| ქალი და მამაკაცი |

ნაპოლეონის აღსასრულის საიდუმლო
მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უკურნებელი სენი – ნაპოლეონის აღსასრულის საიდუმლო
ფრანგი იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი თითქმის ორ საუკუნეზე მეტია საიდუმლოდ რჩება. მკვლევრები მრავალ ვერსიაზე მუშაობენ, რომელთა შორის ყველაზე რეალურად ისევ და ისევ მოწამვლა რჩება.
ნაპოლეონ ბონაპარტი 1821 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესწავლა მეცნიერებმა 1955 წლიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც შვედმა ტოქსიკოლოგმა შტენ ფორშეუდმა იმპერატორის დაცვის ერთ–ერთი წევრის პირადი დღიური წაიკითხა.
მას ზედმიწევნით კარგად ჰქონდა აღწერილი იმპერატორის უკანასკნელი დღეები, აგრეთვე ის სიმპტომები, რომლებიც მოწამვლისთვის იყო დამახასიათებელი. საუბარი იყო დარიშხანზეც, რომელიც იმ პერიოდში მეტად გავრცელებული სამედიცინო პრეპარატი გახლდათ. ფორშეუდი ბონაპარტის ერთ–ერთ ბიოგრაფს დაუკავშირდა, რომლისგანაც შეიტყო, რომ იმპერატორი თავის მოჭრილ კულულებს იმას ჩუქნიდა, ვინც ამას მოისურვებდა. ტოქსიკოლოგმა იმის დასადგენად, იმპერატორი ნამდვილად მოწამლული იყო თუ არა, გადაწყვიტა, როგორმე მისი თმის ღერები მოეპოვებინა.
დიდი მცდელობის შემდეგ შვედ მეცნიერს ხელში ჩაუვარდა 1816, 1818 და 1821 წლებში მოჭრილი თმა. ლონდონის ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ იმპერატორის 1 გრამ თმაში დაახლობით 10,4 მიკროგრამი დარიშხანი იყო.
მეცნიერების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს თმა ნაპოლეონს არ ეკუთვნოდა. შვედი ტოქსიკოლოგის ვარაუდით, ნაპოლეონს ნელ–ნელა წამლავდნენ, ბოლოს კი დარიშხანი მომაკვდინებელი დოზით მისცეს.
ნაპოლეონის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა მისი პირადი აგენტი და მარჯვენა ხელი, ვინმე ჩიპრიანი, რომელიც იმის გამო მოწამლეს, რომ იცოდა, მალე მის ბატონს ბოლოს მოუღებდნენ. ყველაზე საკვირველი ფაქტი კი ის გახლდათ, რომ ჩიპრიანის კუბო უკვალოდ გაქრა და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
მეორე მხრივ, კანადელი მეცნიერი ბენ უადერი ამტკიცებდა, რომ იმპერატორი სწორედ მისი მარჯვენა ხელისა და ვითომ მკვდარი ჩიპრიანის ხელით იყო მოკლული. უადერმა დაწერა ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა. მანვე გაიღო ხარჯები ნაპოლეონის ცხედარზე ექსპერტიზის ჩასატარებლად.
ფრანგი მეცნიერების ჯგუფი ამტკიცებდა, რომ დაქირავებული ხალხი იმპერატორის საძინებლის კედლებს ქიმიური საწამლავით ამუშავებდა, დაბინძურებული ჰაერის მუდმივად ჩასუნთქვის შედეგად კი ბონაპარტს გული გაუჩერდა.
ისმის კითხვა – ვინ დაიქირავა ყველა ეს ხალხი, ვინც იმპერატორის სიკვდილშია გარეული, ვის ინტერესებში იყო ნაპოლეონის მოშორება? ამ კითხვაზე პასუხს ფრანგი მეცნიერები დღემდე ვერ სცემენ, მგარამ მოწამვლის ფაქტში აბსოლუტურად დარწმუნებული არიან.
1825 წელს ნაპოლეონის საძინებლის შპალერის ნაგლეჯი გამოსაკვლევად აიღეს, მაგრამ რატომღაც კვლევა 2003 წლამდე არ დაწყებულა. მართალია, დღეს კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ დასრულებული არ არის და ზუსტი პასუხიც არ არსებობს.
რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ვერსია, რომ ბონაპარტი კუჭის კიბოთი გარდაიცვალა. ეს ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც შოტლანდიაში წერილი იპოვეს, სადაც ეწერა, რომ იმპერატორს კუჭის კიბო 1819 წელს გაუჩნდა. მომდევნო ორი წლის მანძილზე კი ვერაგი დაავადება საგრძნობლად გაძლიერდა. წერილი იმპერატორის ერთ–ერთ მკურნალ ექიმს ეკუთვნის. მისივე მტკიცებით, ნაპოლეონმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე საგრძნობლად მოიმატა წონაში და ხშირად გულიც ერეოდა. ექიმი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მიუხედავად წონის მომატებისა, ბონაპარტს მადა საერთოდ არ ჰქონდა და ფაქტობრივად არაფერს ჭამდა.
გვამის გაკვეთის შედეგად, იმპერატორს მუცელში ნამდვილად აღმოაჩნდა სიმსივნე, მეტასტაზები კი სხვა ორგანოებზეც იყო გადასული. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ნაპოლეონის მამაც კუჭის კიბოთი გარდაიცვალა, ამიტომ გამორიცხული არ არის, ეს დაავადება მემკვიდრეობით იმპერატორსაც მიეღო.
ამ ვარაუდის დასამტკიცებლად, ინგლისელმა მეცნიერებმა კიბოთი დაავადებულ 100–მდე მამაკაცზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი დაავადების გაჩენიდან რამდენიმე ხანში წონაში ნამდვილად საგრძნობლად იმატებდა, სიცოცხლის ბოლო დღეებში კი კატასტროფულად იკლებდა. ნაპოლეონმაც სიცოცხლის ბოლოს 15 კილო დაიკლო, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც მომატებული ჰქონდა, ანუ 47 კილო.
იმპერატორის სიკვდილის კიდევ ერთი ვერსია თვითმკვლელობა გახლავთ. ფრანგი ფსიქოლოგის, ვან უგლოს მტკიცებით, ბონაპარტს სიცოცხლის ბოლოს ფსიქიკა საგრძნობლად შეერყა. ვერ გაუძლო იმ ზეწოლასა და პირობებს, რომლებშიც იმყოფებოდა. ინგლისელი ჯაშუშები ბონაპარტის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ოდესღაც ძლევამოსილ იმპერატორს აღარაფრის ძალა შესწევდა. ფსიქოლოგის მტკიცებით, იმპერატორმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. იარაღად კი საწამლავი გამოიყენა.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ნაპოლეონმა ჟოზეფინას (ცოლი) გარდაცვალება ვერ აიტანა და დარდით გული გაუსკდა. ჟოზეფინა 1814 წელს გარდაიცალა. იმ პერიოდში ნაპოლეონს უკვე მეორე ცოლი ჰყავდა, მაგრამ მის დავიწყებას ვერ ახერხებდა. როგორც ცნობილია, დიდი იმპერატორის ბოლო სიტყვებია: "საფრანგეთი, ქარი, ჟოზეფინა!".
ასეა თუ ისე, საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილი 21–ე საუკუნეშიც კვლავ ბურუსით მოცულია. აეხდება კი ამ საიდუმლოს ოდესმე ფარდა?!

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 