| ქალი და მამაკაცი |

~საგადასახასდო კოდექსში~ შესატანი ცვლილების პროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განცხადებით, პარლამენტში დღეს ინიცირებული ე.წ. ფინანსური ამნისტიით მეწარმესა და საწარმოს რამდენიმე მილიონი ლარი დარჩება.
~წარმოდგენილი ცვლილებები ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა და ის ე.წ. ფინანსური ამნისტის საკითხს ეხება. კერძოდ, მეწარმეს, რომელსაც საგადასახადო დავალიანება 2005 წლამდე წარმოეშვა და ამის თაობაზე მას ინფორმაცია დღემდე მიღებული არ აქვს, ჩამოეწერება როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული ჯარიმა-საურავები~, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
იმავდროულად, იგეგმება საგადასახადო კანონდებლობისათვის უკუძალის მინიჭებაც. ხუროშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ნაბიჯები გადაიდგემევა და კანონში შესაბამისი ნორმა შევა, მას უკუძალა მიენიჭება და კანონის მიღებამდე წარმოშობილ ურთერთობებზე აისახება.
ახალ კანონპროექტში კერძოდ აღნიშნულია, რომ ~შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, იმ შემთხვევაში თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობით არ ითვლება აღიარებელად, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელისთვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ან საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა~.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 













































