| ქალი და მამაკაცი |

კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი
ჰიმლერი – კბილებში დამალული შხამი
1945 წლის 20 მაისს, მას შემდეგ, რაც დენიცმა ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა და ხელი მოეწერა კაპიტულაციას, ჰენრიხ ჰიმლერმა გადაწყვიტა გაქცეულიყო. მან ულვაშები მოიპარსა, შავი სახვევი გაიკეთა ერთ თვალზე და საველე ჟანდარმის მუნდირში გამოეწყო. მას ჯიბეში ედო პირადობის მოწმობა, გაცემული ჰენრიხ ჰიტცინგერის სახელზე. ჰიმლერთან ერთად გაიქცნენ მისი პირადი მდივანი, ადიუტანტი და ქირურგი. დანარჩენ თანამგზავრებთან ერთად ჰიმლერმა შეძლო გოლშტინიის გავლა, მაგრამ 23 მაისს ჰიმლერი დააკავეს და 31–ე ბანაკში მოათავსეს ქალაქ ლიუნებურგის მახლობლად. დაკავების მომენტში ბრიტანეთის სამხედრო პოლიციას ჯერ არ ჰყავდა იგი ამოცნობილი.
ბანაკის კაპიტანმა ტომ სილვესტრმა დაკავებულთა ბრბოში სამი ადამიანი გამოარჩია.
– ორი მათგანი მაღალი იყო, – ჰყვებოდა შემდეგში სილვესტრი, – სამაგიეროდ, მესამე მომეჩვენა პატარად, არცთუ გამორჩეულად და შელახულად.
კაპიტანმა თავისთან სამ გერმანელს უხმო. როდესაც განკარგულება გასცა, რომ ორი მაღალი ერთკაციან კამერებში ჩაესვათ, დაბალმა თვალიდან სახვევი მოიხსნა და სათვალე გაიკეთა. სილვესტრი მიხვდა, ვინ იდგა მის წინ. კაპიტანი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურს. მალე ბანაკში მონტგომერის შტაბის საიდუმლო განყოფილების ორი ოფიცერი მოვიდა, შემდეგ კი თავად განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი მერფი, რომელმაც იეჭვა, რომ ჰიმლერმა შხამი დამალა.
და მართლაც, ბრიტანელებმა ჰიმლერის ტანსაცმელში კალიუმის ციანიდის ამპულა აღმოაჩინეს, მაგრამ პოლკოვნიკი ამაზე არ შეჩერდა. მან ექიმი გამოიძახა, რომელმაც მეორედ გასინჯა პატიმარი. ჰიმლერმა პირი გააღო და ექიმმა კბილებს შორის რაღაც შავი შენიშნა. მან ჰიმლერი სინათლისკენ გასწია, მაგრამ ამ დროს სს–ის ყოფილმა რაიხსფიურერმა კბილები გააღრჭიალა და დამალული კაპსულა გაღეჭა. რამდენიმე წამში ჰიმლერმა სული დალია.
სხვა ვერსიით, თავის მოკვლამდე ჰიმლერმა ფელდმარშალ მონტგომერისთან შეხვედრა ითხოვა, მაგრამ როდესაც დაასკვნა, რომ მასთან საუბარი არაფერს შეცვლიდა, სასიკვდილო ამპულა გაღეჭა.
მაროკოული ოკტაედრები
მაროკოული ოკტაედრები უცნობი დანიშნულების უნიკალური წარმონაქმნებია, რომლებიც ვენი–ბუშერში, მაროკოში აღმოაჩინეს. ეს არის გრაფიტის კრისტალები, ოკტაედრის ფორმის. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ ასე მხოლოდ ალმასები კრისტალდება, ხოლო გრაფიტი არასოდეს იღებს ამგვარ კონფიგურაციას. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ნაპოვნი ოკტაედრები ყოფილი ალმასებია, რომელთაც ტრანსფორმაცია განიცადეს უცნობი ფაქტორის ზეგავლენით. ერთ–ერთ შესაძლო მიზეზად დასახელდა რაღაც პერიოდში დროის უკუღმა ბრუნვა. გრაფიტის კრისტალების ნამდვილი ბუნება დაუდგენელია.
მიკტლანი აცტეკების იმქვეყნიური სამყარო
