| ქალი და მამაკაცი |

კალეიდოსკოპი
როგორ აღესრულა წმინდა ფრანცისკ ასიზელი
როდესაც წმინდა ფრანცისკმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ითხოვა, რომ იგი პორციუნკულიში ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში გადაეყვანათ. იქ რამდენიმე დღის გატარების შემდეგ მან თავისთან ორ ძმას უხმო მის მიერვე დაარსებული მინორიტების საძმოდან და მათ სთხოვა, რომ ხმამაღლა ედიდებინათ ღმერთი მოახლოებული სიკვდილის გამო, ანუ სამუდამო სიცოცხლეში გადასვლისთვის. თავად კი დავითის ფსალმუნს კითხულობდა: "ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა..."
მაშინ საძმოს ერთ–ერთმა წევრმა, ხედავდა რა მისი გარდაცვალების მოახლოებას, უთხრა: "ღირსო მამავ, სამწუხაროდ, შვილები მამის გარეშე დარჩებიან, მათი თვალები ვეღარ იხილავენ ჭეშმარიტ ნათელს. ნუ დაივიწყებ დაობლებულთ, მიუტევე მათ მათი ცოდვები და მიეცი შენი კურთხევა როგორც აქ მყოფთ, ისე არმყოფთაც". ამაზე წმინდანმა უპასუხა: "ღმერთი თავისთან მიხმობს, შვილო ჩემო. ჩემს ძმებს, როგორც აქ მყოფთ, ისე არმყოფთ, მე მივუტევებ, რამდენადაც ეს შემიძლია, მათ ქმედებებსა და ცოდვებს. აცნობე ეს მათ და ყველას გადაეცი ჩემი კურთხევა".
მან ფსალმუნის მოტანა ითხოვა და ითხოვა, რომ მისთვის იოანეს ფსალმუნი წაეკითხათ იმ ადგილიდან, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: "იესოს აღდგომის დღესასწაულის წინ, იცოდა რა, რომ მოახლოვდა მამასთან წარდგომის დრო..."
სწორედ ამ ადგილის წაკითხვა სურდა მისთვის ღვთისმსახურს, სწორედ მას სთხოვა, რომ მისთვის მიწა და ფერფლი დაეყარათ, ვინაიდან სწორედ ფერფლად და მიწად უნდა ქცეულიყო. ყველა იქ მყოფი საძმოს წევრი გარს შემოეხვია წმინდა მამას და ლოცვით ელოდა მის აღსრულებას. და მისმა წმინდა სულმა დატოვა სხეული და ზეცად ამაღლდა.
ეს ქრისტეშობიდან 1226 წლის 3 (ან 4) ოქტომბერს მოხდა.
რევოლუცია ფეხებისთვის
დღეისთვის ნეილონის წინდები ქალების ტუალეტის ჩვეულებრივ აქსესუარს წარმოადგენს, მაგრამ 69 წლის წინ, 1940 წელს, რთული იყო ქალებისთვის ამაზე მწარე თემის მონახვა სასაუბროდ.
როგორც რეკლამა ირწმუნებოდა, ნეილონის გამოჩენა იმაზე არანაკლები მნიშვნელობის მოვლენა იყო, ვიდრე შიდაწვის ძრავის, რადიოს და ტელეფონის გამოგონება. და ქალებისთვის ეს სულაც არ იყო გაზვიადებული მოვლენა. ამიერიდან ქალები თავს უფრო დამაჯერებლად გრძნობდნენ ნებისმიერ ვითარებაში: წინდები არ იწელებოდა მუხლებში, არ იგრიხებოდა, არ იჩაჩებოდა, ხოლო ფეხი უფრო მოხდენილად და სექსუალურად გამოიყურებოდა. ახალმოდური ნივთიერებისგან შეკერილი წინდების შეძენა ნამდვილ მოვლენად იქცეოდა, ხოლო უნივერმაღების გარშემო პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვი იკვრებოდა, რომლებიც ცდილობდნენ მყიდველთა ბრბოს შეკავებას, რომლებიც დახლებისკენ მიიწევდნენ. გაზეთების პირველ გვერდებზე ასეთ სათაურებს ამოიკითხავდით: "ქალები მზად არიან სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოლონ ნეილონის წინდებისთვის", "მძარცველები გაიქცნენ, მაგრამ წინდების გადარჩენა მოხერხდა!" და ასე შემდეგ.
