| ქალი და მამაკაცი |

დათო ოქიტაშვილი დოლჩე და გაბანას ეპატიჟება

დავით ოქიტაშვილი საკუთარ თავს მდიდარ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ბევრი მეგობარი ჰყავს. "გუმბათთან" ინტერვიუში ის ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
– ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით ბოლო ორ წელს?
– 2009 წელი ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, ახლა ბედნიერი ვარ. შეიძლება ჩემი მდგომარეობა შევადარო გალიიდან გამოშვებულ ცხოველს. ეს უხეში შედარებაა, მაგრამ ასეა. მომეცა იმის საშუალება, რომ საყვარელი საქმე გავაკეთო. რომელსაც ვერ გავაკეთებდი, თუ კულტურის სამინისტროში ვიმუშავებდი. ჩემთვის მთავარი თანამდებობა კი არ არის, არამედ ხალხის სიყვარულია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ხალხი ზუსტად მიხვდა, რომ ეს იყო დადგმული სცენარი და დადგმული სპექტაკლი. მაშინ ეს ყველაფერი ლაშა ონიანთან ერთად გავაკეთე, რომელიც უნიჭიერესი რეჟისორია. თუ მე და ლაშა აფერისტები ვართ, მაშინ ღონისძიებებს რატომ გვადგმევინებდნენ? მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ვიღაცას აწყობდა. ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა ყველაფერი კარგად და სწორედ გაიგო.
– თქვენი აზრით, ვის აწყობდა?
– ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. ფილარმონიის დარბაზში 2.300 კაცი ეტევა, აქედან ვიღაცა ორი "დარტყმული" ადამიანი, რომელიც კონცერტზე არც იყო და მერე გამოვა და სისულელეს ილაპარაკებს, მათ არაფერი მოეკითხებათ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო 2.300 კაცს. ეს ბევრჯერ ითქვა და ახლაც გავიმეორებ, რომ თავად პარლამენტიდან დარეკეს კულტურის სამინისტროში და აღნიშნეს, რომ თავად დაესწრენ კონცერტს და ეს იყო "რივერდანსის" ვარსკვლავების შოუ. ამ შოუს პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, რადგან ასეთი დონის ანსამბლი საქართველოში ჩამოვიდა, თანაც, ეს ყველაფერი კაპიკები დაგვიჯდა. მკითხველმა განსაჯოს. მაგალითად, სუხიშვილების ანსამბლიდან 15 კაცი გასტროლებზე რომ წავიდეს, ისინი სუხიშვილები არ იქნებიან? იცით, რას გადავარჩინე საქართველო? დიდ სკანდალს, სასამართლოში ჩივილს. ეს ყველაფერი კი მეგობრობით მოვახერხე. არც მე ვარ ისეთი ადამიანი, გულში რამე ჩავიტოვო, დღესაც ვთანამშრომლობ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებთან, ვარსკვლავებსაც ერთად ვხსნით. გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, რომ დაუმსახურებლად მესროლეს ტალახი. თუნდაც, ასეთი რამ გამეკეთებინა, ნუთუ დათო ოქიტაშვილს არ ჰქონდა იმდენი რამ გაკეთებული ქართული კულტურისთვის, რომ ეს ერთი შეცდომა ეპატიებინათ? მაგრამ, არა უშავს. ყველა ჩემი მეგობარია და, ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ.
– მეგობრობა ნინა წკრიალაშვილთანც შეინარჩუნეთ? მან ხომ თავისი თავი თქვენზე ჭკვიანად გამოაცხადა?
– ყველა ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცზე ჭკვიანია. ალბათ, ამიტომაც თქვა ნინა წკრიალაშვილმა ეს ფრაზა. ყველას თავისი გზა აქვს. სამსახურიდან რომ წამოვედი, შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან, უკრაინიდან. მაგრამ არ წავედი, რადგან ჩემზე იტყოდნენ, დათოს შეეშინდა, რადგან დამნაშავე იყო და წავიდაო. შეიძლება რაღაცა შემეშალა, მაგრამ, არა ისეთი, რომ ასეთი აჟიოტაჟი აეტეხათ. სახლში რომ მოვედი, ჩემა უფროსმა ქალიშვილმა მკითხა: მამა შენ მართლა მოიტყუე? ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო. ბავშვი ტრავმირებული გახლდათ.
– თქვენ ჟურნალისტებზეც იყავით გაბრაზებული.
– კი, მაგრამ დღეს ერთმანეთს ვხვდებით და ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.
– თქვენზე ამბობენ, რომ მდიდარიაო, მართალია?
