ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


უცნაური ექსპერიმენტი
ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს

2012-02-08 18:30:23



ბრიტანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნარგავებს ბოსტანში ერთმანეთთან ურთიერთობის უნარი აქვთ. ისინი კომბოსტოს დააკვირდნენ. როდესაც ბიოლოგებმა ერთ მცენარეს ფურცელი მოაჭრეს, კომბოსტომ სპეციფიკური აირი გამოყო, რითაც სხვა ნერგებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ამცნო. ამის გამო,დანაჩენმა ნერგებმა შინაგანი დაცვის მექანიზმები ჩართეს და საკუთარ ბიოქიმიურ ბალანსში ტოქსინების დონე გაზარდეს. ეს ის ტოქსინებია, რომელსაც მცენარეები მავნებლებისაგან თავის დასაცავად იყენებენ. ამით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მცენარეები ერთმანეთს „ესაუბრებიან“ და „აფრთხილებენ“. ამ ექსპერიმენტის ჩატარება სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით მოახერხეს, რომელმაც პროცესი მგრძნობიარე კამერა-დეტექტორზე აღბჭედა. მეცნიერები მცენარეების ენის შესწავლას აგრძელებენ.

კავშირი ტეგთან: მეცნიერები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს