| ქალი და მამაკაცი |

აღმოჩენა ბაგრატის ტაძარში
"ბაგრატის სამარხში შეიძლება თამარ მეფის წინაპარი განისვენებს"
ბაგრატის ტაძარში მიკვლეული დიდგვაროვანი ქალბატონის სამარხს უკვე ეპოქალური აღმოჩენა ეწოდა. არქეოლოგებმა ნეშტს, ბაგრატის ტაძარში ფუნდამენტის გამაგრებითი სამუშაოების დროს მიაკვლიეს. სამარხი ტაძრის დარბაზში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით მდებარეობს. ნაპოვნია მე–8–9 საუკუნეებით დათარიღებული ოქროს საყურეები, სასაფეთქლეები, ლალისთვლიანი ბეჭდები, მინის სამაჯურები და ქალის სხვა აქსესუარები.
სამარხი სპეციალური ხსნარითაა დამუშავებული, რაც იშვიათი მოვლენა ყოფილა. სამარხს ზემოდან ქვაყუთი ადევს. სამკაულების ოდენობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბაგრატის მთელ პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს. სულ მალე ანთროპოლოგიური ლაბორატორია დიდგვაროვანი ქალის ასაკს, სიმაღლეს, პროპორციებს, გადატანილ დაავადებებსა და გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ბუნებაში არაფერი არ ქრება, ამიტომ ისიც გაირკვევა, წელიწადის რა დროს აღესრულა იგი, რა საკვებს მიირთმევდა. ერთი რამ კი უკვე შეიძლება ითქვას, რომ შუასაუკუნეებში ასეთი მდიდრული აქსესუარებით დაკრძალვა ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. გარდა ამისა, ნეშტი უშუალოდ ბაგრატის ტაძარს არ უნდა ეკუთვნოდეს, არამედ მე–7 საუკუნეში აშენებულ ტაძარს, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე იდგა იქ.
ისტორიკოს, პროფესორ გიორგი ანჩაბაძეს არ უკვირს ბაგრატის სამარხში დაკრძალული დიდგვაროვანი ქალბატონის ასე პომპეზურად დაკრძალვა, რადგან თუნდაც თეიმურაზ მეორის ნეშტზე მასიური ჯვარი აღმოაჩინეს.
გიორგი ანჩაბაძე:
– აქამდე არსებული ინფორმაციით, ბაგრატის აღმოჩენა მერვე–მეცხრე საუკუნეებით თარიღდება. ამ შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაზე რეალური იქნებოდა, ამ ქალბატონის ცხედარი დავუკავშიროთ აფხაზთა სამეფო დინასტიას, რომლის დედაქალაქი იმ დროს სწორედ ქუთაისში იყო. ძნელია თქმა, როგორია ამ ქალის სტატუსი, ვინ იყო იგი. თუმცა ცხადია, რომ იგი სახელმწიფოს ზედა ფენას ეკუთვნოდა. ალბათ სამეფო ოჯახის წევრი იყო, რადგან ასეთ მდიდრულ სამარხში განისვენებს. გარდა ამისა, სასახლესთან ახლოს ალბათ კარის ეკლესია მდებარეობდა და ამიტომაც დაკრძალეს იმ ადგილას. სწორედ მეფეთა სასახლე ბაგრატის ტაძრიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში იყო, ცოტა უფრო მარჯვნივ (თუ ქალაქიდან ვუყურებთ). იქვე იქნებოდა კარის ეკლესია და ალბათ იქ იყო ეს სამარხიც. მოგვიანებით, თუ ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება, ბევრი რამ გაირკვევა.
– მეცნიერები აცხადებენ, რომ მისი ნეშტის მუცლის ღრუს ანალიზით გაირკვევა, თუ რას მიირთმევდა ეს ქალბატონი, როგორ იკვებებოდა იგი.
– ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა ბევრ რამეზე შეიძლება მოგვცეს პასუხი. ასაკიც დაადგინოს, თუ სად გაიზარდა ეს დიდგვაროვანი. იმის მიხედვით, კბილებში როგორი შემცველობა, რა ელემენტები აქვს, დადგინდება, სად სვამდა წყალს, სადაური წარმოშობის გახლდათ.
– შესაძლოა, სოხუმის მიდამოებშიც გაზრდილიყო და შემდეგ ქუთაისისკენ გადმოსულიყო?
