| ქალი და მამაკაცი |

უცნაური ფენომენი
ქალის ორგანიზმი პირველი მამაკაცის გენეტიკურ კოდს ინახავს
გასულ კვირას "სარკის" რედაქციაში ახალგაზრდა ქალი მოვიდა. საუბრის დაწყებას ვერ ბედავდა, ერიდებოდა. ეტყობოდა, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან უჭირდა. ბოლოს, როგორც იქნა, შინაგანი მღელვარება დაძლია და თავისი ამბავი გვიამბო. ამ ისტორიაში სახელები, რა თქმა უნდა, შეცვლილია.
წლების წინ ნანას ცხოვრებაში უბედურება მოხდა – 16 წლის იყო, როცა თითქმის უცნობმა კაცმა გააუპატიურა. იძულებული გახდა მისი ცოლი გამხდარიყო, რათა ოჯახი სირცხვილისაგან ეხსნა. ქმართან ორი საშინელი თვე გაატარა... იმ საშინელების დავიწყება სიცოცხლის ბოლომდე შეუძლებელია, მაგრამ ცხოვრება თავისი გზით გაგრძელდა. წლები გავიდა, ნანა ისევ გათხოვდა, შვილიც შეეძინა და სწორედ მაშინ, როცა თავი ბედნიერად იგრძნო, მძიმე წარსულმა თავი მოულოდნელად და უცნაურად შეახსენა. თავის შვილსა და იმ მოძალადეს შორის ნანა საოცარ მსგავსებას ხედავს, თითქოს მამა–შვილი არიანო.
ნანა:
– ეტყობა, რაღაც ცოდვის გამო დავისაჯე. მეგონა, რომ იმ კოშმარს ოდესმე მაინც დავაღწევდი თავს, მაგრამ ჩემი საშველი არ ჩანს. შვილი, რომელიც ჩემი თვალისჩინია და სიცოცხლეს მირჩევნია, იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც ყველაზე მეტად მძულს. ჩემი შვილი მის თავს მაგონებს. არადა, მათ შორის ნათესაური კავშირი არ არსებობს.
– როგორ გახდით ძალადობის მსხვერპლი?
– ჩემს მეზობელთან სტუმრად იყო ჩამოსული. ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. თვალი დამადგა. მე 16 წლის გამოუცდელი გოგო ვიყავი. ვგრძნობდი, რომ სხვანაირი თვალით მიყურებდა. ამიტომ ვერიდებოდი. რაღაც ძალა მაიძულებდა, რომ მის სიახლოვეს არ უნდა გამევლო. ცუდი წინათგრძნობა მაინც ამიხდა. ერთ დღეს სახლში მარტო დამიგულა... იმ დღის გახსენება არ მინდა. ეს ჩემი ცხოვრების დიდი შავი ლაქაა, რომლის მოშორებასაც მთელი ცხოვრება ვცდილობ.
– გაუმხილეთ ახლობლებს, რაც მაშინ მოხდა?
– ამას ვერ დავმალავდი. ის მემუქრებოდა, რომ არავისთან მეთქვა. პირველ დღეს როგორღაც მოვახერხე და არაფერი ვთქვი, მაგრამ მეორე დღეს დედას ყველაფერი ვუამბე. ვერ წარმოიდგენთ, ჩვენს ოჯახში რა მოხდა. მე რომ მოვმკვდარიყავი, ალბათ ისეთი ამბავი არ ატყდებოდა. დედამ საშინლად მცემა. ისედაც გაუბედურებულს, უარესი დამმართა. ჩემებმა იმ ბიჭის ნათესავების სახლი ლამის გადაწვეს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ის ბიჭი აიძულეს, ცოლად მოვეყვანე.
– თქვენ დათანხმდით?
