| ქალი და მამაკაცი |

მეცნიერმა თავისუფლად უნდა იაზროვნოს
ჟელიუ ჟელევი – ბულგარული დემოკრატიის მამა
"მე უკვე ისტორიას ვეკუთვნი", – განუცხადა ჟურნალისტებს ჟელიუ ჟელევმა, როდესაც დამთავრდა მისი საპრეზიდენტო ვადა. დასავლურმა პრესამ უმალ აიტაცა ეს სიტყვები. "ფაინენშელ ტაიმსმა" კი მისი მოღვაწეობა ასე შეაფასა:
– ჟელიუ ჟელევი ბულგარული დემოკრატიის მამაა!
ბულგარეთში ჟელევით ბევრი გამოთქვამდა ჯერ აღტაცებას, შემდეგ იმედგაცრუებას. თუმცა ყველა ერთსულოვანია ერთში – ჟელევმა დაამარცხა კომუნიზმი! მის სახელს უკავშირდება ბულგარეთში ახალი ეპოქის დაწყება.
მეცნიერმა თავისუფლად უნდა იაზროვნოს
ჟელევი დაიბადა 1935 წელს შუმენის მახლობლად, გლეხის ოჯახში. დაამთავრა გიმნაზია შუმენში, შემდეგ კი სოფიის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი. წარმოშობამ დიდად განსაზღვრა ჭაბუკი ჟელევის მსოფლმხედველობა. მოგვიანებით ის ამის შესახებ ამბობდა:
– სკოლაში გულწრფელად მჯეროდა კომუნისტური იდეალებისა. ასე იყო უნივერსიტეტშიც, სადაც გამოვირჩეოდი აქტიურობით. სრულიად ახალგაზრდა მიმიღეს პარტიის რიგებში.
კომპარტიის წევრი ჟელევი 1960 წელს გახდა, როდესაც უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა. ერთხანს მშობლიურ სოფელში მუშაობდა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა:
– უდიდესი სურვილი მქონდა მეცნიერული მუშაობა დამეწყო, ამიტომაც ჩავაბარე ასპირანტურაში, – იგონებდა ჟელევი.
ჟელევი განათლებით ფილოსოფოსი იყო. იმხანად ეს მხოლოდ მარქსიზმ–ლენინიზმის კლასიკოსთა შესწავლას ნიშნავდა. ჭაბუკი ჟელევიც გამოთქვამს პირველ პროტესტს:
– რატომ გვტენიან მზამზარეულ ცნებებს? რაო, განა ფილოსოფია მარტოოდენ მარქსისტებით შემოიფარგლება? ჭეშმარიტი მეცნიერისათვის ასეთი დოგმატიზმი მიუღებელია. მეცნიერმა თავისუფლად უნდა იაზროვნოს.
ამას ჟელევი მეგობრების წრეში გამოთქვამს. მას ესმის, რომ ასეთ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. სამაგიეროდ, ბეჯითად კითხულობს აკრძალულ ლიტერატურას, რომელიც ბულგარეთში საზღვარგარეთიდან არალეგალურად შემოჰქონდათ, უსმენს რადიო "თავისუფალ ევროპას", ეცნობა კირკეგორს, ფროიდისა თუ სხვა ფილოსოფოსთა შრომებს. ასპირანტურის დამთავრებისას მეგობრებმა არალეგალური ორგანიზაციის შექმნა შესთავაზეს. ჟელევმა კატეგორიული უარი განაცხადა:
– არა, არა, მე უნდა ვისწავლო.
ასპირანტურა მან ბრწყინვალედ დაამთავრა და საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა. მალე ჟელევი კულტურის ინსტიტუტში მიიწვიეს.
ზომიერი დისიდენტი
– ასპირანტურის დამთავრებისთანავე ჩემი კომუნისტური ილუზიებიდან კვალიც აღარ დარჩა. ეს განაპირობა როგორც დისიდენტური ლიტერატურის, ასევე ჩემი სამეგობროს გავლენამ. მე ხომ იმ ინტელიგენციის წრეში ვტრიალებდი, რომელსაც დღეს 60–იანელებს ეძახიან, – იგონებს ჟელევი.