– თუ ეს მართლაც მერვე საუკუნის საფლავია, შესაძლებელია ასეც მომხდარიყო, რადგან აფხაზთა დინასტია ქუთაისში გადმოდის დაახლოებით მერვე საუკუნის სამოციან–საამოცდაათიან წლებში.
– რას სძენს ეს აღმოჩენა ჩვენს ისტორიას?
– შუასაუკუნეების მანდილოსნის მდიდრული სამარხი იშვიათად გვაქვს მოპოვებული. საერთოდ, ჩვენთან უფრო განვითარებულია ბრინჯაოს, ანტიკური ხანის მასალები, რომლებიც მართლაც მდიდრული სამარხებია, რადგან მაშინდელი რელიგიური რწმენა–წარმოდგენების მიხედვით, სამარხებში ატანდნენ ადამიანს იმ ნივთებს, რაც ცხოვრებაში ეკუთვნოდა. ქრისტიანული სამარხები შედარებით უფრო ღარიბია. ამ შემთხვევაში, მაინც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულად ამ ქრისტიანულ სამარხში სამკაული ინახებოდა, რადგან სამკაული შეეძლოთ ჩაეყოლებინათ და ალბათ, ამას აკეთებდნენ კიდეც ჩვენი წინაპრები.
– თუმცა, ბაგრატის ტაძართან აღმოჩენილ ამ სამარხში ძალიან ბევრი სამკაულია, რაც ქრისტიანისთვის ცოტა შეუფერებელია.
– დიახ, ძალიან ბევრია. მიუხედავად ამისა, ეს უთუოდ ქრისტიანული სამარხია. ეს პირადი ნივთებია და ამის ჩატანება წარმართულ რწმენასთან არაა დაკავშირებული. იმავე თეიმურაზ მეორის სამარხი რომ გახსნეს, (მოგეხსენებათ, იგი ასტრახანში იყო დამარხული, ახლაც იქ განისვენებს), მას გულზე ძალიან მასიური ოქროს ჯვარი ჰქონდა. ეს პირადი ნივთი იყო და ამიტომ ჩაატანეს, ასევეა, ამ ქალბატონის შემთხვევაში, ეს სამკაულები მისი პირადი ნივთებია. ეს არ უკავშირდება რაიმე წარმოდგენას, რომ თურმე საიქიოში გამოიყენებს ამ ნივთებს, აქ წარმართული წარმოდგენები არაფერ შუაშია.
– აქამდე ბაგრატის ტაძრის მიდამოები თუ იყო გახსნილი? რატომ არ ხერხდებოდა ამ აღმოჩენის მოძიება უფრო ადრე?
– ახლახანს დაიწყო ბაგრატის ტაძრის ფუნდამენტური რეკონსტრუქცია, მისი გამაგრება–დაკონსერვების მიზნით. ამის წარმოება მარტივად არ შეიძლება, რომ პირდაპირ მუშები და მშენებლები მივაყენოთ და მათ დაიწყონ მუშაობა. ჯერ მეცნიერებმა, არქეოლოგებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა უნდა შეისწავლონ ტერიტორია.
– მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლება აღმოჩენილიყო ბაგრატის მიდამოებში?
– პირადად მე სპეციალურად ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამიკვირდებოდა. ბაგრატის ტაძარი აშენებულია მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, 1003 წელს გაიხსნა იგი, მაშინ მოხდა მისი კურთხევა. სავსებით შესაძლებელია, ადრე იქ იყო სხვა ეკლესია. როგორც წესი, მე–11საუკუნის დიდი ტაძრები, ძველი ეკლესიის ნაფუძნარზე შენდებოდა. მაგალითად, სვეტიცხოველი. ეს ტრადიცია გრძელდებოდა, ძველი ეკლესიის ნაცვლად ახალ ტაძარს აგებდნენ. იგივე ჩვენი თბილისის ანჩისხატი, რომელიც 1907 წელსაა აგებული, იმ ადგილას ადრე შუა საუკუნეების ეკლესია იდგა. ასევეა, სიონიც, მის ადგილას ძველი ეკლესია იყო. როგორც გითხარით, ბაგრატის მახლობლად გასული საუკუნის მეორე ნახევარში მეფის სასახლე აღმოჩნდა. ცხადია, მეფის სასახლეს კარის ეკლესია უნდა ჰქონოდა. შესაძლებელია, სადაც ამ ქალბატონის ნეშტია აღმოჩენილი, სწორედ იქ იყო კარის ეკლესიის ადგილი. ამიტომაც, ის თვითონ ეკლესიაშია დამარხული და მეცნიერები ამას წააწყდნენ კიდეც ახლა.
– ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ეს დიდგვაროვანი ქალბატონი მეფე მირის მეუღლე, დედოფალი იყო.
– მირი და არჩილი ქართლის ერისმთავრები გახლდნენ. ერისმთავრობა დაახლოებით მეფესავითაა, მაგრამ ცოტა დაბალი იერარქიაა, რადგან პოლიტიკური მოსაზრებებით, მეფედ არ იწოდებოდნენ. ისინი ფლობდნენ დღევანდელი იმერეთისა და სამეგრელოს ტერიტორიასაც, ეგრისს. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აფხაზთა მთავართან, ლეონ პირველთან. ლეონთან ერთად მირმა და არჩილმა მოიგერიეს დასავლეთ საქართველოში მურვან ყრუს შემოსევა. მირი ბრძოლაში დაიღუპა. შემდეგ, როგორც ქართლის ცხოვრებაშია აღწერილი, არჩილსა და ლეონს შორის შეხვედრა შედგა, მათ მტკიცე მეგობრობის და მოყვრობის ფიცი დადეს. ამ ფიცის გასამტკიცებლად არჩილმა თავისი დის შვილი, მირის ქალიშვილი, მიათხოვა ლეონ პირველს, რომელიც მაშინ მთავარი იყო.
– ლეონი რა გვარის იყო?
– ლეონის ზუსტი გვარი ისტორიას არ შემორჩენია. ამიტომ მეცნიერები მათ პირობითად უწოდებენ ანუსიდების ან ლეონების საგვარეულოს. იგი აფხაზი მთავარი იყო. ლეონ | ქუთაისში არ იჯდა მეფედ ან მთავრად, ქუთაისში მარტო მისი ძმის შვილი – ლეონ || გადმოვიდა. ასე რომ, მე უფრო ვფიქრობ, რომ ლეონ |–ის ცოლი, სადღაც იქვე, ანაკოფიაში დაიმარხებოდა, სადაც მაშინდელი აფხაზეთის მთავრების დედაქალაქი მდებარეობდა. თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ბაგრატის აღმოჩენასთან დაკავშირებით კი შეიძლება დავუშვათ, რომ იმავე ლეონ ||–ის ან მისი რომელიმე შთამომავლის მეუღლე ან ქალიშვილი, უფლისწული იყოს დაკრძალული.
– ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით აფხაზები ხომ არ გამოთქვამენ პრეტენზიას და თავის სასარგებლოდ ხომ არ მიითვლიან? მით უფრო, რომ სერგეი შამბაც გამოეხმაურა ამ სიახლეს. მან, მართალია, განაცხადა, რომ აფხაზ მეცნიერებს ამ არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობის მიღების სურვილი არ აქვთ, მაგრამ თავად შამბაც აცხადებს პრეტენზიას ამ მემკვიდრეობაზე.
– რა თქმა უნდა, აფხაზეთში ეს აღმოჩენა ინტერესს გამოიწვევს. რაც აფხაზურ სამეფოს უკავშირდება, ეს ერთნაირად საინტერესოა როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა. ბაგრატის სამარხის აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძველ საერთო ისტორიას. მათი პრეტენზია აქ რა მოსატანია, აფხაზებს არავინ უკრძალავს, გაეცნონ ამ მასალებს.
– ძველი აფხაზები და ჩვენ – ქართველები ხომ ერთი მოდგმის ხალხი ვიყავით, ისევე, როგორც კახელები, მეგრელები და სხვა?
– რა თქმა უნდა, ბაგრატის სამარხის აღმოჩენაც სწორედ იმ ფაქტის მაჩვენებელია, როცა მჭიდრო ურთიერთობა და ერთობა გვქონდა, ყველანაირი გაგებით.
– შამბას არ აქვს საფუძველი თქვას, რომ აფხაზები ცალკე იყვნენ?
– ამ არტეფაქტებით ამის თქმა არ შეიძლება. ასე არც უნდა დადგეს ეს საკითხი.
– რა ინფორმაციას ფლობთ, აფხაზეთში არსებული ქართული ტაძრებიდან ხომ არ გადის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეები?
