| ქალი და მამაკაცი |

როგორ გავთავისუფლდეთ ჭორფლისგან
როგორ გავთავისუფლდეთ ჭორფლისგან
სადღეისოდ ქალთა სამყარო სამ ნაწილად იყოფა. ერთნი ჭორფლის გამო იტანჯებიან, მეორენი თავიანთი ინდივიდუალობით თავს იწონებენ, მესამენი "მზის წინწკლების" შეძენაზე ოცნებობენ. ამჟამად ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია. კოსმეტიკურ სალონებში სპეციალური ფანქრით ჭორფლს ხატავენ. სხვათა შორის, გამოკითხულ ევროპელ მამაკაცთა 75% ჭორფლიან ქალებს თვალწარმტაცებად თვლის.
ჭორფლი – ეს განსაკუთრებული სახის პიგმენტური ლაქაა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. ხშირად წითურთმიანებსა და ქერა ქალებში გვხვდება. აღნიშნული ლაქები ღია ფერის კანს მზის დამწვრობისგან იცავს. ისინი მთლიანად მელატონინის პიგმენტისგან შედგებიან და კანის უჯრედების რღვევას აბრკოლებენ. მუქი ფერის კანს ჭორფლი არ ესაჭიროება, ვინაიდან მასში მელატონინი საკმარისია. ყველაზე ნაკლები დამცველი პიგმენტი წითურსა და ქერა ქალბატონებს აქვთ. მათი კანი უფრო ნაზი, ფაქიზია და მზის რადიაციისგან ინტენსიურად და მუდმივად დაცვას საჭიროებს.
ბევრის აზრით, ჭორფლი მათ მფლობელებს შარმს მატებს, თუმცა ყველა ქალს ეს არ ესმის და "მათეთრებელ" საშუალებებს მიმართავს. თუ მაინც გადაწყვიტეთ, ცოტათი თეთრი გახდეთ, მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გამოიყენეთ, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება შემოწმებულია.
მათეთრებელი ნიღბები მხოლოდ საღამოს კეთდება, რათა კანი მზის პირდაპირი სხივების მოხვედრისგან დავიცვათ. მათეთრებლის შემდეგ ულტრასხივების მოქმედების მიმართ კანი განსაკუთრებით სათუთი ხდება.
მათეთრებელი ნიღბები
ნიღბები და გამწმენდი საშუალებები უშუალოდ გამოყენების წინ მოამზადეთ, შემდეგ ის წყალში დასველებული მარლის ან ბამბის ტამპონით მოიცილეთ. ამის შემდეგ კრემის თხელი ფენა წაისვით. ნიღაბს მანამ იკეთებენ, სანამ ჭორფლი არ გაფერმკრთალდება. მშრალი კანის დროს 2 დღეგამოშვებით, ხოლო ცხიმიანის შემთხვევაში – დღეგამოშვებით კეთდება. აუცილებლად ისარგებლეთ მზისგან დამცავი საშუალებით, ვინაიდან ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანი მეტად მგრძნობიარე ხდება.
ნიღაბი 1. პირშუშხას წვენი და არაჟანი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ, 5 წუთი სახეზე დაიდეთ, შემდეგ მოიცილეთ. შეგიძლიათ, 1/4 ჭიქა მაწონი, 1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი პირშუშხა აურიოთ. ნარევი ორ ფენა მარლაში მოათავსეთ და 15–20 წუთი სახეზე დაიდეთ, თბილი წყლით მოიცილეთ.
ნიღაბი 2. ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი არამხოლოდ კანს ათეთრებს, ასევე კვებავს. 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ. ნარევი სახეზე 20 წუთი დაიდეთ, შემდეგ ცივ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიცილეთ.
ნიღაბი 3. მარწყვის, წითელი და შავი მოცხარის ფაფა მოამზადეთ, სახეზე წაისვით და 20–30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი 4. აიღეთ ლიმონის, გრეიპფრუტის, კომბოსტოს მწნილის წვენი, სანახევროდ წყლით გააზავეთ. მიღებული ნარევით სახე დღეში 2–3–ჯერ გაიწმინდეთ.
ნიღაბი 5. ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 100მლ ოდეკოლონი დაუმატეთ. ამ ნარევით სახე ძილის წინ გაიწმინდეთ.
ნიღაბი 6. ხახვისა და მარწყვის წვენში დასველებული ხელსახოცი ერთი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს 20 წუთი სახეზე დაიფინეთ.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს
სილამაზე ბუნებრივი პროდუქტებიდან
ლალი მოროშკინას სახის კრემი ლარი და 20 თეთრი ღირს
უსაფრთხო მანიკიურის წესები

ჯენიფერ ლოპესმა თავისი ახალი სუნამო წარმოგვიდგინა
გვინეტ პელტროუ Hugo Boss-ის ახალი სუნამოს სახე გახდება
ბრედ პიტი _ პირველად მამაკაცი შანელ №5-ის სახე 

პარფიუმერიის კლასიკა Chanel №5 90 წლისაა
მადონა მამაკაცის სუნამოს შექმნის
ევა მენდესი არომატების შესახებ
მადონამ ახალი სუნამო გამოუშვა
ჰოლი ბერის ახალი არომატი
ნანიკო ხაზარაძე: "ჩემს კატას ჩემზე უკეთესი კანი აქვს"
სახის კანის მოვლა
სახე ხახვით გაიწმინდეთ
კაილი მინოუგი თურმე ბოტოქსს იკეთებს 