– ჩემზე სულ ლეგენდები დადის, თანაც ისეთი, რომ ხშირად თავადაც მიკვირს. ერთხელ ისეთი ჭორი გამივრცელეს, თითქოს სახლში ოქროს უნიტაზი მქონდა. ამ ჭორზე ერთი ჟურნალისტი მოვიდა და სანამ არ შეამოწმა, არ დაიჯერა, ტყუილი რომ იყო. მერე დაწერეს, ვიყავით და ტყუილი აღმოჩნდაო. ერთხელ, ქალბატომა სოფიკო ჭიაურელმა მითხრა (წყნეთში ჩემ მეზობლად აგარაკი ჰქონდა), ნუ ნერვიულობ, როცა შენზე ლაპარაკობენ, ესე იგი ვიღაცას აინტერესებ, როცა აღარ ილაპარაკებენ, ჩათვალე, რომ აღარავის აინტერესებო.
– იმასაც ამბობენ, რომ წყნეთში ძალიან კარგი და კომფორტული აგარაკი გაქვთ.
– კომფორტი ჩემს მეუღლეს, ირინეს ძალიან უყვარს. წყნეთის აგარაკი ჩემმა სიმამრმა 15 წლის წინ ააშენა. მართლაც, კარგი აგარაკია, მაგრამ დღეს წყნეთში ისეთი სასახლეებია აშენებული, რომ ჩემი აგარაკი მათთან ვეღარ მოვა. არც აუზები და არც საუნები გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ მდიდარი ვარ თუ არა, გეტყვით, რომ მდიდარი პიროვნება ვარ იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. რაც შეეხება ჩემს ფინანსებს, ვცხოვრობ ნორმალურად, მაგრამ თავზე არ გადამდის.
– თქვენ სულ დაკავებული ხართ, როგორ ასწრებთ ოჯახის საქმეებს?
– ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე აწესრიგებს. ირინე პროფესიით ბიოლოგია, მაგრამ რაც ოჯახი შევქმენით, არცერთი დღე არ უმუშავია. ის ოჯახს და შვილებს უვლის, მე კი ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. შვილების გაზრდა და აღზრდა თავად გადაწყვიტა. არასოდეს გვყოლია მოსამსახურე, დამხმარე და მძღოლები.
– თქვენ ორი ქალიშვილი გყავთ, თათა და ლიზი. გული არ გწყდებათ, რომ გვარის გამგრძელებელი არ გყავთ?
– არასოდეს მინდოდა ვაჟიშვილი მყოლოდა, მთავარი გვარის გაგრძელება კი არ არის, არამედ შვილების აღზრდაა. მეც და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, არ გავათამამოთ შვილები. სულ ვარიგებთ, რომ ყველასთან იმეგობრონ და ფინანსური მხარის გათვალისწინებით მეგობრები არ შეარჩიონ. არ შეიძლება ადამიანს ზევიდან უყურო. ცხოვრება წარმავალია და არ შეიძლება ფუფუნებაზე გაცვალო ყველაფერი. ბავშვმა ბავშვობის წლები უნდა გაიაროს და არ უნდა დააბერო ამ რაღაცეებით. ყოველთვის მიკვირს, როგორ შეიძლება 15–16 წლის ბავშვი იჯდეს მანქანაზე, ჰქონდეს ძვირადღირებული ტელეფონი და ასე შემდეგ. მერე მათ მშობლებს უკვირთ, რომ მათი შვილები რაღაც საშინელებებს ჩადიან. სხვათაშორის, მეც ასე გამზარდეს და ჩემი მეუღლეც. არც ჩემს ოჯახს და არც ირინეს ოჯახს, ფინანსურად არასოდეს უჭირდათ. ყველაფერი მქონდა, მაგრამ ასაკთან შესაბამისად, მამაჩემი არასოდეს მსვავდა მანქანაზე. 25 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა სიმამრმა მანქანა მაჩუქა და ტარება ვისწავლე, მაგრამ ამით არაფერი მომმატებია.
– თქვენს ახლანდელ სამსახურზე რას გვეტყვით?
– საქართველოს ხელოვნებათა კავშირის პრეზიდენტი ვარ. ამ კავშირში დაახლოებით 15.000 წევრია. ეს არის დიდი ოჯახი და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ჩაერთვებიან მომავალ ფესტივალში, რომელიც დავით ევგენიძის ფონდის პატრონაჟით ჩატარდება 2011 წლის სექტემბერში. სწორედ დავით ევგენიძის წარმომადგენელი აწარმოებს მოლაპარაკებას დოლჩე და გაბანასთან, რათა ისინი ფესტივალის ჟიურის წარმომადგენლები იყვნენ. აქვე დავძენ, რომ დათო ევგენიძე იტალიაში ერთ–ერთი ოპერის მუსიკის ავტორია და სწორედ ამ ოპერის დიზაინერები არიან დოლჩე და გაბანა. დათოს უნდა, რომ ამ სპექტაკლის შემდეგ, ისინი ფესტივალზე დაპატიჟოს.