ჟელევიც ტიპური სამოციანელია. მას გულწრფელად სწამს დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებანი, მაგრამ არც დაშვებულის ზღვარს გადადის. არსებული რეალობა მისთვის მიუღებელია. ის ხმამაღლა გამოთქვამს კიდეც პროტესტს, მაგრამ აკრიტიკებს მხოლოდ სტალინიზმს, დოგმატურ აზროვნებასა და არა სოციალისტურ წყობას.
– 60–იანელთა უმრავლესობა ზომიერი დისიდენტები ვიყავით და დაშვებულის ზღვარს არ გადავდიოდით. ასეთი გახლდით მეც, – გულწრფელად აღიარებდა შემდგომში ჟელევი.
თუმცა, ის მაინც გამოირჩეოდა სხვებისაგან, გამოირჩეოდა უწინარეს ყოვლისა თავისი ნიჭით. ეს აშკარად გამოჩნდა წიგნში "ფაშიზმი". მასზე მუშაობა ჟელევმა 1967 წელს დაასრულა. წიგნმა ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. ტოდორ პავლოვი, ბულგარეთის კომპარტიის მთავარი იდეოლოგი, ხმამაღლა აცხადებდა:
– ესაა ნამდვილი კონტრრევოლუციური გამოხდომა. მოვითხოვ, ჟელიუ ჟელევის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.
რამ გააცოფა ასე პავლოვი? ამაზე ნათელ პასუხს გვაძლევს ჟელევის მეგობარი პოეტი ბლაგა დიმიტროვა:
– ჟელევმა ამომწურავად ახსნა ფაშიზმის წარმოშობა და იდეოლოგია. იმდენად ამომწურავად, რომ ცხადი გახდა ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის მსგავსება.
წიგნიც აიკრძალა, თავად ჟელევი კი საბოლოოდ შერაცხეს "არაკეთილსაიმედოთა" სიაში. უშიშროება მას თვალს არ აცილებდა, მისი ტელეფონი ისმინებოდა, ფიქსირდებოდა ყოველი კონტაქტი. ამან ხელი შეუშალა ჟელევს გადაეცა თავისი წიგნი ამერიკელი ჟურნალისტისათვის. მალე "ფაშიზმი" დასავლეთში გამოიცა. ჟელევიც უშიშროებაში დაიბარეს:
– თქვენ ჩაიდინეთ უმძიმესი დანაშაული. ეს კვალიფიცირდება, როგორც სამშობლოს ღალატი.
– კეთილი, – მშვიდად მიუგო ჟელევმა, – რაკი ასეა, დამაპატიმრეთ. მე არ ვთვლი თავს დამნაშავედ.
ის არ დააპატიმრეს, რადგანაც ჟელევის გვარი უკვე ფართოდ იყო ცნობილი საზღვარგარეთ. არც სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ, თუმცა მისი წიგნი ბულგარეთში კვლავაც აკრძალული იყო. ჟელევს უბრალოდ ჩაუგდეს სადოქტორო დისერტაცია, დაუხშეს გზა უნივერსიტეტისკენ, არ მისცეს ბინა. მეცნიერი, რომლის სახელიც ფართოდ იყო ცნობილი ევროპაში, ცოლთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. როდესაც ჟელევს უცხოელი ჟურნალისტები ან მეცნიერები ესტუმრებოდნენ ხოლმე, გაოცებას ვერ მალავდნენ:
– როგორ ცხოვრობთ ასეთ სივიწროვეში?
"ფაშიზმი" ბულგარეთში ლეგალურად მხოლოდ 1982 წელს გამოიცა, მაშინ, როდესაც ჟელევმა ბოლო–ბოლო შესძლო სადოქტოროს დაცვა. წიგნი შეზღუდული ტირაჟით (10 ათასი ცალი) გამოიცა. 6 ათასი ეგზემპლიარი თვალის დახამხამებაში გაიყიდა. შემდეგ წიგნი კვლავ აიკრძალა, თუმცა უკვე გვიანი იყო. ჟელევზე, როგორც მეცნიერსა და დემოკრატზე, მთელი ბულგარეთი ალაპარაკდა.
დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი
"პერესტროიკის" დაწყებასთან ერთად, ბულგარეთში გააქტიურდა დემოკრატიული მოძრაობა. არაფორმალური ჯგუფები ერთი–მეორის მიყოლებით იქმნებოდნენ, თუმცა ყველას კარგად ესმოდა უბრალო ჭეშმარიტება:
– აუცილებელია ყველა დემოკრატიული ძალის გაერთიანება, სხვაგვარად კომუნისტებს ვერ დავამხობთ.
