| ქალი და მამაკაცი |

თბილისის ზღვაზე დიდი ლოქოები არსებობენ?!
შოტლანდიური სატყუარა – ურჩხული ნესი ლოხნესის ტბაში
დღემდე დაობენ, ურჩხული ნესი რეალური არსებაა თუ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი. მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, შოტლანდიელები ამ ლეგენდის მეშვეობით დიდძალ მოგებას ნახულობენ. მილიონობით დოლარი შედის ტურისტებისაგან, რომლებიც ნესის გამო შოტლანდიაში ყოველწლიურად მიეშურებიან. ურჩხული ლოხნესის ტბაში ბინადრობს. შოტლანდიური ყინვიანი ღამეები ბევრს გაუტეხავს იმ იმედით, რომ ურჩხულის მსგავს არსებას შეამჩნევდა. ნესის პირველი აღწერა კელტური და ნორვეგიული მითებიდან მოდის, მას წყლის ცხენად იცნობდნენ. პირველად მასზე 565 წელს დაიწერა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის მკვლელი ურჩხული შეამჩნიეს. მე–20 საუკუნეში ირწმუნებოდნენ, რომ ნესს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. არსებობს უამრავი ფოტომასალა და 16–მილიმეტრიან ფირზე გადაღებული კადრები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ნესის არსებობას ადასტურებს. ბოლო პერიოდში ტბის ნაპირზე ოთხი ვიდეოკამერაც დაამონტაჟეს, რომელიც ნესის დანახვას შესაძლებელს გახდიდა. დღემდე ნესის ცხოველთა დაცვის აქტი იცავს.
ერთ–ერთმა უცხოელმა გეოლოგმა ნესის ფენომენი წყალქვეშა ბიძგებით ახსნა. ბიძგი ხმასაც გამოსცემს და გაზის ბუშტებსაც წარმოქმნის, რაც ადამიანებს ურჩხულის ღელვად ეჩვენებათ. ნესის დამცველთა თქმით კი, გაზის ბუშტები აბსურდულია, რადგან ნესის მოქმედება გაზის ბუშტუკებზე უფრო მეტი სიმძლავრისაა. სულ ახლახანს, იმავე ლოხნესის ტბაში დიდი წყალქვეშა ღრმული აღმოჩნდა. ექსპერტებმა იფიქრეს, ტბაში ნესის მსგავსი სხვა პლეზიოზავრიც არსებობსო და ეს ცხოველები ამ ღრმულებით ერთმანეთს უკავშირდებიანო.
როგორც ჩანს, ადამიანის ფანტაზია ცივილიზაციის მიუხედავად, არ იცვლება – ჰომეროსის დროსაც ეგონათ, რომ სიცილიასა და იტალიას შორის მდებარე სრუტის სანაპიროს გამოქვაბულში ურჩხული ცხოვრობდა, სახელად სცილა. მის მოპირდაპირე გამოქვაბულში კი მეორე ურჩხული სახლობდა, სახელად ქარიბდა. მათ შორის მეზღვაურთა გავლა დიდ სიფრთხილესა და თავდადებას მოითხოვდა. მხოლოდ ოდისევსმა მოახერხა სცილასა და ქარიბდას შორის მანძილის დაძლევა.
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიაჩესლავ ჩხიკვაძე აცხადებს:
– თუკი ლოხნესის ტბაში ურჩხული რეალურად არსებობს, ის არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ 100 ან 50 წლის განმავლობაში. მას უნდა მოეპოვებოდეს წინამორბედი შორეულ ან ახლო წარსულში. თანაც არ შეიძლება, რომელიმე სახეობა მხოლოდ ერთი ან ორი ეგზემპლარი იყოს. არაა გამორიცხული, ნესის "გამოჩენა" ტბის წყალქვეშა ღრმულებს უკავშირდებოდეს, რომლიდანაც მომდინარე ხმაური მოსახლეობამ ურჩხულის ხმად მიიჩნია. თუკი ლოხნესის ურჩხული მართლა არსებობს, მარტო ბრიტანეთში რატომ უნდა იყოს? საფრანგეთმა ან სხვა ქვეყნებმა რა დააშავა?
– მაშინ თოვლის კაცის არსებობას მეცნიერები რატომ ადასტურებენ? ისიც ხომ ერთი ეგზემპლარია?
