| ქალი და მამაკაცი |

თავის ტვინის ტრავმის დროს, პაციენტი უნდა იწვეს

ინტერვიუ ბავშვთა ნევროპათოლოგ
გია ნატრიაშვილთან
რა ხასიათის შეიძლება იყოს თავის ტვინის ტრავმა?
– თავის ტვინის ტრავმები იყოფა ღია და დახურულ დაზიანებებად. ამ უკნასკნელ შემთხვევაში, ტვინის დაზიანება ხდება ისე, რომ ქალას ძვლების მთლიანობა არ ირღვევა. თავის ტვინის დახურულ დაზიანებას მიეკუთვნება: თავის ტვინის შერყევა, ტვინის დაჟეჟილობა და ქალასშიდა სისხლჩაქცევა.
– რა მიზეზი იწვევს ტვინის შერყევას?
– ტვინის შერყევა ვითარდება ძლიერი მექანიკური ფაქტორის – პირდაპირი ან არაპირდაპირი მოქმედების შედეგად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავის ქალას ძვლის მდგომარეობა და კანის სიმრთელე, პირდაპირ კავშირშია მექანიკური მოქმედების ძალასთან. თავის ტვინის შერყევის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს რაიმე მძიმე საგნის თავში მოხვედრა, სიმაღლიდან გადმოვარდნა, სატრანსპორტო ავარია და სხვა.
– როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ტვინის შერყევაზე?
– თავის ტვინის შერყევის ერთ–ერთი მუდმივი და აუცილებელი ნიშანია, ცნობიერების დაკარგვა, რომელიც ტრავმის მიღებისთანავე ვითარდება. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ, ავადმყოფი უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, თავბრუს, გულისრევას, საერთო სისუსტეს. ხშირია მეხსიერების ამოვარდნა, რომელიც შეიძლება ორი სახის იყოს. როცა ავადმყოფს არ ახსოვს ტრავმის წინა პერიოდი – რეტროგრადული ამნეზია და ავადმყოფს არ ახსოვს ტრავმის მიღების შემდგომი პერიოდი – ანტერგრადული ამნეზია. ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან საათებამდე და მეტიც, ხშირად მეორდება. აღინიშნება პირღებინება, მაჯის სისუსტე და შენელება, თვალის კაკლის უნებლიე, ბიძგისებრი მოძრაობა (ნისტაგმი), პათოლოგიური რეფლექსები და სხვა. არსებობს თავის ტვინის შერყევის იოლი, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმები.
– რა ნიშნებით განსხვავდება თავის ტვინის შერყევა, თავის ტვინის დაჟეჟილობისგან?
– თავის ტვინის დაჟეჟილობა უფრო ძლიერი ტრავმის შედეგად ვითარდება. ზემოთაღწერილი მოვლენების გარდა, ამ დროს აღინიშნება თავის ტვინის კეროვანი დაზიანების ნიშნები – კიდურების დამბლა, თავის ტვინის ნერვთა დაზიანების ნიშნები. გონების დაკარგვა უფრო ღრმა და ხანგრძივი ხასიათისაა. ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები უფრო მკვეთრია, სუნთქვის რიტმი შეიძლება დარღვეული იყოს, კუნთთა ტონუსი მოდუნებული, რეფლექსები დაქვეითებული, აღინიშნება გუგათა უთანაბრობა.
– რა არის ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა?
– ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის დროს შეიძლება სისხლი ჩაიქცეს ტვინის ნივთიერებაში, ქალას ღრუში, ტვინზე ზეწოლით და ტვინის გარსებში. ტვინზე ზეწოლის დროს მდგომარეობის დამძიმება ხდება თანდათანობით, ჰემატომის სიდიდის მატებასთან ერთად, რის გამოც, პირველ საათებში ან დღეებში ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს. საბოლოოდ, საჭირო ხდება ნეიროქირურგიული ჩარევა. ტვინის გარსებში სისხლჩაქცევისას კი, როგორც წესი, აღინიშნება მენინგეალური სინდრომი (მენინგიტი), მაღალი ტემპერატურა, გულ–სისხძარღვთა უკმარისობა.
– როგორია პირველადი დახმარება თავის ტვინის ტრავმის დროს?