1945 წელს პრესა სრულიად სერიოზულად წერდა, რომ ჩერჩილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებდა, დროზე რომ მოეგვარებინა ნეილონის წინდების წარმოება.
შრომა გონებაზე მოქმედებს
როგორ გავლენას ახდენს ესა თუ ის სამუშაო პროცესი ადამიანის ტვინის უჯრედებზე? ასეთი კითხვა დაუსვეს საკუთარ თავს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა და გამოკვლევა ჩაატარეს, რომელშიც 195 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი მოხუცებულობის დემენტაციით იტანჯებოდნენ ინტელექტის შესუსტების გამო. გამოკითხვაში 229 ჯანმრთელი ხნიერი ადამიანიც მონაწილეობდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც გონებრივი შრომით იყო დაკავებული, რომელიც მუდმივად გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, ტვინის უჯრედები გაცილებით ნელა დაუბერდათ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ასეთი რამ საერთოდ არ აღენიშნებოდათ.
ხოლო თუ ადამიანის შრომითი საქმიანობა ფიზიკურ შრომასთან იყო დაკავშირებული ან ერთფეროვან ოპერატორულ საქმიანობასთან, მოქმედებების მექანიკურ განმეორებასთან, ტვინის უჯრედების დაბერება გაცილებით სწრაფად მიმდინარეობდა.
რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ასაკში შესვლასთან ერთად მეტი დრო უნდა დაეთმოს ტვინის ვარჯიშებს. ერთ–ერთი ასეთი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია კროსვორდების ამოხსნა. ამ საქმისთვის საჭიროა დახმარებისთვის მიმართოთ მცოდნეებს, მოიძიოთ ლიტერატურაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ ფიქრი დასმული კითხვებისთვის პასუხის მოსაძებნად. ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე ფიქრიც უწყობს ხელს, რასაც ხანშიშესული ადამიანები ცდილობენ ყველანაირად აარიდონ თავი.
წითურებს გადაშენება ემუქრებათ
დღეისთვის დედამიწის მცხოვრებთა მხოლოდ 3 პროცენტს აქვს ბუნებრივად წითური თმა. ხოლო 100 წლის შემდეგ ასეთი ფერის ადამიანები ჩვენს პლანეტაზე უბრალოდ აღარ დაიბადებიან. საქმე ისაა, რომ გენი, რომელიც ადამიანის თმის ფერს განსაზღვრავს, 40 ნაირსახეობისაა, მაგრამ მათგან მხოლოდ 6–ს შეუძლია თმისთვის წითური ფერის მიცემა.
წითურთმიანი ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბადება, თუ იგი ორივე მშობლისგან თითო ასეთ გენს მაინც მიიღებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წითურთმიანი ბავშვები წითური მშობლებისგან ჩნდებიან. ასეთი დამთხვევები ადრეც იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა კი, როდესაც სხვადასხვა ერისა და რასის ადამიანების დაქორიწინება გახშირდა, კიდევ უფრო იშვიათი გახდა. ასე რომ, შემდეგ ასწლეულში მხოლოდ ხელოვნურ წითურთმიანებს თუ შეხვდებით ქუჩებში.