– თავად ფესტივალის შესახებ რას გვეტყვით?
– 2011 წლის სექტემბრის თვეში ბათუმში დაგეგმილია საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს ტალანტი – ბათუმი 2011", რომლის პრეზიდენტიც გახლავართ. ეს არ არის მხოლოდ ფესტივალი, მას ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. ამ ფესტივალის წყალობით, საქართველოში კიდევ ბევრი ინვესტიცია ჩაიდება და ბევრი ტურისტიც ჩამოვა. დღეს, უკვე მსოფლიოს 35 ქვეყნის მონაწილემ გამოთქვა სურვილი, ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებისთვის. მსოფლიოს 18 წამყვანმა ტელევიზიამ გამოთქვეს სურვილი, რომ გააშუქონ ყველაფერი. მე მიხარია, რომ ბათუმში ხავერდოვან სეზონზე ასეთი ლამაზი ფესტივალი ჩატარდება. ეს კიდევ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ასეთი მსოფლიო დონის ფესტივალის ჩასატარებლად.
– ჟიურიში ვინ იქნებიან?
– მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჟიურიში ისხდნენ ცნობილი დიზაინერები დოლჩე და გაბანა, ჩვენ აგრეთვე დავუკავშირდით ცნობილ ფრანგ კომპოზიტორს მიშელ ლეგრანს, რომელმაც უკვე გამოთქვა ჩამოსვლის სურვილი. ასევე იქნებიან სხვა ცნობილი ადამიანებიც. ჟიური ძალიან კომპეტენტური იქნება, ამიტომ მინდა, რომ ქართული მხარე ძალიან ძლიერად წარმოჩნდეს. ყოველდღე სამუშაო რეჟიმში ვართ. რადგან დრო ცოტაა და ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით.
– ფინანსურ მხარეზე რას გვეტყვით?
– ჩვენ გვეხმარება ბათუმის მერია, ბატონი ლევან ვარშალომიძე და რობერტ ჩხეიძე. ვცდილობთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკლები თანხები მივიღოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ამბავი საქართველოს პრესტიჟის ამბავია და არა მგონია, აქ მოღვაწე ბიზნესმენებმა და არამარტო აქ მოღვაწე ბიზნესმენებმა, არ გაიღონ რაღაც გარკვეული თანხა და ფესტივალის ჩატარებაში არ დაგვეხმარონ.
– თუ გამოთქვა დახმარება რომელიმე კომპანიამ ან ბიზნესმენმა?
– შემიძლია დავასახელო კომპანიები: "ბილაინი", "სოკარი" და რამდენიმე ტურისტული სააგენტო. ტურისტული სააგენტოები შეგვპირდნენ, რომ ჩამოსული სტუმრების დაბინავებაზე იზრუნებენ. ფესტივალის დაწყების დროს სტამბულიდან დღეში ხუთი თვითმფრინავი ჩამოვა ბათუმში და ჩამოიყვანს მოწვეულ სტუმრებს.
– ქართველი მომღერლებიდან ვინ შეარჩიეთ?
– მარტის თვეში ვაპირებთ ჩავატაროთ შესარჩევი კონკურსი. ეს კონკურსი არ არის დამწყები მომღერლების, ამიტომაც დამწყები მომღერლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამ კონკურსში შეირჩევა ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მომღერლები. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მარტო მომღერლების კონკურსი არ არის, ეს არის – როგორ მღერი, როგორი ტანსაცმელი გაცვია, ფონოგრამა, სტუდია. აქ გამოჩნდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც ქმნიან მომღერალს, მაგრამ ყოველთვის ჩრდილში დგანან.
– მართალია, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ხელს ხომ არაფერი შეგიშლით?
– წინასწარ არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ არაფრის გვეშინია ამინდის გარდა. მთავარია, ამინდმა ხელი არ შეგვიშალოს.
– მხოლოდ ბათუმში რატომ ტარდება გრანდიოზული ღონისძიებები, სხვა ქალაქებმა რა დააშავეს?
– შეიძლება საზოგადოების შენიშვნა მართალია, მაგრამ მთელს მსოფლიოში ასეთი ფესტივალები მხოლოდ ზღვისპირა ქალაქებში ტარდება. რადგან ზღვისპირა ქალაქებში უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ტური განმუხურში და ანაკლიაშიც ჩავატაროთ.
ლია ოსაძე

კავშირი ტეგთან: დათო ოქიტაშვილი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 

.jpg)