| ქალი და მამაკაცი |

როგორ გაუძლო ამბიციურ თბილისელთა გამოცდას
"როცა ვმუშაობ, მძივებს ველაპარაკები და ხან ვეჩხუბები კიდეც"
მის მიერ შექმნილმა სამკაულებმა ამბიციური და გემოვნებიანი თბილისი მცირე დროში დაიპყრო. ქართველი და არამარტო ქართველი ქალბატონები ახლა უკვე დიდი ინტერესით ელიან მაია მიქაშავიძის ნაკეთობების გამოფენას, რომ მისი სამკაულები იქვე შეიძინონ და მერე თავი მოიწონონ. სულ რამდენიმე დღის წინ დიზაინერს უკვე მეოცე ასეთი გამოფენა ჰქონდა.
არადა მაია მიქაშავიძის პროფესია სრულიად სხვაა – ის განათლებით ფსიქოლოგია. სამკაულების კეთება მისი ჰობი იყო, მერე კი ცხოვრების საქმედ ექცა. უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა, თუმცა, მისი შემხედვარე, ამას ვერ იტყვი. ჰყავს ორი ვაჟი და აქვს თავისი სამყარო, სადაც თავს მარტოდ არასოდეს გრძნობს.
– ქალბატონო მაია, როდის დაიწყეთ ასეთი ლამაზი სამკაულების დამზადება?
– სამი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული. ჩემთვის მუდამ ვაკეთებდი სამკაულებს, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, ასე საჯაროს თუ გავხდიდი ამ საქმეს. არადა ფაქტი სახეზეა. მაინც ვიტყვი, რომ ეს გენეტიკურიც არის, დედა მყავს ძალიან გემოვნებიანი და ჩემს ორივე ბებიას განსაკუთრებულად ეხერხებოდა ხელსაქმე, ისინი არაჩვეულებრივად ქარგავდნენ, კერავდნენ, ყველაფერი გამოსდიოდათ ხელიდან.
– თქვენ ეს საქმე რომელიმე სახელოსნოში შეისწავლეთ თუ თვითნასწავლი ხართ?
– ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია. ეს ჩემი პროფესია არ არის, ფსიქოლოგი ვარ და მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული. 12 წელი საკმაოდ წარმატებული სააფთიაქო ბიზნესი მქონდა.
– თვლებს და ქვებს სად ყიდულობთ, სად ამუშავებთ და საერთოდ როგორია თქვენი მუშაობის პროცესი?
– არაფერს ვამუშავებ, ვყიდულობ, რაც ჩემს თვალს მოსწონს, ვაწყობ და ასეთი მშვენიერი სამკაულები გამოდის. ყველა ნამუშევარი კომბინირებულია. მასალებს, რითიც სამკაულს ვაწყობ, დუბაიში ვყიდულობ. ესენი ნახევრად ძვირფასი ქვებია, საკმაოდ ძვირადღირებული. მყავს ასევე მეგობრები საზღვარგარეთ და ისინიც მიგზავნიან. მეც ხშირად დავდივარ უცხოეთში და იქიდან მომაქვს. თბილისშიც მოიპოვება მასალა. სახელოსნო, როგორც ასეთი, არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შვილები და შვილიშვილები მყავს, მარტო ვცხოვრობ. ნებისმიერ დროს, როცა ხასიათზე ვარ, მაგიდას მივუჯდები და ვმუშაობ.
– ძალიან ბევრი ქალი ატარებს თქვენს სამკაულებს, მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები თქვენამდე?
– ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ცნობადი სახეები, ლამაზი ქალბატონები, რომლებსაც მართლა ყველა იცნობს, ჩემს სამკაულებზე აკეთებენ არჩევანს. ეს არის ჩემთვის უდიდესი სტიმული, რომ კიდევ და კიდევ შევქმნა ლამაზი სამკაული. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოვიდა ჩემთან, ძალიან მალე გახდა ჩემი სამკაული პოპულარული. ასევე მალე გავაკეთე პირველი გამოფენა და მაშინვე აუარებელი დამთვალიერებელი მოვიდა. ვინც კი ერთხელ შეიძინა ჩემი ნამუშევარი, ჩემი სამკაულების აქტიური მომხმარებელი გახდა.
– კონკურენცია არის ამ დარგში?
– საოცარი კონკურენციაა. ძალიან ბევრმა ქალმა დაიწყო სამკაულების აწყობა და ბევრი მიმდევარი და პლაგიატი გამომიჩნდა. ასეთი რაღაცეებიც ხდება, რაც ძალიან მწყინს და მაღიზიანებს. მოდიან გამოფენაზე და ტელეფონით უღებენ ჩემს ნამუშევრებს სურათებს. მე კი ვკრძალავ ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ ვერევი, რადგან პლაგიატი ძალიან რთული მოსაგერიებელია.