ფოტომასტოდონტი
122 წლის წინ ამერიკელმა ფოტოგრაფმა ლოურენსმა ააგო ფოტოკამერა, რომლის ზომები დღესაც სარეკორდოდ ითვლება და ასეც დარჩება! ახლა რაღა საჭიროა 5 მეტრის სიგრძის ფოტოაპარატი, თუ იგივეს გაკეთება უბრალო ჯიბის აპარატითაც შეიძლება. მაშინ კი ჯერ არ არსებობდა არც ფირი და არც გამადიდებელი. საჭირო იყო რეკლამისთვის "პულმანის" ტიპის რკინიგზის ვაგონების გადაღება. ჰოდა ამისთვის საჭირო გახდა ფოტომასტოდონტის აგება, რომელმაც სულ ერთ კვირას იმუშავა და მას შემდეგ რომელიღაც რკინიგზის სადგურის საწყობში მტვრით იფარება.
არსება, რომელიც არ უნდა არსებობდეს
მეცნიერები თვლიდნენ, რომ ჩვენს პლანეტაზე არ შეიძლება არსებობდეს არსება, რომლის წონა 2,5 გრამს არ აღემატება, ვინაიდან მის ორგანიზმს არ ექნებოდა ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პირობები. თუმცა ჯერ კიდევ || საუკუნეში სარდინიელი გლეხების მიერ მონათხრობის თანახმად, იტალიელმა ზოოლოგებმა დაწერეს, რომ კუნძულზე ცხოვრობდა თხუნელა, რომლის წონა 1,2 გრამს შეადგენდა.
გერმანელმა ნატურალისტმა გერეტსმა რამდენიმე წელი მოანდომა ლილიპუტი თაგუნას მოძებნას. მას გაუმართლა, მის ხაფანგში მოხვდა თხუნელა, რომლის სიგრძე კუდთან ერთად 5,7 სანტიმეტრს შეადგენდა. ცხოველი მეტად საინტერესო არსება აღმოჩნდა. დღე–ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა, დღეში სამჯერ მეტ საკვებს იღებდა, ვიდრე თავად იწონიდა. იკვებებოდა ხოჭოებით, შხამიანი ობობებით, კალიებით. ასე რომ, ეს თხუნელა მეტად სასარგებლო არსებაა.
ყველაზე საოცარი მის ორგანიზმში გულია. მისი გულისცემის სიჩქარე წუთში 1.300 დარტყმას უდრის, მაშინ როდესაც ადამიანის გულისფეთქვა წუთში 70 დარტყმაა.
აბორიგენების იარაღი – რადარი
ასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ოკეანეში წარმოშობილი ცუნამის გამო, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავს დაატყდა იქ განლაგებულ კუნძულებს. სტიქიით დაღუპულთა შორის მაშინ ანდამანიისა და ნიკობარის კუნძულების უძველესი მცხოვრებლებიც ითვლებოდნენ, ნეგრიტოს ტომის ხალხი, რომლებიც აფრიკელი პიგმეების უახლოეს ნათესავებად არიან მიჩნეულნი. თუმცა სტიქიური უბედურებიდან სამი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ ეს საკმაოდ მცირერიცხოვანი ადამიანების ჯგუფი გადარჩა.
მაინც როგორ? მეცნიერების აზრით, არქიპელაგის პირველყოფილმა მკვიდრებმა ცუნამის მოახლოების შესახებ ცხოველებისა და ფრინველების ქცევიდან შეიტყვეს, რომლებიც საერთოდ ბუნებრივი კატაკლიზმების წინასწარმეტყველებად არიან მიჩნეულნი. სავარაუდოდ, ამ ტომის ხალხს კარგად აქვთ განვითარებული ე.წ. მეექვსე გრძნობა, ერთგვარი რადარის ფუნქციას რომ ასრულებს და ატყობინებს შორ მანძილზე მყოფი ფაუნის წარმომადგენლების ქცევას და ისინიც ინტუიციით მათ ბაძავენ. ბევრმა კუნძულელმა ქოქოსის პალმებზე აცოცებით უშველა თავს.

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 