთხილდი რკინის ხალხს, შვილო. რკინის კაცი ადვილად გაგიმეტებს. მისთვის სხვისი სიცოცხლე არაფერია.
– დედა, გეყოფა!
– ამასთან სტალინი არც ისეთი რკინაა! ის ხომ არაა მამაცი.
– გინდა დ,არტანიანივით მუდამ ხმალზე იყურებოდეს?
– მამაკაცი მამაცი უნდა იყოს.
– ამ საკითხზე ჩემი აზრი მაქვს.
დედის შეგონებამ არ გაჭრა. ნადეჟდა იოსებ სტალინის ცოლი გახდა.
ოჯახური ცხოვრება
ნადეჟდამ სტალინს ორი შვილი გაუჩინა: ვასილი და სვეტლანა. პარალელურად ის კვლავაც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. სწავლობდა სამრეწველო აკადემიაში, იყო ჩაბმული ბოლშევიკური პარტიის შიგნით მიმდინარე ინტრიგებში იმდენად აქტიურად, რომ ერთხანს პარტიიდანაც კი გარიცხეს. ეს ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში მოხდა. ლენინი შეეცადა ალილუევას დაცვას, მაგრამ – ამაოდ. შემდგომში, უკვე ლენინის სიკვდილის შემდეგ, ნადეჟდა პარტიაში აღადგინეს.
თავდაპირველად ის და სტალინი ბედნიერად ცხოვრობდნენ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სტალინი ხშირ–ხშირად ეუბნებოდა ცოლს:
– იცი, რა მომწონს შენში ყველაზე მეტად? ის, რომ მიგებ. ოჯახი ბედნიერია მხოლოდ მაშინ, თუკი სიყვარული და ურთიერთგაგებაა.
ისინი მართლაც უგებდნენ ერთმანეთს. ნადიას არ მოსწონდა სტალინის ჭირვეულობა, წრეგადასული ეჭვიანობა, მაგრამ არაფერს ამბობდა. თავის მხრივ, სტალინსაც აღიზიანებდა ცოლის ზედმეტი უბრალოება, ის, რომ სახელმწიფოს პირველი პირის ცოლი უბრალო სტუდენტი გახდა, ისიც, რომ ნადია სასწავლებელში ტრამვაით დადიოდა და უარს ამბობდა მანქანაზე. არ მოსწონდა არც ის, რომ ნადიამ მიმოწერა გააბა მის დედასთან და შესთავაზა გამოეგზავნა მოსკოვში იაკობი, ვაჟი, რომელიც სტალინს პირველი ცოლისაგან ჰყავდა.
– ასეთი საკითხები ჯერ ჩემთან უნდა შეათანხმო, – ბრაზით გამოსცრა კბილებში სტალინმა.
– მაპატიე, არ მეგონა, თუკი გეწყინებოდა.
– კარგი, არაფერია.
ამჯერად ორივემ დათმო. ასე გრძელდებოდა კარგახანს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათი ცოლქმრული იდილია დასრულდა.
1929 წელს ბოლო მოეღო ნეპ–ს. დაიწყო კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, რისი განუყრელი თანმხლები იყო მასობრივი რეპრესიები. სწორედ ამ პერიოდში მოეწყო პირველი მასობრივი ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესები: პრომპარტია, უკრაინის გათავისუფლების კავშირი, ბელორუსიის გათავისუფლების კავშირი, მენშევიკების ბიურო და ა. შ. სტალინის ბრძანებით არბევდნენ ეკლესიებს. ათასობით მორწმუნეს გულაგში უკრეს თავი. პარალელურად მიმდინარეობდა მშრომელი გლეხობის (ბოლშევიკური ტერმინოლოგიით – კულაკობა) დევნა. მესაკუთრე გლეხს ბოლო მოეღო. სტალინმა ამას რეპრესიებითა და ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობით მიაღწია. მხოლოდ უკრაინაში ამ ყველაფერმა 8 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ნადეჟდა საკმაოდ ინფორმირებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სამოქალაქო ომის დროს, როდესაც საკითხი იდგა "ვინ – ვის", ქალი მხარს უჭერდა ტერორს, მაგრამ ახლა, მშვიდობიანობის დროს, ის ამას სასტიკად გმობდა და პირდაპირ ეუბნებოდა ქმარს. სტალინის გააფთრებას საზღვარი არ ჰქონდა:
– მაშ შენ სოციალიზმის აშენების წინააღმდეგი ხარ?!