გაერთიანებაც დაიწყო, მაგრამ დღის წესრიგში დადგა ფრიად საჩოთირო კითხვა:
– ვინ უნდა იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი?
– რა თქმა უნდა ჟელევი.
ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონდა. ჟელევი ცნობილი იყო, როგორც მეცნიერი, დემოკრატი და კრისტალური პატიოსნების კაცი. თუმცა ზოგიერთი მაინც გამოთქვამდა ეჭვს:
– შესძლებს კი ჟელევი პოლიტიკოსობას?
ჟელევმა ყველა პესიმისტური პროგნოზი გააბათილა. მან მართლაც შესძლო ყველა დემოკრატიული ძალის გაერთიანება. ასე დაიბადა "დემოკრატიულ ძალთა კავშირი", მალე ბულგარეთი მასიურმა დემონსტრაციებმა მოიცვა. ამან შეაშფოთა ხელისუფალნი. დიქტატორმა ტოდორ ჟივკოვმა განაცხადა:
– ჩვენ გავსრესთ ოპოზიციას.
მალე დემონსტრანტთა წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანეს, თუმცა ჯარისკაცები ხალხის მხარეს გადავიდნენ. თავდაცვის მინისტრმა დობრი ჯუროვმა კი განაცხადა:
– არმია ხალხის გვერდითაა. არავითარი დანაშაულებრივი ბრძანება არ იქნება შესრულებული.
მალე გისოსებს მიღმა თავად ტოდორ ჟივკოვი აღმოჩნდა, მაგრამ კომუნისტებმა მაინც შეინარჩუნეს ძალაუფლება. პრეზიდენტი კომპატიის ე. წ. რეფორმატორული ფრთის წარმომადგენელი პეტრე მლადენოვი გახდა. ზოგიერთი თავგაცხელებული ჟელევს საყვედურობდა:
– დოყლაპია, მოგება წაგებად გადააქცია.
ჟელევი უდრტვინველად იტანდა საყვედურებს. მას კარგად ესმოდა, რომ შექმნილ ვითარებაში კომუნისტების დამხობა შეუძლებელი იყო. ქუჩის აქციების გაგრძელებას შესაძლოა სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი მოჰყოლოდა. ამიტომ მოცემულ ეტაპზე აუცილებელი იყო აქციების შეწყვეტა, რათა ხელსაყრელ მომენტში პროტესტი ახალი ძალით განახლებულიყო:
– არ გინდათ საყვედურები, ხომ გაგიგონიათ, მოთმინებითა შენითაო. ჩვენ მოვარყიეთ კომუნისტური რეჟიმი, ჯერჯერობით ეს საკმარისია. რატომ უნდა დავღვაროთ სისხლი დღეს, როდესაც ხვალ გამარჯვება მწიფე მსხალივით ჩაგვივარდება ხელში?
ასეც მოხდა. ავადსახსენებელი "აგვისტოს პუტჩის" დროს პეტრე მლადენოვმა მხარი გკჩპ–ს დაუჭირა. პუტჩი, როგორც ცნობილია, კრახით დასრულდა. ბულგარეთში განახლდა მასიური დემონსტრაციები. მლადენოვი იძულებული გახდა გადამდგარიყო და საერთოდ წასულიყო დიდი პოლიტიკიდან. ჟელიუ ჟელევი კი ტაშის გრიალში აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე.
ჟელევი–პრეზიდენტი
დისიდენტები, მათ შორის ზომიერი დისიდენტებიც, იშვიათად ხდებიან კარგი პრეზიდენტები. დღეს ბულგარეთში ბევრი ლაპარაკობს ჟელიუ ჟელევის შეცდომებზე. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჟელევმა გაბედულად დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები. ამან მოკლე ხანში მთლიანად შეცვალა ბულგარეთი.
რეფორმა მტკივნეული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პოსტკომუნისტურ ქვეყანას ეხება. გამონაკლისი არც ბულგარეთი იყო. უმალ თავი იჩინეს ეკონომიკურმა სირთულეებმა. ზოგიერთი მეგობარი ჟელევს აფრთხილებდა:
– თუკი ასე გაგრძელდა, ხელისუფლებაში კომუნისტები დაბრუნდებიან.
