| ქალი და მამაკაცი |

"ჩემი გვარი 300 წელია გალობს"
ანზორ ერქომაიშვილი: "ქართულ საგალობელს ბერძნულისგან სასესხები არაფერი აქვს"
ცნობილი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის თქმით, იმ რეპრესიულ წლებშიც არავინ გათქვა, რომ მათმა ოჯახმა დიდი ბაბუა წესის აგებით დაასაფლავა.
– ქართულ ეკლესიაში ბერძნულ გალობასაც მოისმენდით, რატომ მოხდა დიფერენცირება და ქართულის ჩანაცვლება ბერძნულით?
– ეს ცოტა მტკივნეული საკითხია. ვინც არ არის ჩახედული ბერძნულ და ქართულ კილოებში, სხვის ფეხის ხმასაა აყოლილი. ყველას აზრი მისაღებია, მაგრამ იგი საღი უნდა იყოს. ქართული გალობა უძველესი და ეროვნულია, ჩვენი პირველი პროფესიული მუსიკაა. ადრეული მგალობლები პროფესიონალი კომპოზიტორებიც იყვნენ, რომლებიც ტექსტებზე თავის ჰანგს აგებდნენ. ეს ჰანგი ძირითადად ქართული მოტივებიდან მოდიოდა.
– ქართული გალობა ბერძნულისგან მრავალხმიანობით განსხვავდება?
– ბერძნული გალობა დღემდე ერთხმიანია, ჩვენი კი მრავალხმიანია. საინტერესოა, რომ მიქაელ მოდრეკილისა და ძველ ქართველ მგალობელთა მაშინდელი ჩანაწერებია გადატანილი სანოტო სისტემაზე. ეს ყველაფერი შემონახულია. ივანე ჯავახიშვილი ბრძანებდა, თუ უწინარეს არა, მე–8–10 საუკუნეებში ქართველებს მრავალხმიანობა უნდა ჰქონოდათო და ჩამოთვლილი აქვს ცენტრები, სადაც გალობდნენ ჩვენი წინაპრები. ამ მრავალხმიან სიმღერაში, რასაკვირველია, გალობაც შედის. ახლა რატომღაც ძველ ბერძნულ გალობას ახსენებენ, ზოგიერთები საუკუნეებსაც ასახელებენ, თითქოს ეს მე–5–6 საუკუნიდან მოდის. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან შარშანწინ ვიყავი საბერძნეთში, გამაცნეს ცნობილი იქაური მგალობელი და ამ საქმის სპეციალისტი, რომელმაც ლექცია წაიკითხა ბერძნულ გალობასა და მაშინდელი ტექსტების გაშიფვრის სისტემაზე, რითაც ძველი ჩანაწერები გაიშიფრა. ბერძენი მგალობლისთვის არ მითქვამს, ბერძნულ გალობასთან დაკავშირებით რა პრობლემა იყო საქართველოში და ისე ვკითხე, რომელი საუკუნის საგალობლები გაქვთ, რომლებზეც ახლა ბრძანებთ–მეთქი. მისგან ასეთი პასუხი მოვისმინე, ეს მე–17–18 საუკუნის საგალობლებია, ძველი არ არის, დაკარგულიაო. ამიტომ უკვე მცდარია აქაურთა მიერ ბერძნული საგალობლების გამოქომაგება. ბერძნებს კარგი საგალობლები აქვთ და თავისი კულტურაც ეყოფათ, რომ კიდევ ჩვენი არ დავამატოთ. ქართულ საგალობელს ვინმესგან სასესხები არაფერი სჭირს, პირიქითაა.
– ჩვენ გარდა, მრავალხმიანობა არსადაა?
– ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში – თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში სულ მონოდიური ანუ ერთხმიანი კულტურა იყო. ასევეა, რუსეთშიც, ამ ქვეყანაში ძალიან გვიან შევიდა მრავალხმიანობა. ამიტომ დღემდე მსოფლიოს განცვიფრებას იწვევს, მათ შორის, ეთნომუსიკოლოგებსაც აკვირვებთ, როგორ მოხდა საოცრება, რომ ამხელა ქვეყნებს შიგნით პატარა კუნძული აღმოჩნდა საქართველოს სახით, სადაც ასეთი დონის მრავალხმიანობა აღმოცენდა.