– როგორც ვიცი, თქვენ სერიალთან "გოგონა გარეუბნიდან" დადებული გაქვთ ხელშეკრულება და სერიალის მონაწილე ქალბატონებს თქვენი სამკაული ამშვენებთ.
– დიახ ასეა, მათთან ხელშეკრულება მაქვს დადებული. მარინა კახიანი ჩემი სამკაულის აქტიური მომხმარებელია, ასევე ლიზა ბაგრატიონი, ანანო მჟავია, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი... მგონი, არავინაა ჩვენს ბომონდში, ჩემი სამკაული არ ჰქონდეს.
– როგორი ფასები აქვს თქვენს ნამუშევრებს, ყველა ფენის წარმომადგენელს შეუძლია მათი შეძენა?
– იცით რა, ჩემთვის თითოეული ნივთი ფასდაუდებელია, მაგრამ ჩვენს სოციალურ და ყოფით პრობლემებსაც ვითვალისწინებ. როდესაც შევატყობ, რომ ადამიანი არ არის შეძლებული, შემიძლია, ძალიან ძვირადღირებული ნივთი ვაჩუქო, რადგან ვიცი, რა არის ეს ქალისთვის. მე, მაგალითად, ისე მომწონს და მიყვარს სამკაულები, რომ ვერ შევძლო ყიდვა, ძალიან გულნატკენი დავბრუნდები შინ. ღირებულებას რაც შეეხება, ფასი 60 დოლარიდან იწყება. საყურეები და გულსაბნევები ღირს 60 დოლარი, ყელსაბამები კი – 100–200 დოლარი.
– ამბობენ, რომ თქვენი ნივთები ევროპაშიც კარგად იყიდება. ასეა?
– მე მქონდა მაღაზია ჰოლანდიაში, მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ, თბილისელებიც დავაკმაყოფილო და იქითაც ვაკეთო საქმე. ძალიან ძნელია, ბიზნესი სხვადასხვა მხარეში აწარმოო. საქართველოში რომ გემოვნება აქვთ, არავინ შემედავოს, მსოფლიოში არავის აქვს ისეთი გემოვნება! თბილისი მკაცრი და ამბიციური შემფასებელია და რადგან ამხელა გამოცდას გაუძლო ჩემმა სამკაულებმა, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ადგილას მოიწონებს თავს.
– თქვენი სამკაული ვიზუალურად ალბათ ოქროს ნაკეთობებსაც გაუწევს კონკურენციას.
– საერთოდ ოქრო ვერასოდეს გაალამაზებს ქალს ისე, როგორც ხელნაკეთი ნივთი. არ ვგულისხმობ იაფფასიან ბიჟუტერიას, რომელიც 3 და 5 ლარი ან თუნდაც 20 ლარი ღირს. მე თვითონ ძალიან მიყვარდა ოქრო, მაგრამ სამუდამოდ გადაინაცვლა ზარდახშაში. ოქრო უნდა იყოს სახლში, სიმდიდრეა, მაგრამ ოქროთი თავის მოწონებას მირჩევნია, ჩემი ხელნაკეთი ნივთი გავიკეთო.
– თქვენი სამყარო გაქვთ, როგორი ხართ ამ სამყაროში, როცა მარტო რჩებით?
– საერთოდ, მარტო არასოდეს ვარ, სულ ჩემი ქვებით და ჩემი საქმით ვარ დაკავებული. ჩემი ნივთები არასოდეს მეორდება, ყველა ნამუშევარი ექსკლუზივია. ათი ათასობით ნივთი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ორი ერთნაირი არასოდეს გამიკეთებია. რაც შეეხება ჩემს სამყაროს, მყავს უამრავი მეგობარი. ამ საქმიანობამ კი ძალიან ბევრი ახალი მეგობარიც შემძინა. მყავს ორი ვაჟი, შვილიშვილები.
– მეუღლე?
– მეუღლესთან გაყრილი ვარ, მაგრამ მასთან ძალიან ცივილური ურთიერთობა მაქვს. ჩემი შვილები, ივიკო და გიორგი, უკვე კაცები არიან. ივიკო, უფროსი ვაჟი, ახლა ქორწინდება, მყავს შესანიშნავი სარძლო – ქეთი. გიორგის ორი შვილი ჰყავს – სანდრო 12 წლისაა, პატარა ანასტასია კი მალე წლის გახდება. მას ისე უყვარს სამკაული, მის დანახვაზე საოცარი რეაქცია აქვს და დარწმუნებული ვარ, ჩემს საქმიანობას გააგრძელებს. საერთოდ, უძლიერესი პიროვნება ვარ. ვისწავლე ის, რომ არ უნდა ვინერვიულო და ყველას ამას ვასწავლი. უნდა ინერვიულო მაშინ, როდესაც დამნაშავე ხარ. მაშინ უნდა მიჰყვე თვითგვემას და დაისაჯო თავი. ჩემი დევიზია, ყველას ვუყვარდე. ეს მეხმარება და მიადვილებს ცხოვრებას. მე მაქვს იმის პრეტენზია, რომ უკვე უფლება აღარ მაქვს, ცუდად მოვიქცე და ვცდილობ, შეუცდომლად ვიცხოვრო.