– ეს შეიძლება, – მიუგო ჟელევმა, – მაგრამ კომუნისტური დიქტატურა ბულგარეთში ვეღარ აღდგება.
– სამაგიეროდ, შენი პოლიტიკური კარიერა პრეზიდენტობს ვადის გასვლისთანავე დასრულდება.
– ეგ არ მაღელვებს. ჩემთვის მთავარია, მოვახდინო კომუნიზმის სრული დემონტაჟი, რათა დემოკრატია შეუქცევადი გახდეს.
ჟელევის მთელი მოღვაწეობაც აქეთკენ იყო მიმართული. სულ რაღაც ერთ წელიწადში ძველი კომუნისტური სისტემის ნასახიც აღარ დარჩა. შეიქმნა საბაზრო ეკონომიკა. ახლა კომუნიზმის არანაირ რესტავრაციაზე აღარ შეიძლებოდა ლაპარაკი.
– ვიცი, ბულგარეთში უამრავი პრობლემაა, – განაცხადა ჟელევმა მოსკოვის ტელევიზიასთან ინტერვიუში, – მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარია ის, რომ დემოკრატია ბულგარეთში უკვე შეუქცევადი პროცესია. ბულგარეთმა საბოლოოდ აიღო კურსი დასავლეთისაკენ.
გარდამავალ პერიოდში მმართველი პარტიის ბევრმა წევრმა მოითბო ხელი. ჟელევი გამონაკლისი გახლდათ, ის კვლავაც ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში. ეს ბევრს აოცებდა.
– ბატონო პრეზიდენტო, განა უხერხული არაა სტუმრების მოწვევა ოროთახიან ბინაში? – შეეკიოთხა ჟელევს ჟურნალ "ბოლგარიას" კორესპონდენტი.
– ოფიციალურ სტუმრებს ოფიციალურ რეზიდენციაში იწვევენ, – მიუგო ჟელევმა, – ხოლო ის, ვინც ჩემს პრეზიდენტად არჩევამდეც მოდიოდა, ორ ოთახშიც კარგად დაეტევა.
ზოგჯერ პრეზიდენტებიც ტირიან...
იდეალისტებს ხშირად უჩნდებათ პრობლემები ახლობლებთან. ჟელევი იდეალისტი იყო. მისი ესმოდა მეუღლეს, მაგრამ არ ესმოდათ ქალიშვილებს – სტანკასა და იორდანკას.
– რატომ უნდა ვცხოვრობდეთ მათხოვრებივით? მამა, ბოლო–ბოლო შენ პრეზიდენტი ხარ.
განსაკუთრებით მწვავე გამოდგა კონფლიქტი უმცროს ქალიშვილ იორდანკასთან. მას ერთი ესტრადის მომღერალი შეუყვარდა. მამა აფრთხილებდა:
– თავი დაანებე ამ შარახვეტიას, მას ჩემი თანამდებობის გამო უყვარხარ.
იორდანკა აიმრიზა, თუმცა არაფერი უპასუხა. მალე გოგონამ მამას თხოვნით მიმართა:
– მამა, იქნებ გამიხერხო რაიმე.
– რა გინდა?
– ჩემ საქმროს სურს ტელევიზიის წამყვანი გახდეს.
– ასეთი საკითხები მე არ მეხება. უნდა გაიაროს კონკურსი, შემდეგ...
– შენ რომ დაგერეკა, ყველაფერი მოგვარდებოდა.
– დავრეკო? არავითარ შემთხვევაში.
მალე საქმრომ იორდანკა მიატოვა. სასოწარკვეთილმა გოგონამაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ჟელევისათვის ეს უდიდესი დარტყმა იყო.
– ასე მწარედ არასოდეს მიტირია, – ამბობდა ის.
სტანკამ დის სიკვდილში მამა დაადანაშაულა და ამის შესახებ პირდაპირ პირში მიახალა:
– ის შენ დაღუპე, შენი სულელური პრინციპების გამო.
მალე სტანკა პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად. ცოტა ხნის შემდეგ მამას დაურეკა და უთხრა, რომ ერთ კოლუმბიელ ბიზნესმენზე თხოვდებოდა.
– იმედია, მაფიოზი არ არის, – გაეხუმრა ქალიშვილს ჟელევი.
– არა, პატიოსანი კაცია, – სერიოზულად მიუგო შვილმა.
სტანკას თავის ქორწილში მამა არ დაუპატიჟებია.

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)