| ქალი და მამაკაცი |

ციკლოპებად გადაქცეული პიგმეები
ციკლოპებად გადაქცეული პიგმეები
ლიმპოპოდან 300 კილომეტრით დაშორებული ნანგრევები 100 წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინა მოგზაურმა და სპილოებზე მონადირე ადამ რენდერმა, რომელმაც პირველმა გადმოგვცა საოცარი ციხე–სიმაგრის საიდუმლო, და პირველი მითიც მის შესახებ, რომელიც იქაურ ველურ ტომებს დაესესხა.
მას შემდეგ ნანგრევებს იკვლევდნენ მეცნიერები და ძარცვავდნენ ავანტურისტები, რომლებსაც ეს ადგილი აფრიკის ოქროს სამოთხედ მიაჩნდათ. ამ აზრს გარკვეული საფუძველი გააჩნდა, ვინაიდან მთელი ტერიტორია ნაგებობების გარშემო მოფენილია უძველესი მაღაროებით, სადაც მოიპოვებდნენ რკინას ან სპილენძს, ან ძვირფასს ლითონებსაც. ტატაბელეს ტომები ჯუნგლებში მდებარე ნანგრევებს "ზიმბაბვეს" უწოდებდნენ, სწორედ ამ სახელით შევიდნენ ისინი იმ ამოუხსნელი მოვლენებისა და საგნების გრძელ ჩამონათვალში, რომელიც მე–20 საუკუნეში წარმოიშობოდა მკვლევართა წინაშე.
მეცნიერებმა აქ ე.წ. აკროპოლს მიაგნეს, რომელსაც გორაკის მწვერვალი ეკავა, და კიდევ რაღაც ნაგებობის ნარჩენები. ციტადელში შედიოდა 15 მეტრის სიმაღლის მასიური კოშკი და კედლები, რომელთა სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა და რომელსაც მნიშვნელოვანი ფართობი ჰქონდა შემოსაზღვრული. მოყვარული არქეოლოგების ხელში ზოგჯერ ხვდებოდა რკინისა და სპილენძის ნაკეთობები, ზოგჯერ კი – ოქროს ნივთებიც. ამ ნივთების საფუძველზე აღმოჩენებს მე–14 საუკუნეს მიაწერდნენ, მაგრამ მოგვიანებით მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გათხრებმა აჩვენა, რომ აქ მცხოვრები ხალხების კულტურა უფრო ადრინდელ პერიოდს განეკუთვნებოდა. ასეთი ვარაუდი ჩატარებულმა ნახშირწყალბადის ანალიზმაც დაადასტურა, რომელიც უძველესი კონსტრუქციების ნარჩენებს ჩაუტარდა, რომლებიც ქვის კედლების ძირში იქნა აღმოჩენილი. როგორც გაირკვა, მათ მე–6–8 საუკუნეებში იყენებდნენ. ასწლეულების სიღრმიდან ამოტივტივდა აფრიკის ცენტრში მდებარე სახელმწიფოს სხვა სახელწოდება "მონოტაპა" (მაღაროთა მფლობელი), რომელიც მე–13–14 საუკუნეებში არსებობდა.
ამ აღმოჩენებში ყველა შთამბეჭდავად აფრიკული აკროპოლის ციკლოპური ზომები გამოიყურება. მისი კედლები ოთხი–ხუთი მეტრი სისქის იყო და დიდი ლოდებით იყო ნაგები. ასეთი მძლავრი თავდაცვითი ნაგებობის ხილვისას ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ რომელი ძლიერი მტრები ემუქრებოდნენ ციტადელის დამცველებს. ვინაიდან კედლის ამშენებლებს ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. ქვის ლოდები გორაკის თავზე აჰქონდათ და შემდეგ ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. ამავე პრინციპით აგებდნენ ისტორიამდელ პერიოდში უძველესი ხალხები მეგალითებსა და დოლმენებს. კოშკი გიგანტურ მონოლითს წარმოადგენს შიდა ნაგებობებისა და შესასვლელის გარეშე და ისიც შეიძლება მივაკუთვნოთ მეგალითის ეპოქას.
კედელს აქვს გრანიტში გამოკვეთილი საფეხურები, რომელიც კვადრატული ფორმის კარისკენ მიდის, რომელიც 105 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საფეხურები იმდენად პატრაა, რომ მასზე ფეხის მოკიდება ჩვეულებრივ ადამიანს ძალიან უჭირს, ხოლო მისი დახმარებით ზევით ასვლა ნამდვილი ტანჯვაა. ასეთი კიბე შესაძლოა შემთხვევითობისთვის მიგეკუთვნებინათ, რომ არა ის ვიწრო გასასვლელები ნანგრევებში, რომლებიც კუსკოს (ლათინური ამერიკა) გვირაბებს ჰგავს. ანსამბლის ამ გაურკვეველ დეტალებზე მითითებით მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კარის ჭრილები ციხე–სიმაგრეში ასევე ძლივს აღწევს მეტრნახევარს სიმაღლეში, რაც იმ მიდამოების მკვიდრი პიგმეების სიმაღლეს შეესაბამება. და ბოლოს, როგორც არქეოლოგებმა დაადგინეს, რომლებიც ციხესიმაგრის ახლომდებარე მაღაროებს იკვლევდნენ, ისინიც პატარა ტანის ადამიანებზე იყო გათვლილი. ჯუჯებსა და პიგმეებზე უამრავ გადმოცემაში მათ მრავალ შესაძლებლობებს მიაწერდნენ, რომელსაც თუ ციტადელზე შესრულებული სამუშაოებით ვიმსჯელებთ, ისინი ნამდვილად ფლობდნენ.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 