asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯეოსელი 30.000-ით დააჯარიმეს
ჯეოსელს ბილაინმა უჩივლა
ჯეოსელი 30.000-ით დააჯარიმეს

2010-09-24 23:04:55



სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელი" აბონენტების მოტყუების გამო 30 000 ლარით დააჯარიმა .
კომისიამ "ჯეოსელის" წინააღმდეგ "ბილაინის" სარჩელი განიხილა. საქმე ეხება "ჯეოსელის" სარეკლამო რგოლს "5 000 SMS უფასოდ". კომისიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული აქცია აბონენტების მოტყუებაა, რადგან აბონენტებს 5 000 SMS -ის მისაღებად რეალურად თვეში 22 ლარის გადახდა უწევთ.
"ჯეოსელის" აქცია ჩაერთე "ლაი ლაიში" და მიიღე 5 000 SMS გულისხმობს, "ლაი ლაის" სასტარტო პაკეტის შეძენას 2 ლარად, რომელიც მოიცავს 5 000 SMS, 2 ლარის სასაუბრო დროს და სიმბარათს. SMS -ების მისაღებად აბონენტმა უნდა აკრიფოს *160#OK. პირველი ათასი SMS ანგარიშზე აბონენტს დაერიცხება კოდის აკრეფისთანავე, დარჩენილი 4000 SMS კი, აბონენტს დაერიცხება შემდეგი პრინციპით: ანგარიშის შევსებისას ყოველი 5 ან მეტი ლარის ერთჯერადი გადახდით აბონენტი მიიღებს 1000 SMS, სულ 4-ჯერ. ყოველი დარიცხული 1000 SMS -ის დახარჯვის ვადა მიღებიდან 30 დღეა. SMS –ების გაგზავნა შესაძლებელია ყველა მობილურ ოპერატორთან საქართველოში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აქცია 5 000 SMS უფასოდ, აბონენტების მოტყუებაა.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "ჯეოსელი" აბონენტების მოტყუებაში 3 სექტემბრის სხდომაზეც დაადანაშაულა და ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა. მაშინ საქმე ეხებოდა "ჯეოსელის" ზარების წამობრივი დამრგვალების საკითხს.
კომისიის განმარტებით, მობილური ოპერატორი ვალდებულია სატელეფონო საუბრის საფასური მომხმარებელს გადაახდევინოს ფაქტობრივად ნასაუბრები წამების მიხედვით, ანუ წამობრივი დამრგვალების წესით. ეს ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში".
კერძოდ, კომისიის ინფორმაციით, "ჯეოსელი" არღვევს კომუნიკაციების კომისიის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს და "ლაილაის" ქსელში ჩართულ აბონენტებს კომპანია განხორციელებულ ზარებზე გადასახდელ თანხას არ უანგარიშებს 1 წამის სიზუსტით. "ჯეოსელი" საუბარს 5 წამამდე ამრგვალებს. თავად "ჯეოსელი" კი ტერმინ "წამობრივის" დაზუსტებას მოითხოვს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online