asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მარკ ცუკერბერგი - კაცი, რომელმაც ფეისბუქი შექმნა
"ყოველთვის ვცდილობ, რომ ლიდერი ვიყო"
მარკ ცუკერბერგი - კაცი, რომელმაც ფეისბუქი შექმნა

2010-09-29 12:44:00



ჟურნალ "ფორბსის" ბოლო გამოკითხვამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
გამოკითხვის მიხედვით, პირველი ადგილი კვლავ ბილ გეიტსმა დაიკავა, მაგრამ ეს არ არის წლევანდელი გამოკითხვის მთავარი ნიშანი. მთავარი ახალგაზრდა მილიარდერის, ფეისბუქის შემქმნელ კარლ ცუკერბერგის, მოულოდნელი წინსვლაა. მილიარდერმა 135–ე ადგილიდან 35–ე ადგილზე აინაცვლა და მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ფეისბუქი ამჟამად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია ინტერნეტში. ყოველწლიურად მას 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია. ფეისბუქის საშუალებით ადამიანები ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან.
ალბათ ბევრს აინტერესებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ალბათ მისი სახელი ბევრმა არც იცის. მათ უფრო მეტად თვითონ ფეისბუქი აინტერესებთ, ვიდრე მისი დამაარსებელი.
ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგია. თავის დროზე მან, თავის მეგობრებთან ერთად, გადაწყვიტა, დაეარსებინა სოციალური ქსელი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. მარკი და მისი მეგობრები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი წამოწყება ასეთ დიდ წარმატებას მიაღწევდა.
ამჟამად ცუკერბერგი მილიარდერია. იგი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, ამიტომაც მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი.
მარკ ცუკურბერგი დაიბადა 1984 წლის 14 მაისს ნიუ–იორკში. იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მომავალში სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავს. მისი თქმით, მთავარი მონდომებაა და შედეგი აუცილებლად მოვა.
გთავაზობთ ინტერვიუს მარკ ცუკერბერგთან.
– თქვენი წყალობით, ხალხს ინტერნეტით კომუნიკაცია ძალიან გაუდვილდა. თქვენ თვითონ ხშირად შედიხართ ხოლმე ფეისბუქში?
– ისე ხშირად აღარ შევდივარ, როგორც ადრე, რადგან ინტერნეტში ბევრი სხვა რამეც არის საინტერესო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ფეისბუქია, რადგან მისი დამაარსებელი ვარ. ფეისბუქი დღეს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეცდებით, უფრო უკეთესი და მრავალფეროვანი გავხადოთ ფეისბუქი. სრულყოფილი არაფერია.
– რამდენად პოპულარული ხართ? როდესაც ქუჩაში გადიხართ, რამდენად ხშირად გცნობენ ხოლმე?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პოპულარული ვარ და ყველა მიცნობს სახეზე, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი გვარი ბევრმა იცის. რაც შეეხება ჩემს სახეს, არიან ადამიანები, რომლებიც სახეზეც მცნობენ ქუჩაში, თუმცა მე ამ მხრივ არ ვარ ისეთი პოპულარული, როგორც, მაგალითად, ცნობილი მსახიობები. მაგრამ მე იმიტომ არ შემიქმნია ფეისბუქი, რომ პოპულარული გავმხდარიყავი, ჩემი მთავარი მიზანი იყო, ფული მეშოვა და ხალხისთვის ინტერნეტით ურთიერთობა გამეადვილებინა.
– ინტერვიუებს არც ისე ხშირად აძლევთ ხოლმე. რა არის ამის მიზეზი?
– უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი საქმე ვაკეთო, რაც საკმაოდ ბევრ დროს მართმევს, ამიტომ ინტერვიუებისთვის ხშირად დრო არ მრჩება ხოლმე. ზოგადად ინტერვიუები არ მიზიდავს. ჩემი თვითმიზანი არ არის, ძალიან პოპულარული ვიყო და ხალხმა ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდეს. ინტერნეტში ჩემს ინტერვიუებს ნამდვილად ვერ იპოვით. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ, როცა ხასიათზე ვარ, შემიძლია ბევრიც ვილაპარაკო.
– ინტერნეტი ბავშვობიდანვე გიზიდავდათ?
– ინტერნეტი ყოველთვის ძალიან მიზიდავდა, რაც ბუნებრივიც არის, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც მომივიდოდა თავში აზრად ფეისბუქის შექმნა. როდესაც ბავშვი ვიყავი, თითქმის მთელი დღეები ინტერნეტში ვიყავი. ეს სიყვარული დღემდე გამყვა და დღესაც ბევრ დროს ვატარებ ინტერნეტში. ინტერნეტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი აზრით, უამრავი ადამიანისთვის ინტერნეტი ნარკოტიკივით გახდა, რაც ცუდი სულაც არ არის, რადგან ინტერნეტში უამრავი რამის გაგება შეგიძლია.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ ხოლმე?
– თავისუფალი დრო არც ისე ბევრი მაქვს, მაგრამ მას ისე ვატარებ, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდა – მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა. მიყვარს ღამის კლუბებში სიარული და ახალი ადამიანების გაცნობა. მიყვარს თავგადასავლებიც, საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ, რომელსაც ცხოვრება უყვარს. არ მესმის, როდესაც ახალგაზრდა ხარ, რატომ არ უნდა მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება. ტიპიური ახალგაზრდა ვარ, ახალგაზრდული ცხოვრების სტილით.
– ბავშვობაში რამდენად აქტიური იყავით?
– ბავშვობაშიც აქტიური ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ლიდერი ვყოფილიყავი ყველა წამოწყებაში და ეს თვისება დღემდე გამომყვა. დღესაც სულ ვცდილობ, ყველაფერი ჩემს თავზე ავიღო და დამოუკიდებელი ვიყო. ეს, ერთის მხრივ, ცუდიც არის, რადგან სხვა ადამიანების აზრიც უნდა გაითვალისწინო. ამიტომ, ამ ბოლო ხანებში ცოტა შევიცვალე და მარტო ჩემს თავს აღარ ვუწევ ხოლმე ანგარიშს, როგორც ეს ადრე იყო. თუმცა აქტიური ისევ ვარ.
– წარმოიდგენდით რამდენიმე წლის წინ, რომ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდებოდით?
– ნამდვილად არ შემეძლო ამის წარმოდგენა, მაგრამ პერსპექტივაში მქონდა, რადგან ყოველთვის მინდოდა საკუთარი ფული მქონოდა. პრინციპში ყველა ადამიანი ასეა. როდესაც ფული გაქვს, დამოუკიდებელი ხარ და ეს ძალიან სასიამოვნოა. მე შემიძლია, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრო და ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ.
ბექა გოგინაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online