ძალიან საქმიანი ადამიანი ვარ, დილით, როგორც კი თვალს გავახელ, პირველ რიგში, იმას ვფიქრობ, იმ დღეს რა უნდა გავაკეთო და თუ საქმე არ მაქვს, ყველაზე ცოდო მაშინ ვარ. თითოეული ნივთი ჩემთვის სულიერია და როდესაც ვმუშაობ და ვაწყობ მათ, ველაპარაკები და ხან ვეჩხუბები კიდეც. მძივი რომ დამიგორდება, ვეუბნები, ამაზე კარგ ადგილას სად უნდა წახვიდე–მეთქი.
– თქვენი ხელები არაჩვეულებრივ ნივთებს ქმნიან. საინტერესოა, კერძებიც ისეთივე ლამაზი და თან გემრიელი გამოგდით?
– თავის ქება გამომივა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მართლაც კარგი დიასახლისი ვარ. ყველაფერი გამომდის, შესანიშნავ ნამცხვრებს ვაცხობ. მახსოვს, ჩემი შვილის ნათლიის და გათხოვდა და უშველებელი ქორწილისთვის შვიდი სხვადასხვანაირი ტორტი გამოვაცხვე. მაშინ 24 წლის ვიქნებოდი. რაც მთავარია, შვიდივე ტორტი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ყველა ერთიმეორეზე ლამაზი იყო.
– ბომონდური თავშეყრის ადგილებში თუ გიყვართ სიარული?
– როგორ არ მიყვარს მისვლა, მაგრამ ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემს ასაკს. კრისტიმ თავის საღამოზე დამპატიჟა, სადაც პოდიუმზე ყოფნის 17 წლისთავს აღნიშნავდა, სულით და გულით იქ ვიყავი, მაგრამ არ წავედი. მე უკვე ბებია ვარ და არ შემშვენის, მათ ბომონდურ ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ არის ადგილები, სადაც არასოდეს გამოვაკლდები.
– პოლიტიკოსებიც თუ არიან თქვენს კლიენტებს შორის?
– მამაკაცი კლიენტებისგან განებივრებული არ ვარ. მათ ეშინიათ, რცხვენიათ. ყოფილან მამაკაცებიც, რომელთაც მეგობარი ქალისთვის შეუძენიათ ნივთები. მათ ვინაობას არ გავამხელ. ერთ–ერთმა საყვარელი ქალის და მისი შვილისთვის იყიდა სამკაულები, ასევე – თავისი ცოლისა და ქალიშვილისთვისაც. მე საერთოდ აპოლიტიკური ვარ, ყველა მიყვარს და ვერ ვხვდები, რატომ უნდა იჩხუბონ. გემოვნებიან ქალბატონებს შორის გამოვარჩევ მანანა მანჯგალაძეს (საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერი. – ავტ.). მას ძალიან უყვარს და უკეთია ჩემი გულსაბნევები. მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა ქალბატონია, ძალიან მომწონს, თავშეკავებული და გაწონასწორებული პიროვნებაა.
– რა საშულებებს მიმართავთ ხოლმე რელაქსაციისთვის?
– მასაჟი აუცილებელია, რადგან მუშაობის დროს ხერხემალი მეღლება. მინდა თუ არ მინდა, წელიწადში სამჯერ გამაჯანსაღებელი მასაჟის სრულ კურსს ვიტარებ. სახეს და კანს ვუვლი. შეიძლება საკვებში ფული არ დავხარჯო, მაგრამ კარგი კრემი სულ მაქვს. მყავს ჩემი სტილისტი, რომელიც 5 დღეში ერთხელ მაკითხავს სახლში.
– საქმიანობიდან გამომდინარე, ალბათ გრძელ ფრჩხილებზე უარის თქმა გიწევთ.
– მართალი ბრძანდებით, სამწუხაროდ, გრძელ ფრჩხილს ვერ ვატარებ, მაგრამ ხელები ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს. მახსოვს, ერთხელ ფოტოხელოვანმა ჯიჯი რეჯინმა მითხრა, შენ ისეთი მოწესრიგებული ხელები გაქვს, მიკვირს, ნუთუ ისინი რამეს აკეთებენო.
– ახლახან თქვენმა მეოცე გამოფენამაც, როგორც მისმა წინამორბედებმა, ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. გილოცავთ და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ!
– დიდი მადლობა. გამოფენა–გაყიდვები სრულიად მაკმაყოფილებს და აქ მაღაზიის გახსნას არ ვაპირებ. ორ თვეში ერთხელ ვაკეთებ გამოფენას და ძალიან კარგ შედეგსაც ვიღებ.
ლანა კიკნაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 

.jpg)