– ცნობილია, ე.წ. "სკრიტაია ზოოლოგია", ანუ ფარული მეცნიერება. მისი მიხედვით, ფარულ ცხოველთა არსებობა დასტურდება. ეს ის ცხოველებია, რომელთა რეალურად ბინადრობა ჯერ კიდევ ოფიციალურად არ დადასტურდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი რეალობაში არ არსებობენ. ნესის შემთხვევაში, "სკრიტაია ზოოლოგიასთან" არ გვაქვს საქმე. ესაა ლეგენდად ქცეული ურჩხული. ადამიანის წარმოსახვა ისეთია, რომ ნებისმიერი მოვლენა მასში რაღაცის ასოციაციას იწვევს. მაგალითად, ბიბლიაში, უძველეს მაჰმადიანურ წიგნებში, ზღაპრებში – ყველგან ურჩხულზეა საუბარი. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, თოვლის კაცი არსებობს თუ არა, მაგრამ ლეგენდები იმის შესახებ, რომ გარეული ადამიანები არსებობენ, ნაკლებად დამაჯერებელია. მუსლიმანურ, ბუდისტურ სამყაროში მათი მოკვლა აკრძალულია, რადგან ზებუნებრივი ძალის მქონე არსებებად ითვლებიან.
უცნაური არსებების არსებობას არაოფიციალურ საუბარში თბილისელი მაშველებიც აღიარებენ, თუმცა ოფიციალურად ამ ყველაფერს მონაჭორს უწოდებენ. ერთ–ერთი მაშველი, სერჟანტი, ტბაში უცნაური არსებების ყოფნას არ გამორიცხავს.
– მართალია, თითქოს თბილისის ზღვაში დიდი ლოქოები ბინადრობენ, რომლებიც ადამიანებს ერჩიან?
– 30–40 მეტრის სიღრმეში ვყვინთავთ და მსგავსი რამ არ შეგვხვედრია. თუმცა ზოგიერთების თქმით, გამორიცხული არაა, დიდი ლოქოები შეგვხვდეს არა მარტო თბილისის ზღვაში, მტკვარზეც. ისინი დიდი ზომისანი არიან, 300–400 კილომდე, რის გამოც გადაადგილება უჭირთ და ვეშაპის მსგავსად, წყლის შესრუტვით იკვებებიან, რომელსაც პატარა ლიფსიტები მიჰყვება მის დასანაყრებლად. ამბობენ იმასაც, რომ ადრე სუფსაში დიდ ლოქოებს პატარა ბავშვებიც გადაუყლაპავთ. ზოგადად, ჩემს გარემოცვაში, ჩემს ახლობლებს ეს ლოქოები არ უნახავთ.
– რაც შეეხება შოტლანდიურ ნესის, მისი ტბაში არსებობა დამაჯერებლად მიგაჩნიათ?
– შოტლანდიური ურჩხული სამოყვარულო კამერითაა გადაღებული, ამის დამადასტურებელი კადრები არსებობს. რატომღაც არა მგონია, სამოყვარულო კამერა ამას ტყუილუბრალოდ აფიქსირებდეს, ტურისტს რაში სჭირდება მონტაჟის გაკეთება? თანაც სამი–ოთხი მონტაჟი გაგონილა?
– იქნებ ეს შოტლანდიური ბიზნესისთვისაა გათვლილი?
– ტურისტებს რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ შოტლანდიელთა ბიზნესთან? ნესის არსებობის შესახებ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს გეტყვით, თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთ მაშველს ლოხნესის ტბაში არ ჩაუყვინთავს. როგორც ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, მაშველებს იქ ჩაყვინთვას, საშიშროების გამო, უკრძალავენ. არაა გამორიცხული, ეს საშიშროება სწორედ ნესი იყოს. როგორც ისტორიკოსს, უფლება არ აქვს მითებსა და ლეგენდებს მიღმა მონათხრობში ეჭვი შევიტანო. ისტორიკოსი ვარ, ამდენად, ჩემთვის ტროას ლეგენდაც არსებობდა, რომელიც რატომღაც ზღაპარი ეგონათ, ბოლოს გათხარეს და ტროას ადგილზე უძველესი ქალაქი აღმოჩნდა. ასევე, ლეგენდა ეგონათ ატლანტიდის არსებობა. არადა, წყნარი ოკეანის ფსკერზე ატლანტიდის ნაქალაქარი მართლაც იყო. ნებისმიერი ლეგენდა ოდესღაც რეალური ისტორიიდან იღებდა სათავეს. თუკი ლოხნესის ტბაში მცურავმა არსებამ მოახერხა გლობალურ გამყინვარებას გადარჩენოდა და არ გადაშენებულიყო, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა იქნება. ყოველივე ამის მიუხედავად, არ უნდა გამოვრიცხოთ შოტლანდიელთა ინტერესი ტურიზმის განვითარების გამო. შესაძლოა, ეს შოტლანდიელთა მიერ დაგებული სატყუარა იყოს ექსტრემალური ამბების მოყვარულთა მისაზიდად.
კულტურათშორისი კომუნიკაციის ცენტრის ხელმძღვანელ კობა არაბულს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საუკეთესო საშუალებად მიაჩნია შოტლანდიური ნესის არსებობა.
– ტურისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ლეგენდის ჭეშმარიტებას. მას ისტორიული სიმართლე რომ აინტერესებდეს, ბიბლიოთეკას მიაკითხავდა. ამიტომაც იგი ნებით ებმება სატყუარაში. მთავარია, ლეგენდა ისე ოსტატურად მიაწოდო, მან ძალდაუტანებლად მიიღოს. ფაქტია, რომ ნესი არავის უნახავს. სამაგიეროდ, ყოველწლიურად უთვალავი დამთვალიერებელი მიეშურება ტბის შემოგარენში მის სანახავად, რაც შოტლანდიისთვის შემოსავლის უზარმაზარი წყაროა. მისი ხუთ მილიონამდე მოსახლეობა, რომელიც რაოდენობრივად საქართველოს მოსახლეობის ტოლია, მილიონ–ნახევარი სტუმრის მიღებით სოლიდურ გასამრჯელოს იღებს. შოტლანდიელებმა ძალიან კარგად აითვისეს ტურიზმის ფილოსოფია.
– ნესის ამაოდ ძებნის გამო, ეს ლეგენდა აქტუალობას არ დაკარგავს?
– იქ ყოფნისას საინტერესო სტატისტიკა ვნახე, ყოველ 10–12 წელიწადში ერთხელ ტურისტების ინტენსივობა მართლაც იკლებს, ნესის შესახებ ლეგენდაც ცვდება, მაგრამ როგორც კი ტურისტთა ნაკადი მცირდება, მაშინვე საინფორმაციო საშუალებებში ჩნდება ფოტოები, თითქოს ვიღაცამ წინა დღეს ნესი დაინახა. ამ ფარსს სახელმწიფო თავად უშვებს. რამდენიმეკვირიანი აჟიოტაჟი, მოტორიანი ნავით ტბის დათვალიერება არარსებული ნესის მოსაძებნად საკმარისია ტურისტების კვლავ მისაზიდად. ლეგენდის სიცოცხლის გახანგრძლივებით მოგებას ნახულობს სახელმწიფო.
– ტურისტულ სატყუარას სხვა ქვეყნებიც იყენებენ?
– მსგავსი რამ ხდება ამერიკაშიც. ფენიქსის შტატში სტუმარს ეპატიჟებიან მონტესუმას ციხე–სიმაგრის სანახავად. როგორც ცნობილია, მონტესუმა აცტეკების ლეგენდარული ბელადი იყო, რომელიც ახლანდელი მეხიკოს ტერიტორიაზე ესპანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. მონტესუმამ ინდიელებს ესპანელთა მორჩილებისკენ მოუწოდა, რის გამოც აჯანყებულმა ინდიელებმა საკუთარი ბელადი მოკლეს. ისტორიაში ოდნავ გაცნობიერებულს სამართლიანი ეჭვი გაუჩნდება, აცტეკებს ან მაიას ტომის ხალხს რა უნდათ ჩრდილო ამერიკაში? მათი კულტურა ხომ სამხრეთში ვითარდებოდა? მაგრამ მონტესუმას ციხე–სიმაგრედ წოდებულ ადგილას ისეთი სერვისცენტრი დაგხვდებათ, მუზეუმითა და მაკეტებით, რომ ჩრდილო ამერიკაში ამ ტომის არსებობა ტურისტისთვის აღარცაა არსებითი. როცა იქაურ გიდს ეკითხები, რამდენად ჭეშმარიტია ეს ლეგენდა ფენიქსის შტატში, გპასუხობს, რა მნიშვნელობა აქვს, ნამდვილად იყო თუ არა მონტესუმას ციხე–სიმაგრე ჩრდილოეთ ამერიკაში, მთავარია, ამ ლეგენდამ აქ ჩამოგიყვანათო. გარდა ამისა, მონტესუმას ოქროს განძის შესახებ ლეგენდაც ცნობილია, განძის მაძიებელი ტურისტები დღემდე ამაოდ დაეხეტებიან იმ ტერიტორიაზე ოქროს პოვნის იმედით. მსგავს ფარსს შეხვდებით შოტლანდიის ჩრდილოეთში მდებარე კუნძულ სკაიაზეც, სადაც შოტლანდიელები დინოზავრის კვერცხების სანახავად გაგიძღვებიან. ხანგრძლივად გატარებენ, ვითომცდა ოკეანის მიერ გამორიყული დინოზავრის კვერცხების სანახავად. შესაძლოა, საუკუნეების მანძილზე მათ მიერ დინოზავრის კვერცხებად მონათლული ქვები გაქვავებულიყვნენ კიდეც, მაგრამ რეალურად იქ ქვების მეტი არაფერი გვინახავს. არადა, მის გარშემო უზარმაზარი ინფრასტრუქტურაა. ოთხი დურბინდიც დაამონტაჟეს, რომელიც, რა თქმა უნდა, ფულის ჩაგდების სანაცვლოდ, ოკეანის ხედს დაგათვალიერებინებთ. ამ დროს ჩვენ ქუთაისში სათაფლია გვაქვს დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევით და ტურისტი საქართველოთი არ უნდა ინტერესდებოდეს?

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 