| ქალი და მამაკაცი |

ჯანსაღი თმა ოდითგანვე მიმზიდველობის იარაღად ითვლებოდა სხვადასხვა საზოგადოებაში. "გუმბათი" გთავაზობთ თმის მოვლის რამდენიმე საშუალებას და რჩევებს ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად.
* * *
თმის მოვლის რამდენიმე რეცეპტიÕ – კარგად ათქვიფეთ კვერცხი და თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში.
მშრალი თმისთვის რეკომენდებულია, დაბანის შემდეგ, თაფლიანი წყლის გადავლება: ერთ ჭიქა წყალს ერთი სადილის კოვზი თაფლი უნდა შეურიოთ. თაფლი არბილებს თმას და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას
ცხიმიან თმაზე, დაბანის შემდეგ, სასურველია ლიმონიანი წყლის გადავლება (ერთი ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალზე).
ქერტლის მოსაცილებლად შეათბეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით შეიზილეთ ლიმონის წვენი და 30 წუთის შემდეგ კარგად დაიბანეთ სუფთა წყლით.
მტვრევადი, მშრალი და დაზიანებული (ფენისა და ხშირი ღებვისგან გაუხეშებული) თმისთვის რეკომენდებულია ასეთი ნარევი: აიღეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა ზეითუნის ან შირბახტის ზეთი და 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმაში და დილამდე დაიტოვეთ. ნარევი თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ყოველი დაბანის წინ ინტენსიური მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, 2 საათს გაიჩერეთ და შემდეგ კარგად დაიბანეთ შამპუნით. ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარება თმას აჯანსაღებს.
ნამდვილი ინა თმის საუკეთესო ბუნებრივი ბალზამია. ის ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, არბილებს, ელასტიკურობას, ბზინვარებასა და პეწს ანიჭებს ღერებს. ინის ფხვნილს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ცალი კვერცხი და ცოტაოდენი ხაჭო. მიღებული მასა წაისვით თმაზე, 30 წუთს გაიჩერეთ და გულდასმით ჩამოიბანეთ.
სასურველია, დაბანის შემდეგ თმაზე ულუმბოს თესლის ნაყენი გადაივლოთ (მცენარის თესლი წყალში მთელი ღამით გააჩერეთ, დილით კი გადაწურეთ). კარგია საათას ყვავილების ნაყენიც. სასურველია, წყალში ჩაყრამდე ყვავილები ხელით დააქუცმაცოთ. თუ გრილ წყალში ჩაყრით, მთელი ღამე დატოვეთ, თუ ცხელში – 3–4 საათით. ნაყენის გადაწურვისას გაფუებული ყვავილები კარგად გამოწურეთ.
ნიღბები ცხიმიანი თმისათვის
ერთი უმი კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი და 1 ჩაის კოვზი წყალი, პირველი დაბანის შემდეგ, ნარევი შეიზილეთ თავის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს, რაც ამცირებს კანის ცხიმის გამოყოფას;
1–2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად, შეიზილეთ თმაში და დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ;
100–150 გრამ შავ პურს დაასხით მდუღარე წყალი, მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა, შეიზილეთ თავის კანში, შეიხვიეთ პოლიეთილენით 20–30 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ.
თიხის ნიღბები
ცხიმიანი თმისათვის ასევე კარგია თიხის ნიღბები. ნიღბები უნდა შეიზილოთ 30 წუთით ადრე დაბანამდე. თიხის ნიღაბი ძალიან მარტივი გასაკეთებელია სახლის პირობებში. თიხა შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ფხვნილის სახით და გააზაოთ ინსტრუქციის მიხედვით. ოპტიმალურად ითვლება სქელი არაჟნის კონსისტენცია. თიხის ნიღაბი კეთდება კვირაში 2–ჯერ. სველ თმაზე წაისვამთ, გაიჩერებთ 15 წუთი, შემდეგ გაიკეთებთ მსუბუქ მასაჟს და თანდათანობით ჩამოიბანთ. ნიღბები თეთრი თიხისაგან ეფექტურია თმის ცვენისა და მტვრევადობის დროს, მწვანე თიხის – სებორეის, ყვითელი – ქერტლის საწინააღმდეგოდ, წითელი – ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს, ცისფერი – წმენდს და იცავს თმას, ამდიდრებს ჟანგბადით.
სასარგებლო რჩევები
– აუცილებლად გაიკეთეთ ქოქოსის ზეთის მასაჟი – ეს ზრდის თმას, მაგრამ ქოქოსის ზეთი აუცილებლად უნდა მოიხარშოს ხახვთან ერთად;
– თვეში ერთხელ თმა შეიმოკლეთ 1 სანტიმეტრით;
– აუცილებლად უნდა მიირთვათ: ხილი, ხაჭო, ბოსტნეული – ეს თმის სიჯანსაღეს უწყობს ხელს;
– არ შეიღებოთ თმა ხშირად – ის აუხეშებს და აფუჭებს თმას;
– არ გამოიყენოთ თმის საშრობები ყოველდღიურად;
– მზისგან თავი დაიცავით ქუდით, თმის ძირები კი, დამცავი საშუალებით დანამეთ;
– ზაფხულში, როდესაც თმა მეტად შრება, მოერიდეთ მის ხშირ დაბანას. შეარჩიეთ რბილი და ნაზი შამპუნი, უმჯობესია, ბუნებრივ საშუალებებზე დამზადებული;
– სასურველია თმაზე წაისვათ მხოლოდ ახლადმომზადებული, ერთგვაროვანი კონსისტენციის ნიღაბი. ნიღაბი თმაზე უნდა გაიჩეროთ ზუსტად განსაზღვრული დროით და შემდეგ გულმოდგინეთ ჩამოიბანოთ;
– საჭიროა, ზუსტად შეარჩიოთ ნიღაბი, რომელიც განკუთვნილია თქვენი ტიპის თმისათვის (ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური თმისათვის, ქერტლისა და თმის ცვენისათვის, თმის ზრდის დასაჩქარებლად, თმის ბზინვარებისათვის);
– თმის პრობლემები უნდა გადაწყვიტოთ თანმიმდევრულად, დაიწყოთ მნიშვნელოვანიდან. არ შეიძლება ერთდროულად გაიკეთოთ რამოდენიმე ნიღაბი მაგ. თმის ზრდისათვის და ნიღაბი თმის ბზინვარებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ არასასურველ ეფექტს.
თეონა მჭედლიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს
სილამაზე ბუნებრივი პროდუქტებიდან
ლალი მოროშკინას სახის კრემი ლარი და 20 თეთრი ღირს
უსაფრთხო მანიკიურის წესები











ჯენიფერ ლოპესმა თავისი ახალი სუნამო წარმოგვიდგინა
გვინეტ პელტროუ Hugo Boss-ის ახალი სუნამოს სახე გახდება
ბრედ პიტი _ პირველად მამაკაცი შანელ №5-ის სახე 

პარფიუმერიის კლასიკა Chanel №5 90 წლისაა
მადონა მამაკაცის სუნამოს შექმნის
ევა მენდესი არომატების შესახებ
მადონამ ახალი სუნამო გამოუშვა
ჰოლი ბერის ახალი არომატი
ნანიკო ხაზარაძე: "ჩემს კატას ჩემზე უკეთესი კანი აქვს"
სახის კანის მოვლა
სახე ხახვით გაიწმინდეთ
კაილი მინოუგი თურმე ბოტოქსს იკეთებს 