– მეცნიერები შუამდინარულ ცივილიზაციასთან იბერიელების ნათესაურ კავშირზეც საუბრობენ. თუ არის დაფიქსირებული, უძველეს ხალხებთან, შუმერებთან, ქალდეველებთან, მრავალხმიანი კულტურის არსებობა?
– არსადაა დაფიქსირებული, რომ იმ დროს მრავალხმიანობა იყო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა ქსენოფონტემ თავისი ნაშრომის მთელი თავი მიუძღვნა ქართველების ცხოვრებას. საინტერესოა, რომ ქსენოფონტე ერთ ომს აღწერს, რომლის კომენტირების დროსაც აღნიშნავს, ქართველები თურმე ომსაც ცეკვა–სიმღერით იწყებენო. ქსენოფონტეს თუ ვერწმუნებით, სანამ ქართული ტომები ერთმანეთს საბრძოლველად დაეტაკებოდნენ, ერთმანეთის საპირისპიროდ დამდგარან. ჯერ სიმღერა გაუჩაღებიათ, შემდეგ – ცეკვა. ბერძენი ისტორიკოსი წერს, რომ სულ სხვა ყაიდაზე მღეროდნენო. რასაკვირველია, ქსენოფონტეს მრავალხმიანობის შესახებ არ ეცოდინებოდა, რადგან თავად მის ერში ასეთი რამ არ იყო, ამიტომაც გაუკვირდა ქართველების სიმღერა. ახლა გამალებით იკვლევენ ქსენოფონტეს ნათქვამს, თუ რატომ განცვიფრდა ეს კაცი, რა მოისმინა ასეთი? შესაძლოა, მის ყურს მართლაც ქართული მრავალხმიანობა მისწვდა. ეს დამტკიცებული არაა, ვერც დაამტკიცებენ, თუ რას ნიშნავს "სულ სხვა ყაიდაზე სიმღერა". ეს მხოლოდ ვარაუდია.
– ამბობენ, თქვენი გალობა დაედო ფონად პატრიარქის მიერ წაკითხულ ლოცვას.
– კარგი საგალობლები გვაქვს ჩაწერილი, თვითონ პატრიარქი არაჩვეულებრივად კითხულობს. დღეს ძალიან კარგი მგალობლები გვყავს, დავასახელებდი მალხაზ ერქვანიძის გუნდს ანჩისხატში, ამ თანამედროვე ეპოქაში პირველად მათ დაიწყეს ამ საქმის პოპულარიზაცია. არადა, ისეთი მძიმე დროც გვახსოვს, როცა მარტო იმის გამო, რომ ანსამბლი "რუსთავი" გალობდა კიდეც, კინაღამ აგვიკრძალეს უცხოეთში წასვლა. მოგეხსენებათ, მაშინ ეს იკრძალებოდა.
– თქვენი დამოკიდებულება რწმენის მიმართ როგორია?
