asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვაშლის ძმარი უძილობასაც შველის
ვაშლის ძმარი უძილობასაც შველის
ვაშლის ძმარი უძილობასაც შველის

2009-07-16 15:37:14



უძილობა არის ძილის პროცესის დარღვევა ნერვული სისტემის აღგზნებადობის მიზეზით. ამ დროს ადამიანი დროზე ვერ იძინებს, ან იღვიძებს ჩვეულებრივზე ადრე. ზოგჯერ ძილი ხანგრძლივია, მაგრამ ზერელე. ასეთ დროს ხშირია სიზმრები. ხშირად ეს სენი აწუხებთ გონებრივი შრომით გადაღლილ ადამიანებს.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

– 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა თაფლში არეული არაჩვეულებრივი საძილე საშუალებაა. ძილის წინ ღებულობენ 2 ჩაის კოვზს. მიღება შეიძლება ღამით.

– 1 სუფრის კოვზი შვრიის მარცვალი ან ფანტელები უნდა იხარშოს 2 ჭიქა წყალში დიდხანს (განახევრებამდე). სვამენ როგორც ჩაის.

– 2 სუფრის კოვზ ივან–ჩაის (იყიდება აფთიაქებში) ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და აჩერებენ 6 საათი. ღებულობენ თანაბარ ულუფებად 3–4–ჯერ დღეში ნევრასთენიის, უძილობისა და თავის ტკივილის დროს.

– ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს (2 ჩაის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. ღებულობენ 1 სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3–4–ჯერ. ბავშვებს აძლევენ ჩაის კოვზით 2–3–ჯერ დღეში. ძლიერი აღგზნებადობის დროს შეიძლება 1/2 ჩაის ჭიქა ვალერიანის ნაყენის მიღება 2–3–ჯერ დღეში.

– ავსებენ ბალიშს თავშავას ყვავილებით, არყის ხის ფოთლებით ან სვიის გირჩებით, ამ მცენარეების აქროლადი ნივთიერებების გავლენით ძილის პროცესი უმჯობესდება.

მწვავე პროსტატიტი

– იღებენ 30 გრამ მსხლის ყვავილს, ასხამენ 1 ლიტრ მდუღარე წყალს, შეფუთულს აჩერებენ 30 წუთი. ღებულობენ დღეში 5 ჩაის ჭიქას წყლის მაგივრად.

– დინდგელის ექსტრატის დასამზადებლად იღებენ 40 გრამ დინდგელს და ასხამენ 96 გრადუსიან 200 მლ სპირტს. გაცხელებით აორთქლებენ, შემდეგ იღებენ ექსტრატიდან 0,1 გრამს და 2 გრამ კაკაოს ცხიმში ურევენ. ამზადებენ სანთლებს. ყოველღამე იკეთებენ სანთელს სწორ ნაწლავში 1 თვის განმავლობაში. ისვენებენ 1–2 თვე და შემდეგ იმეორებენ კურსს.

– იღებენ ოხრახუშის თესლს და ფქვავენ. 4 ჩაის კოვზ ფხვნილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 15 წუთი, აციებენ და წურავენ.

მიღება: 1 სუფრის კოვზი 4–6–ჯერ დღეში.

– 1 ჩაის კოვზ ოხრახუშის დაფქვილ თესლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს და აჩერებენ 8 საათი.

მიღება: 1/4 ჭიქა დღეში 4–ჯერ.

მკურნალი ზღვის წყალი

ზღვის წყალს სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ. ძველი დროის მკურნალები სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციათა აღდგენას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაეღწიათ თავი გაციებისა და სურდოსთვის. ზღვის წყალიც პირველად სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს.

პაციენტებს ურჩევდნენ, ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ჩაეწვეთებინათ ცხვირში, გამოევლოთ ყელში და ცხვირის ღრუ გამოერეცხათ. კუჭ–ნაწლავის დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, ყაბზობისა და ანემიისგან განსაკურნებლად ავადმყოფებს ზღვიდან ამოღებულ წყალს ასმევდნენ. დაავადებული ფილტვების პატრონებს ხშირად ზღვის ჰაერით დღეში 6–8 საათის განმავლობაში სუნთქვას უნიშნავენ. ზღვის მარილს ან წყალს ანტისეპტიკური თვისებების გამო ბრძოლის ველზე ჭრილობების დასამუშავებლადაც იყენებდნენ. თალასოთერაპია – ასე ეწოდება მედიცინაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ზღვის წყლისა და ჰაერის გამოყენებას (თალასსა ბერძნულად ზღვის წყალს ნიშნავს). თალასოთერაპიისას თანაბრად გამოიყენება ზღვის წყალი, კლიმატი, სამკურნალო ტალახი, წყალმცენარეები და ქვიშა.

