| ქალი და მამაკაცი |

ყველაფერი ლამაზი თმის შესახებ
ყველაფერი ლამაზი თმის შესახებ
ცხიმის ჯირკვლების მუშაობის მიხედვით, თმა შეიძლება იყოს ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და შერეული ტიპის. დააზუსტეთ თქვენი თმის ტიპი და შესატყვისი რეცეპტები შეარჩიეთ.
ნორმალური თმა
თქვენი თმა 3–4 დღის განმავლობაში კანის ცხიმით იფარება და ამავდროულად ბრწყინვალებას, ელასტიკურობას ინარჩუნებს.
რეცეპტი ღია ფერის თმისთვის: აიღეთ 1 სუფრის კოვზი გვირილისა და როზმარინის ყვავილები, 150 მლ არაყი დაასხით და 10 დღე ბნელ ადგილას დადგით. პერიოდულად შეანჯღრიეთ. გაწურეთ და კვირაში ერთხელ ნაყენი თავის კანში ძალიან რბილი კბილის ჯაგრისით შეიზილეთ. 20 წუთი დაიტოვეთ, შემდეგ თავი დაიბანეთ.
რეცეპტი მუქი ფერის თმისთვის: 100 გრამ სვიას 1 ლიტრი ცივი წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ადუღეთ. როდესაც ნახარში გაგრილდება, მარლაში გაწურეთ. კვირაში 2–ჯერ დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად გამოიყენეთ.
მშრალი და უსიცოცხლო თმა
როდესაც ცხიმის ჯირკვლები თავის კანზე მცირე რაოდენობით კანის ცხიმს გამოყოფს, კანი იქერცლება და შეიძლება მშრალი ქერტლი გაჩნდეს. ასეთ პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით.
თუ მშრალი და მტვერევადი თმა გაქვთ, კვება დააბალანსეთ. თქვენთვის აუცილებელია ფ და ა ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. აუცილებლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი და მზესუმზირა ხშირად აკნატუნეთ. ხილიდან და ბოსტნეულიდან ყველაზე სასარგებლოა ხურმა, ფორთოხალი, სტაფილო, გოგრა და კომბოსტო.
მეტად სასარგებლოა ზეთოვანი აპლიკაციები: 4 სუფრის კოვზ შემთბარ მცენარეულ ზეთს კვერცხის გული და რემდენიმე წვეთი ფ ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი დაუმატეთ. ნარევი თავის კანზე დაიდეთ და 30 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ.
სანახევროდ წყლით გაჯერებულ ნახევარ ჭიქა არაყს 3 სუფრის კოვზი გამხმარი, დაქუცმაცებული კრაზანის ბალახი დაუმატეთ, გაწურეთ. ნაყენი კვირაში 2–ჯერ თავის კანში შეიზილეთ.
გახსოვდეთ: ასაკის მატებასთან ერთად ცხიმის ჯირკვლები ნაკლებად აქტიურად მუშაობს. თუ მშრალ თმას არ უმკურნალებთ, შეიძლება მშრალი სებორეა (დაავადება, რომლის დროსაც თმა თავზე შესამჩნევად გათხელებას იწყებს) განვითარდეს.
ცხიმიანი თმა
თმა დაბანიდან მეორე დღეს მოცულობას კარგავს და ძლიერ ბრწყინავს, ერთმანეთს ეწებება. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, პირველ რიგში, აუცილებელია კვების დაბალანსება. ნაკლები ნახშირწყლები. უარი თქვით ცომეულზე, ტკბილსა და ცხიმიან კერძებზე. ნუ გაგიტაცებთ სანელებლები და მარინადები. ვიტამინებით და უჯრედისით მდიდარი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული მიირთვით. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ცხიმიანი თმის სწორად მოვლა.
თავი ასეთი სქემით დაიბანეთ: დასაწყისში 2–3 წუთის განმავლობაში თმაზე ჩვეულებრივი წყალი გადაივლეთ და შამპუნი მხოლოდ შემდეგ წაისვით.
თითო ჩაის კოვზი თაფლის, ალოესა და ლიმონის წვენის, 1 კვერცხის გულისა და 1 კბილი გახეხილი ნივრის ნარევი მოამზადეთ. დაბანის წინ თავის კანში შეიზილეთ.
დაბანის შემდეგ თმაზე ერთ–ერთი ბალახის – კრაზანის, ჭინჭრის ან მრავალძარღვას ნაყენი გადაივლეთ. ან კიდევ ასეთი ნაყენი მოამზადეთ: 4 სუფრის კოვზ ნაკრებს 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით და 30 წუთი გააჩერეთ.
თავის კანში შეიზილეთ ბალახების ნაყენი, რომელიც ცხიმის ჯირკვლების მუშაობის შესუსტებას ეხმარება. თითო სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ გვირილისა და სალბის ფოთლებს 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით, 1 საათი გააჩერეთ, გაწურეთ.
შერეული ტიპი
თქვენი თმა ასე გამოიყურება: თავის კანი ცხიმიანია, ხოლო ბოლოები მშრალი. ეს პრობლემა კარგად ნაცნობია ქალებისათვის, რომლებიც ფენს ხშირად იყენებენ და თმას მუდმივად იღებავენ. ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?
