| ქალი და მამაკაცი |

"ორი მამისა და ორი სამშობლოს შვილი ვარ"
სტივენ ლოიდი: "კაცს, რომელსაც მამად ვთვლიდი, მამინაცვალი აღმოჩნდა"
როცა სტივენ ლოიდს "გუმბათთან" დაკავშირების მიზეზი ვკითხე, მიპასუხა: მე ორი მამისა და ორი სამშობლოს შვილის ისტორია მინდა მოგითხროთო. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რა ისტორია უნდა მოეყოლა ქართულად ინგლისური აქცენტით მოსაუბრე ბრიტანელს. სინამდვილეში სტივენი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ლორდის სტივენ ჰენრის ძე ლოიდის შვილი აღმოჩნდა. თუმცა, მან ამის შესახებ დიდი ხნის შემდეგ შეიტყო. სტივენი სვანიძეების ოჯახში გაიზარდა. მას გულმოდგინედ უმალავდნენ ნამდვილი მამის ვინაობას. რა მოხდა სინამდვილეში და როგორ აღმოჩნდა დიდგვაროვანი ლორდის შთამომავალი ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში, ამის შესახებ თავად სტივენი გვიამბობს.
სტივენ ლოიდი:
– მე გახლავართ დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის, სტივენ ჰენრის ძე ლოიდის ვაჟიშვილი. მამის სახელი მქვია და გაურკვევლობის ასაცილებლად ტიტულებით მოგვმართავენ: ჯუნიორ (უმცროსი) ლოიდ და სენიორ (უფროსი) ლოიდ. მამაჩემი დიდ ბრიტანეთში დაიბადა. ის ლინგვისტი გახლდათ, მივლინებით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ქეთი ქართველიშვილი გაიცნო. ქეთის ქართული არისტოკრატიული სილამაზით მოხიბლულმა, მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. სტივენმა პირველად დედასგან გაიგო, რომ არსებობს ქვეყანა – საქართველო, რომელიც მკვეთრად განსხვავდება რუსეთისაგან. ის ძალიან დაინტერესდა საქართველოთი, ქართული ენით და აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა. მამაჩემი დედისერთა იყო. მის მშობლებს უცხოელი რძალი არ უნდოდათ. მათ საქართველოს შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი ქეთი ქართველიშვილს რუსს ეძახდნენ და ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ. ჩემს მშობლებს არც საბჭოთა წყობილების მხრიდან ჰქონდათ თანხმობა. სამწუხაროდ, ჩემი ინგლისელი ბებია და ბაბუა ისე გარდაიცვალნენ, რომ დედაჩემთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. სიცოცხლის ბოლომდე მათ წარმოდგენაში ქეთი ქართველიშვილი დარჩა, როგორც ომისა და "ვოდკის" მოყვარული რუსი. დედა დაიბადა და ცხოვრობდა ე. წ.სამხრეთ ოსეთში, ლენინგორის რაიონში. ჩემი მშობლები იქ დასახლდნენ და იქვე დაქორწინდნენ. მათი ქორწინების მოწმობაც ლენინგორის რაიონის სამოქალაქო რეესტრის მიერ გაიცა. მე და ჩემი და – ქეითიც იქ დავიბადეთ.
– კომუნისტური წყობის პირობებში, საბჭოთა კავშირის ნებისმიერ რესპუბლიკაში, ყველაფერთან ერთად, უცხოელის რეგისტრირება და მასთან ოჯახური ურთიერთობებიც კი იკრძალებოდა. რა ზომები მიიღო მაშინდელმა "კგბ"–მ და როგორ აღიქვა საბჭოთა გოგონას უცხოელზე გათხოვება?