თაფლი ხველების შესაჩერებლად

თაფლი საუკეთესო შედეგს იძლევა ბავშვებში ხველების შესაჩერებლად. ერთი კოვზი თაფლი ძილის წინ ნებისმიერ წამალზე უკეთეს შედეგს იძლევა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ხველების შეჩერების მხრივ. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ ძილს. ასეთ დასკვნამდე მივიდა პენსილვანიის უნივერსიტეტის კოლეჯის ამერიკელი მკვლევარების ჯგუფი. დღესდღეობით არსებული სამკურნალო პრეპარატებისგან განსხვავებით, თაფლი მოქმედებს ერთდროულად სამი მიმართულებით: ის მოეფინება ყელს, ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის გაღიზიანებას. თუმცა, მეცნიერები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია თაფლის მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამან შესაძლოა ბოტულიზმის – მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადების განვითარება გამოიწვიოს. როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. იენ პოლმა განაცხადა, ის და მისი კოლეგები მშობლებს ურჩევენ, გაყიდვაში არსებული სხვადასხვა მიქსტურებისა და ხველების საწინააღმდეგო სიროფების გამოყენების ნაცვლად, ბავშვებში ხველის შესაჩერებლად ისარგებლონ თაფლით.

ჰიპერტონიის მკურნალობა

კოქტეილი ჰიპერტონიკებისათვის

– იღებენ 2 ჭიქა ჭარხლის წვენს, 250 გრამ თაფლს, 1 ცალ ლიმონს, 1 ჭიქა არაყს, ურევენ ერთმანეთში და ინახავენ მინის ქილით მაცივარში.

მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3–ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

– ყოველდღიურად სვამენ 1–2 ჩაის ჭიქა კარტოფილის ნახარშს. ეს საშუალება არეგულირებს არტერიულ წნევას.

– 3 კგ ხახვის წვენს ურევენ 500 გრამ თაფლს, უმატებენ 25 ცალ დაფქვილ კაკლის უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლიტრ არაყს. აჩერებენ 10 დღე.

მიღება: 1 სუფრის კოვზი 2–3–ჯერ დღეში.

– 2 თავ ნიორს ასუფთავებენ, ასხამენ 250 მლ არაყს. აჩერებენ 12 დღე.

მიღება: 20 წვეთი დღეში 3–ჯერ 15 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.

– 3 თავ ნიორს და 3 ცალ ლიმონს ხეხავენ. ასხამენ 1,25 ლ მდუღარე წყალს. მჭიდროდ ახურავენ და მინის ქილით დგამენ სითბოში 1 დღე–ღამე. პერიოდულად ურევენ. შემდეგ წურავენ.

მიღება: 1 სუფრის კოვზი 2–3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

– ჭიქაში ყრიან 1 სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, ასხამენ ცხელ ანადუღარ წყალს ჭიქის შევსებამდე. აჩერებენ მთელი ღამე. დილით სვამენ მხოლოდ სითხეს (ფრთხილად გადაწურავენ).

– ფითრის ყლორტებს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ წყალს და ხარშავენ 3–4 საათი.

მიღება: 50 მლ დღეში 2–ჯერ ჭამის წინ. ეს საშუალება აქვეითებს მადას, ამშვიდებს და არეგულირებს წნევას.

ადენომის სამკურნალოდ

– იღებენ 2–3 ჩაის კოვზ სატაცურს და ასხამენ 200 მლ მდუღარეს. ადუღებენ 5 წუთით. სვამენ მთელი დღის განმავლობაში.

– იღებენ 30 გრამ ფიჭვის ახალგაზრდა ყლორტებსა და 1 ჩაის ჭიქა წყალში ხარშავენ.

მიღება: 2 სუფრის კოვზი 4–5–ჯერ დღეში.

– იღებენ ბარამბოს ფოთლებსა და ვალერიანას ფესვებს (15–15 გრამი), მარწყვაბალახასა და სურნელოვან ტეგანს (45–45 გრ.). 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 15 წუთს და წურავენ. სვამენ თბილი სახით დღეში ერთხელ შარდვის გაძნელების დროს.

– არაქისის მარცვლებს ტაფაზე კარგად ხალავენ. გაციების შემდეგ, აცლიან კანს და როდინში ნაყავენ. იღებენ 2 სუფრის კოვზ დანაყილ არაქისს და ათავსებენ თერმოსში, უმატებენ 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ სამკურნალო ტუხტის ფესვებს. ასხამენ 0,5 ლიტრ მდუღარე რძეს. აჩერებენ ღია თერმოსში 20 წუთი. შემდეგ მჭიდროდ ახურავენ სახურავს და აჩერებენ 10 საათი.

მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა 3–4–ჯერ დღეში 20–40 წუთით ადრე ჭამამდე. საღამოს ჭამის შემდეგ სასურველია 1 პატარა თავი ხახვის და 1–2 კბილი ნივრის მიღება.

მკურნალობის კურსი 10 დღეა. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.

– იღებენ 25 გრამ წაბლის ნაყოფის დაქუცმაცებულ ქერქს. ასხამენ 250 მლ სპირტს. 10 დღე ბნელ ადგილას აჩერებენ. პერიოდულად ანჯღრევენ, შემდეგ წურავენ.

მიღება: 40–50 წვეთი დღეში 2–ჯერ ცოტა წყლით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online