– სხვა გზა არ მქონდა. მე არავინ არაფერს მეკითხებოდა. მკვდარივით ვიყავი. იმ ბიჭმა ცოლად წამიყვანა. მის ოჯახში ჯოჯოხეთური ორი თვე გავატარე. ცხოველს უფრო უკეთესად ექცევიან, ვიდრე იმ ოჯახში მე მეპყრობოდნენ. ქმარი ყოველდღე მცემდა. დედამისს რომ შევჩიოდი, უარესის ღირსი ხარო, მეუბნებოდა. მამამისი იმ მაგიდასთან არ ჯდებოდა, სადაც მე ვჭამდი. ამბობდა, მეზიზღებაო. ამ ყველაფერს ვიტანდი და ალბათ კიდეც რომ მოვეკალი, ხმას არ ამოვიღებდი, მოვითმენდი, მაგრამ ისევ მათ დამაბრუნეს მშობლების სახლში.
– შემდეგ რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში?
– ბევრი რამის გადატანა მომიხდა, სანამ ყველა არ დარწმუნდა, რომ მართლაც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. იმ ადამიანმა, რომლის სახელის გახსენებაც არ მინდა, ჩემ შემდეგ კიდევ ერთი გოგო გააუპატიურა.
– როგორც ჩანს, თქვენი ცხოვრება დალაგდა – გათხოვდით, შვილი შეგეძინათ...
– მომავალი მეუღლე ნათესავმა გამაცნო. მის წარსულშიც იყო ერთი დიდი, შავი ლაქა. ამიტომ გაბედა და ასეთი წარსულის ქალი ცოლად მომიყვანა. ყველას გასაკვირად, შესანიშნავი ოჯახი გვაქვს. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ერთი შვილი გვყავს. მძიმე წარსულის დავიწყებას ვცდილობთ, მაგრამ შვილს რომ ვუყურებ, ხშირად შიში მიპყრობს. მგონია, რომ ჩემი შვილი იმ მოძალადეს ჰგავს. თითქოს ჩემს შვილში მის გამოხედვას ვხედავ, მიმიკითაც კი ჰგავს. მინდა, ჩემი მეუღლის გენეტიკა გამოვიკვლიო. მეშინია, მოძალადის ნათესავი არ აღმოჩნდეს. თავში ათასი სისულელე მიტრიალებს.
დ
ნანა დახმარებას გვთხოვდა, რომ ამ კოშმარული ფიქრებიდან გამოსავლის პოვნაში დავხმარებოდით. ვურჩიეთ, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართა. მართლებიც აღმოვჩნდით. ფსიქოლოგმა ფსიქოთერაპევტთან სეანსების გავლა ურჩია. როგორც ძალადობის მსხვერპლს, დახმარება სჭირდებოდა, რადგან შეიძლებოდა ცოტა ხანში არა მარტო შვილში, სხვა ადამიანებშიც დაენახა მოძალადის ნიშან–თვისებები.
როგორც ფსიქოლოგმა განგვიმარტა, ამგვარ მოვლენას ტელეგონია ეწოდება. არსებობს მოსაზრება, რომ ქალის ორგანიზმი პირველი სექსუალური პარტნიორის გენეტიკურ კოდს ინახავს და შეიძლება მისი შვილები სწორედ იმ პირველ მამაკაცს დაემსგავსონ. გამორიცხული არ არის, ნანას შემთხვევაშიც ამ მოვლენასთან გვქონდეს საქმე.
ტელეგონიის შესახებ ქართველ გენეტიკოსებს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, თუმცა – უშედეგოდ. ზოგს ამ ტერმინის შესახებ გაგონილიც არ ჰქონდა, ზოგმა გვითხრა, წამიკითხავს, მაგრამ ვერაფერს გეტყვითო. მასალები თავად მოვიძიეთ, რაც ალბათ ჩვენს მკითხველებსაც დააინტერესებთ.
ტელეგონიის მოვლენა გენეტიკოსებმა მე–19 საუკუნეში აღმოაჩინეს. ყველაფერი კი ერთი უწყინარი ექსპერიმენტით დაიწყო.
