asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სახე ხახვით გაიწმინდეთ
სახე ხახვით გაიწმინდეთ
სახე ხახვით გაიწმინდეთ

2011-11-09 15:52:08



ჟურნალი "გუმბათი" გთავაზობთ სახის კანზე ზრუნვის რამდენიმე შინაურ რეცეპტს, ასევე ნიღბებს ჭორფლიანი კანის მოსავლელად:



ნიღბები მუწუკების (პრისჩიკების) საწინააღმდეგოდ

- 1 სუფრის კოვზი ნატურალური (არა მშრალი) საფუარი გახსენით თბილ წყალში, ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. წაისვით ნიღაბი სახეზე და სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

- 1 სუფრის კოვზ ცისფერ თიხას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ათქვეფილი ცილა და ნახევარი კივი ან დაჭყლეტილი ბროწეული. კარგად აურიეთ ერთმანეთში კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 15 წუთში ჩამოიბანეთ.

- 2 სუფრის კოვზი თეთრი თიხა გახსენით კალენდულას ნაყენით სქელი არაჟნის კონსისტენციამდე, დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ლიმონი. ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

- 2 სუფრის კოვზი ჰერკულესი დაალბეთ წყალში. როდესაც ჰერკულესი გაფუვდება, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაბალცხიმიანი არაჟანი და ჩაის კოვზი თაფლი, აგრეთვე დანის წვერით მარილი და სოდა. კარგათ აურიეთ და მიღებული მასა წაისვით. თუ ნიღაბმა დაგწვათ, იმ წამს ჩამოიბანეთ. თუ ყველაფერი წესრიგშია გაიჩერეთ გაშრობამდე და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

- ერთ სუფრის კოვზ ალოეს წვენს (წინასწარ მოჭერით ფოთოლი და ერთი ღამე მაცივარში გააჩერეთ) დაუმატეთ კარგად ათქვეფილი ცილა, 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი, 2%-იანი სალიცილის სპირტი (იყიდება აფთიაქში). წაისვით ნიღაბი სახეზე და 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ მეორე ფენა წაისვით და 15 წუთში ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბები ჭორფლიანი კანისთვის

1. კიტრის წვენი ათეთრებს და ამშვიდებს კანს. უბრალოდ, დღის განმავლობაში წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, არ საჭიროებს ჩამობანას.

2. ერთი მუჭა ბაბუაწვერას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დაელოდეთ ნაყენის გაგრილებას და გადაასხით პატარა ბოთლში. გაიწმინდეთ ამ ნაყენით ჭორფლიანი ადგილები. მოიბანეთ 30 წუთში.

3. აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 2-3 საათი, შემდეგ გაცერით. გაიწმინდეთ ნაყენით სახე დღეში 2-3-ჯერ. შეინახეთ ნაყენი მაცივარში არა უმეტეს 2 კვირისა.

4. გაიწმინდეთ სახე ლიმნის წვენით, გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში.

5. გოგრის უმი თესლი გაფცქვენით და დანაყეთ მცირეოდენ წყალთან ერთად. მიღებულ მასას დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი 2:1 შეფარდებით. დაიდეთ ნიღაბი ყოველდღე 30 წუთით.

6. დილასა და საღამოს გაიწმინდეთ სახე უმი ხახვის წვენით.

7. ხახვის წვენი და თაფლი შეურიეთ ერთმანეთს პროპორციით 1:1-ზე, დაიდეთ მიღებული ნიღაბი სახეზე 20 წუთით.

8. გახეხეთ ხახვი და აურიეთ ათქვეფილი ცილა, ნიღაბი დაიდეთ 15-20 წუთით. ნიღაბი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიკეთეთ ყოველდღე სასურველი შედეგის მიღებამდე.

9. ჭორფლებთან ბრძოლის კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ბადრიჯანი. გახეხეთ ბადრიჯანი და დაიდეთ მთელ სახეზე 20 წუთით. ჩამობანის შემდეგ აუცილებელია მკვებავის ან დამატენიანებელის წასმა. შესაძლებელია ბადრიჯნის წვენში დასველებული საფენის სახეზე დადებაც. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღე სასურველი ეფექტის მიღებამდე.

10. ჭორფლიანი და მოდუნებული კანისთვის სასარგებლოა შემდეგი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზ კომბოსტოს წვენს დავუმატებთ 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს და დაფქულ ჰერკულეს, გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

11. 1 სუფრის კოვზ გახეხილ, უმ კარტოფილს ვუმატებთ 1 ჩაის კოვზ ხორბლის ფქვილს და 2 ჩაის კოვზ რძეს, მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

12. პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლებს აშორებს სტაფილო: 3-4 სუფრის კოვზ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი და 1 კვერცხის გული, დაიდეთ 20 წუთით. ნიღაბი კეთდება დღეგამოშვებით.

***

სახეზე ფართო ფორების, ცხიმიანი სებორეისა და ეგზემის დროს უნდა ვიხმაროთ სათრიმლაო, სადეზინფექციო მცენარეები - მარწყვაბალახას ძირები, ფარსმანდუკი, შვიტა, სალბი, კრაზანა. ქალის სახეზე არსებული ყვითელი ლაქები განიკურნება, თუ ყოველდღე მიიღებთ 1 ჩაის კოვზ დაფქულ ბარდას.

ხენდროს რბილობი - ეფექტურია ფერიმჭამელების საწინააღმდეგოდ და პიგმენტური ლაქების გასაუფერულებლად.

თესლიანად დაფქული მატიტელა სახეს ნაწიბურებს მოაშორებს, მოსპობს ჭორფლსა და დიდი ხნის სისხლნაჟღენთს, ხოლო მატიტელას სახვევით გაიწოვება მკვრივი სიმსივნეც.

თუკი მშობიარობის შემდეგ სახეზე პიგმენტური ლაქები დაგრჩათ, ასე უნდა მოიქცეთ: არაპასტერიზებული რძის 3 ნაწილს შეურიეთ სუფთა სპირტის 1 ნაწილი და ნაზავი ღამით სახეზე შეიზილეთ.

კანის შესიებისა და გაღიზიანების დროს: 1 მუჭა ვარდის ფურცელს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთს ასე გააჩერეთ. ცივი ნაყენით სახე დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ. ამ ნაყენისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ყინულის კუბები და დაიზილოთ მკერდი, სახე და კისერი.

ნაოჭების მოსაცილებლად: ერთმანეთს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ჟოლოს ფოთლები და ცაცხვის ყვავილები, წამოადუღეთ, შეფუთეთ და 30 წუთს ასე დატოვეთ. შემდეგ მიღებული ნაყენი სპეციალურ ფორმაში ჩაასხით და საყინულეში შედგით. მიღებული ყინულის კუბით სახე ძილის წინ დაიზილეთ.



კანს რომ ახალგაზრდობა და სიცოცხლე დაუბრუნოთ, ამისათვის დღეში 2-ჯერ 1 სუფრის კოვზ ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კლვზი ზღვის მარილი და ეს ნაზავი სახეზე 15-20 წუთით დაიდეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პროცედურა ცივი წყლით დაამთავრეთ.

თუ კანი ზედმეტად ცხიმიანი გაქვთ, 100 გრამ გახეხილ ისპანახის ძირებს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. კარგად აურიეთ და მიღებული მალამო სახეზე 40 წუთის შემდეგ დაიდეთ.





Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online