– მიუხედავად იმისა, რომ უცხოელთან ქორწინება აკრძალული იყო, ქორწინების აქტი მაინც შედგა, ხოლო ოფიციალური რეგისტრაციის უფლება მხოლოდ მაშინ მისცეს, როდესაც ორი შვილი შეეძინათ. "კგბ"–ს წევრებს სტივენ ლოიდი ყოველთვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. იგი ისე შეავიწროვეს, რომ აიძულეს უშიშროების თანამშრომლებისთვის კვირაში ერთხელ მოეხსენებინა, თუ რას საქმიანობდა, რითი იყო დაკავებული და სხვა. დედა ამბობს, რომ მამას "კგბ"–სთან ურთიერთობა საკმაოდ გასაიდუმლოებული იყო და მას სასტიკად უკრძალავდნენ ამის შესახებ ოჯახში საუბარსაც კი.
– საქართველოში რას საქმიანობდა ბატონი სტივენი?
– 60–იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია–სემინარებს უკითხავდა ინგლისური ენის კათედრაზე ქართველ პროფესორ–მასწავლებლებს. მიუხედავად იმისა, რომ მამას ყოველ ნაბიჯს კომუნისტური ხელისუფლება აკონტროლებდა, საქართველოზე და ქართველ ქალზე შეყვარებულმა ინგლისელმა ლორდმა მაინც დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში. ქართული მედია ხშირად იხსენებს დიდგვაროვანი ინგლისელის, ლორდ სტივენ ლოიდსა და მის ოჯახს, ასევე უდიდესი სიყვარულით საუბრობენ მასზე თსუ–ში მამას ყოფილი მოსწავლე–პედაგოგები და მეგობრები, ახლა უკვე პროფესორები. ძალიან მამსგავსებენ მამას. როცა მე დავიბადე, მამას უნდოდა მშობლებისთვის გვარის გამგრძელებლის გაჩენა ეხარებინა და ინგლისში წასვლა გადაწყვიტა. ის 1971 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ ჩემი და 2 წლის, მე კი – 14 დღის ვიყავი. ეჭვი მაქვს, რომ მამას ავტოკატასტროფაში დაღუპვა "კგბ–ს" მიერ დაგეგმილი ავარია იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. დედას ვერსიით კი, ავარია შემთხვევითი იყო. ასე დარჩა ქეთი ქართველიშვილი საქართველოში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.
– რა მოხდა შემდეგ?
– დედა მეორედ დაოჯახდა უკეთილშობილეს ადამიანზე, ომარ სვანიძეზე, რომელმაც ობოლი ბავშვები – მე და ქეითი ოსეთიდან თბილისში ჩამოგვიყვანა, გვიშვილა, სახელები შეგვიცვალა და საკუთარი გვარიც მოგვცა. მე კახა, ჩემი და კი – ქეთო სვანიძე იყო.
– რამდენ ხანს სარგებლობდით მამინაცვალის გვარით და როდის გაიგეთ, რომ ინგლისელი ლორდის შთამომავლები იყავით?
– მთელი ცხოვრება ვინც გგონია შენი თავი, უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე ის არ ხარ და ვიღაცამ სამათხოვროდ გაჩუქა გვარი. მე და ქეითი ვიდრე გავიგებდით ჩვენი ბრიტანული წარმოშობის შესახებ, სვანიძეები ვიყავით. ჩვენი წარმოშობის შესახებ ინგლისში გავიგე. 90–იან წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც წარჩინებული სტუდენტი, სწავლის გასაგრძელებლად ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში გამაგზავნა. ბრიტანეთში არაერთი სასწავლებელი დავამთავრე და როდესაც ჯერი მოქალაქეობის მიღებაზე მიდგა, სწორედ მაშინ გავარკვიე, რომ ბრიტანული წარმოშობის ვიყავი. კაცს, რომელსაც მამად ვთლიდი, მამინაცვალი აღმოჩნდა. იქ მშობლების ქორწინების მოწმობა დამჭირდა და ომარის ვთხოვე გამოეგზავნა, მაგრამ ის, თურმე, დედასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ამიტომ, მოწმობის დაკარგვას იმიზეზებდა, ბოლოს რომ აღარ მოვეშვი, ყალბი მოწმობა გამომიგზავნა, რის გამოც მე დამიჭირეს. მაშინ დედას დავურეკე და ვკითხე, რა ხდებოდა. დედამ თქვა, რომ ომარი ჩემი გამზრდელი, ნამდვილი მამა კი – სტივენ ლოიდი იყო. მე შოკში ჩავვარდი. პოლიციაში იმ ღამით დამეძინა, სიზმარში ვნახე ვიღაც კაცი, რომელიც პატიებას მთხოვდა, რადგან მის ქვეყანაში დამაკავეს. როცა ვინაობა ვკითხე, მითხრა, მამაშენი ვარო. მინდოდა ბევრი რამ მეკითხა, მაგრამ ამ დროს ოფიცერი შემოვიდა და გამაღვიძა. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქეთი ქართველიშვილმა იქორწინა სტივენ ლოიდთან და არა ომარ სვანიძესთან. მშობლების შესახებ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთმა შემქმნა, მეორემ კი – გამზარდა, ამიტომაც ორი მამა მყავს და ორივე მიყვარს ისევე, როგორც სამშობლო, განსაკუთრებულად მაშინ ვამაყობ, როცა ქართველს მამსგავსებენ.
– რატომ გიმალავდნენ ქეთი ანუ დედათქვენი და ომარი, მამობილი, თქვენს ნამდვილ ვინაობას?
– ომარმა მე და ქეითი საკუთარი შვილებივით გაგვზარდა, ძალიან ვუყვარდით და ეშინოდა არ დავეკარგეთ. ჩვენ კი, დიდხანს, არაფერი ვიცოდით ჩვენი ბრიტანული წარმოშობის შესახებ. მამინაცვალი მე ინგლისური ენის სწავლას მიკრძალავდა და სპეციალურად გერმანულ სკოლაშიც კი შემიყვანა. ეშინოდა, რაიმე შეხება არ მქონოდა ინგლისურთან, ბრიტანეთში არ წავსულიყავი და, თუნდაც ჭორის დონეზეც კი, რაიმე არ გამეგო ამდენი წლების განმავლობაში დამალული საიდუმლოს შესახებ, მაგრამ როგორც მამობილი ამბობს: "სამწუხაროდ, უმცროსი სტივენ ლოიდის ძარღვებში თავისი ბიოლოგიური მამის ინგლისური სისხლი ჩქეფდა, მის სულში ბრიტანული ხასიათისა და თვისებების მქონე ვეებერთელა ტალღები ღელავდა და პატარა ბიჭს ინგლისისაკენ იზიდავდა. უფრო მეტიც, მან ჩემგან ფარულად სამ თვეში ბრწყინვალე ინგლისური ისწავლა და ბრიტანეთში გაემგზავრა", – თვალცრემლიანი დარდიანად ამოიოხრებს ხოლმე.
– თქვენი მამინაცვალი ცოცხალია? ახლა რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?
– ჩვენი უსაყვარლესი და საოცრად კეთილი მამინაცვალი ცოცხალია და ჩვენთან ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ეს დიდი საიდუმლო გამჟღავნდა და გავიგეთ ჩვენი ინგლისური წარმომავლობის შესახებ, ჩვენი ურთიერთსიყვარული და პატივისცემა გაორმაგდა, კიდევ უფრო გაძლიერდა. უფრო მეტიც, გაოცებული ვარ ამ კაცის სულგრძელობით, რადგან მან იმდენად ძლიერ შეიყვარა და გაითავისა სხვისი შვილები, რომ ალბათ, ბევრ ნამდვილ მამას არ უყვარს საკუთარი. ახლა მისი მეტი მორიდება მაქვს და ოთახში რომ შემოდის, ფეხზე ვდგები. ვერ გამოვრიცხავ და ვიტყვი, რომ ის გულნატკენიცაა ჩვენი ნამდვილი გვარის დაბრუნებით და ახლა უკვე ხშირად იხსენებს ერთ–ერთ ასეთ ფაქტს: მე რვა თვის ვიყავი, როდესაც მან სრულიად შიშველი პირველად ამიყვანა ხელში, თავის მკლავებში ჩამაწვინა, ზეცას გაუწოდა მკლავებში ჩაწვენილი და მოლუღლუღე ჩვილი, ღმერთს მადლობა შესწირა გვარის გამგრძელებელი ვაჟი რომ მიჰგვარა და ორივე ხელით მკერდზე მიმიკრა.
– ომარ სვანიძემ გვარის გამგრძელებლად რატომ აირჩია სხვისი შვილი?
– რადგან არც მას და არც მის დებს შვილი არ უჩნდებოდათ, ამიტომ მისი გვარის გამგრძელებელი მე ვიყავი.
– გაქვთ თუ არა ურთიერთობა თქვენი ნამდვილი გვარის წარმომადგენლებთან?
– ცხადია, დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის, სტივენ ლოიდის შესახებ მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ და მათ საფუძველზე მამისგან მემკვიდრეობით გვერგო მე და ქეითს გვარიც და ტიტულიც; ლორდი სტივენ ლოიდი და ჰერცოგი ქეით ლოიდი. ლოიდი საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული გვარია ინგლისში და ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია. შემოქმედებითი საქმიანობის გამო ჩემი მეგობრები ზედმეტსახელად "დოქტორ ჯონსონს" მიწოდებენ და ასეთ შეფასებას მაძლევენ: "მისი თხოვნა ბრძანებაა, ხოლო მისი აზრი კი – უდავო ჭეშმარიტება". დედას ხშირად უგზავნიან წერილებს ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრები და მისი უდიდებულესობა ელისაბედ ||.
– ბატონო სტივენ, ამჟამად ინგლისში ცხოვრობთ, თუ საქართველოში და რომელი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით? საქართველოში გაზრდილ–დაბადებულს რატომ გაქვთ ინგლისური აქცენტი?
– მე ძალიან მომეწონა მამის სამშობლო – ბრიტანეთი და დიდი ხანია, რაც საცხოვრებლად აღმოსავლეთ ლონდონში გადავედი, რის გამოც აღმოსავლელი შემარქვეს. ჩემი და – ქეით ლოიდი – საქართველოს მოქალაქეა. მიუხედავად, ჩემი უამრავი მცდელობისა, ჯერ არა, მაგრამ იმედი მაქვს, მეც მალე მივიღებ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის მამისეულ ტრადიციას ვაგრძელებ და უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას გამოვხატავ პროფესორ–მასწავლებლების მიმართ. ყოველთვის ძალიან მიხარია თსუ–ში მისვლა და მამას ყოფილ მოსწავლეებთან საუბარი. მსურს, მამას საპატივცემულოდ, ყველას მოვეფერო, რადგან მგონია, რომ ის ისევ იქ არის და რომელიღაც აუდიტორიაში ლექციას კითხულობს. მე ხომ ამ "ცოდნის ტაძარში" ვსწავლობდი და ეს ჩემი უნივერსიტეტიცაა. ჩემი დისშვილებიც თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტობას აპირებენ. მამას მსგავსად, პროფესიით მეც ენათმეცნიერი, ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი და იურისტი ვარ. დავწერე წიგნი "უიღბლო მშვილდოსანი", ვიცი ბევრი ენა და იაპონურ–ქართული ლექსიკონების ავტორი და შემდგენელი გახლავართ. მე ლონდონში კონსული ვარ მოქალაქეობისა და ემიგრაციის საკითხებში, სადაც არის საშუალება ყოველთვის ვიცავ ქართველს, რომ დეპორტაცია არ მოუწიოს. ერთხელ დაგვავალეს დილის 6 საათზე სახლებში მისვლა, შეგვემოწმებინა პასპორტი და ვიზა. როცა ქართველის ოჯახში შევდიოდით, გავიგეთ, რომ ახლაგაზრდა ბიჭი ვიღაცას ესაუბრებოდა, შევედით და მარტო დაგვხვდა. ოფიცერმა ეს შენიშნა და უთხრა: სად არის მეორე, ვისაც ესაუბრებოდით. ქართველმა ბიჭმა გვითხრა, მე კატა მყავს და იმას ველაპარაკებოდი, დაიხარა და იძახის: "ირაკლი, არ გამოხვიდე, ამათ გაიგეს, რომ აქ ხარ". ოფიცერი დარწმუნდა, რომ ირაკლი კატა იყო, მე კი სიმართლე არ გავამხილე. ერთხელ მივედით ოჯახში, იქ ბევრი ქართველი ბიჭი დაგვხვდა. ერთმანეთს ჰკითხეს, სად დამალეთ ყალბი საბუთებიო, მეორემ უპასუხა, ქვედა უჯრაში დევს. ესენი დებილები არიან და ვერ ნახავენო. მე გავბრაზდი, მივედი და სწორედ ის უჯრა გამოვაღე. საიდან გაიგეო, მკითხეს. ვუთხარი, რომ დედა ქართველი მყავს და გავაფრთხილე, კარგად დაემალათ ის საბუთები, თორემ პრობლემები შეგექმნებათ–მეთქი. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.