– მე სოციალიზმისათვის ვიბრძოდი, იოსებ, რუსეთში სოციალიზმის აშენება ჩემი ცხოვრების ოცნებაა, მაგრამ ამ გზით სოციალიზმი არ აშენდება!
ცოლ–ქმარმა მაგრად იჩხუბეს. შესარიგებლად პირველი სტალინი მივიდა. შერიგდნენ. როგორც აღმოჩნდა, დროებით.
ნადიამ კარგად იცოდა, რომ ქვეყანაში შიმშილობა იყო, რომ შიმშილით ხალხი იხოცებოდა. ქალზე ეს დამთრგუნველად მოქმედებდა:
– არც ომია, არც სხვა უბედურება და ხალხი შიმშილით იხოცება!
ერთხელ, სადილის დროს, ვასიამ განაცხადა, გავძეხი და კატლეტი აღარ მინდაო.
დედამ დაუყვირა:
– ერთი ამას დამიხედეთ! მისი ზოგიერთი თანატოლი შიმშილით კვდება, ამას კი ჭამა არ უნდა!
სტალინი ელდანაკრავივით წამოხტა.
– არა, შენთან ერთად ცხოვრება აღარ შეიძლება! – დაიყვირა მან.
– ეს შენა ხარ აუტანელი! – ისტერიკულად შეჰკივლა ნადიამ, – დედა მართალი ყოფილა! შენ საშინელი ადამიანი ხარ! ნამდვილი ურჩხული!
სტალინმა პასუხი არ გასცა. ის მხოლოდ ითახიდან გავარდა და მაგრად გაიჯახუნა კარი.
ყველაფერ ამას დაერთო თავის აუტანელი ტკივილები. ექიმები ამბობდნენ, თავის ქალაზე ძვლები არასწორად არის შეზრდილიო. ამან საბოლოოდ შეიწირა ნადიას ნერვები. უბრალო რამეზე ღიზიანდებოდა, შემდეგ კი ტირილი აუვარდებოდა ხოლმე.
– უბედური ქალი ვარ, უბედური! – იმეორებდა გამწარებით.
სტალინმა საუკეთესო ექიმები დაახვია. შემდეგ ცოლი სამკურნალოდ დიუსელდორფშიც გაგზავნა. არაფერმა გაჭრა. ქალის მორჩენა ვერაფრით მოხერხდა.
– ექიმები ვერ მიშველიან, – უთხრა ნადიამ ქმარს, – საქმე ავადმყოფობაში როდია.
– მაშ რაშია?
– შენში! შენ ურჩხული ხარ!
ჰაზრათის წყევლა
ჰაზრათი – ასეთია შუა აზიის სასულიერო პირების მეთაურის ტიტული. ამ ტიტულს ატარებდა ლეგენდარული მიან კუდრათი. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მას თაყვანს სცემდნენ, როგორც წმინდანს. მართლაც მიან კუდრათს შეეძლო მოერჩინა ასთმით ან გულით დაავადებული ადამიანი. "მე ალაჰი მაძლევს ძალას", – ამბობდა ის. მას ბიოდენები ჰქონდა – ამტკიცებენ თანამედროვე მეცნიერები. ასეა თუ ისე, მიან კუდრათი წმინდანად იყო აღიარებული. ასე გრძელდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წლებშიც. სტალინს მოახსენეს მის შესახებ:
– უზბეკები და საერთოდ შუააზიელები წმინდანად აღიქვამენ ვინმე მიან კუდრათს. ის ხაზრათი, ანუ შუააზიელი მუსლიმების მეთაურია.