თავის კანში შეიზილეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი საშუალება, ხოლო ბოლოებზე დროდადრო ბირკავას ზეთი წაისვით.
შერეული თმის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა ასეთი ნიღაბი: თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვას, ჭინჭრისა და გვირილის ყვავილების 1 სუფრის კოვზ ნარევს 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით და 2 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და ცოტა ჭვავის პური დაუმატეთ. ფაფა თავზე წაისვით. ჯერ პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ, შემდეგ პირსახოცი. ნიღაბი თმაზე 1 საათი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ ყოველდღიურად, სანამ თმის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
თუ ჭაღარა გაჩნდა
გთავაზობთ ნაადრევი ჭაღარის გაჩენის პროცესის შეჩერების 3 მარტივ და ეფექტურ საშუალებას.
1. ნაადრევი ჭაღარის გაჩენას ხელს უწყობს ჰორმონ თიროზინის ნაკლებობა. შეიცავს ცხოველური ცილები – თევზი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო და რძის პროდუქტები.
2. თმა სწრაფად ჭაღარავდება ორგანიზმში სპილენძის ნაკლებობის გამო. სპილენძით მდიდარია ღვიძლი, თხილეული, ოხრახუში, ოსპი.
3. თმა რომ არ გაჭაღარავდეს, თავის კანში შეიზილეთ ვაშლის ჩირის მაგარი ნაყენი. აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ვაშლის ჩირი, 0,5 ლიტრი ცივი წყალი დაასხით. 1 საათი გააჩერეთ, შემდეგ ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. 1 საათის შემდეგ გაწურეთ. ნაყენი თავის კანში შეიზილეთ და 20–30 წუთი დაიტოვეთ.
ყურადღება: ადრეულ ასაკში ჭაღარის გაჩენა სერიოზული საბაბია იმისა, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე დაფიქრდეთ და მთელი ორგანიზმი გამოიკვლიოთ.
რჩევები
თუ გსურთ, რბილი და მბრწყინავი თმა გქონდეთ, თმაზე ლიმონის წვენგარეული წყალი (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი) გადაივლეთ.
თმის გასამაგრებლად გამოიყენეთ ოროვანდი. ფოთლები და ძირები დააქუცმაცეთ, წამოადუღეთ და 30 წთ გააჩერეთ. ნახარში შეათბეთ და თმა ჩამოიბანეთ.
მუქი ფერის თმაზე გადაივლეთ ჩაის ნაყენი: 2 სუფრის კოვზი ჩაი 1 ლიტრ წყალში 5 წუთი ადუღეთ. გაწურეთ.
თუ თმამ გათხელება დაიწყო, პროცესის უკუქცევაში მასაჟი დაგეხმარებათ. ის კანისა და თმის აპარატის აქტივობას აძლიერებს. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც თავის მშრალი კანი აქვს. ასევე მშრალი ქერტლის გაჩენისგან იცავს. ვმუშაობთ თითების ბალიშებით. ვიწყებთ შუბლიდან, თმის ზრდის ხაზიდან და მსუბუქი, რბილი მოძრაობით კეფისკენ მივემართებით. მასაჟის ხანგრძლივობა 10–15 წუთია. რეკომენდებულია თმის დაბანის დროს, კვირაში არაუმეტეს 2–ჯერ.
ხახვი თმის ცვენის დროს "სასწრაფო დახმარებაა". მსხვილი ბოლქვი გახეხეთ, გაწურეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. თავი შეიფუთნეთ. 20 წუთის შემდეგ თმა დაიბანეთ. წვენი დღეგამოშვებით შეიზილეთ. ასევე ეფექტურია კალენდულას ნაყენი. თმის ძირებში წაისვით და არ ჩამოიბანოთ.
თუ თმას ფენით იშრობთ, დაიწყეთ ძირებიდან. ფენით თმა ბოლომდე არასდროს გაიშროთ.
თმა დაივარცხნეთ დღეში 2–ჯერ – თმის ზრდას და შენარჩუნებას ეხმარება. ასევე თმას კარგად "ანიავებს" და მტვრისგან ასუფთავებს.
გრძელი თმის დავარცხნა დაიწყეთ ბოლოებიდან, მოკლესი – ძირებიდან. ჯაგრისი და სავარცხელი 2–3 დღეში ერთხელ გარეცხეთ.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს
სილამაზე ბუნებრივი პროდუქტებიდან
ლალი მოროშკინას სახის კრემი ლარი და 20 თეთრი ღირს
უსაფრთხო მანიკიურის წესები

ჯენიფერ ლოპესმა თავისი ახალი სუნამო წარმოგვიდგინა
გვინეტ პელტროუ Hugo Boss-ის ახალი სუნამოს სახე გახდება
ბრედ პიტი _ პირველად მამაკაცი შანელ №5-ის სახე 

პარფიუმერიის კლასიკა Chanel №5 90 წლისაა
მადონა მამაკაცის სუნამოს შექმნის
ევა მენდესი არომატების შესახებ
მადონამ ახალი სუნამო გამოუშვა
ჰოლი ბერის ახალი არომატი
ნანიკო ხაზარაძე: "ჩემს კატას ჩემზე უკეთესი კანი აქვს"
სახის კანის მოვლა
სახე ხახვით გაიწმინდეთ
კაილი მინოუგი თურმე ბოტოქსს იკეთებს 