– ბატონო სტივენ, რა შედარებას გააკეთებდით ბრიტანეთსა და საქართველოს შორის?
– რომ შეიძლებოდეს, საქართველოდან ბრიტანეთში ბევრ სითბოს წავიღებდი. იქ მეზობელსაც კი არ ვიცნობ. როცა კახა სვანიძე ვიყავი, ყველაფერი უცხოური მხიბლავდა. ახლა პირიქით ვარ. ახლა ყველაფერი ქართული მიყვარს, მაგრამ ბრიტანელებისგანაც შეიძლება გადმოვიღოთ, მგალითად, თავაზიანობა, დახვეწილი ინგლისური თვისებები. ერთხელ მაღაზიაში შევედი, გოგონამ მითხრა, თუ არაფერს არ ყიდულობ, ნუ გაჩერდებიო. ეს ინგლისში არ ხდება. ჩემს ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა შინაურ ცხოველებს. ისინი ოჯახის წევრებივით არიან. დედოფალმა 2 ლეკვი მაჩუქა. ჩემთან ცხოვრობენ. დედოფალს 9 ძაღლი ჰყავს. მათთვის ყოველ დილით ვიოლინოს უკრავენ, რომ ცხოველებს კარგი დღე ჰქონდეთ. ჩემს ძაღლებს ნამდვილად არ ჰყავთ მუსიკოსი.
– დედულეთთან,– სამაჩაბლოსთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– 2007 წელს, თამარაშენში გამართულ "ვეფხისტყაოსნის" მარათონზე მეც მიმიწვიეს და ოსურ ენაზე წავიკითხე. იმავე წელს, თბილისის მოსწავლეთა სასახლეში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი, სადაც ოსურ პოეზიაში პირველი ადგილი დავიკავე და სახელმწიფო დიპლომი გადმომცეს. ყველა ამ სიუჟეტების ამსახველი ფაქტები ქართულ–ოსურმა ტელევიზიებმა დიდი სიამაყით გადასცეს პირდაპირ ეთერში.
– ბატონო სტივენ, ისე, ძალიან საინტერესო "ეროვნული ნაზავი" ხართ: მამა ინგლისელი, დედა ქართველი, ბებია ოსი. მენტალიტეტით უფრო ქართველი ხართ თუ ინგლისელი?
– მენტალიტეტითაც და ბუნებითაც ქართველი ვარ. დიდ ილიას დავესესხები: "თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული", თუმცა, ძალიან მეამაყება, რომ ჩვეულებრივი ინგლისელებისაგან განსხვავებით, არაჩვეულებრივი ინგლისელი ვარ, რომელიც დაიბადა ულამაზეს და უსაყვარლეს ქვეყანაში, საქართველოში, რადგან ჩემს ძარღვებში ინგლისური სისხლი ჩქეფს, ხოლო ჩემს გულში ქართული ტრადიციული სული ბობოქრობს. მე ხომ ქართველიც ვარ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როდესაც ბავშვი იბადება, ის დედის ენაზე ტირის. ასე რომ, მეც ქართულად ვტიროდი.
– თქვენი დის, ქეით ლოიდის შესახებ რას გვეტყვით?
