asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"შისეიდომ" საქართველოში პარფიუმერიული ბრენდების სია დააგვირგვინა
"შისეიდომ" საქართველოში პარფიუმერიული ბრენდების სია დააგვირგვინა
"შისეიდომ" საქართველოში პარფიუმერიული ბრენდების სია დააგვირგვინა

2010-11-24 13:37:59



მსოფლიოში ცნობილი იაპონური პარფიუმერიისა და კოსმეტიკის კომპანია "შისეიდო" საქართველოშიც შემოვიდა. ეს მსოფლიო დონის ბოლო ბრენდია, რომელიც "ისი პარის" მაღაზიათა ქსელში შევიდა. ასე რომ, სილამაზის ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი კომპანია საქართველოში მცხოვრები ქალბატონებისთვის უკვე სრულ განკარგულებაშია და ჯერი არჩევანზეა.

ოფიციალურ პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე იაპონელმა ვიზაჟისტმა კრისტოფ კანმა "შისეიდო" ქართველ ტელესახეებზე (მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა ხოფერია, ნინო ქაჯაია) მოსინჯა და მათი ინდიდვიდუალობის გათვალისწინებით მაკიაჟი გაუკეთა.

თავად ბრენდის სახელწოდება "ბედნიერების 1000 სურვილს", მეორენაირად კი "ბედნიერების სახლს" ნიშნავს. დღეისათვის "შისეიდო" იაპონაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი – მეოთხეზე. როგორც "ისი პარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განმარტა, ამ ბრენდის მთავარი ღირსება ბუნებრივი კომპონენტებია, რომლებიც კანს საკუთარი პოტენციალის სრული გამოყენების საშუალებას აძლევს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online