ერთ–ერთი ცხენსაშენის მფლობელმა ცხენებში ამტანიანობის გაზრდის მიზნით, გადაწყვიტა, ცხენი ზებრასთან შეეჯვარებინა. მაშინ ქრომოსომული შეუთავსებლობის შესახებ არ იცოდნენ. ბუნებრივია, მათი ყველა ცდა კრახით დასრულდა. ამიტომ ფუჭი ექსპერიმენტები შეწყვიტეს და ცდებიც დაივიწყეს. თუმცა ამ ექსპერიმენტის გახსენება კვლავ მოუწიათ.
რამდენიმე წლის შემდეგ იმ ცხენებმა, რომელთა შეჯვარებასაც ზებრებთან ცდილობდნენ, ზოლიანი კვიცები გააჩინეს. მეცნიერებმა ამ მოვლენას ტელეგონია, ანუ შორეული დაბადება უწოდეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა ცდები სხვა ცხოველებზეც დაიწყეს. ტელეგონიის ფენომენი მათშიც გამოვლინდა.
ტელეგონიის ფენომენს ჩარლზ დარვინის თანამედროვე მეცნიერები, პროფესორი ფლინტი და ფელიქს ლე დანტეკი სწავლობდნენ. 1889 წელს ლე დანტეკმა გამოუშვა წიგნი "ინდივიდი, ევოლუცია, მემკვიდრეობა და ნეოდარვინისტები". წიგნის 27–ე თავი მთლიანად ამ მოვლენას მიუძღვნა, სათაურით "ტელეგონია, ანუ პირველი მამრის გავლენა".
როგორც აღმოჩნდა, მანამდე ტელეგონიის შესახებ იცოდნენ და ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდნენ პრაქტიკოსი და მოყვარული კინოლოგები. ისინი ამ ფაქტებს არც თავის დროზე გაუოცებია. მათ კარგად იცოდნენ, რომ ჯიშიანი ძუ ძაღლი ერთხელ მაინც თუ შეეჯვარება უჯიშო ძაღლს, მნიშვნელობა არ აქვს, ნაყოფიერი იქნება თუ არა მათი კავშირი, ძუ შემდგომში ნაკლებად ჯიშიან ლეკვებს გააჩენს. ეს ქართველმა კინოლოგებმაც დაგვიდასტურეს.
როგორც შევიტყვეთ, მტრედის მომშენებელი მაშინვე კლავს ჯიშიან მტრედს, თუ ის უჯიშო მამრს შეეჯვარება, რადგან მომავალში დედალს ჯიშიან მამრთან შეჯვარების შემდეგაც კი უჯიშო ხუნდი ეყოლება.
რუსეთში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქალებმა ნეგროიდული ტიპის ბავშვები შობეს. მათ აღიარეს, რომ შვილები ნამდვილად ქმრებისგან ჰყავდათ, მაგრამ რატომღაც ბავშვები ძველ პარტნიორებს ჰგავდნენ, რომლებიც გათხოვებამდე ჰყავდათ.
ზოგიერთი მეცნიერი, დარვინის თანამედროვე მეცნიერთა მსგავსად, დღესაც ამტკიცებს, რომ შთამომავლობის თვალსაზრისით, სულ ერთი არ არის, ქალის სექსუალური პარტნიორი ბავშვის ჩასახვამდე ვინ იქნება. თეორიულად დასაშვებია, რომ მის შთამომავლებს არამარტო პირველი სექსუალური პარტნიორის გარეგნული, არამედ შინაგანი ნიშან–თვისებებიც გადაეცეს. შესაძლებელია, ძველ დროში კაცობრიობას ამის შესახებ უფრო ღრმა ცოდნაც ჰქონდა და მრავალ ერში სწორედ იგი გახდა ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი გათხოვებამდე ქალწულობის შენახვის ტრადიციის ჩამოყალიბებისა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 