უზბეკეთის სოფელ შახომარდანში, ბუკანის მთაზე, აღმართული იყო წმინდა ალის მავზოლეუმი. მუსლიმებისათვის ეს წმინდა ადგილი იყო. იქ შეიხები ცხოვრობდნენ. დღესასწაულებზე იქ ჩადიოდა მიან კუდრათიც, რომელიც ლოცავდა ხალხს, სნეულებს კურნავდა. ჰაზრათი ფულის აღებაზე უარს ამბობდა:
– ფული არ მჭირდება, არც მადლობა, ძალა ალაჰმა მომცა! მადლობაც ალაჰს შესწირე!
მოახლოვდა კოლექტივიზაცია. ცხადი იყო, რომ შუა აზიაში ამას განსაკუთრებული წინააღმდეგობა შეხვდებოდა. მოსკოვის შიში გააძლიერა მეზობელ ავღანეთში შექმნილმა სიტუაციამ. ემირი ამანულა დაამხეს. დაიწყო სამოქალაქო ომი. ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებით ისარგებლა შუააზიურმა ემიგრაციამ. ბასმაჩთა ბაზები აღდგა. გაჩნდა პარტიზანული მოძრაობის აღორძინების რეალური პერსპექტივა. საგანგებო რწმუნებული შუა აზიაში, რუსტამ პულატოვი, მოსკოვს ატყობინებდა:
"კოლექტივიზაციის დაწყებას აუცილებლად მოჰყვება მასობრივი წინააღმდეგობა. ავღანეთის ტერიტორიიდან განახლდება ბანდიტური თავდასხმები. ქვეყნის შიგნით კი მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ მიან კუდრათი და მის გარშემო დარაზმული შეიხები. ბანდიტიზმის ცენტრი კი გახდება შახიმარდანი, სადაც არის ე. წ. წმინდა ალის მავზოლეუმი. სანამ ყველაფერი ეს არსებობს, კოლექტივიზაციაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება!".
სტალინი პირადად დაინტერესდა შექმნილი ვითარებით. მან გასცა ბრძანება წმინდა ალის მავზოლეუმის განადგურებისა და შეიხების დახვრეტის შესახებ. სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა რუსტამ პულატოვმა. ყველაფერი მუსლიმთა დღესასწაულის დროს მოხდა, როდესაც გპუ–ს აგენტებმა შეძლეს მასობრივი არეულობის გამოწვევა. შეიხების ყველა მცდელობა, შეეკავებინათ ხალხი, ამაო გამოდგა. ეგზალტირებულმა ბრბომ დაარბია სოფლსაბჭო. ამ დროს დაიღუპა პოეტი ჰამზა ჰაკიმ–ზადე ნიაზი, რომელმაც აბობოქრებული ბრბოს შეკავება სცადა. ბრბომ ის ჩაქოლა.
პულატოვის ბრძანებით, შახიმარდანის გარშემო თავი მოუყარეს უშიშროების ჯარებს. გორაკზე შემდგარი პულატოვი დურბინდით მშვიდად შეჰყურებდა, თუ როგორ კლავდნენ ჰამზას, როგორ არბევდნენ სოფლსაბჭოს. როდესაც ბრბომ გული იჯერა, პულატოვმა იერიშის დაწყების ბრძანება გასცა:
– არავინ დაინდოთ!
ჯარმაც უიარაღო ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ანგარიშსწორება საშინელი იყო. არ ინდობდნენ არც მოხუცს, არც ქალს, არც ბავშვს. მიან კუდრათი და შეიხები ჯარს წინ გადაუდგნენ:
– შეჩერდით! თუკი ჩვენი დაპატიმება გინდათ, დაგვაპატიმრეთ, მაგრამ ხალხს რას ერჩით!