– პირველი დახმარება გულისხმობს დაზიანებულის ფრთხილ, მაგრამ სასწრაფო ტრანსპორტირებას სამკურნალო დაწესებულებაში. ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნას საკაცით, მწოლიარე მდგომარეობაში.
– როგორია თავის ტვინის შერყევის მკურნალობა?
– ამ დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა, რომლის ხანგრძლვობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს. დაავადების საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტრავმის ხასიათზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად იქნება დაწყებული მკურნალობა.
– რა არის ცერებრული დამბლა?
– ბავშვთა ცერებრული დამბლა თავის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული მძიმე პათოლოგიაა. მისთვის დამახასიათებელია მოტორული განვითარებისა და კოორდინირებულ მოძრაობათა მოშლა. მოძრაობით დარღვევებთან ერთად აღინიშნება მეტყველების და ფსიქიური განვითარების სხვადასხვა ხარისხის შეფერხება, ან ჩამორჩენა. ბავშვთა ცერებრული დამბლა არაპროგრესირებადი, ქრონიკული დაავადებაა.
– ცერებრული დამბლა არაპროგრესირებადი დაავადებაოო, მაგრამ როცა მაინც უარესდება ავადმყოფის მდგომარეობა?
– როცა ვსაუბრობთ ბავშვთა ცერებრული დამბლის არაპროგრესირებად მიმდინარეობაზე, იგულისხმება, რომ არ პროგრესირებს თავის ტვინის დაზიანება. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება მისი მოთხოვნილება, რომლის შესრულება ავადმყოფს არ შეუძლია, იზრდება დეკომპენსაცია, რაც ქმნის დაავადების ცრუ პროგრესირების სურათს.
– ცერებრული დამბლის განვითარების ძირითადი მიზეზი დედის პათოლოგურად მიმდინარე ორსულობაა?
– თავის ტვინის დაზიანება, რომელიც წარმოადგენს ცერებრული დამბლის განვითრების მიზეზს, შეიძლება მოხდეს როგორც ბავშვის დაბადებამდე, ასევე დაბადების შემდეგ. რა იწვევს ამ დაავადების განვითარებას, ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან განიხილება, მაგრამ მეცნიერები ერთმნიშნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან. მავნე ფაქტორებს შორის აღსანიშნავია, ორსულობის პერიოდში დედის დაავადებანი, განსაკუთრებით ინფექციური გენეზის, დედის და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობის, ჭიპის და პლაცენტის პათოლოგია, სამეანო დაზიანებები და სხვა.
– ცერებრული დამბლის დროს რა ფიზიკური და გონებრივი განვითარებაა შეზღუდული?
– აღინიშნება კიდურთა დამბლები. ბავშვთა ცერებრული დამბლის ყველა შემთხვევაში, სახეზეა კუნთთა ტონუსის პათოლოგიური ცვლილება. 65–85%–ში აღინიშნება მეტყველების მოშლა, ხშირია მხედველობითი და სმენითი დაზიანებები, თავის ტვინის ნერვთა ფუნქციის მოშლა.
– ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვები მიდრეკილნი არიან ეპილეფსიისადმი?
– ბავშვთა ცერებრული დამბლა თავის ტვინის მძიმე, ორგანული დაზიანების შედეგია. რა თქმა უნდა, ტვინის ამდენმა მძიმე პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიის განვითარებაც. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, კრუნჩხვების სიხშირე ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს მერყეობს 14%–იდან 65%–მდე. ყველაზე ხშირია, ქვემო და ზემო კიდურების დამბლა.
– შესაძლებელია ცერებრული დამბლის განკურნება?
– არსებობს რამდენიმე კლინიკური ნიშანი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია, მიახლოებითი პროგნოზირება. ყველაზე არასასურველი ნიშანია თავის დაჭერის შეუძლებლობა, 1 წლამდე ჯდომის უუნარობა.
– რომელი მეთოდებია ეფექტური ბავშვთა ცერებრული დამბლის მკურნალობისას?
– ცერებრული დამბლის მკურნალობა გულისხმობს, მედიკამენტოზურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას და მასაჟს, ორთოპედიულ, ნეიროქირურგიულ მკურნალობას. სამკურნალო ფიზკულტურის გარდა, მკურნალობაში ფართოდ გამოიყენება წერტილოვანი და წყალქვეშა მასაჟი.
ია მერებაშვილი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 