– მგალობლების შთამომავალი გახლავართ, 300 წლის მანძილზე მღეროდა ჩემი გვარი. ამ ხნის განმავლობაში, ეტყობა, ჩვენში ჩამოყალიბდა გარკვეული გენი, რაც ჩემზეც გადმოვიდა. ბაბუას სასულიერო პირად ამზადებდნენ და იმ მძიმე წლებში აღარ დასცალდა. იმის გამო, რომ მთელი ჩვენი გვარი მგალობელი იყო, ცხადია, ღრმადმორწმუნეობითაც გამოირჩეოდნენ. მართალია, ჩვენ ათეიზმის ეპოქაში გავიზარდეთ, მკაცრად გვიკრძალავდნენ ეკლესიაში შესვლას, მაგრამ თვითონ მე ბუნებით მორწმუნე ვიყავი. ბავშვობაში ვლოცულობდი, ბებია მასწავლიდა ლოცვებს. სხვათა შორის, ერთადერთი კაცი გახლდით ჩემ გარემოცვაში, რომელმაც ისე გავიარე მთელი ცხოვრება კომუნისტურ ეპოქაში, რომ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ვერაფრით შემიტყუეს პარტიაში, რაღაცნაირად ვისხლეტდი ამას და სამშვიდობოს გავდიოდი. ედური კვერნაძე მყავდა მეგობარი, დაიღუპა საწყალი. მახსოვს, სიონის წინ, აღდგომის წინა დღეს მივდივართ, უცებ მოგვეპარა ვიღაც კომკავშირელი და კადრები გადაგვიღო, რათა მეორე დღეს "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოვეჭენებინეთ. გამოეკიდა ედურა, დაიჭირა და ურტყა. ისეთი დრო იყო, შინაგანად მორწმუნე კაცი ეკლესიის მახლობლად ვერ გაივლიდა. ჩვენმა პატრიარქმა უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ ეკლესიას, მან მოაბრუნა სინათლისკენ მთელი ერი. პატრიარქი რომ არა, როცა კგბ და საბჭოთა იდეოლოგია მახვილივით იყო მომართული, სულიერად გაგვიჭირდებოდა. იმ პერიოდში უწმინდესმა დანის პირზე იარა და მოსესავით ატარა მთელი ერი, რომ რწმენაში მოეყვანა.
– ადრეულ წლებში თქვენს ოჯახში სასულიერო პირებზე ლაპარაკი არ იკრძალებოდა?
– მახსოვს, კათალიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე რომ ჩაბრძანდა ბათუმში. იმდენად პატარა ვიყავი, მამა მიყვებოდა, თურმე საშინელ ჭყლეტაში მოვყევით, რადგან აუარება ხალხი მოასკდა ბათუმის ეკლესიას. მართალია, მამაჩემმა წამიყვანა ამ დიდ დღესასწაულზე, მაგრამ ბებიას უკან წამოვუყვანივარ, არ გაჭყლიტონ ბავშვიო. მიუხედავად ამისა, მამას მაინც მოუხერხებია ეკლესიაში შესვლა. მახსოვს, 107 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი დიდი ბაბუა, გიგო ერქომაიშვილი (ცნობილი ლოტბარის არტემ ერქომაიშვილის მამა), კარგად მახსოვს, მოიყვანეს მღვდელი, მოვიდნენ ცნობილი მომღერლები, მათ შორის, ვარლამ სიმონიშვილი. გიგოს მთელი წირვის წესი აღუვლინეს, ისე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკადრებოდა. მთელი სოფელი შეშინებული იყო, ყველას ეგონა, ბაბუაჩემს დაიჭერდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო, რაიკომის მდივანიც მოვიდა, ვასო სიხარულიძე, მაგრამ არავის არაფერი გაუთქვამს. იმ პერიოდში კარგი ხალხიც არსებობდა. ისე დავასაფლავეთ მიცვალებული, ყველა ამბობდა, არტემმა გიგო ღირსეულად დაკრძალაო.
– ბევრი ერი გალობს, მაგრამ გამიგია, ქართული გალობა უფრო ახლოს ადის ღმერთთან.
– რამდენიმე წლის წინ გერმანიაში, ბერლინის ყველაზე დიდ ეკლესიაში გვქონდა კონცერტი. ზღვა ხალხი მოვიდა, ეკლესია გადაჭედილი იყო, ბიძინა კვერნაძე გახლდათ სტუმრად წამოსული და იხუმრა, იმდენი ხალხი მოვიდა, მღვდლები გარეთ დარჩნენო. ერთ–ერთ მუსიკათმცოდნეს მიჰყავდა ჩვენი კონცერტი, გამოვიდა და თქვა, ახლა თქვენ წინაშე ქართული ანსამბლი წარდგება, ქართველები ის ხალხია, რომლებიც ღმერთს სიმღერითა და გალობით ესაუბრებიანო.
– წმიდა მიწაზე თუ გიგალობიათ?
– წმიდა ადგილებში არ მიგალობია. მე რამდენჯერმე ვიყავი წმიდა მიწაზე, მაგრამ არ მიგალობია. მოძღვარი მყავს, ყოველ კვირას პატრიარქთან სამებაში ავდივარ, წირვა–ლოცვას ვესწრები.

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 