ინდიელთა ტომის აცტეკების უძველესი გადმოცემების თანახმად, მიკტლანი იმქვეყნიური სამყაროა, რომელიც ცხრა საფეხურისგან შედგება. გადმოცემის თანახმად, მიკტლანისკენ მიმავალი გზა ოთხ დღეს გრძელდება, რომლის დროსაც გარდაცვლილის სულს შესაძლოა თავს დაესხნენ გველი და გიგანტური ნიანგი, მან ჯერ ორ ერთმანეთისკენ მოძრავ მთას შორის უნდა გაიაროს, რომლებიც მის გასრესვას ცდილობენ, შემდეგ გველთან და ნიანგთან შეხვედრის შემდეგ უნდა გაიაროს 8 უდაბნო, 8 მთა, გაუძლოს ცივ ქარს, რომელიც მოაქანებს ქვებსა და ობსიდის წამახულ პირებს. გზის ბოლოს სულმა უნდა გადალახოს ფართო მდინარე პატარა წითელი ძაღლის ზურგზე მდგომმა.
დინოზავრები მენიუში
ისტორიამდელი ხვლიკების გადაშენების მოულოდნელი ვერსია წამოაყენეს ჩინელმა მეცნიერებმა. მათი აზრით, უძველესი გიგანტები დედამიწაზე გაჩენილმა პირველმა ძუძუმწოვრებმა შეჭამეს. ასეთ აზრამდე სპეციალისტები მიიყვანა ქვეყნის ჩრდილოეთში გაკეთებულმა აღმოჩენამ. იქ გათხრების დროს იპოვნეს ორი ძუძუმწოვარა მტაცებლის ნარჩენები. რელიქტური ცხოველების მუცელში, რომლებიც დედამიწაზე 130 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, დინოზავრების ძვლები აღმოაჩინეს. როგორც ჩინელი მეცნიერები ვარაუდობენ, უძველესი ძუძუმწოვრები პირველ რიგში ახალდაბადებულ დინოზავრებზე ნადირობდნენ და ასე გამოიწვიეს მათი გადაშენება.
სტრესი ჯანმრთელობის სამსახურში
ითვლება, რომ სტრესი დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ფსიქოლოგები მუშაობენ საგანგებო მეთოდიკის შექმნაზე, რომელიც ადამიანს დაეხმარება თავიდან აიცილოს ფსიქოლოგიური და ემოციური გადაღლა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო მედიკოსები თავიანთ პაციენტებს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას ურჩევენ, რათა წარმატებით გაართვან თავი მათ ნეგატიურ შედეგებს. თუმცა როგორც მრავალ ქვეყანაში ჩატარებულმა უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, სტრესი ყოველთვის არ არის ჩვენი მტერი. მრავალ ვითარებაში იგი ჩვენი იმუნური სისტემის მობილიზებას ახდენს ორგანიზმში მოხვედრილ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად და ამგვარად გვიცავს ინფექციური ავადმყოფობისგან.
ამავე დროს, ხანგრძლივი სტრესი, ახდენს ფსიქიკის ტრავმირებას და ჩვენს დამცავ ძალებს ასუსტებს. ეს, მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მძიმე ავადმყოფი ნათესავის მოვლის, მუდმივი ოჯახური სკანდალების დროს ხდება, ხოლო ბავშვებში რეგულარული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში.
ლეტოლის ნაკვალევი
ტანზანიის შორეულ სოფელ ლეტოლში ექსპედიციამ აღმოაჩინა ადამიანის ნაკვალევი, რომელიც მან 4 მილიონი წლის წინ დატოვა. 27 მეტრი სიგრძის გაქვავებული თიხის ბილიკზე კვალი ორმა ადამიანმა დატოვა (შესაძლოა, კაცმა და ქალმა), ამასთან ნაპოვნი ფეხის ანაბეჭდები ყველაფრით ჰგავს თანამედროვე ადამიანის ნაკვალევს.
ნაკვალევს შესწავლის შემდეგ უკეთ შენახვის მიზნით ჯერ მიწა დააყარეს, შემდეგ ისევ ამოთხარეს და სინთეტიური გამჭვირვალე პოლიეთილენით დაფარეს. ნაკვალევიანი ბილიკი თანამედროვე ადამიანის ყველაზე ადრეულ ძეგლად დასახელდა, თუმცა ამავე დროს გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ 4 მილიონი წლის წინ ადამიანების წინაპრებს უბრალოდ არ შეეძლოთ ასეთი ნაკვალევის დატოვება. ამჟამად უცნობი წარმომავლობის ადამიანის ნაკვალევი ხელმისაწვდომია დამთვალიერებლებისთვის.

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 

.jpg)