შეიხები დააპატიმრეს. მათ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობა წაუყენეს ბრალად. ხალხს კი უსასტიკესად გაუსწორდნენ. მიან კუდრათმა საბჭოთა ბელადი საშინლად დაწყევლა:
– სტალინო! არ შეგრჩება ეს ბოროტება! მალე შენი ცოლი თავს მოიკლავს და ჯოჯოხეთში მოხვდება! ვერც ერთი შენი შვილი ვერ იქნება ბედნიერი! თავად შენ კი სიკვდილის შემდეგ ამოგთხრიან, ამას შენივე ამფსონები გააკეთებენ, ხოლო შენი ხალხი სამუდამოდ დაგწყევლის!
მიან კუდრათი და შეიხები დახვრიტეს. დღეს ისინი რეაბილიტირებულნი არიან. აღდგენილია წმინდა ალის მავზოლეუმიც.
თვითმკვლელობა
დრო და დრო ნადია მოიხედავდა და ცოლქმრულ ცხოვრებაში იდილია ბრუნდებოდა ხოლმე. ქალი ძველებური ალერსით მიაჩერდებოდა სტალინს და ეუბნებოდა:
– რაღაც ცივა, თბილად ჩაიცვი, თორემ გაცივდები.
– კარგი.
მაგრამ იდილია დიდხანს არ გრძელდებოდა.
– არ მინდა შენი საჭმელი! – ისტერიკულად იკივლებდა ნადია, – შენი არაფერი მინდა!
სტალინი ცდილობდა დაემშვიდებინა.
– რატომ, ნადია? ნახე, რა გემრიელია ეს სუპი და კატლეტი.
– სად ხედავ სუპსა და კატლეტს?
– როგორ თუ სად?! სუფრაზე.
– ეს სუპი კი არა, ადამიანთა სისხლია! ეს კატლეტიც ადამიანის ხორცისგანაა დამზადებული!
– შენ გიჟი ხარ! – და სტალინი დემონსტრატიულად გადიოდა ოთახიდან.
ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ხრუშჩოვი იგონებს, რომ ოქტომბრის რევოლუციის დღესასწაულზე ნადეჟდა ალილუევას გვერდით აღმოჩნდა ტრიბუნაზე. ეტყობა, ქალის ნერვული მდგომარეობა ამ დროისთვის დროებით დამშვიდებული იყო. ის დიდხანს თბილად მისჩერებოდა ქმარს, შემდეგ ხრუშჩოვს მიუბრუნდა და უთხრა:
– შარფის გაკეთება დაავიწყდა. მეშინია, არ გაცივდეს.
1932 წლის 8 იანვარს სუფრა გაიშალა. საზეიმო ვახშამს ესწრებოდნენ მოლოტოვი, ვოროშილოვი, სხვა საბჭოთა ლიდერები და, რა თქმა უნდა, სტალინი ცოლითურთ. იმ საღამოს ნადიასა და მის ქმარს შორის მორიგი ინციდენტი მოხდა. ალილუევა წამოხტა და გავარდა. 9 იანვრის ღამეს კი მან თავი მოიკლა. როდესაც სტალინს ამის შესახებ მოახსენეს, მან დაიყვირა:
– რატომ გამიკეთა ეს, რატომ?! ასე მხოლოდ მტერი მომექცეოდა!
ეპილოგი
ნადია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს. შემდგომში სტალინის ბიოგრაფებმა დაწერეს, რომ ის არ მიდიოდა ნადეჟდას საფლავზე:
– ნადიამ მიღალატა! მისი საქციელი ღალატია!
ეს ნახევრად სიმართლეა. ხალხი, ვინც ახლოს იცნობდა სტალინს, იგონებს, რომ ის იშვიათად, მაგრამ მაინც მიდიოდა ცოლის საფლავზე. ამას ღამით აკეთებდა და სამარესთან დაფიქრებული დიდხანს იჯდა.
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: სტალინი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)