– რამდენადაც შეუძლიათ, იქ ტაძრებსა და ისტორიულ ფაქტებს აქცევენ ყურადღებას. ერთ დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დაანგრიეს ბედიის ტაძარი. მაშინაც ვთქვი, რომ ეს არ იყო მართალი. აფხაზებს იქ არსებული ტაძრები და არქეოლოგიური განძი, მათი, აფხაზეთის ისტორიის კუთვნილებად მიაჩნიათ. ამიტომ ტაძრების განადგურების პოლიტიკა არ იქნება.
– გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატ |||, რომელმაც ეს ტაძარი ააშენა, აფხაზთა მეფედაც ხომ ითვლებოდა?
– თავიდან ბაგრატი ატარებდა აფხაზთა მეფის ტიტულატურას. ის მამით ტაო–კლარჯეთელი ბაგრატიონი გახლდათ, მაგრამ დედა აფხაზთა მეფის ასული ჰყავდა. აფხაზთა სამეფოში გარკვეული შიდაბრძოლა მოხდა, ბაგრატის დედის – გურანდუხტ დედოფლის ძმებმა ამ ომში, ფაქტობრივად, ამოწყვიტეს ერთმანეთი და ტახტი დარჩა გურანდუხტს. მისგან უკვე გადაეცა მის ვაჟს – ბაგრატს. ასე რომ, ბაგრატი ტახტზე ავიდა, როგორც აფხაზთა მეფე. ამიტომ ის, თავის თავს, პირველ რიგში, უწოდებდა აფხაზთა მეფეს. თუმცა, შემდეგ აფხაზთა სამეფოზე დაყრდნობით, მან გააერთიანა მთელი საქართველო. როდესაც მისი მამა –გ ურგენ ბაგრატიონი გარდაიცვალა, ის ატარებდა ქართველთა მეფის ტიტულს. ეს არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ქართველების მეფე იყო გურგენი. ეს სამეფოს ტიტულატურაა. აფხაზთა მეფე გულისხმობს აფხაზების მეფესაც, გურულებისაც, მეგრელების, სვანების, იმერლების და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მეფეს. ქართველთა მეფე კი ნიშნავს ტაო–კლარჯეთის მეფეს და არა კახეთის ან ჰერეთის მეფეს მხოლოდ. მამამისს ჰქონდა ტიტული ქართველთა მეფე. მისი გარდაცვალების შემდეგ ბაგრატმა მიიღო ტიტული –აფხაზთა და ქართველთა მეფე. შემდეგ მან კახეთი და ჰერეთი (იგივე რანი) დაიპყრო და მის ტიტულს დაემატა აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა მეფე. ბაგრატიონების საერთო საქართველოს მეფობა აქედან იწყება. ბაგრატიონები მანამდეც იყვნენ, მაგრამ საერთო საქართველოს მეფეები გახდნენ იმით, რომ ბაგრატ ||| დედით აფხაზთა და მამით ბაგრატიონების შთამომავალი იყო. ბაგრატი ხაზს უსვამდა აფხაზური დინასტიიდან წარმოშობას, რადგან, როგორც მეფე, მათგან გახდა. მას ეკუთვნის აფხაზეთის მეფეთა ე.წ. დივანი, მე–11 საუკუნის ქართული დოკუმენტი, სადაც წერს, თუ ვინ იყვნენ აფხაზთა მეფეები. იქვე მიუთითებს, როდის გამეფდნენ აფხაზთა მეფეები, რამდენ წელს ცხოვრობდნენ, ბოლოს წერს, ყველა ამ მეფეთა შემდეგ მე გავხდი მეფე ბაგრატი, ვეუფლე დედულეთსა ჩემსა აფხაზეთს. რამდენ ხანს, ვიქნები მეფედ, ეს ღმერთმა იცისო. თავის მემორანდუმში ის უფრო აფხაზთა დინასტიას უკავშირებს საკუთარ თავს, თუმცა იგი ბაგრატიონია. ხოლო ბაგრატიონები, როგორც ერთიანი საქართველოს მეფეები, სწორედ ამ ბაგრატის შთამომავლები არიან.
– თუ მე–8 საუკუნე გამოირიცხა, მაშინ, შესაძლოა, ეს სამარხი რამენაირად უკავშირდებოდეს მე–12 საუკუნეს და თამარ მეფეს?
– აზრი ვრცელდებოდა, იქნებ თამარ მეფე არისო. თამარ მეფე არ არის, მაგრამ ალბათ თამარ მეფის ერთ–ერთი წინაპარია.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 