– ჩემი დაც პროფესიით იურისტია. სტალინის შთამომავალზე, მირიან ჯუღაშვილზე გათხოვდა. მათ ორი შვილი, იოსებ და თეკლა, ჯუღაშვილები შეეძინათ. თეკლამ და იოსებმა დიდი სტივენის საპატივცემულოდ, ჯერ ჩემს საამაყო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ისწავლონ, სადაც ოდესღაც მათი ინგლისელი ბაბუა, დიდგვაროვანი ლორდი მოღვაწეობდა და შემდეგ ინგლისში გააგრძელებენ სწავლას. სტალინის შთამომავლები, იოსებ ჯუღაშვილი და თეკლა ჯუღაშვილი, დედით დიდი ინგლისელი ლორდის, სტივენ ჰენრის ძე ლოიდის შვილიშვილები არიან.
– რა ნათესავად ერგება თქვენი სიძე, მირიან ჯუღაშვილი, სტალინს და გაქვთ თუ არა ურთიერთობა ჯუღაშვილების გვარის წარმომადგენლებთან?
– მირიან ჯუღაშვილი სტალინის საგვარეულო ოჯახიდანაა. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა სტალინიზმის წინააღმდეგ და იმ დროინდელი სახელმწიფო მმართველობის დაძაბულმა ვითარებამ უშუალო რეპრესიები მოახდინა ქეითის მეუღლესა და მის მშობლებზე. ყოველივე ამას, დაემატა ქვეყანაში შექმნილი ეთნიკური აშლილობა, რამაც აიძულა მისი მეუღლე, მირიან სერგოს ძე ჯუღაშვილი, საქართველოდან გაქცეულიყო და ვლადიკავკაზში შეეფარებინა თავი. შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, კვლავ მოუწია მას ვლადიკავკაზში გაქცევა. წარმომავლობითა და გვარიშვილობით ამაყი მისი მეუღლე მირიან ჯუღაშვილი, ყოველგვარი დამცირებისა და მრავალჯერ შეურაცხყოფის გამო, სამწუხაროდ, საქართველოში ვეღარ დაბრუნდა და დღემდე ასე დარჩა ქეით ლოიდი მასთან ოფიციალურ ქორწინებაში.
– დაოჯახებული არ ხართ, ოჯახის შექმნას ინგლისში აპირებთ?
– დაქორწინებული არ ვარ, რადგან სწავლის გამო "ვერ მოვიცალე", თუმცა ცოტა უცნაურია, სიყვარულისთვის ვერ მოიცალო, მაგრამ როგორც კი სასურველ გოგონას გავიცნობ, აუცილებლად ვიქორწინებ და ერთ–ერთ ქართულ, ტრადიციულ და სტუმართმოყვარე ოჯახს მეც შევქმნი. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ კურიოზსაც გავიხსენებ. "რუსთაველის" მეტროსთან პატარა, ლამაზი გოგონა იდგა. ისე მომეწონა, რომ დავძლიე ჩემი ბუნებრივი სიმორცხვე, მივუახლოვდი და თავაზიანად მივმართე: გამარჯობა, მე სტივენი ვარ და მინდა, რომ ქართველი ცოლი მყავდეს. რა გინდათ, რომ გყავდეთ? – მკითხა გაოცებულმა. ცოლი, – ვუთხარი მე, თან დავეჭვდი, იქნებ ქმარი უნდა მეთქვა, მაგრამ მახსოვდა, რომ "წიფე" არის ცოლი. გოგონამ თავში ჩანთა ჩამარტყა. მე ხელები ავიფარე სახეზე და ვუთხარი, ბოდიში, ცოლი აღარ მინდა, გმადლობთ. თურმე, საქართველოში შეიძლება იმიტომ გცემონ, რომ ქართველი ცოლი გინდა. აი, ასე დავრჩი დღემდე უცოლოდ, ის დღე არასოდეს დამავიწყდება. ეს დედას მოვუყევი და მან საყვედური მითხრა. ეს საქართველოა და ასეთი რამ ქუჩაში შემხვედრ გოგონას არ უნდა უთხრა, კიდევ კარგად გადარჩენილხარო. სამწუხაროდ, დედას ახლა მხედველობა არ აქვს და საოპერაციოდ ვამზადებთ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 